დედის ჯანმრთელობას გთხოვთ სათამაშოები არ მინდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედის ჯანმრთელობას გთხოვთ სათამაშოები არ მინდა!

page info icon
2020 მარტი 16
page info icon
5058
მე ის პატარა გიორგი ვარ, რომელსაც დედა ძალიან ცუდად მყავს. მხოლოდ იმას გთხოვ დედა გამომიჯანმრთელე და ყოველ დილით მის ლამაზ თვალებს ვუყურო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,828 ₾
( 284 დონორი )
დასრულებულია


"თოვლის პაპა მე ის პატარა გიორგი ვარ, რომელსაც დედა ძალიან ცუდად მყავს და მინდა ეს სურვილი ამისრულომ საჩუქარი არ მინდა. მხოლოდ იმას გთხოვ დედა გამომიჯანმრთელე და ყოველ დილით მის ლამაზ თვალებს ვუყურო. არც გაბედო და არ დაუშვა რომ ცემი ლამაზი დედას რამე დაუშავდეს! მე იგი ძალიან ძალიან მიყვარს. ამ წერილს გიორგი გწერს. სკოლაში სურვილების ხესთან დავდებ და დაგელოდები."

როდესაც ფონდში ეს წერილი მივიღეთ, დავიზაფრეთ... ყოველ დღე ვკითხულობდით.

როცა ოჯახს ვესტუმრეთ, კარი პატარა გიორგიმ გაგვიღო და ოთხში შეგვიპატიჟა, სადაც მისი დედიკო იწვა. სანამ სოფიოს ვესაუბრებოდით, ბავშვი გვერდიდან არ მოშორებია დედას, ხელს არ უშვებდა, ეფერებოდა და კოცნიდა. პატარა კნუტივით ეხუტებოდა! მივხვდით, რომ  შეუძლებელი უნდა შევძლოთ, რომ ეს იდილია უსასრულოდ გაგრძელდეს!

- სოფიო, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე,  მეუღლესა და მშობლებზე.

სოფიო: 8 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა, 8 წლის წინ დედაც დავკარგე. აღარავინ დამრჩა. ჩემი მეუღლის მშობლები არიან ახლა ჩემი მშობლები. ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი დედამთილი, მარინა რომ არა, ალბათ, ახლა ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. ალბათ მშობელი დედაც კი ვერ მომივლიდა ისე, როგორც ამას ეს საოცარი ქალი აკეთებს.

- სოფიო, პრველად გვესმის, რძალი დედამთილზე ასე  საუბრობდეს.

სოფიო: ხომ გეუბნებით, როგორც მშობელი დედა, ისე მივლის. უფალს მადლობას ვწირავ, ჩემს მეუღლეს ასეთი კარგი დედა რომ ჰყავს! ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა. თავადაც ქრონიკული ასთმა აქვს, დილიდან საღამომდე ჩემს მეუღლესთან ერთად ყანაში მუშაობს, მხოლოდ იმისთვის, რომ საჭმელი მქონდეს. ახალ წელს პროდუქტი რომ მოგვიტანეს, ფარშიც იყო. ტოლმა გააკეთა, გაყინა და დღეგამოშვებით თითო-თითოს მაჭმევს, რომ ხორცი მივიღო. თვითონ კი, ჩაის უშაქროდ სვამენ...

-  სოციალური დახმარება გერიცხებათ? რა არის თქვენი საარსებო წყარო? მკურნალობა ხომ ძალინ ძვირია.

სოფიო: არფერი არ გვერიცხება, გვითხრეს, რომ არ გვეკუთვნის! ალბათ იგულისხმეს, - „ნელი სიკვდილით მოკვდითო!“

ამჟამად სოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, და დღითიდღე უარესდება. ღამით არ სძინავს, სიარული  უჭირს, ზოგჯერ ლოგინიდან ვერ დგება. ძალიან იტანჯება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ტკივილგამაყუჩებელი წამლები  აქვს და არც ფული, რომ ისინი იყიდოს. თბილისში, ექიმთან მისასვლელად, ბავშვთან ერთად ჩამოდის ხოლმე. მეუღლეს და დედამთილს სამსახურიდან არ უშვებენ. ყოველდღიური, ჯოჯოხეთური შრომის გარეშე, საყვარელი მეუღლე და რძალი წამლებისა და საჭმლის გარეშე დარჩება! ეს კი იმის ტოლფასია, რომ  ხაზი გადაუსვა ყველაფერს და ამდენი ხნის წვალება წყალში ჩაყარო.

- სოფიო, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როდის აღმოაჩინეთ, რომ ავად ხართ?

სოფიო: ავადმყოფობამდე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ოჯახს ვუვლიდი. რა კარგი დრო იყო... ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ საკუთარი ბედნიერების, ხანდახან მეშინოდა კიდეც...

- რაზე ოცნებობთ? სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ?

სოფია: ვოცნებობ იმაზე, რომ ტკივილი დაცხრეს, შევძლო ჩემი შვილის აღზრდა და აღარ ვიტირო მის თვალწინ. ისეთი კარგი მყავს!.. ისე ძალიან მიყვარს !..

- თავად თუ გწამთ, რომ განიკურნებით?

სოფიო: რა თქმა უნდა! ყოველ წამს! განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავ, როგორ წვალობენ ჩემი მეუღლე და დედამთილი, ცივ ნიავს რომ არ მაკარებენ, ჩემი შვილი რომ მეფერება და ხელს არ მიშვებს, - ზუსტად ვიცი, რომ უნდა ვიცოცხლო!

- ბევრი მეგობარი გყავთ?

სოფია: იცით, ჩემი ოჯახი ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის! სწორედ ისინი არიან ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები!

- ადამიანში ყველაზე მეტად რას აფასებთ? თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი?

სოფია: ადამიანი ის არის, ვისაც შეუძლია სიცოცხლე გაწიროს სხვისთვის. სწორედ ასეთია ღვთისნიერი ადამიანი! ჩემს ოჯახში ყველა ასეთია.

- ახალი მეგობრების შეძენას ისურვებდით?

სოფია: სიმართლე გითხრათ, არ მინდა წუწუნით ვინმეს თავი შევაწყინო, ყველას თავის პრობლემა აქვს. ავადმყოფობას რომ დავძლევ, მზად ვიქნები ყველასთან სამეგობროდ!

- სოფია, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა, რა ღირდა თითოეული ეტაპი, რას დაგპირდნენ ექიმები და პირობა რატომ ვერ შეასრულეს?

სოფია: როდესაც ლეიკემია აღმომაჩნდა, ექიმებმა ზუსტად ასე გვითხრეს: არ განიკურნება, წაიყვანეთ, სახლში მშვიდად სიკვდილი აცალეთო! -  მაგრამ, ხომ ხედავთ, ცოცხალი ვარ და გელაპარაკებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც თუ ისე ცუდია ჩემი მდგომარეობა. მე მჯერა, რომ მკურნალობას შედეგი ექნება.

- რა შეიცვლება, თუ ამ თანხას შევაგროვებთ?

სოფია: სიცოცსლეს მაჩუქებთ და გამოჯანმრთელების იმედს! შესაძლებლობას მომცემთ დავინახო, თუ როგორ იზრდება ჩემი შვილი. მოვასწრებ, ვუთხრა ჩემი ოჯახის წევრებს, თუ როგორ მიყვარს და როგორ უასაზღვროდ ვაფასებ მათ!

- გიორგი, როდესაც თოვლის ბაბუას წერილი მიწერე, გჯეროდა, რომ შენს ოცნებას აასრულებს?

გიორგი(8 წლის):  მე მჯეროდა და რადგან აქ ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩემი წერილი მიიღო! დედიკო ძალიან მიყვარს, ვიცი, რომ მისი განკურნება შესაძლებელია. სულ დედიკოს გვერდით ვარ და უფალს ვთხოვ, ჩემი ჯანმრთელობა მას გაუზიაროს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით!

მეგობრებო, სანამ ამ სტატიას გამოვაქვეყნებდით, მივმართეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ-პროფესორს, რომელიც ყოველთვის იჩენს  დიდსულოვნებას და გვეხმარება. აი, რა გვიპასუხა:

- „დაავადება, რომელიც ასე ტანჯავს სოფიას, არის ქრონიკული მიელოლეიკოზი, დადებითი Ph ქრომოსომა, გახსნილი კლინიკური ჯგუფი, II სტადიაა და არის ძალიან სერიოზული. მას თან ახლავს არაადამიანური ტკივილები. მაგრამ, ის იკურნება ძვირადღირებული წამლით, გლივეკით!  ადამიანები, რომლებიც ამ წამალს იღებენ 2001 წლიდან, ცოცხლობენ დღემდე, უმეტესობას „გაუქრა“ ლეიკემიის ნიშნები.  პაციენტების დიდ ნაწილს, ვისთვისაც დაავადება ქრონიკულ ფაზაშია, დღევანდელი მდგომარეობით  სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალური აქვთ.

ჩვენ შეგვიძლია დედა გადავარჩინოთ... მთავარია, ვუყიდოთ ძვირადღირებული წამალი, რათა შევუმციროთ ტკივილები და საშუალება მივცეთ, მეტი მოეფეროს შვილს!..

საბრალო ქალის უყურადღებოდ მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე!

მეგობრებო, სანამ ამ სტატიას გამოვაქვეყნებდით, მივმართეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ-პროფესორს, რომელიც ყოველთვის იჩენს  დიდსულოვნებას და გვეხმარება. აი, რა გვიპასუხა:
- „დაავადება, რომელიც ასე ტანჯავს სოფიას, არის ქრონიკული მიელოლეიკოზი, დადებითი Ph ქრომოსომა, გახსნილი კლინიკური ჯგუფი, II სტადიაა და არის ძალიან სერიოზული. მას თან ახლავს არაადამიანური ტკივილები. მაგრამ, (ვაშა!) იკურნება ძვირადღირებული წამლით, გლივეკით! 
ავადმყოფები, რომლებიც ამ წამალს იღებენ 2001 წლიდან, ცოცხლობენ დღემდე, უმეტესობას „გაუქრა“ ლეიკემიის ნიშნები.  პაციენტების დიდ ნაწილს, ვისთვისაც დაავადება ქრონიკულ ფაზაშია, დღევანდელი მდგომარეობით  სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალური აქვთ.
ჩვენ შეგვიძლია დედა გადავარჩინოთ... მთავარია, ვუყიდოთ ძვირადღირებული წამალი, რათა შევუმციროთ ტკივილები და საშუალება მივცეთ, მეტი მოეფეროს შვილს!..
საბრალო ქალის უყურადღებოდ მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე!
 როდესაც ჩვენ ვეხმარებით გაჭირვებულებს, სამყარო იცვლება უკეთესობისკენ. იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრება საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება! 

„მუდმივი ლაბორატორიული ანალიზები და ექიმების კონსულტაცია, დაახლოებით 4000 ლარი წელიწადში და გაძლიერებული კვება“ - სოფიას სხვა არფერი უხსენებია. მაგრამ ჩვენც კარგად ვიცით, რომ ეს დაავადება ძალიან სახიფათოა! რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველოში, ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს სახელმწიფო ეხმარება. მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არაა. ვინ იცის, შესაძლოა საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევა დასჭირდეს.

დავეხმაროთ  სოფიოს, მივცეთ გადარჩენის შანსი და დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი.  მას სჭირდება სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტები და პროდუქტი.

და კიდევ, დაურეკეთ, ან მოინახულეთ სოფიო, საკუთარი თვალით ნახავთ, თუ რა მძიმეა მისი მდგომარეობა. მისი ტელეფონის ნომერია: 598 34 55 38  მისამართი: კახეთი, სირნაღის რაიონი, სოფელი ანაგა.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ მის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

  ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: სოფია ბლიაძე) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

  ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო ქალსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!


მსგავსი პროექტები: