პროექტის რეპორტი „მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“

page info icon
2020 აპრილი 10
page info icon
10514
მამამ ძალიან ბევრი ნაყინი შეჭამა და ახლა ყელი სტკივა. „ხედავთ, რა ცუდია ამდენი ცივი
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,874 ₾
( 674 დონორი )
დასრულებულია

მხარდაჭერას ვგრძნობ და ვიცი, რომ მარტო არ ვარ. მთელი საქართველო ჩემ გვერდითაა!“

„სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. იხტიბარს არ ვიტეხდი, ვცდილობდი, ძლიერი გამოვჩენილიყავი, მაგრამ სულიერად ძალიან ვიტანჯებოდი.მეშინოდა... მეშინოდა, რომ მთელ სამყაროში მარტო ვიყავი. მაგრამ აი, პირველი სატელეფონო ზარი, მხარდაჭერის სიტყვები და დავითის გამოჯანმრთელების გულწრფელი სურვილები... მე მაშინ სიხარულისგან ავტირდი...“ გვიყვება ანი. 

 როგორც იცით, ჩემი მეუღლე მძიმედ არის ავად - უსაშინლესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად... სრულიად არაქმედუნარიანია, ვერ ლაპარაკობს, სიარული არ შეუძლია, ისიც კი არ ვიცი,საერთოდთუგვცნობს.

მაგრამ თქვენი და იმ სარეაბილიტაციო კურსის წყალობით, რომელიც თქვენ დაგვიფინანსეთ, ჩვენ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ! დავითს შეხედეთ! აქამდე გულგრილი გამოხედვა ჰქონდა, ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცები ესმის... ჩემში ახლა იმედი ცოცხლობს და ამ იმედს თქვენ უნდა გიმადლოდეთ. 

 დავითის წამლების, საფენების და საკვების ფული არ გვქონდა, არადა, მისი რაციონი აუცილებლად უნდა იყოს ხორცით გაჯერებული. ჩვენ არ შეგვეძლო, მისთვის ღირსეული არსებობის უზრუნველყოფა, მაგრამ თქვენ გადაგვარჩინეთ! ნება მომეცით, ჩაგეხუტოთ! აბა, სხვანაირად როგორ გამოვხატო უზომო სიყვარული თქვენსა და ყველა იმ წმინდა ადამიანების მიმართ, ვინც გამოგვეხმაურა? - წამოიძახა ახალგაზრდა ქალმა.

 მეგობრებო, დავითის სულისშემძვრელი ისტორია ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში „მამა, მამიკო, ადექი, გთხოვ!“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/568-sharmiashvili/

 როდესაც საბრალო ანიმ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მომართა, მას უკვე აღარ სჯეროდა სასწაულების. მის სასოწარკვეთილ გულში იმედის მხოლოდ პაწაწინა ნაპერწკალი ღვიოდა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს დახმარებას. და აი, უფალმა შეისმინა საბრალო ქალის ვედრება და მას თქვენი თავი გაუგზავნა! ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა! თქვენ მათ იმედს და უკეთესი მომავლის რწმენას სჩუქნით! თითქმის იმედდაკარგული ანი ახლა კვლავ ენთუზიაზმით, მოტივაციით და იმედით არის სავსე! მას გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ერთი სული აქვს, საყვარელი მეუღლე ფეხზე დააყენოს! და ეს იმედი მას თქვენ ჩაუსახეთ, მეგობრებო!

– ანი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ანი: ძალიან, ძალიან შეიცვალა! რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელსაც ჩვენი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია. 

ჩვენ კონდიციონერი გვაჩუქეს, რომელიც ასე აუცილებელი იყო ჩემი მეუღლისთვის ზაფხულის ცხელ დღეებში... მას ღია ჭრილობები ჰქონდა, სიცხე და ქინქლები კი ინფექციის შეჭრის საშიშროებას ზრდიდნენ... 

 სწორედ თქვენი წყალობით შევძელი ვერტიკალიზაციის აპარატის შეკვეთა, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მის გარეშე, ჩემი მეუღლე ვერასდროს შეძლებდა სიარულს! ეს აპარატი 600 ლარი ღირს, ჩვენთვის კი ეს სრულიად წარმოუდგენელი თანხაა! 

 ასევე, საფენები და პროდუქტები დავითისთვის... ღმერთო, იმდენი რამ იყო, ჩამოთვლაც კი მიჭირს! მერე რამდენი ადამიანი გვირეკავდა, თანაგვიგრძნობდა?!

მაგრამ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ თქვენი ფონდის წყალობით, ჩემი საყვარელი მეუღლისთვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება მოვახერხეთ. ადრე ეს აუხდენელი ოცნება მეგონა, რადგან ფული საერთოდ არ გვქონდა, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს გვეუბნებოდა. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენ მე უკეთესი მომავლის იმედი მაჩუქეთ, მე ხომ სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. დიახ, ვიცოდი, რომ დავითს ჰქონდა შანსი, მაგრამ ფინანსური სახსრები - არა. მე ფულს ვერსაიდან მოვიტანდი... 

როდესაც ჩემმა ნათესავებმა ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ მიამბეს, ჩემში იმედის სხივი აკიაფდა. ამ იმედით ვცხოვრობდი. და აი, ჩემი მოლოდინი გამართლდა! თქვენ ნამდვილად დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ იმაზე მეტად, ვიდრე ვინმე ოდესმე დაგვხმარებია! მზად ვარ უსასრულოდ ვიმეორო - „მადლობა!“ მადლობას გიხდით დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენნაირი ადამიანები საერთოდ არსებობენ! 

– ფონდის გარდა, კიდევ ვინ დაგეხმარათ? მათი სახელები ხომ არ გახსოვთ? 

ანი: უამრავი ადამიანი დაგვეხმარა! მოდიოდნენ, პროდუქტები, წამლები და საფენები მოჰქონდათ. 

ერთმა ქალბატონმა, ხათუნამ, უამრავი საფენი გამოგზავნა საბერძნეთიდან! წარმოგიდგენიათ? არა მხოლოდ საფენები, არამედ სპეციალური შამპუნები, ნაწოლების საწინააღმდეგო მალამო, საპონი და ბავშვებისთვის - შოკოლადი. მასთან ინტერნეტურთიერთობა დღემდე გვაქვს და ის მუდმივად ინტერესდება ჩემი მეუღლის მდგომარეობით.

იმ საავადმყოფოს ექიმმა, რომელშიც დავითი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა,განსაკუთრებული ყურადღება მოგვაქცია და აღდგომის დღესასწაულზე სადღაც 100 ლარის ღირებულების პროდუქტი მოგვიტანა! მე მისი ისეთი მადლიერი ვარ! არა მხოლოდ სურსათისთვის, არამედ სითბოსა და ყურადღებისთვის!

 აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთმა ქალბატონმა, რომელსაც სხვა არაფერი გააჩნდა, საკვები პროდუქტები მოგვიტანა, რომლებიც მას თავისი შვილებისთვის გადასცეს საბავშო ბაღში! წარმოგიდგენიათ? საკუთარ შვილებს წაართვა და ჩვენ მოგვცა! ჩემი დიდი პროტესტის მიუხედავად, მაინც დაგვიტოვა, მითხრა, მთელი გულით გაძლევთო. 

 უამრავი ზარი შემოვიდა! ბევრი რეკავდა, პროდუქტები მოჰქონდათ, უბრალოდ უარს ამბობდნენ სახელის გამჟღავნებაზე! არ შემიძლია არ აღვნიშნო „კრისტალბეთის“ თანამშრომლები, რომლებმაც პროდუქტების მთელი გროვა მოგვიტანეს! ჩემთვის ეს თანადგომა ისეთი მნიშვნელოვანი იყო! 

 სამწუხაროდ, სახელებს ვერ ჩამოვთვლი, იმდენად გაოგნებული ვიყავი, უბრალოდ ვერც კი დავიმახსოვრე. იმდენი ხალხი იყო! მე კი დამახსოვრების თავი არ მქონდა, თავბრუ მეხვეოდა მადლიერებისა და აღტაცებისაგან!

ადგილობრივიხელისუფლებაგამოეხმაურაჩვენსპოსტსრამით თუ დაგეხმარნენ?

ანი: დიახ, თქვენი პოსტის შემდეგ, მთავრობამ ყურადღება მოგვაქცია! მათ რეაბილიტაციის კურსი დაგვიფინანსეს, 8000 ლარის ოდენობით! საავადმყოფოშიც კი გვითხრეს, რომ ეს წარმოუდგენელი თანხაა. როგორც წესი, 5000 ლარამდე აფინანსებენ ხოლმე... დიდი მადლობა მათ! 

მაგრამ პირველ რიგში, მადლობა თქვენ, რადგან ჩვენ შესახებ სწორედ იმის გამო შეიტყო ხალხმა, რომ თქვენ არ დაგვტოვეთ უყურადღებოდ!

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ანი: როდესაც ხედავ, რომ ამდენ ადამიანს სურს შენი დახმარება, იჯერებ, რომ სასწაულები ხდება, გრძნობ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას. ამ ბრძოლის აღარ გეშინია, იმიტომ რომ იცი, ახლა მარტო აღარ ხარ. მადლობა უფალს, რომ თქვენთან გამომგზავნა! თითოეული ადამიანის უსაზღვროდ მადლიერი ვარ! ახლა არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ არსებობთ თქვენ, ფონდის მეგობრებო და თქვენთვის ჩვენი გასაჭირი სულ ერთი არ არის! მთელი საქართველო ფეხზე დადგა ჩვენს დასაცავად! 

როდესაც თქვენ მოგმართეთ, დავითს ჭამა მხოლოდ სპეციალური მილის დახმარებით შეეძლო, ახლა კი იმდენი მოვახერხეთ, რომ მილები მოხსნილია, სანაციის აპარატი აღარ სჭირდება და ის ნელა, მაგრამ თავდაჯერებით მიიწევს წინ! 

– გვიამბეთთქვენსემოციებზე... 

ანი: როდესაც პირველი ზარი შემოვიდა - ავტირდი... ავტირდი, იმიტომ რომ ჩემთვის ასეთ რთულ დროს საყრდენი, მხარდაჭერა ვიგრძენი... ეს ძალიან მაკლდა! ვტიროდი იმიტომ, რომ მივხვდი, რა მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩემ საქართველოში. მართალია, ქართველები არც ისე მდიდრულად ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ, როგორი დიდი, უფლისადმი გახსნილი გულები გვაქვს! ჩემ გვერდით ჩემი ხალხი დგას, რომლებიც მზად არიან, გაჭირვებულს პურის უკანასკნელი ნაჭერი უწილადონ! 

და კიდევ... ყოველ ჯერზე, გაოცებული ვიყავი, როდესაც თქვენს თანამშრომელს მორიგი ნივთი მოჰქონდა. თვალებს ვერ ვუჯერებდი! ყველაფერი დავითისთვის მოჰქონდათ, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. მეც ისე მიხაროდა, რომ ხალხი ჩემი მეუღლის, ჩვენი უბედურების მიმართ გულგრილი არ დარჩა! ბავშვებზეც არ შემიძლია, გავჩუმდე - ისინი ისეთი ბედნიერები დარბოდნენ. ვერტიკალიზაციის აპარატი რომ დაინახეს, ანდრიამ (4 წლის) დაიყვირა: „მამა, მამა, ნახე, როგორი მაგარი რაღაც მოგიტანეს!“

ანდრია (4 წლის): დიახ, ეგრეა! ახლა მამა ისევ ისწავლის სიარულს! იცით, დეიდა, ის საუკეთესო მამაა მსოფლიოში! მასთან თამაში ისეთი სახალისო იყო... ახლა მას არც სიარული შეუძლია, არც საუბარი, მე ის ისე მენატრება! თქვენ ხომ არ იცით, ისევ ისეთი როდის გახდება?

- მალე, ჩემო კარგო, ძალიან მალე! ამაში დარწმუნებული ვარ, აი, ნახე! ანი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ... 

ანი: პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ძალიან მერიდება კიდევ რამის თხოვნა თანამემამულეებისთვის, მაგრამ დახმარება ჩვენ მუდმივად გვჭირდება: წამლები, საფენები, სპეციალური კვება დავითისთვის... ვისაც როგორ შეუძლია, ჩვენ ყველაფერი გაგვიხარდება! დავითი 4 სხვადასხვა დასახელების წამალს სვავს და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცილების შემცველი საკვების მიღება. მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით არის შესაძლებელი, რომ ჩემი მეუღლე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს... მე მჯერა, რომ ამაში მთელი საქართველო შეიტანს წვლილს, იმიტომ რომ ჩვენ, ქართველები, ახლობელს გასაჭირში არასოდეს მივატოვებთ! ეს ჩვენ სისხლში გვაქვს! 

------ 

მეგობრებო, უდიდესი მადლობა, რომ ეს საბრალო ქალი გასაჭირში არ მიატოვეთ. ის საყვარელი მეუღლის ჯანმრთელობისთვის იბრძვის და წამითაც კი არ წყვეტს ფიქრს მის კეთილდღეობაზე. ეს ჭეშმარიტად ქართველი ქალი პატივისცემას იმსახურებს! და თქვენ ეს პატივისცემა გამოავლინეთ! მაგრამ გვახსოვდეს, რომ ერთჯერადი დახმარება მათ ცხოვრებას ვერ შეცვლის. დავითს მუდმივად ესაჭიროება საფენები, წამლები და რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის კურსები. იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ, ეს მოსიყვარულე მამა და მეუღლე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნოთ! ბავშვები ხომ მოუთმენლად ელიან, როდის გასცემს მათ მამა პასუხს... ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ოჯახის დახმარებას! 

მათი მისამართია: თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა 81. ტელ.: 577 32 23 74

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ.

ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: შარმიაშვილების ოჯახი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/568-sharmiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: