დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო?..

page info icon
2020 მაისი 14
- პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს... მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა... სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! - ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ? - პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,031 ₾
( 464 დონორი )
დასრულებულია


- პატარა ანჟელას, რიგით მეოთხე ოპერაცია ელის, და ძალიან ეშინია. პატარას ყველაფერი ესმის, სადღაც გაუგია, რომ ვიღაც ბიჭმა მეორე ნარკოზის შემდეგ, ვეღარ გაიღვიძა და ახლა დედიკოს სულის შემძვრელ შეკითხვებს უსვამს... მან უკვე სამი ოპერაცია გადაიტანა... სამი ოპერაცია და სამი ნარკოზი, გოგონა კი მხოლოდ 7 წლისაა, მეგობრებო! - ნეტავ რამდენი ტანჯვის ატანა მოგიხდა, პატარავ? - პასუხი იცის მხოლოდ ღმერთმა...

ანჟელა(7 წლის): ძალიან მინდა ვიყო სხვა გოგონებივით: ლამაზი და გამოპრაჭული. კიდევ, დეიდა - (ლამაზი ბავშვური თვალებით ამომხედა), - არავინ რომ არ დამცინოს. ოღონდ ჩშშშ... - ყურში ჩამჩურჩულა ბავშვმა, - დედიკოს არ უთხრათ, თორემ ძალიან იტირებს! ძალიან მეცოდება... ისეთი კეთილი მყავს!

 - და კიდევ, სიმართლე რომ გითხრათ, მინდა მქონდეს საკუთარი ოთახი, ლამაზი, ოღონდ თაგვები რომ არ იყვნენ! იცით, როგორ მეშინია, - ისევ ცუმად ჩურჩულებს ბავშვი! შენ არ გეშინია? და კიდევ... - დაფიქრდა, ეთქვა, თუ არა, - გეხვეწებით, ექიმებთან აღარ წამიყვანოთ. ტკივილს მაყენებენ! აღარ მინდა საავადმყოფოში, ექიმებთან  სიარული!

მარგარიტა(დედა): - გულამოსკვნილი ტირის!..

- იქნებ ჩემი ბრალია? რა გამომრჩა? - ცხარე ცრემლით ტირის უნუგეშო დედა. - და მართლაც, მისი ბრალი არაფერია, პირიქით, მთელი შვიდი წლის მანძილზე, ცხოვრების უმძმესი პირობებისა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ანჟელას დედა, მარგარიტა, სრულიად მარტო იბრძვის საყვარელი შილის ჯნმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. მედგრად დგას და  უვლის თავის გოგონას, ცდილობს ყველაფრით უზრუნველყოს, რაც აუცილებელია, ყველა კარზე აკაკუნებს, დახმარებას ითხოვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, პატარა ანჟელა ჯანმრთელი და ბედნიერი რომ იყოს... საბრალო ქალი სასოწარკვეთილია, მაგრამ თავის გოგონაზე ფიქრი არ აძლევს წაქცევის უფლებას. მეგობრებო, ჩვენ, როგორც ნამდვილი, მართლმადიდებელი ქართველები უბრალოდ ვალდებულები ვართ მხარში ამოვუდგეთ, მივახვედროთ, რომ მარტო არ არის საშინელ ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში და გავუწოდოთ ხელი! გვერწმუნეთ, ავადმყოფი გოგონა, დანგრეულ ქოხში, საშინელი სანახავია...

თურქი ექიმები ბოლომდე ეცადნენ გოგონასთვის თვალი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მათი ძალისხმევა, უშედეგო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, ანჟელას სჭირდება ხელოვნური, ბროლის თვალის ჩასმის ოპერაცია.

და რა საშინელ პირობებში უწევს მარგარიტას მისი გოგონას აღზრდა? პატარა ოთახი, სადაც თაგვები დარბიან, პაწაწინა სამზარეულო, საპირფარეშო ეზოში, ბავშვის დაბანა კი, ოთახში უწევს, ტაშტში! ნეტავ ამ პატარა ოჯახს, ამდენი უბედურება რისთვის დაატყდა თავს?

- გთხოვთ, არ იტიროთ, მარგარიტა. უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, ამ ეტაპზე, რა სახის სამედიცინო დახმარება სჭირდება ანჟელას და რატომ?

მარგარიტა: დაბადებინ შევამჩნიე, რომ ჩემს გოგონას თვალზე პრობლემა ჰქონდა. ცოტათი აელმებდა თვალს, ექიმმა კი მითხრა, რომ ეს ხშირი მოვლენაა და თავისით გაუვლის. მაგრამ არ გაუარა! ანჟელა 1,6 წლის იყო, როდესაც მეუღლესთან დაშორება მომიწია, და მშობლიურ ქალაქ ბათუმში დავბრუნდი. სიელმე გაუარესდა და უამრავ ექიმს მივმართე. ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ, ისიც კი მითრეს, რომ ანჟელას მდგომარეობა უიმედოა და სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი, და დავიწყე მისი თურქეთში წასაყვანად სახსრების ძებნა. მაშინ ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, თამუნა. საკუთარ თავზე აიღო მთელი ხარჯები. აღმოჩნდა, რომ გოგონას არანაირი სიმსივნე არ აქვს, თვალის კაკალი ორბიტიდან ამოვარდა, და უკანა მხარეს გაჩნდა შეხორცებები, რომელიც ჩვენს ექიმებს სიმსივნე ეგონათ. მხოლოდ ერთ წელიწადში 2017 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის დეკემრამდე, გოგონამ სამი ოპერაცია გადაიტანა! სამჯერ მოგვიწია თურქეთში წასვლა! სად არ ვეძებდი ამ თანხებს. დამეხმარნენ ნათესავები, მეგობრები, თბილისისა და ბათუმის მერია, ჯანდაცვის სამინისტროც... ყველამ შემოიტანა საკუთარი წვლილი... მაგრამ სამწუხაროდ თვალის გადარჩენა ვერ მოხეხდა. ამ ეტაპზე გვჭირდება ბროლის პროტეზი, ამიტომაც მოგმართეთ თქვენ, დიდი იმედით, რომ დამეხმარებით.

- შექმნილ ვითარებაში, რა გეჩვენებათ ყველაზე რთულად?

მარგარიტა: იცით, ანჟელა ძალიან გონიერი ბავშვია, სულ მეკითხება, რატომ არ აქვს ყველაფერი ის, რაც სხვა ბავშვებს, ეს მხოლოდ თვალს არ ეხება, მატერიალურ მდგომარეობასაც, იმასაც, რომ არ ჰყავს მამა. მე კი ხანდახან არც კი ვიცი რა ვუპასუხო და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. მაგალითად, ძალიან ეშინია ოპერაციის, გაუგია, რომ ნარკოზის შემდეგ, ვიღაცამ ვერ გაიღვიძა... მეკითხება: დედიკო, რომ ვერ გავიღვიძო? აი, რა ვუპასუხო? მითხარით?(მწარედ ტირის)

- რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც თქვენსავით, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

მარგარიტა: იცით, ჩემი ანჟელასთვის, შეუძლებელი  შევძელი. ჩვენს უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, უბრალო ექიმთან ვიზიტიც კი არაა ხელმისაწვდომი, თურქეთში წასვლაზე კი, საუბარიც ზედმეტია. ყველას ვთხოვდი, ვემუდარებოდი, მუხლის ჩოქა ვიდექი, მოვითხოვდი, ბოლოსდაბოლოს ვემუქრებოდი! არასოდეს დანებდეთ, ბოლო ამოსუნთვამდე იბრძოლეთ თქვენი შვილების ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის!

- ამ მომენტში, რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი პრობლემა?

მარგარიტა: ბოლო გამოკვლევის შემდეგ, ექიმმა გვითხრა, რომ კიდევ ერთი ოპერაცია არის საჭირო, თვალის პროტეზირება. უბრალოდ აღარ ვიცი, ვის მივმართო დახმარებისთვის. ამჯერად სახელმწიფომ, უარი გვითხრა დახმარებაზე. ახლა კი, ყველას მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჩვენი ახლობლებიდან და ნათესავებიდან, ჩვენი დახმარება არავის შეუძლია. ყველას იმის დარდი აქვს საკუთარი ოჯახი და შვილები როგორ შეინახოს.

-  მარგარიტა, ალბათ თემა, რომელსაც იძულებული ვარ ახლა შევეხო, თქვენთვის უსიამოვნოა, მაგრამ, იქნებ გვიამბოთ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

მარგარიტა: ერთმანეთი რესტორან „ჭადრებში“ გავიცანით, იქ მუშაობდა მიმტანად და ბარმენად. მე კი დახმარება მთხოვეს, დიდ სუფრაზე, რომელიც ქორწილისთვის და ბანკეტისთვის უნდა გაშლილიყო. მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი, ძალიან ყურადღებიანი იყო, გამაცნო მისი და და მშობლები. სამ თვეში დავქორწინდით, და საცხოვრებლად მასთან, რუსთავში გადავედი. გოგონა გაგვიჩნდა, მაგრამ უცებ, ჩემი მეუღლე რადიკალურად შეიცვალა... უბრალოდ ვეღარ ვცნობდით. ვითმენდი, მინდოდა მამა ჰყოლოდა ბავშვს... მაგრამ მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა, სახლში საერთოდ აღარ მოდიოდა, ვფიქრობ, ჩვენს შორის ვიღაცა ჩადგა... იძულებული გავხდი, ბათუმში დავბრუნებულიყავი.

- ვინმე გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები? გსურთ ვინმეს, მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის?

 მარგარიტა: იცით, ყველას ძალიან მადლობელი ვარ, ვინც მხარში ამომიდგა და ახლაც მეხმარება. ჩემს მშობლებს თავადაც დახმარება სჭირდებათ, მამას თიაქარი აქვს და ოპერაცია უნდა გაიკეთოს, დედას კი წნევა აწუხებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მამა მაინც ყველანაირად ცდილობს, რომ დამეხმაროს, პროდუქტი მოაქვს, ხანდახან ტკბილეულსაც ყიდულობს ანჟელასთვის. ჩემი ძმა, სურენი, ოთხი წლის მანძილზე, მხოლოდ ჩვენზე ზრუნავდა. ახლა უკვე თვითონაც ოთხი შვილი ჰყავს, თავადაც ხვდებით, რამდენი სჭირდებათ. მაინც ყოველთვის  ცდილობს, უყურადღებოდ არ დაგვტოვოს მე და ჩემი შვილი. რა თქმა უნდა, უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების და ნათესავების, ვინც ჩვენთვის თურქეთში წასავლელი თანხავ შეაგროვა. განსაკუთრებით კი თამუნასი, ანჟელა თურქეთში პირველად სწორედ მან წაიყვანა.

 - როდესმე გიფიქრიათ, რომ შეიძლება ასეთი  უბედურება შეგემთხვეთ?

მარგარიტა:  ვინ წარმოიდგენს ასეთ რამეს? უფალმა ყველას აშოროს! მე ცოლად მორიდებულ, პატიოსან და მშრომელ ბიჭს გავყევი. რა თქმა უნდა ბედნიერ ოჯახსა და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდი... ყველაფერი კი ასე მოხდა... სხვა აირჩია, მაგრამ ამას ნაკლებად ვდარდობ, ოღონდ შვილი გამომიჯანმრთელდეს. ისე დაიტანჯა... ჩემი ანგელოზი...

-  ძალიან გითანაგრძნობთ, ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? მაგალითად ადგილობრივ მმართველობას?

მარგარიტა: რა თქმა უნდა, თავადაც ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ, ელემნტარული კომფორტიც არ გვაქვს... თურქეთში წასვლა და ოპერაციები კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული... უფალი მოწყალეა... დამეხმარა ბათუმისა და თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტროც. როდესაც კარანტინი გამოცხადდა დახმარებისთვის მერიას მივმართე, ვინაიდან სახლების დალაგებით ვირჩენდი თავს და სრულიად უსახსროდ დავრჩი. დიდხანს არ გვალოდინეს, მესამე დღეს მოგვიტანეს პირველადი აუცილებლობის პროდუქტი, მაკარონი, ბურღულეული და ა.შ. მათი ძალიან მადლობელი ვარ, ანჟელასაც ძალიან გაუხარდა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ადრე ერთჯერადი ფულადი დახმარება გადმოგვცა 300 ლარის ოდენობით. ვერ დავიწუწუნებ, მთავრობა არა ერთხელ გამოეხმაურა ჩვენს დახმარების თხოვნას... ახლა უარი გვითხრეს... მძიმე მდგომარეობა და ალბათ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხები, დახმარება კი ყველას სჭირდება...

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

მარგარიტა: რა თქმა უნდა! როგორ არ უნდა მჯეროდეს?! სწორედ უცხო ადამიანები დაგვეხმარნენ ბევრჯერ, თურქეთში წასასვლელი და ძვირადღირებული ოპერაციების თანხები შეაგროვეს. უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უცხო ადამიანებს ახლაც შეეცოდებათ ჩემი საბრალო გოგო და დაგვეხმარებიან...

- ქირით ცხოვრობთ ამ ამ სახლში?

მარგარიტა: სახლში? თუ შეიძლება ასე დავარქვათ, კი... თავადაც ხედავთ... მაგრამ მე და ჩემი გოგო უკვე მივეჩვიეთ. არ გვაქვს პირობები და 7 წლის გოგონას დაბანა ტაშტში მიწევს. ეგ არაფერი! ერთხელ ანჟელას ძილში თაგვმა უკბინა და აცრების გაკეთება მოგვწია!.. ახლა კი, ჩემს გოგონას, რომელიც ისედაც ემოციურია და ნერვები ცუდ მდგომარეობაში აქვს ამდენი ნარკოზის შემდეგ, უშუქოდ ძილის ეშინია. 7 წლის ბავშვს ოცნებად აქვს ქცეული, რომ ისეთ ოთახში დაიძინოს, სადაც არაფერი უკბენს!

- ანჟელა სკოლაში დადის? მოსწონს?

მარგარიტა: კი, რა თქმა უნდა. სწავლა ძალიან უყვარს და კიდევ ბავშვებთან ურთიერთობა. უყვარს წერა და ხატვა. კითხვა ცოტა ეზარება, უჭირს... მაგრამ ყველას უკვირს, ბავშვი ცალი თვალით, ასე ლამაზად როგორ ახერხებს წერას. ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვს. განიცდის, როდესაც დავალებას სრულყოფილად ვერ ასრულებს, იმხელა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მასწავლებელი ხომ მთელ კლასს აძლევს დავალებას, არ შეუძლია, რომ მას ცალკე მისცეს და გამოარჩიოს სხვა ბავშვებიდან. მაგრამ როდესაც ის ყველაფერს ვერ აკეთებს, ძალიან დარდობს... ძალიან უნდა ცეკვაზე სიარული, დამყავდა კიდეც, უფასო წრეში. მაგრამ იქ კიდევ უამრავი ხარჯია, ფორმა, სავალდებულო გასვლები, მე კი არ მაქვს ამის საშუალება... მოგვიწია თავის დანებება. თავის ასაკთან შედარებით, ანჟელა ძალიან განვითარებული და გონიერი გოგოა. ასე იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. შეგიძლიათ გაესაუბროთ და თავად დარწმუნდეთ ამაში.

- დიახ, ანჟელას რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ, თუ ნებას მომცემთ. ანჟელა, სკოლაში დადიხარ?

ანჟელა(7 წლის): ძალიან მიყვარს სკოლა, განსაკუთრებით მათემატიკა და ინგლისური... ძალიან მიყვარს თვლა. ყოველთვის ვცდილობ სრულყოფილად შევასრულო დავალება, მაგრამ მასწავლებელი ძალიან ბევრს გვაძლევს. როდესაც დიდხანს ვწერ ან ვკითხულობ, ძალიან მტკივდება თვალი...

- კიდევ რა მოგწონს, სკოლის საგნების გარდა?

ანჟელა(7 წლის):  ძალიან მიყვარს ცეკვა... დედიკოს დავყავდი ცეკვაზე, მაგრამ იქ იმდენი რამეა საჭირო. ფორმა, სპეციალური ფეხსაცმელი და კიდევ ბაკურიანში წასვლა ვერ შევძლი მაგათთან ერთად, ძალიან ძვირი ჯდებოდა...

- სკოლაში საუკეთესო მეგობარი გყავს?

ანჟელა(7 წლის): მე ყველა გოგოსთან ვმეგობრობ, ყველანი კარგები არიან. გვიყვარს დასვენებაზე დამალობანას და დაჭერობანას ერთად თამაში...

- ანჟელა, დედიკოს ეხმარები?

ანჟელა(7 წლის): რა თქმა უნდა! წვნიანს ერთად ვამზადებთ ხოლმე, და კიდევ ჩვენი ოთახის დალაგებაში ვეხმარები. დედიკოს ბევრი სარეცხი აქვს და ეზოში რეცხავს, ამიტომ ძალიან იღლება.

- საყვარელი სათამაშო გაქვს?

ანჟელა(7 წლის):  კი, ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა, ანა, ძალიან მომწონს ეს სახელი. და დედიკო ზრაპრებს რომ გვიყვება, გვიყვარს მოსმენა და ერთად ვიძინებთ ხოლმე.

- რომელია შენი საყვარელი ზღაპარი?

ანჟელა(7 წლის):  წითელქუდაზე! მეც მინდა, ისეთივე ლამაზი კაბა და წითელი ქუდი რომ მქონდეს!

- რომ გაიზრდები, ვინ გახდები?

ანჟელა(7 წლის):  ცეკვის მასწავლებელი! ვოცნებობ, ცეკვა ვისწავლო, ისეთი ლამაზია. ყველა მოცეკვავეს ბევრი ლამაზი კაბა აქვს და მეც მინდა! თვითონაც კარგად ვიცეკვებ და ბავშვებსაც ვასწავლი.

- რა არის აუცილებელი, თავს ბედნიერად რომ გრძნობდე?

ანჟელა(7 წლის):  ძალიან მინდა, ჩემი საკუთარი, ლამაზი ოთახი რომ მქონდეს, ოღონდ თაგვები რომ არ იყოს! ისე კი დიდი სახლი მინდა, და მე და დედიკო კარგად რომ ვიყოთ! აღარ მინდა საავადმყოფოში, ექიმებთან სიარული!

- მთელი საქართველოს ბავშვებს რას უსურვებდი?

ანჟელა(7 წლის): მინდა ვუსურვო, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ და ჩემსავით ცუდად არასდროს იყვნენ.

- საოცრება ხარ ანჟელა! მარგარიტა, დავუბრუნდეთ ჩვენს საუბარს. რას აჭმევთ ხოლმე ბავშვს, როგორია მისი ყოველდღიური რაციონი?

მარგარიტა: იშვიათად ვახერხებ ხორცისა და ხილის ყიდვას, ვცდილობ ტკბილეული არ ვიყიდო. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვარ პატარას საყვარელი სასუსნავები მოვაკლო... მაკარონს, ბურღულეულს, უბრალო წვნიანს ვაკეთებ ხოლმე... სულ ესაა ჩვენი მენიუ.

- რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

მარგარიტა: ანჟელას მოვლა სჭირდება, თვალში საათობრივად ჩაწვეთება, მარტოს ვერ დავტოვებ და ვერ ვნახულობ მუდმივ სამსახურს. სოციალური დახმარება - 140 ლარი და ბავშვის პროდუქტის 10 ლარიანი ბარათი, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ადრე სახლებს მაინც ვალაგებდი, ახლა კი, ვირუსის გამო, ესეც შეუძლებელია... ამ ქოხში 100 ლარს ვიხდით... დანარჩენში კი კეთილი ხალხის იმედზე ვართ.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მარგარიტა: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი გოგონა ჯანმრთელი იყოს. ნახევარი ცხოვრება ექიმებთან სიარულსა და საავადმყოფოებში აქვს გატარებული... ისე დაიტანჯა, საბრალო...

კიდევ, ორივე ვოცნებობთ იმაზე, ერთი, სულ პატარა მაინც, მაგრამ ჩვენი კუთხე რომ გვქონდეს... ერთი პატარა, სუფთა ოთახი...

- თქვენი აზრით, სახლში რა გჭირდებათ ამჟამად ყველაზე მეტად?

მარგარიტა: ამ ეტაპზე, ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ანჟელას ოპერაცია... და თქვენ, ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ...

თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ, არაფერი არ გაგვაჩნია, ეს ძველი ავეჯიც კი სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, არანაირი ტექნიკა, ძველი ტელევიზორი. არ გავქვს ინტერნეტი, მხოლოდ მეზობლის ვაიფაი, ისიც ყოველთვის არ იჭერს, ანჟელა კი უზომოდ განიცდის, როდესაც გაკვეთილს აცდენს... ტირის კიდეც... ძალიან გვჭირდება მაცივარი, პროდუქტი რომ შევინახოთ და სარეცხი მანქანა, ძალიან რთულია ეზოში რეცხვა.

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?

მარგარიტა: სოციალურ ქსელში თქვენს სტატიებს ვკითხულობ, ბევრჯერ დიდი სურვილი გამჩენია, თავადაც დავხმარებოდი ვინმეს. ვიფიქრე, რომ ამდენ ადამიანს დაეხმარეთ და ჩემს გოგონასაც არ დატოვებდით უყურადღებოდ... თქვენს ფონდს იმდენი კარგი მეგობარი ჰყავს, დიდი იმედი მაქვს, რომ შევებრალებით ხალხს, ხელს გამოგვიწვდიან, და ისურვებენ ჩემი ლამაზი და ჭკვიანი ანჟელას გაცნობას.

----------- 

 

  მეგობრებო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, რომ ანჟელა ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!

  გოგონას სასწარაფო გამოკვლევა  სჭირდება. ირიციანების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ ფინანსური დახმარება, პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობლები არიან.

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და დავეხმაროთ საბრალო დედას. შეგიძლიათ თავადაც ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მარგარიტას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. 49 (დასავლეთი საქართველო) ტელეფონის ნომერი: 595 49 74 55

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ანჟელა ჩიკაშუას დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ანჟელა ჩიკაშუა)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: