პროექტის რეპორტი სამყაროს ყველა დაავადება მე მხვდა წილად...! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამყაროს ყველა დაავადება მე მხვდა წილად...!

page info icon
2020 აგვისტო 7
page info icon
5873
„ვერ გადარჩება… ყველა ასე ამბობდა… დაბადებიდან სამყაროს ყველა დაავადება მე დამატყდა თავს – ქონდრისკაცი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით – სასტიკი ხვედრია...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
910 ₾
( 60 დონორი )
დასრულებულია
არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი ლამაზი,პლაზმური ტელევიზორი მექნებოდა!

„დედი, მამი, ნახეთ, ეს ნამდვილი ტელევიზორია! ნამდვილი და ახალი! ჯერ კიდევ „სამოსი“ აცვია, მუყაოს „სამოსი“! შეიძლება, მე გავხადო? რა მაგარია! მაღაზიაში იყიდეთ? მულტფილმებს აჩვენებს? პლაზმურია, არა? როგორიც სხვებს აქვთ? მოდი რა, მამი, მოდი, გავხსნათ! გთხოვ, რა! შეიძლება, გავხსნათ, სანამ აქ ხართ? ერთად ვნახოთ, შეიძლება? - წუთით არ ჩერდებოდა პატარა მირიანი.

იმის თქმა, რომ თქვენ ეს ოჯახი გააბედნიერეთ - არაფრის თქმის ტოლფასია. პატარა მირიანს თვალები ბრილიანტებივით უციმციმებდა! ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. თითქოს ასეთი წვრილმანია, მაგრამ ეს დღე ამ პატარა ბიჭუნას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება! და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს შეცვლის მის ცხოვრებას უკეთესობისკენ! რადგან ახლა, მან იცის, რომ ოცნებები პატარა ადამიანებსაც კი უხდებათ!

გიორგი სულს ითქვამს (ის ქოშინით საუბრობს) და ამბობს: „ყველა ადამიანს ვლოცავ, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა! ხედავთ, როგორ უხარია ჩემს შვილს?! ფონდის მეგობრებო, დაე, უფალმა ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, ძალა და კეთილდღეობა  მოგცეთ! დაე, მან სიკეთისთვის დაგაჯილდოვოთ! ათასჯერ, ორიათასჯერ მეტი გქონოდეთ, რომ გაჭირვებულებს ეხმარებოდეთ.“

გიორგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ჯუჯა, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით. მას მოძრაობა და ფეხზე დიდხანს დგომა ძალიან უჭირს. ოჯახში კი არავინ მუშაობს - არც გიორგი, არც მისი მეუღლე - მარი (მას შშმ პირის სტატუსი აქვს). მაგრამ რეალური ცხოვრება თავისას მოითხოვს. მირიანი, მათი პატარა ბიჭი, ფეხზეა დასაყენებელი.

მამაიაშვილების ოჯახს დახმარება ძალიან სჭირდებოდა და მან ის მიიღო. ათობით ადამიანმა უყურადღებოდ ვერ დატოვა პატარა კაცის ამბავი და ამ კეთილშობილურ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.

გიორგის იმის გასარკვევად ვესაუბრეთ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა.

– გიორგი, გვითხარით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც თქვენი ამბავი მოვყევით?

გიორგი:ჩვენ იმედი, ზრუნვა ვიგრძენით. რომ ვთქვა, თავი მეცხრე ცაზე ვიგრძენი მეთქი, ესეც არ იქნება საკმარისი. პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ სიხარული დიდი მაქვს. ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ მარტონი არ ვართ. არაგულგრილი ხალხის წყალობით, გავიგეთ, რა არის სიმყუდროვე. ვერც ტელევიზორის, ვერც გაზქურის ყიდვას მე ვერ შევძლებდი... და მეორადი ნივთებიც კი გამახარებდა. აქ კი ასეთი რამ მოხდა! ჩვენი ოჯახისთვის ეს მეტად საჭირო საჩუქრებია. ჩემი ბიჭი უბრალოდ აღფრთოვანებულია და მის გამო გული მითბება და მიხარია.

მარი ახალ გაზქურაზე რას გიმზადებთ?

გიორგი:ის ღუმელსაც იყენებს - პურს და ორცხობილებს აცხობს. პურის სახლში გამოცხობა გვირჩევნია, უფრო იაფი ჯდება. ნაყიდი 80 თეთრი ღირს. ძვირი გამოდის. მარი ისეთი კმაყოფილია! საოჯახო ნივთიც გაგვიჩნდა! ძველი გაზქურის ოთხი ქურატადან მხოლოდ ორი მუშაობდა და ისიც, ძლივს. ახლა მას,  როგორც ჯართს, სარდაფში ვინახავთ.

მარი, რომელიც მანამდე მხოლოდ მოკრძალებულად იღიმოდა, საუბარს შემოუერთდა.

მარი:ჩემგანაც დიდი მადლობა ყველას! საჩუქრები ძალიან მიხარია.

თავისი შთაბეჭდილებების გაზიარებამირიანსაც სურს.

მირიანი:მე ყველაფერს ვჭამ, რასაც დედა ამზადებს. იცით, არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც უნდა ეხვეწო და ისინი ისეთი ჭირვეულები არიან!.. მე კი ყველაფერი მიყვარს, რასაც დედა აკეთებს. წვნიანები, ფლავი, ლობიო... დედა ჩვენზე ადრე დგება, გაზქურას ანთებს, მე გემრიელი სუნი მომდის და უკვე ძილიც აღარ მინდა. ვეკითხები: „უკვე მზად არის? მოვიდე თუ არა?“ მოგვიანებით, დედა გვეძახის.

მაგრამ შაურმას არ მიკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვ. ალბათ ეგ დღესასწაულზე გვექნება, არა?

ტელევიზორის მართვის პულტი ყველაზე ხშირად ვის აქვს ხოლმე?

– ოოო, ნამდვილად სწორად შენიშნეთ. (იცინის გიორგი). თითოეულს თავისი რაღაცის ყურება უნდა. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს სიახლეების მოსმენა - როგორც დილის, ისე საღამოს გამოშვების. მარი თავის თურქულ სერიალებზე გიჟდება. სულ მირთავს ხოლმე. ტელეარხ „მარაო“-საც უყურებს. მირიანს მულტფილმები უნდა... თვალსაც უხარია, ყველაფერი ფერადია, ეკრანიც დიდია, ლამაზი. სახე და ნივთები მსხვილად და გარკვევით ჩანს. „კორონას“ დროს, ტელევიზორის ყურების გარდა, სხვა რა უნდა ვაკეთოთ? ისევ სახლებში გამოგვკეტეს, მაგრამ მოწყენილები არ ვართ. ჩვენ ხომ ასეთი გასართობი გაგვიჩნდა! მადლობა კეთილ ადამიანებს! ის ხალხი, ვინც ჩემსავით გაჭირვებულებს ეხმარება და სულიერად დაცემის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. სხვების დახმარება რომ შემეძლოს, მათ მაგალითს მივბაძავდი. ეს ძალიან კეთილშობილური საქციელია და პატივისცემას იმსახურებს.

– პატარავ, შენ რას უყურებ ხოლმე?

მირიანი: „ტომი და ჯერის“, „მაშველ ლეკვებს“, ხანდახან ფილმებსაც; მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავალებებს შევასრულებ. მამას არ უნდა, მთელი დღე ტელევიზორის წინ ვიჯდე. „ტომი და ჯერი“ ნანახი გაქვთ?

– კი, ძალიან კარგი მულტფილმია. შენ ვის გულშემატკივრობ?

– ჯერის. მაგრამ თუ კატას ძალიან აწვალებს, მაშინ ტომს. მაგრამ არ მინდა, ჩემთან ნამდვილი ჯერი მოდიოდეს. არა, არა! (იცინის). ადრე, წყალარინების მხრიდან ვირთხა მოდიოდა და სახლში სადენები შეგვიჭამა. ახლა, ის ადგილი დაკეტილია.

– იცი, პატარავ, ამ მულტფილმის ყურება ისევ მომინდა და დღეს საღამოს ასეც ვიზამ.


გიორგი, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე გამოხმაურება?

– ეჰ, ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდები. გამგებელმა ერთჯერადი დახმარება გამოგვიყო - 100 ლარი. მთლად ჩემი უგულვებელყოფაც არ შეუძლიათ.

სულ ვიბრძვი, მაგრამ სოციალური დახმარება ვერაფრით აღვადგინე. ვის აღარ მივმართე ამ საკითხზე, თავად პრემიერსაც კი! დროს წელავენ, თითქოს მპირდებიან, მაგრამ... დახმარება მხოლოდ იმიტომ შემიწყვიტეს, რომ თავს ზემოთ ჭერი მაქვს, საკუთარი სახლი. ეს სახლი ასი წლისაა და ჩემს მშობლებს ეკუთვნით. და რა, მშივრები როცა ვართ, სახლი გვაქვს? ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარია. აქედან 50 ლარი კომუნალურ გადასახადებზე მიდის - გაზი, ელექტროენერგია... დარჩენილით, მთელი თვე ვცხოვრობთ. ზოგჯერ, მარის წითელხორციანი ფორთოხლის ასაღებად ეძახიან.

– თქვენი სიტყვებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები, რაშიც დახმარება გჭირდებათ. იქნებ დააზუსტოთ, რომელი?

გიორგი: ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ. დაე, დახმარება ყველა გაჭირვებულ ოჯახამდე მივიდეს. ჩემი დახმარების ძახილი შესმენილ იქნა. საქართველოში ბევრი კარგი და გულითადი ადამიანია. აი, რისი თხოვნა მინდა...

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ბიჭს, მირიანს, ყველა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეეძლოს. სამწუხაროდ, ის წყვეტილად სწავლობს. სახლში ინტერნეტი არ გვაქვს, ორლარიანი სატელეფონო ინტერნეტის ფულის გადახდაც კი არ შემიძლია, ამიტომ მირიანი მასწავლებელთან, მარიკასთან კავშირზე ყოველთვის ვერ გადის. ძალიან განვიცდი. ის პირველი კლასის მოსწავლეა და დასაწყისზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: ექნება თუ არა სწავლის ინტერესი? როგორ აითვისებს მასალას? ვინმემ ნახმარი ლეპტოპი მაინც რომ აჩუქოს... ძალიან ჭკვიანი ბიჭუნა გვყავს, ის ჩემი იმედია. გაკვეთილების მომზადებაში დახმარება თუ სჭირდება, როგორც წესი, მე ვუჯდები. მათემატიკა, ქართული, ბუნებისმეტყველება... ჩემს მარის წერა-კითხვა არ შეუძლია.

ზამთარი იწყება, სახლში კი სიცივე შემოდის. ფანჯრებია შესაცვლელი. როდესაც წვიმს ან სველი თოვლია, მთელ აივანზე წყალია. ამ პრობლემას ლითონის ფილა გადაჭრიდა. მასალები რომ გვეშოვა, მეზობელი გაგვიკეთებდა, მეგობრულად. ასევე... თხოვნა მეუხერხულება, მაგრამ რადგან არც სახსრები გვაქვს და არც ფულის შოვნის საშუალება, თბილი, სპორტული ფორმა და ზამთრის ყელიანი ფეხსაცმელი მჭირდება, რომ არ გავცივდე.

ჩერნოვეცკის ფონდმა და მისმა მეგობრებმა ჩვენთვის იმდენი რამ გააკეთეს, რომ თქვენთვის მადლობის თქმით არ დავიღლები. თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საკუთარი თვალებით ვიხილავდი მფარველ ანგელოზებს. მაგრამ აი, ისინი - ამდენი კეთილი ადამიანი! და ყველანი ჩვენ გვერდით არიან! 

***

მეგობრებო, გიორგის, მარის და მათ პატარა ვაჟს პირადად რომ გაესაუბროთ, მათი ჩახუტება, გულში ჩაკვრა და მათთვის რამე კარგის გაკეთება მოგინდებათ. რთული ბედისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, გიორგი და მარი ძალიან ნათელი და დადებითი ხალხია. ისინი ბავშვებივით გულწრფელები არიან და ასეთივე დაუცველები. მზრუნველობა და სიყვარული გაუზიარეთ ამ მშვენიერ ოჯახს, დაეხმარეთ მათ იმ განსაცდელის დაძლევაში, რაც მათ თავს დაატყდათ და უფალი ამ სიკეთეს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ახალი წელი ახლოვდება და შეგიძლიათ მათ ცოტაოდენი სასწაული აჩუქოთ.  ამ პატარა ოჯახში პატარა გულია, რომელიც ყველა სირთულის მიუხედავად, მოწიწებით ელის სასწაულს. პატარა მირიანი მათ უნდა მოესწროს!

ჩვენს პატარა საქართველოში უბრალოდ ვალდებულები ვართ, გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ,  ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მამაიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/609-mamaiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

 ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ საკუთარ სულზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: