დედიკო, ნუ ტირი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, ნუ ტირი!

page info icon
2020 მარტი 12
ეს ოჯახი სარდაფში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში. თუმცა ამის ჩვენს მკითხველებს უკვე აღარც უკვირთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,045 ₾
( 160 დონორი )
დასრულებულია



„იცით, იმაზე ვოცნებობ, რომ ადამიანებს ჭამა არ სჭირდებოდეთ... ან, მაგალითად,  კვირაში ერთხელ საკმარისიიყოს.“ - ამბობს ლუკა.

ის უფროსია და თავის 6 და 2 წლის პატარა ძმებსა და 6 თვის დაიკოზე ის არის პასუხისმგებელი. დედაზეც ზრუნავს, რომელიც მამამ ბედის ანაბარა მიატოვა, როდესაც 7 თვის ორსული იყო.

- ნათია,გვიამბეთ, აქ როგორ აღმოჩნდით?

ნათია: 16 წლამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან გვიჭირდა, სამაგიეროდ პატარა ბინა გვქონდა. სულ რაღაც 12 კვადრატული მეტრი, მაგრამ ჩვენი, საკუთარი. 2011 წელს, 47 წლის ასაკში, დედას კიბო აღმოაჩნდა. 2 თვე საშინლად იტანჯებოდა. მამამ ბინაც კი გაყიდა, მის გადასარჩენად, მაგრამ მაინც ტანჯვით გარდაიცვალა. ქუჩაში დავრჩით.

შემდეგ ოჯახი შევქმენი.  არ გამიმართლა, მარიამზე 7 თვის ორსულივიყავი,მეუღლემ მიმატოვა. ამ სარდაფში ავღმოჩნდით. სოციალური დახმარებიდან ამ სარდაფის ქირას, 350 ლარს ვიხდი. ჩვენი არაფერი არ არის, რასაც აქ ხედავთ. ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ დივანზე გვძინავს და არა იატაკზე. ძალიან ვნერვიულობდი,  ვიწექი, ვტიროდი.ბავშვები გვერდით მესხდნენ და მეხვეწობოდნენ: „დედიკო, ნუ ტირიხარ, შენ რომ  რამე მოგივიდეს, ჩვენ ხომ ბავშვთა თავშესაფარში ჩაგვაბარებენ“ - მაშინ გადავწყვიტე - სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვიბრძოლო, რომ ბავშვები არ წამართვან და საჭმელი მაინც ჰქონდეთ.

- რას აჭმევთ ბავშვებს?

ნათია: მაკარონს, წიწიბურას წვნიანს... სოციალური დახმარება რაზეც მყოფნის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვწუწუნებ. ღმერთმა ულამაზესი, მსოფლიოში საუკეთესო შვილები მაჩუქა!.. მათ აღზრდაშიც დამეხმარება. უფალს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ საჭმელი ჰქონდეთ.

- ბავშვები შექმნილ მდგომარეობასძალიან განიცდიან?

ნათია: გული მტკივა, როცა ალმაცერად გვიყურებენ, ბავშვებს ბოლომდე არ ესმით მდგომარეობის სირთულე, მაგრამ ძალიან განიცდიან. აქამდე სწორედ ამიტომ შევიკავე თავი და არ მოგმართეთ. მეშინოდა, და ახლაც მეშინია, რომ მათი თანაკლასელები სურათებს ნახავენ თქვენს ვებგვერდზე და  დასცინებენ... უბრალოდ გამოსავალი აღარ დამრჩა... ღმერთი ზემოდან იყურება. კარგად ხედავს, რისი ატანაც მიწევს ყოველდღიურად ჩემი შვილების გამო! მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთის წყალობით, ჩემი შვილები საუკეთესოები გაიზრდებიან და ძალიან ბედნიერები იქნებიან!

- ნათია, გვჯერა, რომძალიან მალე, თქვენ უამრავი მეგობარი და დამცველი გეყოლებათ. ვერავინ გაწყენინებთ! თქვენ არაჩვეულებრივი და მზრუნველი დედა ხართ და ულამაზესი შვილები გყავთ. გვითხარით, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ნათია: მხოლოდ ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ! როგორმე გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი. მჯერა, უფალი არ მიგვატოვებს! 

- იქნებ რაიმე საყოფაცხოვრებო ოცნებებიც გაქვთ? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ნათია: არც კი ვიცი... პროდუქტი, პამპერსი...იქნებ ვინმეს კამფეტებიც ჰქონდეს?  კიდევ საწოლები. ჩვენს საწოლზე ჟანგიანი ზამბარებია ამოშვერილი. სულ მეშინია არ ამოვარდეს და ბავშვებს ზიანი არ მიაყენოს.

ლუკა(8 წლის): მე კი, 28 მარტს დაბადების დღე მაქვს! ძალიან მინდა, ვინმემ მომილოცოს.

როდესაც ვკითხეთ, საჩუქრად რას ისურვებდა, მხრები აიჩეჩა: „არ ვიცი, ჩემთვის არასდროს მსგავსი არაფერი უკითხავთო“...

- დედიკოს ეხმარებით?

ლუკა: რა თქმა უნდა!  პატარა დაიკოს ვუვლით. ვგვით,დედიკოს ჩაის ვუმზადებთ. ოღონდ შაქარი არ გვაქვს.

- ბიჭებო, თქვენი პატარა ძმისთვის რას ისურვებდით?

მათე(2 წლის): მე თვითონ!   სათამაშოები!  ბევრი სათამაშოები! მანქანები! მათეს სათამაშოები უნდა და „პეჩე“!

- ეს რა არის?

ნათია: პატარა მათე „პეჩეს“ ეძახის ყველაფერს, რაც გემრიელია. ზუსტად რას, მეც არ ვიცი.

--------------------------------------------

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, სახლის ინვენტარი,  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნათიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ!  ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

   მათი მისამართია: თბილისი. დისევის ქუჩა №7( ყოფილი საავადმყოფოს სარდაფი) ტელეფონის ნომერი: 557 30 39 29

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ჩალაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში!

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის  შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ

ანგარიშებზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ჩალაძეების ოჯახი)

საიტიდან:

ტერმინალებიდან: nova technology, tbcpay და expresspay

მოძებნეთ ჩერნოვეცკის ფონდი განყოფილებაში - „ქველმოქმედება“.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: