ბაბუ, არ მოკვდე, ხომ შემპირდი, როლიკებს გიყიდიო... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბაბუ, არ მოკვდე, ხომ შემპირდი, როლიკებს გიყიდიო...

page info icon
2020 ივნისი 22
8 წლის ბარბარე, დარწმუნებულია, რომ ბაბუა დავითი არ მოკვდება, ის ხომ მას როლიკების ყიდვას შეპირდა! ბაბუა კი, თავის პირობას ყოველთვის ასრულებს! როგორც კი ის, გოგონასთვის გაუგებარ სიტყვა „კიბოს“ გაუმკლავდება, მაშინვე აუხდენს ოცნებას...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
948 ₾
( 74 დონორი )
დასრულებულია

პატარა გოგონასთვის უცნობმა სიტყვა „კიბომ“, დუღაშვილების ოჯახი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენა. დავითის მამა, შვილის ავადმყოფობის ამბის გაგებამ, საფლავში ჩაიყვანა, დედა კი, ლუკმა პურს იკლებს, რათა ბოლო კაპიკები ,შვილის მკურნალობაში დახარჯოს.

მაგრამ დედას, დედა სწორედ ამიტომ ჰქვია! მისი დრო ჯერ არ მოსულა - ახლა, მან დავითი უნდა გადაარჩინოს!

„დაგვეხმარებით? ხომ ნამდვილად დაგვეხმარებით?..“ - დაუღალავად იმეორებდა 69 წლის დარეჯანი, და დაჟინებით, მუდარით შემომცქეროდა თვალებში... - ეს წყეული დაავადება, ისევ ხრავს ჩემს ბიჭს... უკვე მეორედ... მხოლოდ უფლის იმედით ვცოცხლობთ!

19 წლის წინ, უფალმა ისმინა ჩემი ვედრება! პროსტატის კიბო, 30 წლის ასაკში, წარმოგიდგენიათ? მაშინ დავითმა შეძლო, და დაამარცხა ავადმყოფობა, მაგრამ იმ უდიდესმა შიშმა, რაც მაშინ გადავიტანეთ, ჩემი მეუღლის სიცოცხლე იმსხვერპლა... ინსულტი დაემართა და ხელიდან გამოგვეცალა...

მე კი, იმის ნაცვლად, რომ მეუღლე დავიტირო, ისევ ვიბრძვი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად! წყეულმა კიბომ, ისევ მოიქცია ის თავის საზიზღარ კლანჭებში... ამჯერად, ფილტვები ამოირჩია...

მაგრამ უფალი, ჩემს ლოცვას შეისმენს! თქვენ, ჩერნოვეცკის ფონდი, და მისი კეთილი მეგობრები, ხომ სწორედ მან გამოგგზავნათ! ეს უფლის ნებაა! ღმერთო მაღალო, გმადლობ ამისთვის!

დარეჯანმა ცრემლი მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა...

 საუბარი განვაგრძეთ დავითთან, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩუმად, შეკრული წარბებით იჯდა და უსმენდა დედის მონოლოგს.

- დავით, როგორია, როდესაც უკვე მეორედ გიწევთ, გამანადგურებელ დაავადებასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმა?

დავითი: „უთანასწორობაზე“ შეგედავებოდით, პირველი ბრძოლა, ჩემს სასარგებლოდ დასრულდა. - ნაძალადევი ღიმილით, მიპასუხა დავითმა, - მაგრამ კი, იმის გაგება, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დაავადება ისევ დაბრუნდა, მძიმე დარტყმაა... სიმართლე გითხრათ, კინაღამ მაიძულა ბედს შევგუებოდი და ფარ-ხმალი დამეყარა. მაგრამ დედაჩემის ლოცვებმა, მეუღლის, შვილისა და შვილიშვილების მოსიყვარულე თვალებმა გადამარჩინა... მე გადავწყვიტე, რომ უნდა ვიბრძოლო და ვიცოცხლო მათთვის...

მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ სჯობს, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი... ჩემი დაავადება მათთვის უზომოდ მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის, ინასთვის... ჩვენს ოჯახს მარტო ინახავს, ახერხებს, რომ თავისი მიზერული ხელფასით - 400 ლარით! - პროდუქტის მაღაზიიდან ყველას გვაჭამოს, და მეც მიმკურნალოს... ეჰჰჰ... მამისთვის, შვილის კისერზე ყოფნა, აუტანელია...

- უნდა იამაყოთ იმით, რომ ასეთი შვილი აღზარდეთ!

დავითი: და მე ვამაყობ! ინა რომ არა, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი! ყველაფერი მისი დამსახურებაა, ჩემი მებრძოლი! ექიმიც ნახა ჩემთვის, დაზღვევით დაფინანსების ამბავიც გაარკვია... აი, ახლა თქვენც შეგაწუხათ. გაიგო იმის შესახებ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ყველა გაჭირვებულს და ავადმყოფს ეხმარება, უყურადღებოდ არავის ტოვებს და მოგწერათ. ფარ-ხმალს არ ყრის, ჩემი ინა...

მისი დამსახურებით, ახლა, სახელმწიფო დაზღვევის დაფინანსებით, ქიმიო და სხივურ თერაპიასაც ვიტარებ. ჩვენ ხომ ამას თავად ვერ გავუმკლავდებოდით? ვერა! ეს ჩემი გოგო იბრძვის ჩემი გადარჩენისთვის! მისმა მებრძოლმა სულისკვეთებამ კი ჩემში, ოჯახის წინაშე პასუხიმგებლობის გრძნობა ისევ გამოაღვიძა... მივხვდი, რომ ვჭირდები ჩემს ოჯახს! ცოცხალი ვჭირდები! ისინი კი მე მჭირდებიან... დიახ...

-სიმსივნის დიაგნოზი მეორედ როგორ მიიღეთ? თქვენთვის მან გაიჟღერა როგორც განაჩენმა, თუ როგორც მოწოდებამ, ბრძოლისკენ?

დავითი: ამჯერად ფილტვის კიბოს მეორე სტადია დამიდგინეს. ეს დღე, 27 თებერვალი, არასდროს დამავიწყდება... როდესაც ასეთი რამ გემართება - აღარაფერზე ფიქრობ. ის რასაც ახლა გეტყვით, შემზარავია, მაგრამ მერწმუნეთ - ასეთ მომენტში, ყველაფერი უმნიშვნელო ხდება, ოჯახიც, ღმერთიც და მთელი სამყაროც... არსებობ მხოლოდ შენ და შენი ავადმყოფობა... შენ, სიკვდილთან პირისპირ მდგომი... მორჩა...

თითქმის დავნებდი... კიბო, ხელმეორედ... ფაქტობრივად, დავიტირე საკუთარი თავი. მაგრამ, ოჯახისა და შვილიშვილების გამო, თავი ხელში ავიყვანე...

- ამჟამად „ბრძოლის“ რა ეტაპზე ხართ?

დავითი: ყოველ ხუთშაბათს, ქიმიოთერაპიას მიკეთებენ, სხივურ თერაპიას კი - ყოველდღე... ეს ძალიან რთულია... ასეთი პროცედურების შემდეგ, საშინელი ტკივილები მაწუხებს... არავის არ ვუსურვებ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს!

- ფინანსების მხრივ, როგორ უმკლავდებით ავადმყოფობას?

დავითი: ჩემი შვილის, ინას დამსახურებით, ქიმიო და სხივური თერაპიის დაწყება მოვახერხე. ინამ ყველაფერი გაარკვია ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის განკუთვნილი, სახელმწიფო დაზღვევის შესახებ, და შეაგროვა საჭირო საბუთები, დაზღვევამ ასეთი კურსების საფასურის 70%დაფარა, დანარჩენი 30% - 2000 ჩვენ გადავიხადეთ, ოღონდ არ მკითხოთ, ეს როგორ შევძელით... ვისესხეთ ყველგან, თუ კი სადმე, რაიმე შესაძლებლობა იყო, ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ...

ღმერთმა ქნას, ჩვენი ძალისხმევები, წარმატებით რომ დაგვირგვინდეს, მაგრამ ამითაც ხომ არ სრულდება! ამ თერაპიის შემდეგ, ტომოგრაფია სამჯერ უნდა გავიკეთო, გავიგო, მიღწეულია, თუ არა რაიმე შედეგი. ამას კი, არავინ არ აფინანსებს, ამ „სიამოვნების“ საფასური, ავადმყოფის გადასახდელია... შემდეგ კი, ძვირადღირებული წამლები იქნება საჭირო...

მე ახლა, მუშაობა აღარ შემიძლია, დედაჩემი, პენსიონერია, მეუღლე, ეკა, მე მივლის და ჩვენს შვილიშვილებს, ოთხი გვყავს: 8 წლის ბარბარე, 5 წლის ანა-მარია, ჩემი სეხნია - 4 წლის დავითი და პატარა, 2 წლის ელენე.

ინას კაპიკიანი ხელფასი, მხოლოდ ბავშვებისთვის პურის საყიდლად გვყოფნის... ინას გარდა, ოჯახში ყველა უმუშევარია... ჩვენ კი ყველას, და მე, ავადმყოფს, რამდენი რამ გვჭირდება?

- დიახ, მდგომარეობა ნამდვილად რთულია... რა გაძლევთ ძალას, რათა განაგრძოთ ბრძოლა?

დავითი: ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ! ძალას კი, უფლის რწმენა გვმატებს. მხოლოდ უფლისა და მისი რწმენის წყალობით, მოვედით დღევანდელ დღემდე. უფალი ადამიანს მხოლოდ ისეთ ტვირთს აძლევს, რომლის ზიდვის ძალაც მას შესწევს. ალბათ თვლის, რომ მე შემიძლია ამის ატანა. ყველაფერი უფლის ნებაა, მე კი ვეცდები, რომ გავუმკლავდე...

- თქვენ არ ნებდებით, და გამოჯანმრთელების გწამთ, გსურთ რომ კიბოსთან ბრძოლის ანგარიში2:0გახადოთ. ამის შემდეგ, რას შეცვლით თქვენს ცხოვრებაში?

დავით: უფლისა და ახლობლების სიყვარულს გულს, უფრო ფართოდ გავუხსნი... ჩემთვის რწმენა, ყოველთვის იყო თავშესაფარი, ახლა კი, გულში ნათქვამი, გულწრფელი ლოცვა, სულსაც მიმსუბუქებს და გაუსაძლის ტკივილებსაც...

და კიდევ, ავისრულებ სანუკვარ ოცნებას  - სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით დავკავდები. სანამ, 19 წლის წინ, პროსტატის კიბოს დიაგნოზს დამისვამდნენ, მესაქონლეობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ავადმყოფობის გამო, მომიწია ამ საქმიანობისთვის თავი დამენებებინა  და რამე უფრო მარტივი სამუშაო მენახა. ასე გავხდი მძღოლი... როგორც კი დავამარცხებ დაავადებას, ავიხდენ ოცნებას  და დავუბრუნდები საყვარელ საქმეს...

- თქვენს ოჯახზე იმდენი ისაუბრეთ, ცოტა თქვენს მეუღლეზეც, ეკაზეც გვიამბეთ.

დავითი: არ გვინდა, თორემ ვეღარ გამაჩერებთ! ეკა, ჩემი ხორცშესხმული ანგელოზია! მან შემომწირა თავის ცხოვრება - უკვე მეორედ მითმენს და მივლის, კიბოთი დაავადებულს... ქიმიო და სხივური თერაპიის შემდეგ, ჩემი ხასიათის ცვალებადობა, მთელი ჩემი აგრესია, მისი წილხვედრია...

მაგრამ ეკა ითმენს, მას ესმის, რომ ჩემში ტკივილი მძვინვარებს... რომ ის მიყვარს ქვეყანაზე ყველაზე მეტად, და საკუთარი ნებით არასდროს ვაწყენინებ... როდესაც ტკივილი ცხრება, გულში ვიკრავ და პატიებას ვთხოვ, ვეუბნები, რომ მხოლოდ მისი დამსახურებით ვცოცხლობ და ვსუნთქავ...

- ეკა, რას ნიშნავს, საყვარელი მეუღლის დაკარგვის საფრთხის წინაშე მეორედ დგომა?

ეკა(45 წლის): ეს უდიდესი საშინელებაა. როგორც დავითმა უკვე თქვა, როდესაც გავიგეთ, რომ ავადმყოფობა ისევ დაბრუნდა, თითქმის დავნებდით. მაგრამ ინას დამსახურებით, რომელიც მამის დიაგნოზს ვერაფრით შეეგუა, ისევ ჩავებით ბრძოლაში. დავითი ხომ, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 48 წლისაა. ყველას ძალიან გვჭირდება! საქართველოს სჭირდება!

- დავითის დედა, თქვენი დედამთილი, დარეჯანი, ამ ყველაფერს როგორ უმკლავდება?

ეკა(45 წლის): ყველაფერს დავითზე მეტად განიცდის... იმაზეც კი უარს ამბობს, რომ პენსია საკუთარი თავისთვის დახარჯოს, სულ ცდილობს თავის წამლებზე ეკონომია გააკეთოს და თანხა დავითსა და ოჯახს მოახმაროს. მაგრამ ისიც ძალიან ავად არის, წნევაც აქვს, ნევროზიც, კუჭის პრობლემებიც... დარეჯანი კი დაჟინებით იმეორებს: ჯერ ჩემი დრო არ მოსულა, ახლა დავითი უნდა გადავარჩინოთ!

- ცოტა თქვენს შვილზე, ინაზე გვიამბეთ, რომელმაც მოგვმართა თხოვნით დავითს რომ დავხმარებოდით.

ეკა(45 წლის): ინა ნამდვილი მეომარია! სკოლის მერხიდან ოცნებობდა, პოლიციის აკადემიაში ესწავლა! მაგრამ სამწუხაროდ, თავის ოცნება ვერ განახორციელა. არასდროს არ გვქონდა იმის საშუალება, მასწავლებლებთან კერძო მომზადების საფასური რომ გადაგვეხადა, ახლა კი, ინა მუშაობს და მთელ ოჯახს ინახავს, სწავლისთვის არ სცალია...

- შვილიშვილები განიცდიან ბაბუას ავადმყოფობას?

ეკა(45 წლის): სჯობს, ამ კითხვაზე თავად გიპასუხონ, შეხედეთ, როგორ ელოდებიან, როდის მოვა მათი ჯერიც, რომ ილაპარაკონ.

-ბავშვებო, მომიყევით, ოღონდ რიგრიგობით!

ერთადერთი ბიჭით დავიწყოთ, დავით(4 წლის) როგორი არის ბაბუაშენი?

დავითი(4 წლის): ყველაზე კარგი! ყოველთვის გვეთამაშება, არაფერს არ გვიკრძალავს, ის ჩემი მეგობარია! თანაც, ორივეს დავითი გვქვია. მაგრამ ის დავითია, მე კი დათუნა იმიტომ, რომ ჯერ პატარა ვარ.

- ბაბუა, სათამაშოებს, ან კამფეტებს ყიდულობს თქვენთვის?

დავითი(4 წლის): უკვე აღარ, ადრე, სულ ყიდულობდა ნაყინს და კამფეტებს. ახლა ფული არ აქვს - აღარ მუშაობს და სულ ექიმებთან დადის.

ბარბარე(8 წლის): კი, ბაბუა ავად არის, სულ სტკივა... ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ და არ ვიხმაუროთ. მაგრამ თუ ვხმაურობთ, მაინც არ გვეჩხუბება.

- ცდილობთ, რომ ბაბუა როგორმე გაახაროთ?

ბარბარე(8 წლის): სულ ვკოცნით და ვეხვევით. მე კი ხანდახან ჩაისაც ვუმზადებ, როცა ბებია ვერ ასწრებს.

მას სასეირნოდ დავყავართ. დედიკოს არ სცალია, ის სულ მუშაობს, დილითაც და ღამითაც...  ბაბუას კი, ყველანი სასეირნოდ დავყავართ ეზოში.

და კიდევ შემპირდა, რომ როდესაც გამოჯანმრთელდება და ისევ მუშაობას დაიწყებს. როლიკებს მიყიდის და სკეიტბორდს. იცის, რომ ეს ჩემი ოცნებაა.

დავითი(4 წლის): მე კი, ბაბუა დიდი მანქანის ყიდვას შემპირდა, ისეთის, დიდებს რომ ჰყავთ!

ანა-მაია(5 წლის): მე კი, ბაბუას საჩუქრებს ვუკეთებ, გულებს ვუხატავ და ბალიშის ქვეშ ვუდებ. არც ისე კარგად გამომდის, მაგრამ მას მოსწონს. თქვენც, ახლავე დაგიხატავთ ვარდისფერ გულს. მხოლოდ ორი ფლომასტერი მაქვს - ვარდისფერი და მწვანე.

- და შენ, ელენე(2 წლის), შენ როგორ ახარებ ბაბუას?

ელენეს(2 წლის) შერცხვა, არაფერი არ მიპასუხა და უბრალოდ კისერზე ჩამოეკიდა დავითს.

- ბავშვებო, თქვენ საუკეთესო შვილიშვილები ხართ! და იცოდეთ, რომ ბაბუა აგისრულებთ ყველაფერს, რასაც შეგპირდათ!

- დავით, ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, ასეთი თავგანწირული და მოსიყვარულე ოჯახი რომ გყავთ. თქვენ აუცილებლად უნდა იბრძოლოთ მათთვის. გვითხარით, კონკრეტულად რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ

დავითის ნაცვლად, ისევ ეკა ალაპარაკდა - დავითი ისეთი ჯიუტია! არაფერს არ გეტყვით.

ფონდს იმ იმედით მივმართეთ, რომ იქნებ შესაძლებელი იყოს, თანხა შეგროვდეს და ტომოგრამის საფასური გადავიხადოთ, სამის თუ არა, ერთის მაინც... ახლა ესაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი! თორემ სახსრების არ ქონის გამო, დავითმა, შესაძლოა მკურნალობის გაგრძელებაზეც კი უარი თქვას! მერე კი... ყველაფერი  ტომოგრამის პასუხზეა დამოკიდებული...

მხოლოდ უკიდურესმა გაჭირვებამ გვაიძულა ფონდისთვის რომ მიგვემართა... დავითი წინააღმდეგი იყო, ხალხის შეწუხება არ უნდოდა... მაგრამ ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, არავინ არ გვყავს, რომ დაგვეხმაროს - უკვე ყველა, რითიც შეეძლოთ, დაგვეხმარა, როგორც კი შეიტყვეს იმის შესახებ, რომ დავითს ისევ კიბო აქვს. ინას მცირე ხელფასი კი, მთლიანად აუცილებელ მოთხოვნილებებზე იხარჯება - კომუნალურ გადასახადებსა და პროდუქტზე. გულწრფელად გეტყვით, ბავშვებისთვის მხოლოდ პურს ვყიდულობთ, ჩვენ კი... ვშიმშილობთ...

მაგრამ ეს არაფერია, მთავარი ისაა, რომ დავითი გამოჯანმრთელდეს. მაშინ ჩემი შვილი, ოჯახისთვის მარტო აღარ იბრძოლებს  - მამა გვერდში ამოუდგება.

---

მოდით ჩვენი გულები თანაგრძნობასა და სიკეთეს გავუხსნათ, მარტო არ დავტოვოთ, დავით დუღაშვილი და მისი ოჯახი, ამ უბედურებასთან პირისპირ! როცა ვეხმარებით ადამიანს, რომელიც გასაჭირში აღმოჩნდა, სამყაროს უფრო კარგსა და ლამაზს ვხდით. უზომოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები! ცხოვრება ისე საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება!

დაეხმარეთ ონკოლოგიურად დაავადებულ დავითს, მიეცით შანსი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ნახოს, როგორ იზრდებიან მისი შვილიშვილები  და ამით, ბედნიერი იყოს. დავითს სჭირდება მკურნალობა და მედიკამენტები.

და კიდევ, დაურეკეთ მას, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელეფონის ნომერი: 595 927 171. მისამართი: თბილისი, ვარკეთილის რაიონი, გახოკიძის ქ. კორპუსი 14 ბინა 48

 აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ დავით დუღაშვილის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დავით დუღაშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი დავითსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270



მსგავსი პროექტები: