პროექტის რეპორტი თუ უფალი ისევ "ამიხელს თვალს", უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თუ უფალი ისევ "ამიხელს თვალს", უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი...

page info icon
2020 ივნისი 5
ვნახო ის კეთილი ადამიანები, ვინც დამეხმარა სიბრმავისგან თავის დაღწევაში, და რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ჩემი მეუღლე - ანა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,962 ₾
( 145 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
თქვენ მე წყვდიადიდან უფლის ნათელში გამომიყვანეთ და მეორე სიცოცხლე მაჩუქეთ!

„ყველა თქვენგანის წყალობით, მე კვლავ ვხედავ, ვმუშაობ, დამოუკიდებლად გადავადგილდები და თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ! თქვენ მე, პირდაპირი მნიშვნელობით, გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით“ - დაუღალავად იძახის ვალერი რომოევი. მისი სევდიანი ისტორია ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოგიყევით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/591-romoev

სამრეწველო დაზიანების შემდეგ,ეს შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი თანამემამულე,სამუდამოდ დაბრმავების საშინელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვალერი რომოევი პროფესიით ელექტრო მემონტაჟეა, არაჩვეულებრივი სპეციალისტი და მშრომელი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე. ის საბედისწერო შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა. მას, მუშაობის დროს, სათვალის გაკეთება დაავიწყდა და თვალი ლითონის ნაქლიბითა და მტვრით დაიზიანა.

კატარაქტამ მას ყველაფერი წაართვა - მუშაობისა და სახლში ფულის შეტანის შესაძლებლობა, ხვალინდელი დღის რწმენა, თავდაჯერებულობა... მან თავი არასრულფასოვნად იგრძნო...

სწორედ თქვენი წყალობით, მეგობრებო, ის სიცოცხლეს დაუბრუნდა!

„თქვენ მე გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით და მე თითოეული თქვენგანის უზომოდ მადლიერი ვარ! - ამბობს ვალერი. - დაე, უფალმა ასმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე!“

ვალერი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ვალერი: შეიცვალა? თქვენ მე უბრალოდ სიცოცხლე დამიბრუნეთ! სიცოცხლე მაჩუქეთ! როდესაც ჩემი მეუღლე დაგიკავშირდათ, მე სრულიად უიმედო და სასოწარკვეთილი ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა. ჩვენს პატარა ოჯახში მარჩენალი მე ვიყავი, მაგრამ სრულიად დაბრმავებულმა, მე მუშაობის, ფულის შოვნის და შესაბამისად, არსებობის შესაძლებლობაც დავკარგე. არ ვიცოდი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება...

საარსებო სახსრების დაკარგვის გარდა, მერწმუნეთ, თავისთავად, მხედველობის დაკარგვაც საშინელებაა! ისე მეშინოდა სრულ წყვდიადში დარჩენის... მეშინოდა, რომ ვეღარ დავინახავდი მზეს, ზეცას და ჩემი საყვარელი მეუღლის, ანას მშვენიერ სახეს; მეშინოდა, რომ დავკარგავდი დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს... ეგ კი არა...  ეს სიკვდილის ტოლფასი იყო!

თქვენ მე ამ წყვდიადიდან ამომიყვანეთ და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა მაჩუქეთ! მადლიერებით სავსე ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა!

თქვენ მე არაჩვეულებრივი საჩუქარიც გამიკეთეთ - ხარისხიანი ბურღი და სახრახნისი! ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა! საკმარისი თანხების არარსებობის გამო, ბევრად დაბალი ხარისხის ხელსაწყოების შეძენა მიწევდა, რომლებიც სულ ფუჭდებოდნენ. თქვენ მე არაჩვეულებრივი სიურპრიზი გამიკეთეთ, რისთვისაც ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ!

ვალერი, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაგვეხმარნენ?

ვალერი: რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას!მადლობა ყველას, ვინც, შესაძლოა, უკანასკნელი თეთრები გადმორიცხა! ყველას, ვინც, - არ შემეშინდება ამ სიტყვის გამოყენება, - გადარჩენაში დამეხმარა! მშვენივრად მესმის, რომ ახლა ყველას უჭირს, დაწყევლილი კორონავირუსი მძვინვარებს, ბევრი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. ეს კი ასწილად ამრავლებს იმას, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ!

– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

ვალერი: არა, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. პირველი ოპერაციისთვის „მთელი 100 ლარი“ გადმომირიცხეს და დახმარება ამით დასრულდა.

– ვალერი, თუ შეიძლება, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. რა განიცადეთ, როდესაც, ოპერაციის შემდეგ, თვალები პირველად გაახილეთ?

ვალერი: ძნელია ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა... ეს რაღაც საოცრება იყო! თითქოს ხელახლა დავიბადე! ოპერაციამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემ გარშემო სამყარო ჩაქრა, თითქოს უფსკრულისაკენ მივექანებოდი... ჩემი მხედველობა დღითიდღე უარესდებოდა. თავიდან ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი, შემდეგ, მხედველობა ფაქტობრივად „დაჯდა“ და გამოსახულებებს ძლივს ვარჩევდი. ღმერთო, რა საშინელება იყო! მაგრამ ოპერაციის შემდეგ... ეს იყო ხელახალი დაბადება! მხედველობა თანდათან დამიბრუნდა და მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ! რომ სამყარო მშვენიერი და გასაოცარია, რომ მე ძალები მიბრუნდება და ისევ სრულფასოვანი ადამიანი ვხდები! შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს შეეფერება! შემიძლია ვიმუშაო, ვარჩინო ოჯახი და რაც ყველაზე მთავარია, ყოველდღე ვხედავდე მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი და საოცარი ქალის, ჩემი საყვარელი მეუღლის, ანას სახეს! გაოცებული ვარ, რომ კაცობრიობისთვის ასეთ რთულ დროს, ამდენმა ადამიანმა მოისურვა და შეძლო ჩემი მხარდაჭერა!


პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ვალერი: ეს ნიშნავს იმას, რომ მე უკეთილეს ადამიანთა შორის ვცხოვრობ, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მზად არიან, გასაჭირში ჩავარდნილ მოძმეს გვერდში დაუდგნენ, დაეხმარონ და გადაარჩინონ. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო კეთილი ადამიანების ქვეყანაა და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მან მე და ჩემს ანას თქვენს ფონდამდე მომავალი გზა გვიჩვენა. ჩემმა თანამემამულეებმა სწორედ თქვენი წყალობით შეიტყვეს ჩემი გასაჭირის შესახებ და შეძლეს ჩემი გადარჩენა! სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება. ახლა, შემიძლია, ძველებურად, ჩემს საქმეს დავუბრუნდე და მერწმუნეთ, ერთი სურვილი მაქვს, გაჭირვებულებს მეც დავეხმარო. ამგვარად, დაიხურება სიკეთის ჯაჭვი, რომელიც უფალმა გვიბოძა!

– ვალერი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ვალერი: თქვენ მე ამ სამყაროს ხელახლა ხილვის, ცხოვრებისა და ფულის შოვნის შესაძლებლობა დამიბრუნეთ. მეტი რაღა უნდა გთხოვოთ?

ღიად რჩება ჩემი და ანას საბინაო საკითხი. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ბინა დავკარგეთ და საცხოვრებელი სახლის დაქირავება გვიწევს. აქ ძალიან ცუდი პირობებია, მხოლოდ 16 კვადრატული მეტრი, სახურავი ჟონავს, კეთილმოწყობა ეზოშია... ვფიქრობ, ამას თქვენს მკითხველებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რადგან იკითხეთ...

კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თქვენს პოსტს წაიკითხავს! უფალი ყველას დაგლოცავთ! მერწმუნეთ, სამყარო მშვენიერი და საოცარია, ნამდვილად ღირს ცხოვრება და მისი ნახვა. საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ამ ყველაფრის დაკარგვა, ამიტომაც მინდა, ყველას მთელი გულით გისურვოთ ჯანმრთელობა!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ვალერი რომოევი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/591-romoev/  

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: