„ხანდახან მშიერი ვიძინებ, ჩემს პატარა გოგონებს საჭმელი რომ ეყოთ...“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ხანდახან მშიერი ვიძინებ, ჩემს პატარა გოგონებს საჭმელი რომ ეყოთ...“

page info icon
2020 ივნისი 8
page info icon
4983
რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილად დიდი ოჯახი? 4 – 5 ადამიანი? იქნებ 6? ალბათ გაგიკვირდებათ, რომ გიამბოთ 8-სულიანი ოჯახის შესახებ, რომელიც ცხოვრობს დანგრევის პირას მისული შენობის მხოლოდ ერთ ოთახში?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,427 ₾
( 85 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენ მოგიყვებით, დიდი, ნამდვილი, ქართული ოჯახის შესახებ, რომელიც ცხოვრობს თბილისიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე, სართიჭალის დასახლებაში და ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება!
„მაინც ჩამოხვედით, ხო?!“ - შემომეგება ეზოს ძველ კართან ლალი, ოჯახის დიასახლისი.
„არ მეგონა, რომ ჩამოხვიდოდით! იცით, თქვენს პასუხს როგორ ველოდი! თქვენ, ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ, საყვარელო!“ - არ ჩერდებოდა ქალი.
გაიცანით, ლალი სუხაშვილი(63 წლის) - მოსიყვარულე დედა, დედამთილი, 4 მშვენიერი გოგონას ბებია და ყველაზე სევდიანი თვალების მქონე ქალბატონი. ერთი უბედური შემთხვევის გამო, მან ყველაფერი დაკარგა: სამსახური, სახლი, ჯანმრთელობა, ოჯახთან ერთად გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა და შიმშილისა და სიცივის ატანა უწევს. მაგრამ საშინელ სიდუხჭირეშიც კი, მას არ დაუკარგავს იმედი, და სწორედ ესაა მთავარი. მას ხომ დიდი ოჯახი ჰყავს: შვილი, ლევანი(31 წლის), რძალი, სოფი(33 წლის), ძმა, ირაკლი(61 წლის) და ოთხი ულამაზესი შვილიშვილი მარი(12 წლის), ნინა(10 წლის), ანა(7 წლის) და ელენე(5 წლის). ძალიან გაჭირვებული, მაგრამ სულით მდიდარი, მოსიყვარულე ოჯახი, რომელსაც სჭირდება დახმარება.
დანგრეულ შენობას, რომელშიც სუხაშვილების ოჯახი ცხოვრობს, ძნელია ვუწოდოთ „სახლი“. ეს ნანგრევებია. შიგნითაც და გარედანაც, მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სავალალოა. ჭერი იმდენად არის ჩამოწეული, რომ შეიძლება თავით შეეხოთ. მართლაც საშინელება იყო ყოფნა ამ ჭერქვეშ, როდესაც ქარის ხმაური ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ჭერი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს და საბოლოოდ ჩამოვარდება. სახურავი სულ ნახვრეტებშია. ზამთარს კი ოჯახი სარდაფში ატარებს, წვიმის დროსაც, თავს იქ აფარებენ. ლალიმ იქ რამდენიმე ლეიბი ჩაიტანა და ფიცრებისგან საწოლები ააწყო. საჭმლის მომზადება კი ბევრად რთულია. ოთახში ყოფნა, დაწეული ჭერის გამო, ძალიან საშიშია, სარდაფში კი ისეთი სივიწროვეა, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევს, ამიტომაც, სამზარეულოს მოწყობა გარეთ მოუწიათ. აქ, ლალი შვილიშვილებთან ერთად ამზადებს სადილს.
       - მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? 
      ლალი: წლებია, ასეთ მდგომარეობაში ვართ... 20 წლის წინ, სახლი დაგვეწვა, ასე ავღმოჩნდი ქუჩაში ჩემს ძმასთან და შვილთან ერთად. კიდევ კარგი, ნათესავებმა შეგვიფარეს, უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ზოგიერთი ადამიანი ამდენად კეთილია. ახალ სახლს ვერ ავაშენებდით, ამიტომაც გავყიდეთ ჩვენი ნაკვეთი, და ეს ვიყიდეთ... - ლალიმ დაწეულ ჭერს ახედა, რომელიც სადაცაა თავზე დაგვეცემოდა. - კი არ იფიქრო, საყვარელო, ბედს არ ვუჩივი და მადლობელი ვარ, რომ ცოცხლები გადავრჩით. უბრალოდ გული მეწვება, ამ ნესტიან და გაქუცულ კედლებს, ჩავარდნილ იატაკს, ჩამონგრეულ ჭერსა და დახვრეტილ სახურავს რომ ვუყურებ... ორი წლის წინ აივანი ჩამოინგრა, და მას შემდეგ, კედლებიც ნელ-ნელა იშლება. აღარ შემიძლია, გესმით?! მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობდი, საბოლოო ჯამში კი, სიკვდილის შემდეგ არაფერს დავტოვებ ამ ქვეყანაზე - ძლივს იკავებდა ცრემლებს ლალი.
        - სახელმწიფო არ გეხმარებათ?
        ლალი: სოციალურ დახმარებასა და პენსიას ვიღებთ, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ ყველაზე აუცილებელ საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე გვყოფნის, ისიც, ყოველთვის არა. ოთხი ბავშვი გვყავს, ყველაზე უმცროსი 5 წლისაა და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ხანდახან მშიერიც ვიძინებ, რომ ჩემს პატარა პრინცესებს საჭმელი ეყოთ. ისინი გულს მიხარებენ, ყოველდღიურად მაძლევენ ძალას, რათა ვიცოცხლო, ვებრძოლო ჩვენს მდგომარეობას და შევინარჩუნო მომავლის იმედი...
     - უმცროს გოგონას რა პრობლემები აქვს? რა სჭირს?
     ლალი: გვეგონა, რომ არაფერი სერიოზული... ელენიკოს(5 წლის), თანდაყოლილი პაპილომა და კისტა აქვს, ცალ თვალზე. პაპილომები ბავშვს, ხელს არაფერში უშლის, უბრალოდ გარეგნული ნაკლია, მაგრამ თავადაც ხვდებით - ის ხომ გოგოა! უნდა, ლამაზი  რომ იყოს, და უცებ, ასეთი რამ!..
     რაც შეეხება თვალზე კისტას, - ადრე ექიმმა გვითხრა, რომ ეს, ხელს არაფერში არ შეუშლიდა. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, კისტამ, ჩემს პატარა გოგონას დისკომფორტი შეუქმნა. ბოლო თვეების განმავლობაში, სტკივა კიდევაც, როდესაც თვალს ახელს. ახლახანს, ფერების აღქმის პრობლემაც დაემატა.
     ფული გვქონდა გადადებული, ექიმთან რომ წაგვეყვანა - მაგრამ ეს თანხა, მისი თბილისში მხოლოდ ერთხელ ჩამოსაყვანად აღმოჩნდა საკმარისი... კონსულტაციაზე ექიმმა გვითხრა, რომ ოპერაცია სჭირდება. ოპერაციას სახელმწიფო კი აფინანსებს, მაგრამ ექიმთან ვიზიტებისა და წამლებისთვის, ძალიან დიდი თანხაა საჭირო. ერთი კონსულტაციის საფასური 60 ლარია. - ჩვენი საუბარი ბავშვის ხმამ გაწყვიტა: 
      - ბეეეებოოოო! - ყვიროდა გოგონა, რომელიც სირბილით შემოვიდა ოთახში და ბებიას კალთაში ჩაუხტა.
     ლალი: ელენიკო(5 წლის)! აი, ჩემი ელენიკოც (5 წლის), იგრძნო, რომ მასზე ვლაპარაკობდი! - სიხარულით მიეგება ბებია შვილიშვილს - სად იყავი, ბებიას სიხარულო? 
      ელენიკო(5 წლის): მეზობელთან, მულტფილმებს ვუყურებდი, მეგონა, რომ აქ მარტო ხარ! მოვედი იმიტომ, რომ არ მოგეწყინა, ჩვენ კი, თურმე სტუმრები გვყოლია! გამარჯობა! - მითხრა პატარა ელენიკომ(5 წლის) და ხელი ჩაავლო ფუმფულა დათუნიას, რომელიც საწოლზე მარტოსულად იჯდა. 
    - რა საყვარელი დათუნია გყავს! შენი საყვარელი სათამაშოა?
    ელენიკო(5 წლის): დიახ, მას ტედი ჰქვია. მე და ჩემმა დებმა დავარქვით ასე! ჯერ მარისი(12 წლის), მერე ნინასი(10 წლის), მერე კი ანასი(7 წლის) იყო, გინდათ თქვენც გათხოვოთ? შემიძლია მოგცეთ ცოტა ხნით, რომ ითამაშოთ, ოღონდ მერე დამიბრუნეთ, კარგი? - გოგონამ მთელს სახლში ერთადერთი სათამაშო გამომიწოდა.
    - მადლობა! შენს დებსაც თხოვნი ხოლმე სათამაშოებს?
     ელენიკო(5 წლის): მხოლოდ ტედი მყავს... და ვეთამაშები ხოლმე, რომ არ მოიწყინოს. 
    - სად არიან შენი დები? რატომ არ არიან სახლში?
      ელენიკო(5 წლის): მეორე ბებიასთან არიან. მალე ჩამოვლენ, ძალიან მენატრებიან, ისინიც და მათთან თამაშიც. ყველაზე მეტად, მარისთან(12 წლის) მიყვარს თამაში, ხელში ავყავარ და მაბზრიალებს ხოლმე!
      - კიდევ რის კეთება გიყვარს?
      ელენიკო(5 წლის): პრინცესებზე მულტფილმების ყურება მიყვარს. რომ გავიზრდები, მეც ეგეთივე ლამაზი ვიქნები და ძალიან, ძალიან ბევრი კაბა მექნება! ისეთივე გრძელი, ლამაზი და ბრჭყვიალა! კიდევ იცით, ტურნიკი მაქვს! მამიკომ გამიკეთა! ტანმოვარჯიშე მინდა გამოვიდე! ნახეთ, როგორ შემიძლია! ჩემით ვისწავლე!
       - ძალიან კარგად გამოგდის! წიგნების კითხვა გიყვარს?
        ელენიკო(5 წლის): კიიიი! „ წითელქუდა“ ზეპირად ვიცი. ბებია მიკითხავს ხოლმე. გინდათ, თქვენც მოგიყვეთ? გოგონა ბებიასთან სტუმრად, რომ მიდის და გემრიელობა მიაქვს! მეც მინდა ვისწავლო გემრიელობების გაკეთება და ბებიას გავუმზადო! ის სულ მიკეთებს ხოლმე, და მეც მინდა რომ გავახარო! 
        - რა საყვარელი ხარ ელენიკო(5 წლის)! რას გიმზადებს ხოლმე ბებია?
        ელენიკო(5 წლის): ფაფას... კიდევ, კამფეტებს მყიდულობს, ხანდახან. შოკოლადის. ოთხ ცალ კამფეტს ყიდულობს ხოლმე, ჩემთვის და ჩემი დებისთვის. მინდა, სულ რომ მიყიდოს კამფეტები! 
    - სათამაშოები არ გინდა? შენ ხომ მხოლოდ ტედი გყავს! 
    ელენიკო(5 წლის): და ტედის არ ეწყინება? ჩვენი მეზობლის, ნანას თოჯინა ძალიან მომწონს. გრძელი თმა აქვს და ლამაზი კაბა აცვია! მაგრამ მეშინია, ტედი არ გამებუტოს, სხვა სათამაშოთი თუ ვითამაშებ...
      - „არა, პატარავ, ტედი არ გაიბუტება. ის ხომ შენი მეგობარია, მეგობრები კი ასეთი სისულელეების გამო, არ ებუტებიან ერთმანეთს.“ - ჩაერია ჩვენს საუბარში ელენიკოს(5 წლის) დედა, სოფი.
     - შემოხვედით და ოთახში ფართი საერთოდ აღარ დარჩა, ისეთი სივიწროვეა... მთელი ოჯახი, აქ რანაირად ეტევით ერთად?
     სოფი: ჩვენ არც ვიკრიბებით ერთად არასდროს. მაგიდა პატარაა, სკამებიც არ გვაქვს... 3-4 ადამიანს ერთად გვძინავს. კი, ძალიან ვიწროდ ვართ, გოგონები პატარები რომ იყვნენ, უფრო მარტივი იყო, ახლა კი გაიზარდნენ. მაგრამ არაუშავს, უფალს მადლობას ვწირავთ, რომ ცოცხლები ვართ და ერთმანეთი გვყავს... - თქვა ლალის რძალმა, სოფიმ.
    - სოფი, გვიამბეთ, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
    სოფი: მმმმ... ბედისწერის გჯერათ? საიდუმლოდ გეტყვით, რომ სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, თავს დაკარგულად ვგრძნობდი, არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა. მაგრამ როცა ის გავიცანი, მივხვდი, ჩემი ცხოვრების აზრს. კი, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს. მაგრამ მე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი. რა თქმა უნდა, ღამღამობით ხშირად ვტირი, იმიტომ, რომ არ მახსოვს, ბოლოს როდის ვუყიდე რამე ჩემს გოგონებს. ერთმანეთის დაპატარავებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვიათ. თანაც ისეთი გულთბილი და მომთმენები არიან. არაფერს ითხოვენ იმიტომ, რომ იციან, ფული რომ არ გვაქვს. მაგრამ მე ხომ ვხედავ... - სოფიმ თავი დახარა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და განაგრძო - ვხედავ, როგორ იმალებიან, მეგობრები, ან ნაცნობები ჩვენს სახლთან რომ ჩამოივლიან, გესმით? სცხვენიათ, რომ ასეთ დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. ჩვენ კი ძლივს გაგვაქვს თავი.
     - და სამსახური? არ მუშაობთ თქვენ, ან თქვენი მეუღლე? 
    სოფი: ეს ოცნებად მაქვს ქცეული! ვეძებ სამსახურს, სულ ვეკითხები ნაცნობებს, იქნებ სადმე რაიმე ვაკანსია იყოს, ყველაფერზე მზად ვარ! მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მერე ზურგის ტკივილები დაეწყო, ექიმთან ვერ წავიდა, ვიზიტი ჩვენთვის ძალიან ძვირი ღირს. ეგონა, რომ თავისით გაუვლიდა. უკვე მეორე წელიწადია, არ გაუარა და წელის ტკივილებს უჩივის. სოფელში ძალიან ძნელია რაიმე სამსახურის შოვნა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ფულს არ ართმევენ გაწეული დახმარებისთვის. აი, ახლაც, მეუღლე მეზობელთან არის, ღობის შეღებვაში ეხმარება. ერთად გაიზარდნენ, ფული როგორ უნდა გამოართვას?
     - ნათესავები არ გეხმარებიან?
     სოფი: ახლა ისეთი მძიმე დროა, მეც ღარიბი ოჯახიდან ვარ... ადრე ბევრად მარტივი იყო ცხოვრება, ახლა კი... ბავშვებს კომპიუტერები სჭირდებათ, ტელეფონები, იმისთვის, რომ სკოლის გაკვეთილებს დაესწრონ... ჩვენს სახლში კი, ტექნიკიდან, მხოლოდ მაცივარია, ისიც უდიდესი საჩუქარია ჩვენთვის! სულ ცოტა ხნის წინ, ეგეც არ გვქონდა. როგორც ხედავთ, ავეჯიც არ გვაქვს. ერთი მაგიდა და ორი საწოლი... რთულია, ძალიან რთულია, გოგონების ასეთ პირობებში აღზრდა... მაგრამ ვცდილობ, აღვზარდო ისე, რომ არ დაკარგონ რწმენა... რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს რომ არ დაკარგონ რწმენა და იმედი...
        - თქვენ რის გწამთ, სოფი?
        სოფი: რა თქმა უნდა, სიკეთის! მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და გადარჩენა! მეზობლები ხშირად გვეხმარებიან, გოგონებს ნამცხვრებით უმასპინძლდებიან ხოლმე. იმაშიც მეზობლები დაგვეხმარნენ, თქვენთვის რომ მოგვემართა. სწორედ მათ მოგწერეს, ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ, და ამისთვის, მათი ძალიან მადლობელი ვარ! ხომ ხედავთ, არინ ქვეყანაზე  კეთილი ადამიანებიც! ასეთი მომენტები, იმის დასტურია, რომ სასწაულები ხდება, უბრალოდ უნდა გწამდეს...
      - გვიამბეთ თქვენს გოგონებზე, რომლებიც ახლა სახლში არ არიან.
       სოფი: მარი(12 წლის), უკვე დიდი გოგო მყავს - 12 წლისაა. ძალიან ვამაყობ მისით. სახლში სულ მეხმარება და დებსაც უვლის. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და საიდუმლოებსაც ხშირად ვუყვებით ერთმანეთს. მას რომ ვესაუბრები, თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. ნინა(10 წლის) და ანი(7 წლის) ფანტაზიორები მყვანან, სულ იგონებენ სასაცილო წარმოდგენებს და კონცერტებს აწყობენ, ვითომ მათ ტელევიზორში აჩვენებენ. სულ კარგ ხასიათზე მოვყავარ ხოლმე.
     ბავშვობა ისეთი მშვენიერია... კი, ჩემს გოგონებს ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ მე მჯერა, რომ უფალი შეგვიწყალებს, მოგვცემს მე და ჩემს მეუღლეს შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ და ამ გაჭირვებას, თავი რომ დავაღწიოთ. ჩვენი შვილებისთვის, ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ! 
     სოფიმ გაგვაოცა თავისი შეურყეველი იმედით უკეთესობისა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საშინელ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას მაინც უყვარს სიცოცხლე და სწორედ ამას ასწავლის თავის ოთხ გოგონას. ესაა მთავარი, სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცე. გწამდეს, მიუხედავად ყველაფრისა...
---
         მეგობრებო, მოდით, დავეხმაროთ სუხაშვილების ოჯახს, ასეთი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში! ბავშვებს მხოლოდ ის უნდათ, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ, რომ ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეჭამენ, დაიძინებენ და არ ექნებათ იმის შიში, რომ სახლი თავზე ჩამოენგრევათ! ასეთ პირობებში ძნელია,  გაიზარდონ და განვითარდნენ. ვაჩუქოთ ბავშვებს ბავშვობა, რომლის უფლებაც, აქვს თითოეულ ჩვენთაგანს.
         მარიამს(12 წლის), ნინის(10 წლის) და ანას(7 წლის), არ აქვთ ყველასთვის სრულიად ჩვეულებრივი გადჯეტებიც კი, ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე კი საუბარიც ზედმეტია. ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება - პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, კომპიუტერი, ბავშვებს არა აქვთ სათამაშოები, მშობლებს კი იმის საშუალება, რომ უყიდონ წიგნები და სასკოლო ინვენტარი... შეგიძლიათ დაურეკოთ ოჯახის დიასახლისს და ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზოთ, ოჯახი მოკლებულია ყველაფერს! ერთად, ჩვენ შევძლებთ, ამ ოთხი გოგონასა და სუხაშვილების მთელი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ბავშვებს ხომ არაფერი დაუშავებიათ, და იმსახურებენ იმას, რომ გაიზარდონ ნორმალურ პირობებში.
       დაურეკეთ ლალის ნომერზე: 568 28 04 09 . ოჯახში მხოლოდ ერთი ტელეფონია, ცუდად იჭერს, და ცუდად ისმის.
      ან ეწვიეთ ოჯახს მისამართზე: სოფელი სართიჭალა. ლალი სუხაშვილი
      აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ სუხაშვილების ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლალი სუხაშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
        ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
       ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი სუხაშვილების ოჯახსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე  - 0901 200 270

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: