დედიკო, კიდევ რამდენი ტკივილი, რამდენი…? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, კიდევ რამდენი ტკივილი, რამდენი…?

page info icon
2020 ივლის 17
8 წლის ანა-მარია - ერთი ციდა გოგოა, მაგრამ უკვე იმდენი ტკივილი გადაიტანა - ოპერაციები, ექიმები, ნემსები, წამლები...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,164 ₾
( 231 დონორი )
დასრულებულია
8 წლის ანა-მარია - ერთი ციდა გოგოა, მაგრამ უკვე იმდენი ტკივილი გადაიტანა - ოპერაციები, ექიმები, ნემსები, წამლები...
შეხედეთ, რამდენი დიაგნოზი აქვს... და ეს ყველაფერი ერთ ბავშვს... ღმერთო, 10 ზრდასრული ადამიანი ვერ აიტანს ამდენს, ეს კი პატარაა...  და ყოველ ახალ დიაგნოზთან ერთად, მარტოხელა დედა, ლიდია მღებრიშვილი, უფრო და უფრო ძლიერ ევედრება უფალს!
„სრულიად მარტო ვარ, ავადმყოფ შვილთან ერთად. ექიმები მეუბნებიან, რომ ეს ბავშვი საქართველოს გააოცებს, მაგრამ რამდენი ტკივილი, რამდენი...  8 წლისაა და როგორც შავფისიდან ნაზარდი ყლორტი, ამ ჯოჯოხეთის წრეების გარღვევას ცდილობს... სასოწარკვეთილი ვლოცულობ, - უფალო, ყველაფერს ხედავ... და მე ვიცი, ფონდის მეგობრები გულით ხედავენ სხვათა ტანჯვას. ჩემი იმედი - ყველა დედის და მამის კეთილი გულებია! 
ანა-მარიას ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევა, განსაკუთრებით კი - ხერხემლის, რადგან სხვაგვარად ის სიარულს ვერ შეძლებს; ასევე, გენეტიკური ტესტები, თერაპიული მასაჟები... და რადგან მას კბილები საერთოდ არ აქვს და არ შეუძლია მყარი საკვების მიღება, მის გამოსაკვებად ძალიან გვჭირდება ბლენდერი“.
„დედიკო, მე ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი მაქვს ფონდის ყველა მეგობრისთვის - ყვავილები, ნახეთ, როგორი სწორი ღეროები გავუკეთე! და მეც ასეთი სწორი ხერხემალი მექნება, ხომ ასეა?... დეიდა, ყველას გადაეცი, არ დაგავიწყდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!“ - პატარა ანა-მარიამ დიდი სიფრთხილით გადმოგვცა თავისი ნამუშევარი. 

ლიდია (34 წლის): უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, მარიკოს გაჩენის მომენტიდან, ბევრი რამის გადატანა მომიხდა, ამას სიტყვებით ვერ ავღწერ! შიში, მარტოობა, საშინელება! სწორედ ასეთი თანმიმდევრობით. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უცვლელი იყო, შვილის მიმართ ჩემი  სიყვარული!

შიში გაჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ ორსულად ვიყავი, შევიტყვე, რომ გოგონა ავადმყოფი დაიბადებოდა... მაგრამ ეჭვი ერთი წამითაც არ შემპარვია - მარიკო მოევლინება ქვეყანას! ის იქნება ჩემი სიხარული და ბედნიერება, გულს სწორედ ის გამითბობს. მე კი მისთვის სიცოცხლეს დავთმობ! მაშინ ორსულობის მე-7 თვეში ვიყავი...

მშობიარობის დროსაც, შიშის გრძნობა არ მტოვებდა. ნეტავ, როგორი იქნება? ნეტავ რა პრობლემა ექნება? ახალდაბადებულ მარიკოს, მაშინვე შევატყვე,  რომ თვალის, პირისა და თითების პრობლემები აქვს. თავს ვიმშვიდებდი, რომ მოგვარებადია ეს ყველაფერი, მხოლოდ ქირურგიული ჩარევა სჭირდება...

როდესაც მარიკო 4 თვის იყო, გულის პრობლემაც შეექმნა, ისე გაუდიდდა, რომ საბრალო ბავშვი კინაღამ მოკვდა... სასწაულია, რომ ოპერაციამ გადაგვარჩინა. უზომოდ მადლობელი ვარ იმ ექიმების, რომლებმაც ჩემს გოგოს სიცოცხლე აჩუქეს! 

შემდეგ კი საშინელების ჯერიც მოვიდა! ჩემი გოგონას თავზე, საშინელი დიაგნოზები, როგორც პანდორის ყუთიდან ისე გადმოიფრქვა: სმენის დაქვეითება თვალის უამრავი პრობლემა, ფსიქიკური აშლილობა, რობენის სინდრომი - ყბა-პირის თანდაყოლილი მანკი, ცერებრალური დამბლა... ეს ჩვენი დიაგნოზების მხოლოდ მცირედი ნაწილია. შეხედეთ რამდენი ცნობა და ამონაწერი გვაქვს... ამდენი, ალბათ 10 ზრდასრულ ადამიანსაც არ მოუგროვდება ჯამში.

ჯერ თვალის მკურნალობა დაგვჭიდა. ასტიგმატიზმი, კონიუნქტივიტი და მხედველობის მონოკულარული დარღვევა გვაწუხებს... მარიკო თითქმის ვერაფერს ხედავდა. ექიმი მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ შუქზე რეაგირებას ახდენს! მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბავშვს, ამ სამყაროს დანახვა მხოლოდ ცალი თვალით შეუძლია... ერთი თვალის მხედველობა 60%-ია, მეორეში კი - სრული სიბნელე... და  ამას აღარაფერი ეშველება...

შემდეგ ზურგისა და მენჯის პრობლემაც დაემატა. როდესაც ჩემი პრინცესა პირველ ნაბიჯებს დგამდა, შევატყვე, რომ უჭირდა... მარიკო ფეხზე მყარად ვერ დგებოდა, მენჯ-ბარძაყის პრობლემის გამო. სილიკონის ძვალი უნდა ჩაესვას... მე გავიფიქრე: „ისევ ოპერაცია“, მაგრამ მასაჟებისა და კარგი ექიმების დახმარებით, ამას თავი ავარიდეთ! მაგრამ პრობლემა, ბოლომდე მაინც არ არის მოგვარებული...

წინა წლის ნოემბერში, გამოკვლევა ჩავიტარეთ  - ხერხემლის სვეტის პანორამა გადავიღეთ. ახლა ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ, რათა გავარკვიოთ, აქვს თუ არა დადებითი შედეგი მასაჟსა და სპეციალურ ვარჯიშებს, რომელსაც ვიკეთებთ. ამ პროცედურის საფასური კი 135 ლარია, ყოველ შემთხვევაში, ნოემბერში ეს თანხა გადავიხადეთ.

ახლა მარიკოს ცალი ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ვიდრე მეორე. მაგრამ არ ვჩივი, რადგან სიარული შეუძლია! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი საერთოდ ვერ შეძლებდა ვერც სიარულს, ვერც ლაპარაკს, არ ექნებოდა არც მხედველობისა და არც სმენის უნარი...

სმენის პრობლემებსაც ვებრძოლეთ დიდხანს. სანამ ანა-მარიას 6 წელი არ შეუსრულდა, ექიმებმა ვერ გაარკვიეს, რატომ აქვს ყურის  ანთება ამდენად ხშირად და ჩირქი მოსდის. ცალ ყურში მარიკოს საერთოდ არ აქვს სმენა, სმენის აპარატი სჭირდება, რიგში ვართ, ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროსგან.

1 წლის ასაკიდან კლინიკაში, უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით, მაგრამ ის ვერაფრით ვერ დაგვეხმარა. ახლა არაჩვეულებრივი ექიმი გვყავს, და ზუსტად ვიცი, რომ საიმედო ხელში ვართ. და არა მხოლოდ სმენის საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ყურადღებიანი ქალბატონია და გვირჩევს რომელ სპეციალისტს ჯობია მივმართოთ.

ჯუჯობა არის ჩვენი მორიგი დიაგნოზი, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ. მარიკო უკვე 8,5 წლისაა, მისი სიმაღლე კი სულ რაღაც 115 სმ-ია, ზრდა დიდი ხანია შეწყვიტა. ისევ ჩამოვუარეთ ექიმებს... ბოლოს და ბოლოს გენეტიკოსთან გაგვგზავნეს. ჩვენი ახალი დადასტურებული დიაგნოზი - ჯუჯობაა. ახლა გასარკვევია მიზეზი, ამისთვის კი თანხაა საჭირო დაახლოებით 400 ლარის ოდენობით!  წარმოგიდგენიათ?! ერთი ტესტის გაკეთება ამხელა თანხა ღირს! რომელიც, რა თქმა უნდა, არ გაგვაჩნია... და ვერ წარმომიდგენია, საიდან უნდა მოვიტანო...  

- ლიდია, თქვენს ჩამონათვალში „შიში, მარტოობა, კოშმარი“ , მარტოობის შესახებ არ მოგვიყევით.

ლიდია: მარტოობა... რა მძიმე თემაა... სამწუხაროდ ყველაფერს ვერ გეტყვით... მაგრამ მერწმუნეთ, იმას რომ ჩემს გოგონას სრულიად მარტო ვზრდი, მეუღლის გარეშე, გარკვეული მიზეზები აქვს... მე და მისი მამა, დიდი ხანია ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. უბრალოდ ვერ აიტანა ეს ყველაფერი, პრობლემებს გაექცა, და არ აწუხებს არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა, არც ჩემი და არც ჩვენი გოგონას წინაშე. ალიმენტის გადახდის ვალდებულიც კი არ არის, ხელი არა გვაქვს მოწერილი.

არ გვინდა ამაზე საუბარი. უფალმა განსაჯოს, მე კი ვუსურვებ, თუ კი შეძლებს, სიმშვიდე ჰპოვოს...

- სრულიად მარტო ხართ თქვენ და მარიკო? საერთოდ არავინ არ გეხმარებათ? ნათესავები?

ლიდია: მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების იმედი მაქვს. დედაჩემი, ჩემი და და 19 წლის ძმა ცალკე ცხოვრობენ. ძმა ცოტა ხნის წინ ჯარიდან დაბრუნდა. სხვათა შორის ისინიც ქირით ცხოვრობენ ისევე როგორც მე და მარიკო. თავადაც ძალიან უჭირთ... დახმარება რა ნამუსით ვთხოვო... დედაც და დაც ძალიან მეხმარებოდნენ, როდესაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ...

დედაჩემი ძალიან ავად არის, სულ ცოტა ხნის წინ მიკროინსულტი გადაიტანა და ახლა, სიცოცხლე რომ შეინარჩუნოს, ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება... მას ჩემი და უვლის. ჩემს მარიკოზეც ის ზრუნავს. როცა აქვს შესაძლებლობა, ჩემი გოგონასთვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ტკბილეულს ყიდულობს

- და თქვენი საარსებო წყარო რა არის? რა სახსრებით ცხოვრობთ?

ლიდია: სახელმწიფო მარიკოს ინვალიდობის პენსიას უხდის  250 ლარის ოდენობით. აქედან 200 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, იმის გარდა, რაც ნაქირავებ ბინაში გვხვდება. მაგრამ მე მიჩვეული ვარ. მთელი ცხოვრება, დედასთან ერთად სხვის ბინებში დავხეტიალობდი. საკუთარი საცხოვრებელი კი არასდროს გვქონია.


ახლახან, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი მოგვანიჭეს და სექტემბრიდან, ჩვენს მოკრძალებულ შემოსავალს კიდევ 170 ლარი დაემატება

წინა თვეში სოციალურ სააგენტოს მივმართე თხოვნით, ბავშვისთვის პროდუქტი რომ გამოეყოთ... 160-ლარიანი ვაუჩერი მომცეს... ვცდილობთ კარტოფილითა და მაკარონით, თავი როგორმე 24 რიცხვამდე გავიტანოთ... კვების საკითხი ჩვენთვის ძალიან რთულია, მარიკოს კბილები არ აქვს და ნორმალურად ვერ ღეჭავს, სპეციალური რბილი საჭმელი სჭირდება... დარჩენილი თანხით ვცდილობთ სქოლიოზს ვუმკურნალოთ, მასაჟებს ვიკეთებთ. თორემ ბავშვი უბრალოდ ვეღარ გაივლის...

ღმერთო, რამდენს დავდივართ ექიმებთან, რამდენის მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, რამდენ დაავადებებს ვმკურნალობთ...

ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო 4 თვეში ერთხელ სპეციალური პროგრამის ფარგლებში უფინანსებს მარიკოს წამლებს, ფსიქიკური აშლილობისგან. მართალია მხოლოდ 1-2 შეფუთვას. მკურნალობის კურსი კი, რომელიც მარიკოს დაუნიშნეს 3-4 თვე გრძელდება. ერთი და ორი შეფუთვა არ ჰყოფნის, დამატება კი ჩემი სახსრებით მიწევს. მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს, მაინც მადლობელი ვარ! ასევე სმენის აპარატის რიგში ვართ და ყოველდღე პასუხს ველოდებით. იმედია დადებითი იქნება.

და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას! მან მასაჟის ერთი სრული კურსი დაგვიფინანსა. და რაც მთავარია, სწორედ მერიის დამსახურებით, მარიკო ამ ზაფხულს ზღვას ნახავს ცხოვრებაში პირველად! ვაუჩერი გადმოგვცეს კურორტზე დასასვენებლად და აგვისტოში, მე და ჩემი გოგონა უკვე ვიქნებით ზღვაზე!

- ეს მშვენიერია ლიდია! ძალიან მიხარია! მაგრამ არ შემიძლია ისევ პრობლემების საკითხს არ დავუბრუნდე და არ შეგეკითხოთ - საიდან გაქვთ ამდენი ძალა, რომ იბრძოლოთ?

ლიდია: ძალას, ჩემი ანგელოზის სიყვარული და უფლის რწმენა მმატებს! მწამს ღმერთის ძალისა და მფარველობის! დღედაღამ ვლოცულობ, ვევედრები, რომ მარიკოს ცხოვრება კარგად აეწყოს, რომ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს! ვთხოვ მომცეს ძალა ავიტანო ეს ყველაფერი და შუა გზაში არ წავიქცე! ძალიან მინდა, ფეხზე დავაყენო ჩემი გოგონა! ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ! აუცილებლად დაამთავრებს სკოლასაც და უნივერსიტეტსაც, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა და ცხოვრებაში თავის ადგილსაც ნახავს! მე კი, რითაც შემიძლია, ყველაფერში დავეხმარები...

- მარიკო სპეციალურ სკოლაში დადის თუ ჩვეულებრივში? 

ლიდია: გამიზნულად მივიყვანე ჩვეულებრივ სკოლაში. მირჩევდნენ, სპეციალიზირებულ ცენტრში რომ მიმეყვანა, მაგრამ საღამოს 6 საათამდე მოუწევდა იქ ყოფნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარიკოს ყველაზე მცირე 2-ჯერ მაინც მოუწევდა იქ ჭამა. იმის გამო რომ ყბის პრობლემა აქვს, ვერ ღეჭავს და ჩვეულებრივ საჭმელს ვერ შეჭამდა, ამიტომაც ვერ გავრისკე მისი ცენტრში მიყვანა

აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ სკოლაში მივიყვანე, სადაც მეცადინეობა მაქსიმუმ 4 საათს გრძელდება. მარიკო წელს უკვე მე-3 კლასში წავა.

ამ ჩვეულებრივ სკოლაში შშმ პირი ბავშვებიც სწავლობენ. მათთან ინტენსიურად მუშაობს ფსიქოლოგი. სხვათა შორის მას დახმარებისთვის მეც ხშირად მივმართავ... არ ვიცი, როგორი უნდა იყოს მარიკოს ზოგიერთ ქცევაზე ჩემი რეაქცია. ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოულოდნელად გახდეს აგრესიული და ჩხუბი დაიწყოს... სკოლის ფსიქოლოგი მეუბნება, რომ ასეთ მომენტებში, ბავშვის ქცევაზე მწვავე რეაქცია არ უნდა მქონდეს, დაუშვებელია ყვირილი და მისთვის საყვედურის თქმა. მისი ყურადღება რაიმე სხვაზე უნდა გადაიტანო... ჯერჯერობით ასეა... როდესაც გაიზრდება, შესაძლებელი გახდება მარიკოს ფსიქიკური აშლილობის ზუსტი მიზეზების დადგენა...

- თქვენი გოგონას აღზრდაში რა არის თქვენთვის ყველაზე რთული?

ლიდია: ძნელია წონასწორობის შენარჩუნება, როდესაც შენი შვილი სიგიჟის ზღვარზეა... ძნელია თავად არ გაგიჟდე... იცით, მარიკოს აღზრდაში ბევრი სირთულე მხვდება... ვალერიანს ვსვამ დასამშვიდებლად... რა თქმა უნდა, არ მშველის, მაგრამ ვცდილობ თავი მოვიტყუო, რომ მამშვიდებს... 

- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, ვინც თქვენსავით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა?

ლიდია: გაგიკვირდებათ, რომ ვურჩიო არასდროს დანებდნენ და არ დაყარონ ფარ-ხმალი?

სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის  უფლება არ გვაქვს, როდესაც გვყავს ისინი, ვისთვისაც ვალდებული ვართ ვიცოცხლოთ. ეს დიდი ცოდვაა! ჩემი გოგონა სულ მე მიყურებს, მბაძავს, აკოპირებს ჩემს ყოველ ქმედებას. მინდა, მხოლოდ კარგი რომ ვასწავლო... ამიტომაც დანებება არ შეიძლება! მე არ ვიცოდი ბევრი რამ, მაგრამ ვისწავლე! ამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია... ეს კი ჩემმა პატარა პრინცესამ მასწავლა... აი, ისიც! 

 ანა-მარია(8 წლის): დედიკო, შეიძლება დეიდას მეც დაველაპარაკო? იმდენ ხანს საუბრობთ, მეც მინდა!

- რა თქმა უნდა, მარიკო, სწორედ ახლა მინდოდა შენთან გასაუბრება! მომიყევი, რას აკეთებდი, სანამ მე და დედიკო ვლაპარაკობდით?

ანა-მარია (8 წლის): სკოლის ბუქში ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად. ჩატი გვაქვს შექმნილი სადაც ველაპარაკებით ერთმანეთს და ერთად ვთამაშობთ! ჩემი გუნდი ყოველთვის იგებდა, მაგრამ ახლახანს წავაგეთ, ჩემს გამო კი არა! იქ ერთი უცნაური მოთამაშეა, ვეუბნები, გაიქეცი! ის კი გაუნძრევლად დგას! ამიტომაც წავაგეთ.

- სირბილში ეჯიბრებოდით ერთმანეთს?

ანა-მარია (8 წლის): კი, ვინც გაასწრებდა, ის იყო გამარჯვებული! 2 გუნდია: წითლები და მწვანეები. წითლები ჩვენ ვიყავით, მაგრამ წავაგეთ...

- არაუშავს, მთავარია, გული არ დაგწყდეს. შემდეგში აუცილებლად მოიგებთ.

ანა-მარია (8 წლის): მე კი არ დამწყდა გული. მაგრამ ჩემს ჩატის მეგობრებს... იცით როგორი არასასიამოვნოა წაგება? განსაკუთრებით მაშინ როცა ასეთი ძლიერი გუნდი გვყავს! მე ხომ ვუყვიროდი: გაიქეცი, გაიქეცი! რატომ არ გაიქცა?
 
- საყვარელო, კიდევ რა მოგწონს, ბუქში თამაშის გარდა?

ანა-მარია (8 წლის): მულტფილმების ყურება. „მაშა და დათვი“ მიყვარს ყველაზე მეტად. რუსული ამ მულტფილმიდან ვისწავლე. მინდა, რომ ჯეკოსაც ვასწავლო, მაგრამ ის მარტო თავის ენაზე ლაპარაკობს. 

-და ჯეკო ვინ არის?

ანა-მარია (8 წლის): ჩემი თუთიყუში! მინდა ლაპარაკი ვასწავლო, ის კი იკბინება! ასე როგორ შეიძლება? 

- გიკბინა? ეს საზიზღარი! გეტკინა? 

ანა-მარია (8 წლის): კი, ძალიან! მაგრამ მე მაინც ვასწავლი! აი ნახავთ, დეიდა, შემდეგში რომ მოხვალთ, აუცილებლად დაგელაპარაკებათ! 

- ეჭვიც არ მეპარება, საყვარელო. ხატვა თუ გიყვარს?

ანა-მარია (8 წლის): კი, რა თქმა უნდა! გინდათ, ჩემი ნახატი გაჩუქოთ? ოღონდ გეხვეწებით, საღებავები და ფურცლები მომიტანეთ, ახალი რომ დავხატო. კარგი? ძალიან მიყვარს ხატვა და ჯარისკაცების ძერწვა. ნახეთ, რამხელა ჯარი მყავს! ჯარისკაცები და ყვავილები გამომდის ყველაზე კარგად! 

- რა ყოჩაღი გოგო ხარ, გიყვარს სკოლაში სიარული?

ანა-მარია (8 წლის): კი, მაგრამ მეცადინეობა არ მიყვარს. თამაში მირჩევნია! დედიკო მეუბნება, რომ მხოლოდ თამაში არ შეიძლება, მეცადინეობაც აუცილებელია... 

- დედიკო მართალია!

- ლიდია, მოდით დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ - რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?

ლიდია: უპირველეს ყოვლისა, სქოლიოზის მკურნალობის კურსის დასრულება გვჭირდება. ამისთვის კი, 80 ლარია საჭირო. ექიმის ვიზიტის საფასური.

უნდა გადავამოწმოთ ხერხემლის მდგომარეობა, რათა მარიკოს დაენიშნოს მკურნალობის შემდეგი კურსი - როგორც უკვე გითხარით, ხერხემლის სვეტის პანორამა ხელახლა არის გადასაღები, მისი საფასური კი, 135 ლარია.

და რაც მთავარია, გთხოვთ, დამეხმარეთ გენეტიკური ანალიზის გაკეთებაში! უნდა გავიგო, სწორად თუ დაუსვეს მარიკოს ჯუჯობის დიაგნოზი! 400 ლარი! მართლა ვერ წარმომიდგენია, საიდან უნდა მოვიტანო ამხელა თანხა!.. და არც კი ვიცი, დახმარება ვის ვთხოვო...

ჩვენი უკანასკნელი იმედია, ჩერნოვეცკის ფონდი და მისი მეგობრები! 

უშველეთ მარიკოს! და მეც...

- სამედიცინო პროცედურების გარდა, იქნებ კიდევ გჭირდებათ რაიმე სახის დახმარება, როგორც დიასახლისს, ან როგორც დედას? 

ლიდია: კარგი იქნებოდა, პროდუქტით დახმარებას თუ მოახერხებდით. ჩემს გოგონას ძალიან უყვარს პელმენი, კატლეტი... ყველანაირი ხორცის ნაწარმი... მე კი აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამეთ მსგავსი რამ...

---
         მეგობრებო, ლიდია მღებრიშვილს ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება. საბრალო ქალს საკუთარ თავზე დიდი ხანია ხელი აქვს ჩაქნეული და მხოლოდ ერთადერთი ქალიშვილისთვის, 8 წლის ანა-მარიასთვის ცხოვრობს.

         მარიკოშა- როგორც გოგონა ეძახის საკუთარ თავს - უამრავი ტანჯვისა და აუარებელი დაავადებების მიუხედავად, ძალიან ცნობისმოყვარე, სიცოცხლითა და საკუთარი თავის რწმენით აღსავსე ბავშვია. გოგონას არ გაუმართლა, იგი ქვეყანას  ჯანმრთელობის უამრავი პრობლემით მოევლინა.  მთელი ცხოვრება იბრძვის იმისთვის, რომ ისაუბროს, გაიაროს და დაინახოს... იმ ყველაფრისთვის, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვეულებრივად ჟღერს. მას ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება, საბრალო დედას, მარტოს არ ძალუძს გაუმკლავდეს ამდენ პრობლემას.

       დავეხმაროთ პატარა გოგონას გადარჩენაში, მივცეთ  შესაძლებლობა გადარჩეს და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს! ჩვენ უძლურები ვართ უფლის წინაშე!

       შეგიძლიათ მოინახულოთ მღებრიშვილების ოჯახი მისამართზე: თბილისი, ვარკეთილის რაიონი, ჯავახეთის ქუჩა, პირველი შესახვევი, კორპუსი 4, ბინა 47.

ან დაურეკოთ ლიდიას, ანუგეშოთ და გაამხნევოთ. ტელ.: 555 50 14 62 

     აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ლიდია მღებრიშვილის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლიდია მღებრიშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ლიდიას ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: