მამიკო, ასე ხმამაღლა ნუ ტირი, მეშინია!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამიკო, ასე ხმამაღლა ნუ ტირი, მეშინია!..

page info icon
2020 ივლის 2
„ვეცდები, ჩემო გოგონა... ღმერთო, როგორ მტკივა! გევედრებით, გამიყუჩეთ, უკვე აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთური ტკივილისა და ტანჯვის ატანა...“ – 27 წლის გიორგი ჩხიკვაძე საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლია - მან უკვე 3 ოპერაცია გადაიტანა; ერთი ფეხი დაკარგა და შესაძლოა, მეორეც ვერ შეინარჩუნოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,482 ₾
( 302 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
„ვეცდები, ჩემო გოგონა... ღმერთო, როგორ მტკივა! გევედრებით, გამიყუჩეთ, უკვე აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთური ტკივილისა და ტანჯვის ატანა...“ – 27 წლის გიორგი ჩხიკვაძე საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლია - მან უკვე 3 ოპერაცია გადაიტანა; ერთი ფეხი დაკარგა და შესაძლოა, მეორეც ვერ შეინარჩუნოს.

 „იცით, მამიკოს შეუძლია ძალიან, ძალიან მაღლა ამწიოს, კისერზე დამისვას და მაბზრიალოს... ისე ძალიან მიყვარს... ვიცინოდით, ახლა კი მამა სულ ტირის. ხომ არ იცით, სად შეიძლება მამიკოსთვის ახალი ფეხი ვიყიდო?... მისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ – 5 წლის ნინომ  თავისი „განძი“ მოიტანა - წითელი ბაფთი და ფერადი მინის ნაჭერი - „დეიდა, სულ ესაა, რაც მაქვს... როგორ ფიქრობთ, საკმარისი იქნება?..“ 

„სასწაულად გადარჩა ცოცხალი, მაგრამ ახლა როგორ უნდა ვიცხოვროთ...? ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, მის გადარჩენასა და მკურნალობაზე დაიხარჯა. ბავშვები შიმშილობენ, ოღონდაც მამას წამალი უყიდონ... ერთი თეთრიც კი არ გვაბადია... რა საშინელებაა!.. 

არადა, ყველაზე მხიარული ქართველი იყო... ახლა კი მხოლოდ ტკივილისგან ღრიალებს, ბალიშში თავჩარგული... კბილებით ებღაუჭება, რომ ბავშვები არ შეაშინოს...  ფონდის მეგობრებო, მცირეოდენით მაინც თუ შეძლებთ დახმარებას, ჩვენთვის ეს უზარმაზარი მხარდაჭერა იქნება“ - გულს წვავენ უბედური ნათიას სიტყვები.

გიორგი ძალიან ჩქარობდა პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის დადგომამდე თბილისის დატოვებას... ეჩქარებოდა ცოლთან და  სამ საყვარელ შვილთან, რომლებიც ელოდნენ მას დასავლეთ საქართველოს პატარა სოფელ ნახშირღელეში. 

მანქანა, რომელსაც  გიორგის ნათესავი მართავდა, მოსრიალდა ნაწვიმარ გზაზე და ბორდიურს შეეჯახა… მძღოლი არ დაშავდა, გიორგი კი… 

ექიმები ამბობენ: ახალგაზრდა, ძლიერი ორგანიზმი აქვს და აუცილებლად გაუმკლავდება! მაგრამ გიორგი ვეღარ უძლებს ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს … და მხოლოდ ძილში შეუძლია ისევ სიარული… 


- 2 თვის განმავლობაში გიორგიმ  სამი ოპერაცია  და მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გადაიტანა. წინ ყველაზე რთული პერიოდი - რეაბილიტაცია ელის, - ყვება უძილო ღამეებისგან გადაღლილი ხმით გიორგის ცოლი - ნათია, - ნათესავების და ახლობლების დახმარებით შევძელით მკურნალობის პირველი კურსის საფასურის გადახდა. ფული დამთავრდა და გიორგის საავადმყოფოდან სახლში წამოყვანა მოგვიხდა … ძალიან სტკივა… ერთი საათიც კი ვერ ძლებს ძლიერი გამაყუჩებლების გარეშე. საავადმყოფოში გიო უძლებდა, იქ მორფის ნემსებს უკეთებდნენ. ახლა კი დილამდე ყვირის ტკივილისაგან … არაფერი შველის… 

მკურნალობის რომელ ეტაპზე არის ეხლა თქვენი მეუღლე, რას ამბობენ ექიმები? 

- ექიმები გვაიმედებენ … გიომ სამ ოპერაციას და ფეხის ამპუტაციას გაუძლო, მაგრამ ორჯერ მეტი ძალისხმევა დასჭირდება შემდგომი მკურნალობის პროცესში. ჯერ უცნობია როგორ შეუხორცდება მეორე ფეხი … შესაძლოა, მისი ამპუტაციაც გახდეს საჭირო. ამის ყველაზე მეტად მეშინია … შეგვიწყალე ღვთისმშობელო! შენ გადააფარე ჩემს გიოს მოწყალების კალთა! 

ეჰ, კიდევ რომ ყოფილიყო საავადმყოფოში … მაგრამ ერთი დღე  400 ლარზე მეტი გვიჯდებოდა, ორ კვირაში საყოველთაო დაზღვევის მთელი ლიმიტი - 15 000 ლარი - ამოვწურეთ და შემდგომ თავად გვიწევდა გადახდა... 

უფლის და კეთილი ადამიანების წყალობით მოვედით დღემდე … ეხლა დღეში დაახლოებით 200 ლარს ვხარჯავთ წამლებში … და მერე რა იქნება?.. მხოლოდ გამჩენმა იცის…  მთელი ჩვენი დანაზოგი დავხარჯეთ, დავხარჯეთ  მეგობრებისა და ნათესავების მიერ შეგროვებული ფულიც … ერთი ოპერაცია  16 000 ლარი დაგვიჯდა… გიორგის კი სამი ჩაუტარეს! და მათგან მხოლოდ ერთი დააფინანსა სახელმწიფომ. 

წინ კიდევ ასობით გადახვევაა, ძვირადღირებული მედიკამენტები, შესაძლოა კიდევ ერთი ამპუტაცია … ამ ხარჯებს ვერ გავწვდებით... ჩვენ  დახმარება გვჭირდება!

ნათია, მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ავარია და თქვენ როგორ შეიტყვეთ მის შესახებ? 

- იმ საბედისწერო დღეს მანქანის საჭესთან ჩემი ძმა იყო. მადლობა ღმერთს ის არ დაშავდა! დარტყმა ზუსტად იმ ადგილზე მოხდა, სადაც გიო იჯდა. ათასჯერ ვუთხარი მადლობა განგებას, რომ ძმას არაფერი დაუშავდა! მაგრამ გიო, ჩემი საწყალი გიო … 

ავარიის შესახებ ძმისგან შევიტყვე, ტელეფონით დამირეკა... მთელი ღამე არ მეძინა, ვლოცულობდი: ოღონდაც გიო ცოცხალი გადარჩეს, მეტი არაფერი მინდოდა …

საავადმყოფოში რომ დავინახე - ვერ ვიცანი! ეს უკვე ის მომღიმარი, ხალისიანი გიო არ იყო! ქმრის თვალებით სულ სხვა ადამიანი მიყურებდა: გატანჯული, მილეული, ფეხის გარეშე … 

მაგრამ - ცოცხალი!!! მადლობა ღმერთს, მე არ დავქვრივდი, ჩემი გოგოები კი არ დაობლდნენ. 


როგორი იყო ბავშვების რეაქცია, როდესაც მამა ასეთ მდგომარეობაში ნახეს? 

- ანა (6 წლის) ძალიან დაიბნა, როდესაც  მამა ფეხის გარეშე ნახა… 

პატარები კი არიან, მაგრამ ყველაფერი ესმით და ჩემთან ერთად ყოველ დღე მამაზე ლოცულობენ! და სულ კითხულობენ: მამიკო, ახალი ფეხი როდის გექნება? 

როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება, გიო მზად არის დანებდეს, ამბობს, რომ მეტი აღარ შეუძლია. გოგოები მაშინვე მიირბენენ მასთან, დაკოცნიან და გიოც უცებ გამოცოცხლდება.

ის იხსენებს რაზე ვოცნებობდით: მყუდრო სახლზე, ბედნიერ სიბერეზე, შვილიშვილებზე, რომლებსაც ერთად გავზრდით… და ცხოვრების სურვილი კვლავ უბრუნდება. 

ძალიან მერიდება, მაგრამ გთხოვთ … დაგვეხმარეთ… ერთადერთი, რამაც შეიძლება დამიბრუნოს მე ჩემი გიო, გოგოებს კი მამა - ეს პროთეზია!  ექიმებმა თქვეს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ  პროთეზირება შესაძლებელია და გიო კვლავ შეძლებს სიარულს. 

გჯერათ უცნობი ადამიანების სიკეთის? 

- რასაკვირველია მჯერა, გენაცვალე! ... ეხლა უკვე ვიცი, რომ საქართველოში  ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს… მათ შეუძლიათ სხვისი ტკივილი გაითავისონ … 

გინდათ გაიცნოთ ფონდის მეგობრები? ბევრს გაუჩნდება გიორგის მხარდაჭერის სურვილი! ისინი დაგირეკავენ, მოვლენ სტუმრად …


- რასაკვირველია! ჩვენ მოხარულნი ვიქნებით! გიოსთვის სასარგებლო იქნება ადამიანებთან ურთიერთობა … იმის გაცნობიერება, რომ ის სჭირდება ამ სამყაროს. 

იქნებ გიომაც გვითხრას თუნდაც რამოდენიმე სიტყვა?

- ის დეპრესიაშია. არ უყვარს მომხდარის გახსენება. მაგრამ მაინც სცადეთ.

გამარჯობა, გიორგი! არ დაგღლით ზედმეტი კითხვებით, მაგრამ იქნებ ორიოდე სიტყვა უთხრათ მათ, ვინც წაიკითხავს თქვენს ისტორიას? 

- აბა რა გითხრათ? ცხოვრება - ძალიან საინტერესო რამაა, არა? წარმოგიდგენიათ, მე - ავტომობილის მართვის ინსტრუქტორი ვარ და ასეთ დღეში  ავარიის გამო აღმოვჩნდი... თუმცა, როგორც იცით ავარია ჩემი ბრალით არ მომხდარა... აღარ მინდა ამაზე საუბარი... 

მხოლოდ ერთს გეტყვით: დააფასეთ სიცოცხლის თითოეული წამი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გახსოვდეთ - ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია… ხელ-ფეხი თუ გაქვს - ესე იგი უკვე ბედნიერი ადამიანი ხარ!

ადრე ამაზე არ ვფიქრობდი…

ეხლა კი, ასეთ მდგომარეობაში როცა ვარ, მესიზმრება როგორ დავდივარ… და მჯერა, რომ ეს სიზმრები ახდება! მე ამ ოცნებებით ვცოცხლობ! 

და კიდევ ჩემს პრინცესებს სჭირდებათ ყურადღება, მალე უკვე იმდენი თაყვანისმცემლები ეყოლებათ, რომ მათი მოგერიება დამჭირდება! 


მართლაც, რომ პრინცესები! შეიძლება გოგოებსაც გავესაუბრო? 

- ვფიქრობ, დაირცხვენენ… მაგრამ სცადეთ მაინც! 
 

გოგოებო, აბა მომიყევით რისი კეთება გიყვართ? 

ანა (6 წლის): - მე ხატვა მიყვარს. მამიკოს ლამაზ ნახატებს ვუხატავ, უფრო მალე რომ გამოჯანმრთელდეს.

ნინო (5 წლის): - მე კი თამაში მიყვარს! დაიკოებთან! განსაკუთრებით მარიამთან (1 წლის), ის ისეთი პაწაწუნაა, ნახეთ!

სკოლაში მალე მიდიხართ? 

ანა (6 წლის): – სექტემბერში!  მე ყველაზე უფროსი ვარ, ამიტომ მე პირველი წავალ სკოლაში! კარგად უნდა ვისწავლო! რომ მამიკომ იამაყოს ჩემით! ძალიან მინდა, რომ მამიკომ გამაცილოს ხოლმე სკოლაში!

საყვარელო, დარწმუნებული ვარ, რომ მამიკო ეხლაც ამაყობს შენით! უკვე შეარჩიე სასკოლო ნივთები? 

ანა (6 წლის): - არა,  მამიკოს გამოჯანმრთელებას ველოდები. მასთან ერთად შევარჩევ! 

გოგოებო, მამიკო რომელს გიყვართ უფრო? 

ანა (6 წლის): - მე!

ნინო (5 წლის): - არა, მე მიყვარს! აბა მოდი, ვინც უფრო მაგრად ჩაეხუტება - იმას უფრო უყვარს!


---
მეგობრებო, ეს თბილი ადამიანები განსაცდელში მოხვდნენ და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ნათია ცრემლმორეული ევედრება ყველას არ დარჩნენ გულგრილნი. სხვისი უბედურება არ არსებობს! უფალმა აჩუქა გიორგის სიცოცხლის შანსი და მას ძალიან უნდა კვლავ დადგეს ფეხზე! მოდით ჩვენი ფინანსური წვლილი შევიტანოთ მისი ოცნების განხორციელებაში! ეს ხომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია?

დაურეკეთ მას, გაამხნევეთ და მიეცით ხვალინდელი დღის იმედი.

ტელ: 571 90 69 52.

ან მოინახულეთ ოჯახი მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, ლაგურაშვილის ქ., კორპ.176, ბინა 17.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ გიორგის თავს გადამხდარი უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს ესაჭიროება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი ჩხიკვაძე) 

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოიძიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

         ჩვენ თქვენთან ერთად  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გიორგის და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი.  და ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე ჩვენ თავადაც დაგვჭირდება!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: