„ეგი“ - ნიშნავს „დედიკო მიყვარხარ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ეგი“ - ნიშნავს „დედიკო მიყვარხარ!“

page info icon
2020 აპრილი 17
„ეგი, ეგი... ეგი“ ყველაფერს ასე ეძახის, დედასაც, მეც, როცა შია, მაშინაც ამას ამბობს და მე ყოველთვის ვხვდები, რა უნდა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,548 ₾
( 200 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!


 „ეგი, ეგი... ეგი“ ყველაფერს ასე ეძახის, დედასაც, მეც, როცა შია, მაშინაც ამას ამბობს. - აგვიხსნა, საბამ, ჯაბას ძმამ, რომელიც ასაკთან შედარებით, ძალიან სერიოზულია, - „იცით, მე ყოველთვის ვხვდები, რა უნდა!“

სიღატაკე, შიმშილი, არანაირი საცხოვრებელი პირობა... გადარჩება თუ არა, ეს ოჯახი მთელი კაცობრიობისთვის ასეთ მძიმე პერიოდში, მხოლოდ ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული,  და უფლის წყალობაზე!

 „ჯანმრთელ ბიჭს ველოდებოდით, ვერც წარმოვიდგენდი, ასე რომ მოხდებოდა.“ - გვიამბობს ნანა. ჯაბა 11 წლისაა, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. დამოუკიდებლად, მხოლოდ ჯდომა შეუძლია. საწოლიდან რომ ჩამოდის და ბეტონის იატაკზე ხოხვას იწყებს, გული მეწვება... სუსტი ნერვები თუ გაქვთ, ეს სანახაობა თქვენთვის არაა!

ოჯახშიხუთნი არიან: დედა - ნანა, მამა - მიხეილი, და მათი სამი არაჩვეულებრივი შვილი: ჯაბა - 11 წლის, საბა - 7  წლის, და გიორგი - 3,5 წლის. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახში სითბო და სიყვარული სუფევს, ყველანი ზრუნავენ ერთმანეთზე.

- ნანა, თუ შეიძლება, თქვენს უფროს შვილზე, ჯაბაზე გვიამბეთ.

ნანა: ჯაბა დაბადებიდან ავად არის. მძიმემშობიარობა მქონდა. თავიდან არ ჰქონდა ავადმყოფობის ნიშნები და ექიმებმა გვითხრეს, რომ თავში კისტა აქვს და მაგაზე ვმკურნალობდით. მიხაროდა, უფალს მადლობას ვწირავდი, რომ გადავრჩით. 3 თვის ასაკში ცერებრალური დამბლა დაუდგინეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. რამდენი ტანჯვა გამოვიარეთ, რამდენ ექიმთან ვიყავით! ჩემი ბიჭი არასდროს არ ლაპარაკობდა და არც დადიოდა, მხოლოდ ხოხვა შეუძლია. ყველაფერზე ერთადერთ სიტყვას ამბობს: „ეგი“ , მე მეძახის, ნებისმიერ საგანს, შიმშილსა თუ წყურვილს გამოხატავს. ძალიან იშვიათად ამობობს „დედას“. საქართველოში ვერაფრით დაგვეხმარნენ, ძალიან კარგმა ექიმმა, გია ნატროშვილმა, გვირჩია მისი თურქეთში წაყვანა. იქაური მკურნალობის შემდეგ, ჯაბა ფეხზე გაივლის.

- ჯაბას მოვლაში, რა არის ყველაზე რთული?

ნანა: ყველაფერი რთულია, ჯაბა სრულიად უმწეოა. კოვზით ვაჭმევ და პამპერსებს ვუცვლი. ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი შვილი ვერასდროს გაივლის. ვისწავლე მისი ენის გაგება, ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ვერაფერს ვშველი.

- რა რჩევას მისცემდით ასეთივე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ დედებს?

ნანა: მოთმინება, მოთმინება, და კიდევ ერთხელ, მოთმინება! მთელი გულით ვუსურვებ ყველა დედას, ჯანმრთელი შვილები ჰყავდეთ, ეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

- ნანა, თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?

ნანა: თავადაც ხედავთ, ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია. ასეთი ავადმყოფის მოსავლელად, საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. სრულფასოვანი კვება, ჰიგიენური საშუალებები, ჩვენ კი ხანდახან, სახლში მხოლოდ წყალი და პური გვაქვს და ბეტონზე ვცხოვრობთ. ვოცნებობ, ჯაბას თურქეთში წაყვანა შევძლო, შემპირდნენ, რომ იქ მკურნალობა აუცილებლად შედეგიანი იქნება.

  - გვიამბეთ, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ შექმენით ოჯახი?

ნანა: ფილმი „ხანუმა“ გასხოვთ? მაჭანკალზე. მოკლედ, ჩემმა ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე ვაგვიანებდი გათხოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 24 წლისაც არ ვიყავი. მეზობელი სოფლებიდან ვართ მე და მიხეილი, ის თელეთადან, მე კი სალომინაოდან. ერთმანეთი მეზობელმა გაგვაცნო. ალბათ ბედი იყო, მაშინვე დაქორწინება გადავწყვიტეთ. ერთი ნახვის შეყვარების გჯერათ? სწორედ ასე მოხდა.

- ვინმე გეხმარებათ? ალბათ მხარდაჭერის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდით ამდენ სირთულეს?

ნანა: იცით, სულ მარტო ვართ... ჩემი დედამთილი, მაია, შორს ცხოვრობს და თავადაც დახმარება სჭირდება. ჩემებსაცძალიან უჭირთ, მიუხედავად ამისა, დედაჩემი მაინც ახერხებს, რომ ხანდახან ყველი ან კიდევ რაიმე სოფლის ნობათი გამომიგზავნოს. ჩვენი დედები, უკვე მოხუცდნენ და პირიქით, ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ. მამა დიდი ხნის წინ დავკარგე, მამთილი კი შემოდგომაზე გარდაიცვალა.

- ოჯახი როცა შექმენით, რაზე ოცნებობდით? როდესმეწარმოგედგინათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ნანა: როგორც ყველა, ჩვენც დიდ და ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდით. ახალგაზრდები ვიყავით და გული იმედებით გვქონდა სავსე. უცხო ქვეყნების ნახვა გვინდოდა, დიდი და ლამაზი სახლის აშენება. მაგრამ, ბედისწერამ სხვაგვარად ინება. იცით, როდესაც ჩემს პირველ შვილს, ჯაბას, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ მეუღლემ მითხრა, რომ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ჩვენი შვილისთვის. გადავწყვიტეთ, რომ ჯაბა მარტო არ უნდა იზრდებოდეს, და ორი უმცროსი ძმა გავუჩინე. გაიზდებიან და მასზე იზრუნებენ.

- სახელმწიფო გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის თუ მიგიმართავთ?

ნანა: ჩვენი სოფელი ძალიან ღარიბია. სამსახურის შოვნა ძნელია. ადგილობრივი მმართველობა გვეხმარება, რითაც შეუძლია. შარშან, სახლში წყალი ჩამოდიოდა და სახურავი შეგვიკეთეს. მათი ძალიან მადლობელი ვარ.

- ხსნას რაში ხედავთ? მორწმუნე ხართ?

ნანა: ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ. მარხვას ვიცავთ, წირვა-ლოცვასაც ვესწრებით. გუშინ კი, ტაძარში ვერაფრით ვერ მოვხვდი. კორონავირუსის გამო, ხალხს შეზღუდული რაოდენობით უშვებდნენ.

-უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ნანა: რა თქმა უნდა. მეზობლები ყოველთვის ცდილობენ  პროდუქტით მაინც დაგვეხმარონ. განასკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საოცარ ქალბატონს, ქეთი კოდიაშვილს.  ძალიან დაგვეხმარა. მაცივარი, სარეცხი მანქანა, წყლის გამათბობელი მოგვიტანა. ის რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. თავადაც ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. თქვენც, ფონდში, მან მოგწერათ. არაჩვეულებრივი ქალია!

- ეს თქვენი სახლია?

ნანა: თუ შეიძლება რომ სახლი დავარქვათ, კი. საცხოვრებლად სამი ოთახია გამოსადეგი. გამოსადეგი როგორ, ფანჯრები ჩასასმელია, ყველა ღრიჭოდან ქარი უბერავს, ბეტონის იატაკი. თავადაც ხედავთ, არაფერი გვაქვს, კარადაც კი, ძველისძველ რკინის საწოლებზე გვძინავს.

- ბავშვებზე გვიამბეთ, სკოლაში დადიან?

ნანა: საბა პირველ კლასშია. არ გეგონოთ, ჩემი შვილი როა, ასე იმიტომ ვამბობ, ის ყოველმხრივ ნიჭიერი ბავშვია. კარგად ხატავს, ცეკვავს, მღერის, სკოლისა და ბაღის კონცერტებში ყოველთვის სიხარულით იღებს მონაწილეობას. პატარა გიო კი ისეთი მეგობრული და სასაცილოა, ალბათ მისგან კარგი მსახიობი დადგება(იცინის). გიოს უზომოდ უყვარს უფროსი ძმა. მე სიმართლეს ვეუბნები, ვფიქრობ, ყველაფერი ესმის. დაბადებიდან ვასწავლი, რომ ჯაბაზე, ისე უნდა იზრუნოს, როგორც საკუთარ თავზე. ასეც იქცევა, თუ ვინმე კამფეტს მისცემს, ყოველთვის ძმისთვის მოაქვს.

- ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება. ბავშვებო, როგორ ხართ? რა თამაშები გიყვართ? დედიკოს და მამიკოს როგორ ეხმარებით?

საბა(7 წლის): მე კარგად ვარ. პირველ კლასში ვსწავლობ, ოღონდ ეხლა არდადეგებია და სახლში მომწყინდა. გიორგისთან ბურთის თამაში მიყვარს. ჯაბა ჩვენთან ერთად ვერ თამაშობს. მე ვეფერები და ვცდილობ ვეთამაშო, მაგრამ ის ტირის, ხშირად. ორბორბლიან ველოსიპედზე ვოცნებობ. მეზობლის ბიჭმა მათხოვა, იცით რა

გიორგი(3,5 წლის): დეიდა, მე თოფი მინდა, დიდი!

- დედიკო ზღაპრებს გიკითხავს?

გიორგი(3,5 წლის): კიიი, დევზე, სოფელს წყალს რომ არ აძლევს. მაგ ზღაპარში გოლიათია, რომელსაც გიორგი ჰქვია, ის  მთელ სოფელს გადაარჩენს!

- რა მაგარი ბიჭები ხართ! ნანა, გავნაგრძოთ ჩვენი საუბარი. რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

ნანა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 310 ლარს, ბავშვის ინვალიდობის პენსიას - 220 ლარს და კიდევ ჯაბასთვის 90 ლარის პროდუქტს გვაძლევენ. მე ბავშვს, მარტოს ვერ დავტოვებ, ჩემი მეუღლე კი ნებისმიერ დროებით სამსახურზეა თანახმა, სოფლის მეურნეობაში. ჩვენს სოფელში შეუძლებელია მუდმივი სამსახურის ნახვა, ახლა მითუმეტეს.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნანა: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ვნახო ჩემი ჯაბა ფეხზე როგორ გაივლის. რამდენიმე ნაბიჯს მაინც გადადგავდეს. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება. დამეხმარეთ, მთელი დარჩენილი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები. მუდამ ვილოცებ თქვენზე, უფალი დაგლოცავთ ჩემი ბიჭის დახმარებისთვის და მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნებით. - ორივეს თვალზე ცრემლი მოგვადგა.

ჩვენ არაფერი გვაქვს, თავადაც ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი საცხოვრებელი. არც ავეჯი გვაქვს, არანაირი ინვენტარი, იატაკიც კი! პროდუქტს და წამალსაც კი ვერ ვყიდულობთ.

- ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?

ნანა: გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. მერწმუნეთ, რომ არა უკიდურესი გაჭირვება, არასდროს არავის შევაწუხებდი. თქვენ კი იმდენ ოჯახს დაეხმარეთ, ადამიანებს მომავლის იმედს აძლევთ.

- გინდათ ფონდის მეგობრები გაიცნოთ? ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?

ნანა: მთელი გულით გაგვიხარდება, ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასია.

-----------

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, თავაძეების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი,  პამპერსი, საოჯახო ტექნიკა და საწოლები!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ, დავეხმაროთ ჯაბას, დამოუკიდებლად, რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადადგას  და მივცეთ მის ძმებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნანას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ვანის რაიონი, სოფელი ფერეთა. ტელეფონის ნომერი:  557710356

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  თავაძეების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი!

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თავაძეების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)


ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: