შვილის ავადმყოფობის ცქერა ძალიან მძიმე ყოფილა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის ავადმყოფობის ცქერა ძალიან მძიმე ყოფილა

page info icon
2020 თებერვალი 28
page info icon
3027
ღმერთმა აშოროს ყველას ის მდგომარეობა, როდესაც შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,187 ₾
( 125 დონორი )
დასრულებულია

ღმერთმა აშოროს  ყველას ის მდგომარეობა, როდესაც შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები. ასეთ მდგომარეობაშია ირა ხერგიანი. ის 83 წლის სათნო ბებიაა, მისი სული სიმშვიდეს ითხოვს, მაგრამ ირამ 40 წლის შვილს უნდა მოუაროს. მატრონას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. 
მოხუც დედასთან საუბარი ძალიან გაგვიჭირდა. ჩურჩულით საუბრობდა და სულ თავის შვილს დასდევდა, რომელიც არცერთი წამით არ გაჩერებულა...
- ირა, მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ირა: სვანეთში ვცხოვრობდით, მესტიაში. გვიან გავთხოვდი. ძალიან მინდოდა ოჯახი და შვილები. როდესაც მატრონა გამიჩნდა, მაშინ მივხვდი თუ რა იყო ნამდვილი ბედნიერება! ის უსაყვარლესი ბავშვი იყო, ყველასგან გამორჩეული - კეთილი, თავაზიანი!  17 წლის იყო როცა მას ხასიათი შეეცვალა. აგრესიული გახდა. უხეშად გვპასუხობდა, რამდენჯერმე ხელითაც შეგვეხო. უფროს დებსაც არ ინდობდა... წალენჯიხაში გადავედით საცხოვრებლად, მესტიიდან თბილისში სამკურნალოდ მისი ტარება ძალიან გაგვიჭირდა. შარშან მეუღლე გარდაიცვალა. მეტწილად მატრონასთან მარტო ვრჩები, იმის ძალა კი, მის ვერაგ დაავადებას ვებრძოლო, თითქმის აღარ შემწევს. იცით, როგორ მეშინია? მატრონასი კი არა, საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ შენმა საკუთარმა შვილმა, შეიძლება ტკივილი მოგაყენოს.  შეიძლება დაგარტყას, და ვერც მიხვდეს, რა ჩაიდინა... ღმერთო რა საშინელებაა...
- თუ გნებავთ შევწყვიტოთ საუბარი.
ირა: არა, იყოს, დავმშვიდდები ნელ-ნელა. ხალხმა უნდა იცოდეს, რა დაუნდობელია ხანდახან ცხოვრება. ყველაზე ძნელი კი ისაა, რომ როდესაც მატრონა აცნობიერებს თავის მდგომარეობას, მემუდარება დავეხმარო. როცა ავი სული შორდება, ძალიან განიცდის, რომ გულს მტკენს. ყოველი შეტევის შემდეგ, მიხსნის თუ რამდენად ვუყვარვარ. წარმოგიდგენიათ, როგორი ბრძოლები აქვს? ჩემზე ხელს აღმართავს, ამ დროს კი ტირის: „ დედა არ მინდა შეგაშინო, მომეცი წამალი! გეხვეწები წამალი დამალევინე! იცი, როგორ მიყვარხარ, ამას მე არ ვაკეთებ“ საიდან მოვუტანო წამალი? საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს!
- რა წამლები სჭირდება? ან რა არის თქვენი საარსებო წყარო? რით იკვებებით?
ირა: დამამშვიდებელი უნდა...რაღაც ძვირადღირებული! როგორ ვუყიდო არ ვიცი. ყველაზე ძნელია, როცა საჭმელს ვერ ვუმზადებ. ოთახებში დადის და რასაც იპოვის პირში იყრის, ხან უმ ბრინჯს ღეჭავს, ხან სიმინდს ან მაკარონს. როცა ვუშლი, უფრო აგრესიული ხდება და შეიძლება მეც მიკბინოს... ღმერთო, ღმერთო, ამქვეყნად ყველა ბავშვს სულიერი სიმშვიდე მიეცი. კვირაში ერთხელ ფსიქიატრიულ კლინიკაში ვაწვენთ.  როცა მისი მდგომარეობა უმართავი ხდება.
- ირა, რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ? როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
ირა: გეხვეწებით დამეხმარეთ პროდუქტით, წამლებით... იქნებ სახურავის შეკეთებაშიც დამეხმაროთ როგორმე. წვიმასა და ქარიან ამინდში, მატრონას ძალიან ეშინია, ტირის ოთახში წყალი რომ ჩამოდის და ხის ნაფოტები ცვივა. მეშინია, ერთ  დღეს, სახლი თავზე არ დამენგრეს.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ირა ხერგიანისა და მისი შვილის დასახმარებლად. ამ საბრალო მოხუცი ქალის გაჭირვებაში მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე! 
ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლი და საოჯახო ტექნიკა. იქნებ შევძლოთ და სახლის გადახურვაშიც დაეხმაროთ?
დაურეკეთ ან მოინახულეთ ირა და თავად იხილავთ მის სავალალო მდგომარეობას. მისი ტელეფონის ნომერია: 551 07 41 14. მისამართი: წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლია.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. 
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ირა ხერგიანი) 
ვებგვერდის საშუალებით:
სწრაფი გადახდის ტერმინალებით:
 nova technology, tbcpay и expresspay 
მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. 
ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/gy2gus).
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო მოხუცსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

მსგავსი პროექტები: