გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!

page info icon
2020 მარტი 26
მათ სახლში აუტანელმა უიმედობამ დაიდო ბინა. დაობებული კედლები, ჟანგიანი საწოლები, ძველი ტანსაცმლი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,305 ₾
( 144 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!


მათ სახლში აუტანელმა უიმედობამ დაიდო ბინა. დაობებული კედლები, ჟანგიანი საწოლები, ძველი ტანსაცმლი... ოჯახში ხუთი წევრია სოფიკო, მისი მეუღლე და სამი არაჩვეულებრივი შვილი: 9 წლის ნათია, 7 წლის თამარი და 5 წლის გაბრიელი.

სოფია: მამა ადრე გარდამეცვალა და ვაჟამ მისი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი კარგი ადამიანია.

- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

სოფია: ვცხოვრობდით ისე, როგორც ქართველი ოჯახების უმეტესობა ცხოვრობს. არასდროს ვყოფილვართ მდიდრები. მაგრამ, ღმერთის წყალობით, მშივრები არ ვყოფილვართ! ვაჟა ძალიან ბევრს შრომობდა, მაგრამ შარშან ფეხი დაიზიანა. ამის გამო, ნორმალურად ვეღარ დადის.

- ვხედავ, ბავშვები არ შორდებიან, მამა ძალიან უყვართ, არა?

სოფიკო: დიახ, ის უყვართ ყველაზე მეტად. როდესაც მუშაობდა, თითქმის ვერ ნახულობდნენ. ახლა კი სულ სახლშია და პატარებს უხარიათ. ჯერ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი არსებობა მამის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

- ვინმე გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

სოფიკო: ვაჟას არ ყავს მშობლები. დედაჩემი კი ძალიან მოხუცია და თავად დახმარება სჭირდება! სამწუხაროდ იშვიათად ვნახულობ. არ მაქვს გზის ფული.

- ეს ძველი სახლი ვისია?

სოფიკო: მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო ჩემს მეუღლეს! გვეგონა რომ რომ გავარემონტებთ, ფულს შევაგროვებთ, საწოლებსა და კარადას შევიძენთ. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ჩვენი ერთადერთი ოცნებაა - ბავშვები არ დარჩნენ მშივრები! ხედავთ იმ ნივთების გროვას ოთახის კუთხეში? აღარ ვიცი, როგორ დავაწყო... ლამაზად დავალაგებ, მეორე დღეს კი ისევ არეულია და ყველგან ყრია. წვიმა რომ დაასველებს, ადგილიც არ მაქვს, რომ დავფინო და გავაშრო. როგორ მოვიქცე?  მირჩიეთ რამე? ვინმე კარადას თუ მომცემს, ამ ნივთებს შევაწყობ და აღარ იქნება ასეთი არეულობა.

- ადგილობრივ მმართველობას მიმართეთ დახმარებისთვის?

სოფია: დიახ, მივმართეთ. ერთი წლის წინ სარეცხი მანქანა გვაჩუქეს, ახლა კი მაცივარიც მოგვიტანეს. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღებას არ გვაქცევენ. მაგრამ ისიც ვიცი , რომ გაჭირვებული ოჯახი ძალიან ბევრია.

- ხსნას რაში ხედავთ? მორწმუნე ხართ?

სოფია: მე და ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და შვილებსაც ასე ვზრდით. უყვართ ადამიანები, ბოროტები არ არიან. შეუძლიათ  უკანასკნელი ლუკმა პური მშიერს გაუყონ. კნუტი იპოვეს სადღაც და სახლში მოიყვანეს. ჩვენ დედ- მამა მაინც გვყავს, ეს საბრალო კი სულ მარტოაო!

- რა კეთილი ბავშვები ხართ, შეიძლება გაგესაუბროთ? როგორ ხართ?

ნათია: კარგად, თქვენ?

- მომიყევით, ყველაზე მეტად ვინ გიყვართ და რატომ?

ნათია: მე დედა მიყვარს და გაბრიელი, თამარი კი ხანდახან მაბრაზებს.

თამარი: მე კი ყველა მიყვარს, ყველაზე მეტად  კი მამიკო!

- რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

ნათია: მე არ მაქვს სათამაშოები. ყველა თამარის ვაჩუქე, მე კი კნუტს ვეთამაშები.

თამარი: როდის მაჩუქე? ჩვენ არ გვაქვს სათამაშოები! მე დამალობანას თამაში მიყვარს ყველაზე მეტად!

- რომელი ზღაპრები იცით?

ნათია: დედიკო გვიყვებოდა ადრე, გრძელთმიან პრინცესაზე.

თამარი: მე არ მიყვარს ზღაპრები, სიმღერების მოსმენა უფრო მიყვარს.

-  ოცნებობ, რომ მომღერალი გახდე. გამოვიცანი?

თამარი: ვერ გამოიცანით, ექიმი გავხდები.

ნათია: არ ვიცი. მასწავლებლები ყველას უყვარს. მეც მინდა რომ ყველას ვუყვარდე და ალბათ მასწავლებელი ვიქნები.

- რა სათამაშოებზე ოცნებობთ?

ნათია: მე პლანშეტი მინდა. იქ ხატვაც შეიძლება და წიგნების კითხვაც.

თამარი: მე კი ბარბი, თავისი სახლითა და ბევრი ტანსაცმლით!

- შენი საყვარელი საჭმელი რომელია?

ნათია: ერთხელ დედიკომ ხაჭაპური გამოაცხო! ისეთი გემრიელი იყო!

თამარი: მე ვაფლი

- ძალიან ყოჩაღი გოგონები ხართ! თქვენ რაზე ოცნებობთ, სოფია?

სოფია: ვოცნებობ, რომ ბავშვებმა აღარ იშიმშილონ, მეუღლემ რომ თავი უკეთესად იგრძნოს და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

- რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

სოფია: ჩვენს სოფელში, ერთ ოჯახს დაეხმარეთ. მასწავლეს, თქვენთვის დახმარება როგორ მეთხოვა და ჩემმა მეგობარმა მოგწერათ.

- მერწმუნეთ, თქვენი ოჯახის შესახებ, თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს! გინდათ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?

სოფია: გამიხარდებოდა კეთილი ადამიანების გაცნობა.

- ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, ბოლო კითხვა მაქვს: რა რჩევას მისცემდით  ჩვენს მკითხველებს?

სოფია: არასდროს დანებდეთ! მაშინაც კი, როცა ძალიან გიჭირთ, როცა გგონიათ, რომ თვენს სახლში ეშმაკმა დაიდო ბინა. არ დანებდეთ და ილოცეთ, რათა ყველაფერი ცუდი დასრულდეს. ყველაფერ ცუდს ყოველთვის დასასრული აქვს.

- ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

სოფია: საწოლები, თეთრეული, ლეიბები... ჩვენი სულ დალპა და გადასაყრელია. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, ბავშვები ნორმალურ ტანსაცმელზე ოცნებობენ.

- ეჭვიც არ მეპარება, თქვენი ოცნებები აუცილებლად ასრულდება! რაც მთავარია, თქვენი ოჯახი ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს. საქართველო ხომ ერთი დიდი და მოსიყვარულე ოჯახია.

-------------------

მეგობრებო, როგორც ხედავთ, გოდაძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, საწოლები და ლოგინები, ბავშვებს კიტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ სოფიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: კასპის რაიონი, სოფელი ხოვლე. ტელეფონის ნომერი: Тел: 557 17 69 41

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  გოდაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გოდაძეების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: