რაზე ოცნებობს 7 მშიერი, ობოლი ბავშვი!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რაზე ოცნებობს 7 მშიერი, ობოლი ბავშვი!..

page info icon
2020 თებერვალი 24
page info icon
4234
ფეხსაცმელზე ვოცნებობ. ყველას აქვს სკოლაში, მე კი - არა. ძალიან მცხვენია მეგობრებთან ბოტებით სიარულის, გოგოები კი საერთოდ დამცინიან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,277 ₾
( 140 დონორი )
დასრულებულია

ნიკოლოზი(11 წლის): ფეხსაცმელზე ვოცნებობ. ყველას აქვს სკოლაში, მე კი - არა. ძალიან მცხვენია მეგობრებთან ბოტებით სიარულის, გოგოები კი საერთოდ დამცინიან.
- კარგი რა! ასეთი ლამაზი ბიჭი ბოტებით? ნუ დაგცინებენ, ყველაზე ლამაზ ფეხსაცმელს გაჩუქებთ, ოღონდ კარგად ისწავლე!
- რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?
- პოლიციელი მინდა გავხდე... პისტოლეტი მექნება!.. ჩემს დედიკოს, დებს და ძმებს ვერავინ აწყენინებს.
ქრისტინა(10 წლის): მე მასწავლებელი მინდა გავხდე. მაგრამ ამისთვის, წიგნები და რვეულები მჭირდება.
- შენ რაზე ოცნებობ?
ანი(9 წლის): მე სკოლაში მინდა სწავლა... დედა ამბობს, რომ ეს მალე ვერ მოხერხდება... გასასვლელი ტანსაცმელი არ მაქვს... ისე ძალიან მინდა ნიკოლოზთან და ქრისტინასთან ერთად სკოლაში სიარული... 
გიორგი(8 წლის): მე გემრიელ ყველსა და ნამცხვრებზე და მანქანაზე... 
ბადრი(7 წლის): შეიძლება, სათამაშო მანქანაზე ცოტა რომ ვიოცნებო? დედა ამბობს, რომ ყველა სურვილს ასრულებთ... შეიძლება?
ნაზი( 6 წლის): მე და მარიამს თოჯინები გვჭირდება... რა კარგად ვითამაშებდით... ბადრი კი ჩვენს თოჯინებს თავის მანქანით გაასეირნებდა. - ერთი წამით დაფიქრდა და დაამატა,  - მაგრამ მაშინ, დიდი მანქანა უყიდეთ, გეხვეწებით. ყველა რომ დაეტიოს, ისეთი.
დეკემბერში, ამ მშვენიერი ბავშვების დედას, 27 წლის  მაკას, მეუღლე გარდაეცვალა, ძალიან იტანჯებოდა. შვიდ შვილთან ერთად, მაკა სრულიად მარტო დარჩა და არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ იცხოვროს. როგორ გააგრძელოს ცხოვრება, შვილებს რა აჭამოს, როგორ გახდეს ძლიერი დედა... ამას ეკითხება მაკა საკუთარ თავს ყოველდღე, მაგრამ პასუხი არავინ  იცის... სოციალური დახმარება იმაზეც არ ყოფნით, რომ სრულფასოვნად იკვებონ. ზამთარში კომუნალური ვერ გადაიხადეს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. რა ექნა? დენის ფული რა ნამუსით გადაეხადა, როცა ბავშვს წამალი სჭირდებოდა. პატარები ვირუსებს დიდი გაჭირვებით გაუმკლავდნენ.
მაკა ადრე გათხოვდა. დედა გარდაეცვალა და მეუღლის ოჯახის სახით, მშობლებიც და ნათესავებიც შეიძინა. მულმა, ნაზიმ გააცნო ერთმანეთი, მიხვდა, რომ უფროს ძმას, მაკა  ერთი დანახვით შეუყვარდებოდა. მართალი აღმოჩნდა, გიამ მაკა მაშინვე ცოლად შეირთო, ზედმეტი სიტყვებისა და ხვეწნის გარეშე. პირველი ნიკოლოზი დაიბადა, შემდეგ, თითო-თითო წლის შუალედით, ქრისტინა, ანი, გიორგი, ბადრი, ნაზი და მარიამი.
 „მეუღლის ავადმყოფობა რომ არა, კიდევ ბევრი შვილი მეყოლებოდა“,  - ტირის მაკა. კიბომ, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულმა, საშინელმა სენმა, შვიდი ბავშვის მამა, გია საყვარელ ოჯახს დააშორა.
-მაკა, მოგვიყევით, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, მანამდე როგორ ცხოვრობდით?
მაკა: მე და ჩემს მეუღლეს არ გვისწავლია უნივერსიტეტში, არ გვაქვს პროფესია. მაპატიეთ,  მასზე ჯერაც ვერ ვსაუბრობ წარსულ დროში. დასუფთავებაში მუშაობდა, არანაირ შრომას არ თაკილობდა. დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული, რათა ბავშვებს საჭმელი და ტანსაცმელი ჰქონოდათ! შვილებს ყოველთვის არიგებდა, რომ უნდა ისწავლონ, რათა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა...
-ამჟამად რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
მაკა: სოციალური და მრავალშვილიანობის დახმარება გვერიცხება. ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავალია. მთელი ფული იხარჯება საკვებში, წამლებსა და პამპერსებში, ასევე კომუნალურ გადასახადებს ვიხდით... ერთი თვის წინ, ბავშვებს მაღალი სიცხე ჰქონდათ, წამლები ვიყიდე და დენის საფასურის გადასახდელად  თანხა აღარ დამრჩა... დენს აღარ ვჩივი, ბავშვები მყავს მშიერი...
- ადგილობრივი მთავრობა ან მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? დახმარებისთვის მათთვის თუ მიგიმართავთ? ბევრმა არც კი იცის, რომ სრული უფლება აქვთ მიმართონ, რადგან ყველა დეპუტატი ვალდებულია იზრუნოს თავის ამომრჩევლებზე, დაინტერესდეს, თუ რა სჭირდებათ, და როგორ გააუმჯობესოს მათი საყოფაცხოვრებო პირობები.
მაკა: დიახ, ძალიან გვეხმარებიან. ადგილობრივი მმართველობის წამომადგენლები, ბატონი დავით ჩიხრაძე, კოტე თავზარაშვილი, დავით რაზმაძე, მაშინვე მოვიდნენ დასახმარებლად. ჩემი მეუღლე მათ დაასაფლავეს და ობლებსაც არასდროს არ ტოვებენ უყურადღებოდ! ნეტავ, ასეთი გულისხმიერი ჩინოსანი მეტი იყოს ჩვენს ქვეყანაში!
- შესაძლოა, ეს შეკითხვა უადგილოდ მოგეჩვენოთ, თუ გნებავთ, შეგიძლიათ არ უპასუხოთ.  ზოგიერთი ადამიანი ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახებს დაუმსახურებლად კიცხავს. თვლიან, რომ ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა გააჩინო, როცა მისი შენახვის საშუალება გაქვს. თქვენ რას ფიქრობთ?
მაკა: ნახეთ, რამდენი გაჭირვებული ოჯახია. გამოდის , რომ ჩვენი ერი არ უნდა გამრავლდეს? მე ქრისტიანი ვარ, ჩემი აზრით არ უნდა მოკლა ჩანასახშივე შვილი, რომელსაც უფალი გჩუქნის. სხვა საკითხია, რომ ძნელია გამოკვებო, ჩააცვა, აღზარდო, როცა არ გაქვს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მაგრამ მე მწამს, რომ უფალი გაჭირვებაში არ მიგვატოვებს და კეთილი ადამიანების სახით მოგვივლენს დახმარებას! თქვენ ხომ მოგვაგენით? განა ეს, უფლის ნება არ იყო?
- რაზე ოცნებობთ?
მაკა: ჩემი შვილების ბედნიერ მომავალზე ვოცნებობ... მაგრამ ახლა იმდენად გვიჭირს, რომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რა ვაჭამო, ან რა ჩავაცვა... მაცივარზე ვოცნებობ და საწოლებზე... თითო-თითო წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მაინც რომ ჰქონდეთ...  ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნია...
მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზებს, ნიკოლოზს, ქრისტინას, ანის, გიორგის, ბადრის, ნაზის და მარიამს, სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! როგორ შეიძლება, მათ სკოლაში არ ისწავლონ, ან დადიოდნენ დახეული ტანსაცმლით? ნიკოლოზს სცხვენია ბოტებით სიარულის... ის ხომ მომავალი პოლიციალია, ჩვენი დამცველი! ბავშვებს დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ მივატოვებთ, მათ დიდი დარტყმის გადატანა მოუხდათ! მათ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მამა დაკარგეს. როგორ დაველოდოთ, სანამ ვინმე სხვა აღმოუჩენს დახმარებას? ეს, მათი გასაჭირის უგულვებელყოფას ნიშნავს. ერთად ვიმოქმედოთ, საერთო ძალისხმევით დავეხმაროთ და დავანახოთ, რომ უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს,  ვისთვისაც არაა სულერთი მათი ბედი.
ბავშვები ანგელოზები არიან, მათი გაჩენა კი უფლის ნებაა! უფალი გვიგზავნის მათ, რათა დაინახოს, ვინ იმსახურებს მისგან დახმარებასა და ზრუნვას, ვის გააჩნია სული და გულისხმიერება! (ლ. ჩერნოვეცკი)
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, საბრალო ობლებს არ დავეხმაროთ! ვილოცოთ მათი მამის სულისთვის, უფალს ყველამ ერთად ვევედროთ, რომ ამ პატარების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს !
ყველაფერი უფალსა და ჩვენს გულისხმიერებაზეა დამოკიდებული! ეს ოჯახი ცხოვრობს გორში, შეგიძლიათ თავად ეწვიოთ და დაეხმაროთ. მათი მისამართია: გორი, ანწუხელიძის ქ.№1.  ტელეფონის ნომერი: 598 488 762 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  საათაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ეს ყველაზე ამაყ ერს შეეფერება!
გადარჩენისთვის ამ ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი და საწოლები. დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან.
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საათაშვილების ოჯახი) 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus) 
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უმრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

მსგავსი პროექტები: