სამყაროს ყველა დაავადება მე მხვდა წილად...! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამყაროს ყველა დაავადება მე მხვდა წილად...!

page info icon
2020 აგვისტო 7
page info icon
5873
„ვერ გადარჩება… ყველა ასე ამბობდა… დაბადებიდან სამყაროს ყველა დაავადება მე დამატყდა თავს – ქონდრისკაცი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით – სასტიკი ხვედრია...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
910 ₾
( 60 დონორი )
დასრულებულია
„ვერ გადარჩება… ყველა ასე ამბობდა… დაბადებიდან სამყაროს ყველა დაავადება მე დამატყდა თავს – ქონდრისკაცი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით – სასტიკი ხვედრია...“ 

სრულიად ძალაგამოცლილი, 38 წლის გიორგი ტკივილისგან კბილს კბილზე აჭერს და ყავარჯნებით ხელში გვეგებება: „მალე, მალე მოდით აქ... უფლის სასწაული უნდა გაჩვენოთ! 6 წლის ჯანმრთელი და მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი ჰყავს მძიმედ ავადმყოფ მშობლებს. აი, ასეთი დიდია უფლის წყალობა!“

გიორგიმ ვეღარ შეძლო ფეხზე დიდხანს დგომა და საწოლზე დაეცა.  „მამიკო, მამიკო, გტკივა?..“ - ყვირილით მივარდა მამას 6 წლის ვაჟი, მირიანი. 

„იცით, მალე სკოლაში უნდა მივიდეს და ჩასაცმელიც კი არაფერი აქვს... ვოცნებობ, ჩემს შვილს ახალი ფეხსაცმელი ჰქონდეს, კიდევ ლამაზი რვეულები და წიგნები, თუნდაც ყველაზე მცირედი სკოლისთვის... მაგრამ ყავარჯნები... ეს წყეული ყავარჯნები...“ 

მჯერა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ კეთილშობილი ადამიანები. თქვენმა ფონდმა უკვე ათი ათასჯერ დაამტკიცა ეს! მთელი საქართველო თქვენთანაა!»

„ჩემი ნამდვილი დედა დარდისგან გაგიჟდა და ბედის ანაბარა მიმატოვა; მაგრამ მერე ყველაზე კეთილმა მშობლებმა მიშვილეს - დედა, ჟუჟუნა ნემსაძე და მამა, მირიან მამაიაშვილი დიდებული ადამიანები იყვნენ - ღმერთმა აცხონოს მათი სულები! საკუთარი შვილები არ ჰყავდათ და მე რომ დამინახეს - წელში მოხრილი, პატარა, შეშინებული, მაშინვე უთქვამთ „ის ქართველია და ახლა უკვე ჩვენი შვილიც!“ მათ მე ადამიანად მაქციეს. მკურნალობის უამრავმა წელმა, უწყვეტი მუშაობის წლებმა შედეგი გამოიღო და მე სიარული, ლაპარაკი დავიწყე... და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნიჭიც აღმომაჩნდა. ვგიჟდებოდი სწავლაზე. დედაჩემი სკოლის დირექტორი იყო 50 წელი, მამა - ქორეოგრაფი. ისინი რომ არა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი! მართლა!

- გიორგი, მოგვიყევით, როდის დაგეწყოთ პრობლემები? 

გიორგი: სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მე უმაღლესი განათლება მაქვს და პროფესიით იურისტი ვარ. სწორედ ჩემი უმაღლესში ჩაბარების პერიოდში გარდაიცვალა მამა. ეს ჩემთვის და დედაჩემისთვის პირველი დარტყმა იყო. ნათესავები არ გვყავდა და დიდად არც არავის ვუყვარდით - ჩემს მშობლებს ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, მე რომ შვილად ამიყვანეს. „თქვენ ჯანმრთელი ბავშვი გჭირდებათ, რომ დაბერდებით, თქვენზე რომ იზრუნოს“ - ამბობდნენ „კეთილისმსურველები“. დედა და მამა ამაზე არასდროს პასუხობდნენ და მეც სულ იმას მასწავლიდნენ, რომ ადამიანებზე ბრაზი არ ჩამედო გულში. „ისინი კარგი ცხოვრებისგან არ არიან ასეთები“, ამბობდა დედა. „მხოლოდ უბედური ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი ბოროტი“.

მაპატიეთ, ჩემ მშობლებზე ბევრს ვსაუბრობ და თქვენ კითხვაზე ჯერაც არ მიპასუხია. უბრალოდ ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!

მამაჩემი 2000 წელს გარდაიცვალა და მე და დედა მარტონი დავრჩით, შემოსავლის გარეშე. ჩემ თავზე პასუხისმგებლობა ავიღე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, სამსახური უნდა მეშოვნა! 

- კი, მაგრამ როგორ, გიორგი? ჩვენ ქვეყანაში ჯანმრთელ ადამიანსაც კი უჭირს სამსახურის შოვნა...

გიორგი: მთავარი მონდომებაა. პასუხისმგებლობით სავსე კაცი ვერ უყურებს, როგორ შიმშილობს მისთვის საყვარელი ხალხი. მეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამომივიდოდა, რომ სჯობდა, დახმარება მეთხოვა... მაგრამ მე ახალგაზრდა ვიყავი და დედა მყავდა მისახედი! ჯერ ბაზარში დავიწყე ვაჭრობა, მეზობლებსაც ვეხმარებოდი მიწის მოვლაში. გროშებს ვშოულობდი და დედასთვის წამლებს ვყიდულობდი, მაგრამ არ გვყოფნიდა. წლების მანძილზე, რაც სახლში გვებადა, ყველა ძვირფასი ნივთი გავყიდეთ.

- როდის დაქორწინდით? თქვენს მეუღლეზე მოგვიყევით.

გიორგი: ვხედავდი, როგორ უყვარდათ ჩემს მშობლებს ერთმანეთი, როგორც ედგნენ ერთმანეთს მხარში და მეც ოჯახზე ვოცნებობდი. მისმინა უფალმა! 7 წლის წინ, შემთხვევით, მარიამი - ეს არაჩვეულებრივი გოგონა დავინახე. არ დაგიმალავთ, ჯანრმთელობის პრობლემები აქვს, გონებრივად ჩამორჩენილია, არც წერა იცის, არც კითხვა, მაგრამ ყველაზე კეთილი სული აქვს! მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, სულ დასცინოდნენ და გადავწყვიტე, რომ მასზე ვიზრუნებდი, რომ მისი წყენის უფლებას არავის მივცემდი! დედას გავაცანი და დაგვლოცა! როცა 2018 წელს დედა გარდაიცვალა, მარიამი და მირიანი მედგნენ მხარში.  

- მირიანი ეს თქვენი შვილია, ხო? სახელი მამის საპატივსაცემოდ დაარქვით? 

გიორგი: დიახ. მინდა, რომ მას ჰგავდეს! ის ნამდვილი სასწაულია! ჩემი დამხმარეაა, ჩემი მეგობარი! ჩემი ყველაფერია! საოცარი ადამიანია! საქართველოს ნამდვილად ღირსეული შვილი!

- მასზე მოგვიყევით. 

მირიანი (6 წლის): შეიძლება, მე თვითონ მოგიყვეთ? მამა, შეიძლება? 

გიორგი: რა თქმა უნდა, შეიძლება. უკვე დიდი ბიჭი ხარ! მალე მეც მაჯობებ!  

მირიანი (6 წლის): დიახ, უკვე დიდი ვარ! წერა-კითხვაც კი ვიცი! მამამ მასწავლა! წელს სკოლაშიც წავალ და მამას კარგი ნიშნებით გავახარებ ხოლმე. ვიცი, გამომივა! ძალიან ვეცდები! 

გიორგი: ყოველთვის ვეუბნები, რომ ცოდნა - ეს არის საგზური ნათელი მომავლისკენ!

მირიანი (6 წლის): იცით, მინდა ექიმი გამოვიდე. ექიმები ყველაზე კეთილი და საჭირო ხალხია სამყაროში.

- სანამ ექიმი გახდები, მანამდე რისი კეთება გიყვარს? 

მირიანი (6 წლის): ველოსიპედის ტარება მიყვარს, მაგრამ არ მაქვს. ბურთის თამაში მიყვარს... მარტო თამაში საინტერესო არაა, მაგრამ შევეჩვიე. ბავშვებს ჩემთან მეგობრობა არ უნდათ. თითს ჩემსკენ იშვერენ ხოლმე და ჩურჩულებენ; მაგრამ ვფიქრობ, სკოლაში რომ მივალ, ნამდვილი მეგობრებიც გამომიჩნდებიან. მამა მეუბნება ხოლმე, რომ მათზე გაბრაზება არ ღირს. ვიცი, რომ კეთილი ხალხი უფრო ბევრია!

- საიდან იცი? 

მირიანი (6 წლის): ზღაპრებში ყოველთვის ასეა! 

- და ზღაპრებს ვინ გიკითხავს ხოლმე?

მირიანი (6 წლის): წიგნებს მამა გვიკითხავს მე და დედას. დედამ კითხვა არ იცის; მაგრამ ძალიან მოგვწონს, მამა რომ კითხულობს და ჩვენ ვუსმენთ. ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვება ხოლმე! ბებიაზე და ბაბუაზე - ისინი ძალიან კეთილები არიან! ძალიან გვიყვარს, ყველა ერთად ფოტო-ალბომს რომ ვათვალიერებთ ხოლმე და თან მათზე ისტორიებს ვისმენთ. იცით, მამა ლექსებსაც წერს! უფრო სწორედ, ადრე წერდა. 

- გიორგი, მართალია?

გიორგი: ჰო, რა ვიცი... ვწერდი რა, დედაჩემი იწერდა ხოლმე ჩემს ლექსებს და ერთხელ მოულოდნელი საჩუქარიც კი გამიკეთეს და ჩემი ლექსი ლიტერატურულ ბროშურაშიც დაბეჭდეს. დედას ისე უხაროდა! აი, შეინახა კიდეც ეგ ბროშურა! 

მირიანი (6 წლის): აი, ხედავთ, როგორი ყოჩაღი მამა მყავს?!

- მირიან, აბა ეხლა გვითხარი, რაზე ოცნებობ? 

მირიანი (6 წლის): კომპიუტერზე ვოცნებობ! მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ძვირია. ველოსიპედებიც ძალიან ძვირებია. აი, სპორტულ ფეხსაცმელებზე და ფორმაზე უარს არ ვიტყოდი! მაგრამ ველოსიპედი ყველა საახალწლო საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის, ყველა წლის ერთად! და თოვლის ბაბუას სხვას აღარაფერს ვთხოვდი!

- გიორგი, სიტყვები არ მყოფნის! საოცარი ბიჭია მირიანი! ახლა მოდით, თქვენ პრობლემებზე მოგვიყევით. თქვენ ხომ ფონდს კარგი ცხოვრების გამო არ მომართეთ, ხომ ასეა? 

გიორგი: მიჩვეული ვარ, ყველაფერს თვითონ ვაკეთებდე და სხვას არაფერს ვთხოვდე, მაგრამ ეხლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, ფიზიკურად ვიშრომო. ერთი წლის წინ ფეხი ვიტკინე. ჩემი - ცერებრალური დამბლის დიაგნოზით ხალხი ამდენ ხანს არც კი ცოცხლობს. უკვე 38 წლის ვარ, მაგრამ თავს 80 წლისად ვგრძნობ. სიარული მიჭირს, მალე ვიღლები. ბოსტანშიც კი ვეღარ ვმუშაობ... მეშინია, რომ ჩემი პენსია არ გვეყოფა, სოციალური დახმარება კი ჩვენ არ გვაქვს. მინდა საკვები, შვილისთვის - ტანსაცმელი, კომპიუტერი და ტელევიზორი გთხოვოთ. ჩემს ცოლს ერთადერთი ბედნიერება აქვს ცხოვრებაში - ტელევიზორის ყურება. მათ წიგნებსაც კი ვეღარ ვუკითხავ ისეთი სიხშირით, უკვე თვალებიც მტკივა...  

- და გჯერათ, რომ თქვენი დახმარების თხოვნას ვინმე ყურად იღებს? გჯერათ, რომ ღმერთი კეთილ ადამიანებს გამოგიგზავნით? 

გიორგი: როგორ არ უნდა მჯეროდეს? ღმერთმა ჩემი მშობლები გამომიგზავნა! ჩემი მარიამი გამომიგზავნა, მირიანი მაჩუქა... როგორ ფიქრობთ, მაქვს კი უფლება, არ მჯეროდეს, რომ ამჯერადაც დამეხმარება? ვიცი, ფონდის ისტორიებს მთელი საქართველო კითხულობს. ვიცი, რომ ბევრ კეთილ ადამიანს მოუნდება ჩვენთან მეგობრობა!


----

მეგობრებო, გიორგი - ეს არის პატარა ადამიანი უზარმაზარი, კეთილი გულით, რომელსაც ამ გულში სამყაროზე ბრაზს და წყენას არ ინახავს. ჩვენ ის თქვენთვის ვიპოვეთ! ღმერთმა იპოვა ის თქვენთვის, რომ თქვენი კეთილი გულების მეშვეობით სასწაული მოახდინოს! გიორგის დახმარებით, თქვენ კიდევ ერთ ქართულ ოჯახს გადაარჩენთ და კიდევ უფრო მიუახლოვდებით უფალს!  

ოჯახს უკიდურესად სჭირდება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი და კომპიუტერი. ასევე, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა, მირიანს ველოსიპედი რომ ვაჩუქოთ! 

 თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ქართველი თავისიანს გაჭირვებაში არ დატოვებს! 

და კიდევ - დაურეკეთ გიორგის, დაელაპარაკეთ. ის ნამდვილად საინტერესო მოსაუბრეა. ტელეფონი: 595 17 83 19

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მამაიაშვილების ოჯახსა და მათ პრობლემებზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მამაიაშვილების ოჯახი)
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გიორგის და მის პატარა ოჯახსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: