ჩვენ შეგვიძლია მათი გადარჩენა!
რა მშვენიერია ცხოვრება, როდესაც გოგოების ოთახი გაქვს...
„ვაშა! ჩვენი ჯადოქრები მოვიდნენ! - მშვენიერი ლიზი (9 წლის) და მარიამი (11 წლის) ჩვენთან შესახვედრად გამოიქცნენ. - თქვენ ხომ ჩვენი ყველაზე დიდი ოცნება აასრულეთ?! ახლა, საკუთარი გოგოების ოთახი გვაქვს, სადაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდოდა და შეგვიძლია, ერთმანეთს ვეჩურჩულოთ და საიდუმლოებები გავუზიაროთ! წამოდით, წამოდით, ყველაფერს გიჩვენებთ!“ - ხელზე მექაჩებოდნენ ცქვიტი გოგონები.
მეგობრებო, ფოტოებზე თხელიძეების ოჯახი იცანით? მათი სევდიანი ისტორია ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოგიყევით... მაგრამ ახლა, თქვენ მათ ვეღარ კი იცნობთ! მათი სახეები თქვენი სიკეთისა და გულისხმიერების წყალობით განათდა!

ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კვლავ გააკეთეთ ღვთისმოსაწონი საქმე და შეცვალეთ კიდევ ერთი ქართული ოჯახის - თხელიძეების ოჯახის ცხოვრება. ხუთ პატარა ანგელოზს: მარიამს (11 წლის), ლიზის (9 2ლის), ტყუპებს - გიორგისა და გაბრიელს (3 წლის) და პატარა ნინის (2 წლის) თქვენ სიხარული აჩუქეთ და სურვილები აუსრულეთ!
სულ რაღაც ექვსი თვის წინ, როდესაც თავის პრობლემებს გვიზიარებდნენ, თხელიძეების ოჯახი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათ შესახებ მთელი საქართველო შეიტყობდა და მათი ბედი ათასობით ადამიანს ჩასწვდებოდა გულში.

დღეს ისინი ბედნიერები არიან! მათ იციან: ამიერიდან და მრავალი წლის განმავლობაში, თქვენ მათი მეგობრები და მფარველები გახდით!
სახლის ზღურბლზე, მარიამი და ლიზი მოუთმენლად გველოდნენ.
„ამდენხანს სად ხართ? დავიღალეთ ლოდინით! პირველებს გვინდოდა თქვენთან საუბარი და ყველაფრის ჩვენება“, - ერთხმად დაიძახეს გოგონებმა და დედის, ნათიას დალოდების გარეშე, სახლში, პირდაპირ თავის ოთახში შეგვიყვანეს.
მარიამი (11 წლის): იმდენი რამის თქმა გვინდა, მაგრამ პირველ რიგში, მადლობა ყველაფრისთვის! ვიცი, ამდენი კარგი რამ სწორედ თქვენი წყალობით მოხდა! იცით, რამდენი რაღაც მოგვიტანეს? ამდენი პროდუქტი და ტკბილეული აქამდე არც კი გვინახავს. დედა კანფეტებს გვიმალავდა კიდეც, მუცელი რომ არ აგვტკივებოდა!
ლიზი (9 წლის):ვიცი, რომ ჯადოქრები ხართ! ჯადოსნური ჯოხი აიქნიეთ და ჩვენი ოცნებაც ახდა! ტკაც - და მე და მარის საკუთარი ოთახი გვაქვს! აი, შეხედეთ! აქ თქვენი ნაჩუქარი საწოლები დავდგით და ყველაფერი მხოლოდ გოგოებისთვის მოვაწყვეთ! ბიჭებს შემოსვლა სასტიკად ეკრძალებათ! მხოლოდ პატარა ნინის შეუძლია!

მაგრამ ბიჭები იმიტომაც არიან ბიჭები, რომ ყველა წესი დაარღვიონ; ამიტომაც ტყუპებმა - გიორგიმ და გაბრიელმა (3 წლის) გოგონების საძინებელში მაინც შემოაღწიეს, ფოტოობიექტივის წინ რომ ეპოზიორათ.
ნათია(38 წლის): ბავშვები ისე გელოდნენ! უნდოდათ, პირველები დაგხვედროდნენ და თავისი სიხარული გაეზიარებინათ. მარიამისა და ლიზისთვის, მართლაც რომ სანუკვარი ოცნება ახდა - საკუთარი ოთახის ქონა! ისინი ხომ უკვე დიდები არიან, საკუთარი სივრცე სჭირდებათ, ერთმანეთს რომ ეჩურჩულონ და თავისი ბავშვური საიდუმლოებები გაუზიარონ.
– ძალიან გვიხარია, გოგონების ოცნების ასრულება რომ შევძელით! და თქვენი უმცროსი შვილები - გიორგი, გაბრიელი და ნინი რამ გაახარა?
ნათია: ტელევიზორმა! როგორც იქნა, მულტფილმების ყურება შეუძლიათ! ჩვენ ხომ წარღვნამდელი ტელევიზორი გვქონდა, რომელიც ძლივს აჩვენებდა და რამის გასარჩევად, ბავშვებს ეკრანში ცხვირის ჩაყოფა უწევდათ.
ახლა კი, თქვენი და ფონდის მეგობრების წყალობით, ახალი, ფართოეკრანიანი ტელევიზორი გვაქვს. საღამოობით, ხუთივე ტახტზე იყრის თავს და სახლში სრული სიჩუმე ისადგურებს: ყველა მულტფილმს უყურებს და როგორც იქნა, აღარ ყაყანებენ (იცინის).

– ნათია, გვითხარით, ჩვენმა პოსტმა თქვენი ოჯახის ცხოვრება რამენაირად შეცვალა?
ნათია:რა თქმა უნდა, ჩემო კარგო! რაც მთავარია, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა. ჩვენ კვლავ ვიგრძენით, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ! ჩვენ შესახებ, ჩვენი ცხოვრების, ბედის შესახებ ათასობით ადამიანმა შეიტყო და გულგრილი არავინ დარჩა! შეხედეთ, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ჩვენ შესახებ „ფეისბუქზე“, რამდენი მოწონება და კომენტარი დატოვეს პოსტის ქვეშ!.. ეს ბევრს ნიშნავს!
რამდენმა გაიღო ალბათ, უკანასკნელი ლარი და ჩვენს დასახმარებლად ფული გადმორიცხა! ყოველ ჯერზე, ამაზე რომ ვფიქრობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... წარმომიდგენია, როგორ კითხულობს ვიღაც სტატიას ჩემი შვილების შესახებ, როგორ სტკივა გული და უჩნდება სურვილი, რომ დაგვეხმაროს... დაგვეხმაროს სწორედ ჩვენი - თხელიძეების ოჯახს... ღმერთმა დალოცოს თითოეული მათგანი!
თქვენი გამოცემის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაგვირეკეს და გვესტუმრნენ, მათ შორის ჩვენნაირმა, სამაჩაბლოდან დევნილებმა. ბავშვებისთვის საჭმელი, ტანსაცმელი და სათამაშოები მოჰქონდათ. ლტოლვილი, ლუშკა მორბედაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვენს პოსტს გამოეხმაურა. ის თბილისიდან ჩამოვიდა და ბავშვებს საჩუქრების მთელი მთა მოუტანა - კანფეტები, სხვადასხვა წვენი, პროდუქტი... ბავშვები აღტაცებულები იყვნენ.
ასევე, გვესტუმრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომლისაც ძალიან მადლიერები ვართ. მან ბავშვებს ტანსაცმელი, საფენები და სხვადასხვა ტკბილეული მოუტანა...
– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?
ნათია:არა, ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. თუმცა, არც ველოდით... სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების გულგრილობას უკვე შეჩვეულები ვართ.
– ნათია, თქვენი და ბავშვების ემოციების შესახებ მოგვიყევით.
ნათია: რა უნდა ვთქვა?.. ემოციებით სავსე ვართ! თითოეული სტუმარი, რომელმაც ფონდის გამოცემის შემდეგ მოგვინახულა, ჩვენი მეგობარი გახდა. ისინი არ გვივიწყებენ, დროდადრო გვირეკავენ, გვეკითხებიან, როგორ ვართ, რამე ხომ არ გვჭირდება, როგორ არის გაბრიელი, რადგან მას ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია და ეპილეფსია აქვს...
ორი დღის წინ, მე და გაბრიელი ისევ საავადმყოფოში მოვხვდით - მას ეპილეფსიის მორიგი შეტევა ჰქონდა. თბილისში, ექიმებმა დამტუქსეს, რომ გაბრიელი გეგმიურ გამოკვლევაზე იშვიათად დაგვყავს.. მაგრამ რას ვიზამთ? თბილისში ხშირად ჩასვლის შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ბავშვი დედაქალაქში ავტობუსით, ან სამარშრუტო ტაქსით უნდა წაიყვანო (სოფელი წეროვანიდან თბილისამდე 35კმ-ია) და წამოიყვანო, თბილისში ყოფნის ხარჯები... ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს ძალიან ურტყამს...
ახლაც, იძულებით მოვხვდით საავადმყოფოში და გაბრიელს ახალი, ძვირადღირებული წამლები დაუნიშნეს, რომელთა შეძენის საშუალებაც არ გვაქვს... ჩვენი ერთადერთი იმედი კვლავ კეთილი ადამიანები, თქვენი ფონდი და მისი მეგობრებია...

აი, ისევ პრობლემებს დავუბრუნდით... თქვენ და თქვენი მკითხველები ბევრით დაგვეხმარეთ! მინდა, ჩემი და მთელი ჩემი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ვინც ჩვენს დასახმარებლად თუნდაც ერთი ლარი გაიღო! მათ სიკეთეს ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. და დაე, იცოდნენ: ჩვენ მათ ყოველდღე ვუგზავნით მადლიერების ყველაზე გულწრფელ სიტყვებს და სიყვარულს!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ნათია: ჩვენი პრობლემა - გაბრიელის ავადმყოფობაა... დახმარებას მხოლოდ ამაში გთხოვთ... მას მუდმივად სჭირდება წამლები, საფენები... სხვა სათხოვარი არაფერი მაქვს! თქვენ და ფონდის მეგობრებმა ყველაზე მთავარი გააკეთეთ - ადამიანების, სიკეთისა და ხვალინდელი დღის რწმენა დაგვიბრუნეთ! ჩვენ ყველაფრისთვის მადლიერები ვართ!
მარიამი (11 წლის): შეიძლება, მე გთხოვოთ? მე და ლიზის კიდევ ვარდისფერი ველოსიპედები და ნამდვილი ტელეფონი გვინდა. მართალია, ზაფხულმა ჩაიარა, მაგრამ ჯერ კიდევ თბილა და ველოსიპედით სეირნობას მაინც მოვასწრებთ! ახლა, ეს ჩემი და ლიზის ოცნებაა! ერთი ოცნება - გოგოების ოთახი უკვე აგვისრულეთ. გეხვეწებით, ესეც აგვისრულეთ, რა!
***
მეგობრებო, მოდით, ამ ორი პატარა გოგონას ეს ოცნებაც ავუსრულოთ, - ვარდისფერი ველოსიპედი და ნამდვილი ტელეფონი, - ორს თუნდაც ერთი რომ ჰქონდეს! ეს ბავშვები ხომ ისედაც მოკლებულნი არიან უბრალო, ბავშვურ ბედნიერებას...
გვერწმუნეთ, მეგობრებო, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ თხელიძეების ოჯახისთვის გააკეთეთ, მათი გასაჭირი ამით არ დასრულებულა. ოჯახს კვლავინდებურად ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და განსაკუთრებით, საფენები პატარა ბავშვებისთვის - სამი წლის გიორგისთვის და გაბრიელისთვის და ორი წლის ნინოსთვის.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თხელიძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/566-pkheidze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივლ 14 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 545 | transferred |
2020 ივლ 8 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 310 | paid |
2020 მაი 26 | საწოლი | 630 | transferred |
სულ ხარჯი: 1,485 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
11.05.2020 00:00:00 | ნინო მღებრიშვილი | 5 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
06.05.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
03.05.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
02.05.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
01.05.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
30.04.2020 00:00:00 | გიორგი ხატიაშვილი | 10 | Transfer to account |
29.04.2020 00:00:00 | ილაური უშანგი | 5 | Transfer to account |
29.04.2020 00:00:00 | ჭალაგანიძე დავით | 5 | Transfer to account |
29.04.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
28.04.2020 00:00:00 | პაატა რიჟვაძე | 25 | Transfer to account |
28.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
27.04.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.04.2020 00:00:00 | მარიამი სამყურაშვილი | 1 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
24.04.2020 00:00:00 | კაციაშვილი მიხეილი | 5 | Transfer to account |
23.04.2020 00:03:52 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
23.04.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 2 | Transfer to account |
23.04.2020 00:00:00 | თევდორაძე მაკა | 25 | Transfer to account |
22.04.2020 15:46:10 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
22.04.2020 00:00:00 | ხომასურიძე ელგუჯა | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | ლელა შონია | 5 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
22.04.2020 00:00:00 | გიორგი კუდარავა | 2 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ტიტვინიძე სალომე | 7 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ხოსიაური ნინო | 1 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ღუღუნიშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ხურციძე ეკა | 20 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | ლევან მაისურაძე | 5 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
21.04.2020 00:00:00 | სოფიო კომახიძე | 80 | Transfer to account |
20.04.2020 00:00:00 | მაია პაპაშვილი | 3 | Transfer to account |
18.04.2020 00:00:00 | დავით სიყმაშვილი | 10 | Transfer to account |
17.04.2020 00:00:00 | მაკა ლალიაშვილი | 20 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
16.04.2020 00:00:00 | თია ძიმისტარიშვილი | 1 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
15.04.2020 00:00:00 | ვანდა კუკავა | 20 | Transfer to account |
14.04.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
14.04.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
14.04.2020 00:00:00 | სოფიკო ასამბაძე | 5 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ალექსი სარალიძე | 1 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ვაჭარაძე თამარ | 20 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ანა ჩაგელიშვილი | 5 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ნათია ჭყოიძე | 5 | Transfer to account |
13.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
11.04.2020 11:08:56 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
11.04.2020 00:00:00 | ქეთევან წიკლაური | 20 | Transfer to account |
11.04.2020 00:00:00 | თამარ გოგოლაძე | 10 | Transfer to account |
11.04.2020 00:00:00 | გიორგი ნაცვალაძე | 5 | Transfer to account |
11.04.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 10 | Transfer to account |
10.04.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
09.04.2020 18:15:30 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.04.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 5 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | ი/მ ზურაბი ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
09.04.2020 00:00:00 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
08.04.2020 00:00:00 | სესილია ბოხუა | 5 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ნაგლაძე ნუნუ | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ქეთევან პაპავა | 30 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | თამთა ჭონაშვილი | 10 | Transfer to account |
07.04.2020 00:00:00 | ირმა ნოზაძე | 3 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ქეთევან ხვედელიძე | 20 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ნათია ჯობინაშვილი | 100 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | გიორგი ჭრიკიშვილი | 20 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | ლანა ბერულავა | 100 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
06.04.2020 00:00:00 | გიორგი ბოჭორიშვილი | 10 | Transfer to account |
05.04.2020 00:00:00 | ინგა თოლორაია | 50 | Transfer to account |
05.04.2020 00:00:00 | მარიამ ბებიაშვილი | 5 | Transfer to account |
05.04.2020 00:00:00 | ვასილ ჩხიკვაძე | 10 | Transfer to account |
04.04.2020 14:48:40 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.04.2020 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 10 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | გიორგი თხელიძე | 100 | Transfer to account |
04.04.2020 00:00:00 | სოფიო მიხანაშვილი | 5 | Transfer to account |
03.04.2020 16:35:37 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.04.2020 02:18:20 | sa Guest | 20 | PayPal |
03.04.2020 00:02:59 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.04.2020 00:00:00 | სუხიაშვილი თამარი | 5 | Transfer to account |
03.04.2020 00:00:00 | დავით კაპანაძე | 1 | Transfer to account |
02.04.2020 08:25:49 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
02.04.2020 00:00:00 | კოტორაშვილი მაია | 30 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 5 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 10 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | ანა გველესიანი | 2 | Transfer to account |
02.04.2020 00:00:00 | ნათია გელანტია | 5 | Transfer to account |
01.04.2020 21:42:25 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
01.04.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 2 | Transfer to account |
01.04.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,485 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|