„მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“

page info icon
2020 აპრილი 10
მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,874 ₾
( 674 დონორი )
დასრულებულია

 „მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ! მეთამაშე რა, გეხვეწები, ხო იცი, როგორ მიყვარხარ!- ეხვეწება 4 წლის ანდრია მამიკოს, რომელიც გაუნძრევლად წევს.

ჩვენ კი სრული სერიოზულობით აგვიხსნა, რომ მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი?“

 „ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა, თავი ზღაპარში მეგონა, ხელის გულზე დამატარებდა“ - გვიამბობს ანდრიას ულამაზესი დედა, ანი. საყვარელ მეუღლეზე რომ საუბრობს, სითბოთი და სიყვარულით უბრწყინავს თვალები - „ მერე კი... მადლობა ღმერთს, ცოცხალი რომ  გადარჩა!“( ტირის)

ქორწილის სურათებზე, ზღაპრულად ლამაზ ქართველ წყვილს ვხედავთ. ნამდვილად ზღაპარს ჰგავდა მათი ცხოვრება. მაგრამ ერთხელაც, როცა დავითი ღამით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ,  ოჯახთან მიიჩქაროდა, საშინელი ავარია შეემთხვა. ტვინის ყველა უბანი დაზიანებული აქვს. როცა გონს მოვიდა, კლინიკიდან გაწერეს, მკურნალობის სახლის პიროებებში გასაგრძელებლად. ვერ ლაპარაკობს, ვერ ინძრევა, გაურკვეველია, ოჯახის წევრებს საერთოდ თუ ცნობს. მეუღლე კი, ისე უვლის, როგორც ჩვილ ბავშვს.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, თუ შეიძლება.

ანი: ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ. მე 25 წლის ვარ, ჩემი მეუღლე, დავითი - 26-ის, ანდრია - 4-ის, ბარბარე კი - 1 წლის. დროებით დედაჩემი, ვილოტაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ყველაფერში მეხმარება.

- გვესმის, რომ რთულია თქვენთვის ამაზე საუბარი, მაგრამ იქნებ გვიამბოთ, რა დაემართა თქვენს მეუღლეს.

ანი: 28 ოქტომბერს, დავითი საშინელ ავარიაში მოყვა, სასწაულია, საერთოდ ცოცხალი რომ გადარჩა. დაუზიანდა თავის ქალა და ტვინის ყველა უბანი. აღდგენა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და რეაბილიტაციის კურსზე. ორი თვე რეანიმაციაში, კომაში იწვა. როდესაც თვალები გაახილა, დამოუკიდებლად სუნთქვა დაიწყო, და შესაბამისად აღარ იყო სარეანიმაციო პაციენტი, არჩევანის წინაშე დავდექით: ნევროლოგიის განყოფილებაში დაგვეტოვებინა ან სახლში გაგვეგრძელებინა მკურნალობა. ვინაიდან ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ავღმოჩნდით, და მკურნალობის საფასურის გადახდის, აღარანაირი საშუალება გაგვაჩნდა, დავითი სახლში გაწერეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა, ჩვილი ბავშვის მდგომარეობას თუ შეედრება. უბრალოდ წევს გახელილი თვალებით, ვერ ვხვდები, საერთოდ თუ  გვცნობს, დამოუკიდებლად გადაბრუნებაც კი არ შეუძლია და კონტაქტში არ შემოდის. ორი თვის განმავლობაში, ჩვენთან რეაბილიტოლოგი მოდიოდა, შემდეგ კი მასაჟის გაკეთება მეც ვისწავლე.

- ასეთი ავადმყოფის მოვლაში, რა მიგაჩნიათ ყველაზე რთულად?

ანი: ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ფიზიკურად ძალიან მიჭირს მისი გადაბრუნება, პამპერსის შეცვლისა და სხვა პროცედურების დროს. საუბარია მამაკაცზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ფიზიკურად დიდი და ძლიერი გახლდათ. აქდან გამომდინარე, როგორც ქალს, ძალიან მიჭირს ასეთ სიმძიმესთან გამკლავება. ჩადგმული აქვს ორი სტომა, ერთი კვებისთვის, მეორე კი სხვა ფიზიკური მოთხოვნილებებისთვის. მათი ხშირი გამოცვლა და სტერილურობის დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს. საჭიროა დიდი ოდენობით სტერილური ხელთათმანები და ჰიგიენური საშუალებები.

- ანი, რა რჩევას მისცემდით ქალებს, ვინც თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ანი: პირველ რიგში, მინდა ვუსურვო დიდი მოთმინება, გამძლეობა და, რა თქმა უნდა, უდიდესი სიყვარული, ამის გარეშე, ამ ომში ვერ გავიმარჯებთ!

- რა არის თქვენი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა?

ანი: პრობლემა ის  არის, რომ  ასეთი ავადმყოფის მოსავლელად, ძალიან დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო: წამლები, პამპერსი, სანაციის აპარატის ფილტრები, ხელთათმანები...

  ექიმების თქმით, დავითისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, თევზი და ხორცი, მაგრამ ჩვენს ოჯახს სამწუხაროდ არ აქვს ამის საშუალება.

- შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს?

ანი:  სრულიად შემთხვევით, ჩემს მეგობარს გავყევი სოფელ ოკამში. სწორედ მის ოჯახში გავიცანი დავითი. მაშინ „ოდნოკლასნიკი“ იყო ძალიან პოპულარული და მიმოწერა გვქონდა. მერე კი მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. დავითს რომ შეეძლოს, უფრო ლამაზად მოგიყვებოდათ ჩვენს ისტორიას.

- გეხმარებათ ვინმე? მშობლები, ან ნათესავები?გინდათ ვინმეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ?

ანი: დავითის ოჯახი შორს ცხოვრობს, კახეთში, სამწუხაროდ არ აქვთ საშუალება ფინანსურად რომ დამეხმარონ. მაგრამ მიუხედავად შორი მანძილისა, დავითის 16 წლის და, ინგა, ხშირად ჩამოდის და მეხმარება მის მოვლაში. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

დედაჩემი, ვიოლეტა, ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა ყველაფერში. მკერავად მუშაობდა, ახლა კი, შექმნილ ვითარებაში, ისიც უმუშევარი დარჩა. არ ვიცით, რა ვქნათ.

- როცა დაქორწინდით, რაზე ოცნებობდით? როდესმე წარმოგედგინათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ანი: ჩვენი ოჯახი, ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა და მართლაც, საოცრად კარგად ვცხოვრობდით. შვილებზე, დიდ და ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდით, როგორც ყველა. დავითი დღე და ღამე მუშაობდა, რათა ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, სულ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობდით.დავითი ძალიან ძლიერი და შრომისმოყვარეა, ოქროს ხელები აქვს და ყველაფერი კარგად გამოსდის. დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ მის ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა. ამ ავარიამ ჩვენი ცხოვრება გადაატრიალა, დავითი გვიან, ღამით სამსახურიდან სახლში მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში მანქანა ამობრუნდა.

- ძალიან გითანაგრძნობთ, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის? ადგილობრივი მმართველობისთვის, მაგალითად?

ანი: აბსოლუტურად ყველა ინსტანციას მივმართე, მაგრამ იმის გამო, რომ დავითი სიღნაღშია ჩაწერილი, ყველგან უარი გვითხრეს. მხოლოდ სიღნაღის მერიამ გადარიცხა 700 ლარი იმ კლინიკაში, სადაც ჩემი მეუღლე იწვა. ახლაც მივმართე მერიას სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების თხოვნით, მაგრამ დახმარების იმედიც არ მაქვს.

- მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?

ანი: დიახ, ძალიან მორწმუნე ვარ, ადრე წირვა-ლოცვას ხშირად ვესწრებოდი, ახლა სამწუხაროდ ამის საშუალება აღარ მაქვს. მეუღლეს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. მაგრამ მკაცრად ვიცავ ყველა მარხვას და შვილებსაც ქრისტიანული წესებით ვზრდი.

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ანი: კი, მჯერა. ჩვენი მეგობრები და მეზობლები ძალიან დაგვეხმარნენ. თქვენს სტატიებსაც ვკითხულობ და ვხედავ, ქართველები როგორ ეხმარებიან ერთმანეთს.

- ბავშვები დაგყავთ საბავშვო ბაღში?

ანი: სანამ თავს ეს უბედურება დაგვატყდებოდა, ბავშვები კერძო ბაღში დადიოდნენ. როგორც უკვე გითხარით, სხვანაირ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეული. ახლა ამაზე საუბარიც ზედმეტია. პატარა ბარბარე 1 წლისაა, ანდრია კი 4-ის - ძალიან უყვარს ხატვა. მინდოდა მისი ხატვის წრეში მიყვანა, მაგრამ ახლა ამის შესაძელებლობაც, რაღა თქმა უნდა, არ გვაქვს. დავითი ყოველთვის არაჩვეულებრივი მამა იყო. ბავშვებს სიგიჟემდე უყვართ. ახლაც, სულ ეხვევიან და ეფერებიან. ჯერ ძალიან პატარები არიან, არ ესმით, რა მოხდა. მე ვუხსნი, რომ მამამ ბევრი ნაყინი ჭამა და ახლა ყელი სტკივა.

- რას აჭმევთ ბავშვებს? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?

ანი: საკვებს რაც შეეხება, ერთნაირ საჭმელს ვუმზადებ დავითსა და ბავშვებს, ხშირად ვუმზადებ წვნიანებსა და ფაფებს. დავითისთვის კი აუცილებელია სრულფასოვანი კვება, თევზი და ხორცი, ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

- ამ ბინაში როგორ აღმოჩნდით?

ანი: ქირით ვცხოვრობთ ამ ოთახში, თვეში 300 ლარს ვიხდით. თავადაც ხედავთ, სულ 25 კვადრატია.  ოთახი გავყავი ორ ნაწილად, ერთ მხარეს რეანიმაცია მოვაწყვე დავითისთვის, მეორე მხარეს - საძინებელი.

  გაზს რაც შეეხება, ოთახის პატრონმა, ამ საკითხის გადაჭრაში დახმარებაზე უარი გვითხრა. მას ეს არ სჭირდება, მე კი სახსრები არ მაქვს, რომ ოთახში გაზი შემოვიყვანო. გაზის ბალონზე ვამზადებ საჭმელს.

- ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. ანდრია როგორ ხარ? რა  თამაშები გიყვარს? დედიკოს ეხმარები?

ანდრია(4 წლის): მე კარგად ვარ... ოღონდ მამა ავად არის. იცით, ბევრი ნაყინი ჭამა და ახლა ყელი სტკივა. მე კი ძალიან მინდა მასთან თამაში. ადრე ფეხბურთს მეთამაშებოდა, სასეირნოდ დადიოდით, ახლა კი... მინდა, მამიკო მალე გამოჯანმრთელდეს.

  ძალიან მინდა დედიკოს დავეხმარო. სულ ტირის, რაც მამა ავად გახდა. როცა მამიკოს მასაჟს უკეთებს, მე ჩემს დას ვართობ, ხელი რომ არ შეუშალოს.

- რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ანი: ჩემს მუშაობაზე საუბარიც არ ღირს. მუდმივად მეუღლის გვერდით ვარ. სანამ დედაჩემს სამსახური ჰქონდა, ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა. ახლა არ ვიცი, რა გვეშველება. სოციალური დახმარება -  80 ლარი. სანამ ეს საშინელება მოხდებოდა, ჩემი მეუღლე დაუღალავად შრომობდა. ჩვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა. სამი წელი კონტრაქტით ჯარში მსახურობდა, შემდეგ ხელოსნობდა ყველაფერი ეხერხება, ხშირად ღამითაც უმუშავია. ყველა სურვილს გვისრულებდა.

- თქვენია აზრით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ანი: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი მეუღლე ფეხზე დადგეს, ყველაფერი ძველებურად რომ იყოს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ დავითი გამოჯანმრთელდეს. მე ამის მჯერა!

  ამისთვის აუცილებელია ფინანსური სახსრები და ხანგრძლივი შრომა. ჩემი ძალისხმევით, უკვე მივიღე  მცირეოდენი შედეგი. მივაღწიე იმას, რომ დავითს სახლის პირობებში სიცხე აღარ აქვს. სანამ რეანიმაციაში იწვა, სულ 39 ჰქონდა სიცხე. იქ პროფესიონალურად უვლიდნენ, მაგრამ არა ისეთი სიყვარულით როგორც მე!

  ძალიან გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები, სანაციის აპარატის ერთჯერადი ფილტრებიც ძვირია, წამლების ორკვირიანი მარაგი კი დაახლოებით 200 ლარი ჯდება.

  ასევე, ძალიან გვჭირდება კონდიციონერი,  არ გეგონოთ ახირება. ოთახი მზიან მხარეზეა. ზაფხული ახლოვდება, დავითისთვის კი, ღია ჭრილობების გამო, სიცხე, კოღო და ინფექცია დამღუპველია.

- რატომ გადაწყვიტეთ მოგემართათ ჩვენთვის?

ანი: ნათესავებმა მირჩიეს. მითხრეს: „ჩერნოვეცკის ფონდს მიმართე, ბევრ ოჯახს დაეხმარნენ,  თქვენც აუცილებლად დაგეხმარებიან.“

- გსურთ გაიცნოთ ჩვენი ფონდის მეგობრები?

ანი: ისეთ მდგომარეობაში ავღმოჩნდი, მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ოჯახის გარდა, დრო აღარავისთვის მრჩება. ფონდის მეგობრების გაცნობა გამიხარდება, ეს ჩემთვის გადარჩენის ტოლფასია. გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, არასდროს მოგმართავდით დახმარებისთვის. ჩემი მეუღლე, ჩვენთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, სხვებსაც კი ვეხმარებოდით, ახლა კი...

----------- 

  მეგობრებო, როგორცხედავთ, დავით შარმიაშვილის ოჯახსოჯახსძალიანუჭირს. ძალაინსჭირდებათპროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და საოჯახოტექნიკა!

  გამოვიჩინოთგულისხმიერება, ხელიგავუმართოთმათ,მივცეთშანსი დავითს, რომ დაუბრუნდეს ოჯახსა და ნორმალურ ცხოვრებას!შეგიძლიათთავადეწვიოთამოჯახსდაგაუწიოთდახმარება. მერწმუნეთ,ძალიანგაახარებთ! დაურეკეთანის, ჰკითხეთრასჭირდება, გაამხნევეთდაუთხარით, რომგასაჭირშიარმივატოვებთ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

  მათიმისამართია: თბილისი, გორგასლის 81. ტელეფონისნომერი: 577322374

  მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსსაქველმოქმედოაქციასდავით შარმიაშვილისდასახმარებლად. როგორციცით,ჩვენიფონდისდახმარებაერთჯერადიროდია. დაეხმარეთგადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ეს ოჯახითქვენინათესავებისსიაშიდაეჭვიცარგვეპარება,  უფალიდაგლოცავთ.

  აუცილებლადგააზიარეთესინფორმაცია, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ესმნიშვნელოვანია!

  უფალიგვაძლევსსაშუალებასვიზრუნოთიმადამიანებზე, ვისაცამისძალათავადარშესწევთ. ყველაერთნაირადკეთილივერიქნება. გვერდსნუაუვლითგაჭირვებულს,თითოეულიმათგანიუფლისგანაანაბოძები, რათაშევძლოთღმერთსჩვენირწმენაარამხოლოდსიტყვიერად, არამედკეთილისაქმითდავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევერთითხოვნაგვაქვს, თუკიშეიტყობთ, რომ  თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარებასჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთამისშესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისსაბანკოანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით შარმიაშვილი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით.

თანხისჩარიცხვაშესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელებისმეშვეობით, მოძებნეთჩვენიფონდისსახელიგანყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: