ჯერ ისევ ბავშვია... და რამდენი ტანჯვის გავლა უწევს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯერ ისევ ბავშვია... და რამდენი ტანჯვის გავლა უწევს

page info icon
2020 აგვისტო 8
page info icon
2188
დედისერთა ბიჭი, 10 წლის გიგი, საშინელ ტკივილებს უძლებს... უბედური დედა სულ მარტო დარჩა, მძიმე ავადმყოფი შვილით ხელში - ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია... დედისთვის. მხეც მამას ჯერ მისი მოკვლა უნდოდა, მერე ორივე მიატოვა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,959 ₾
( 158 დონორი )
დასრულებულია
დედისერთა ბიჭი, 10 წლის გიგი, საშინელ ტკივილებს უძლებს... უბედური დედა სულ მარტო დარჩა, მძიმე ავადმყოფი შვილით ხელში - ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია... დედისთვის. მხეც მამას ჯერ მისი მოკვლა უნდოდა, მერე ორივე მიატოვა...  

„გიგი არის ბავშვი, რომელიც საკუთარი შვილივით შეგიყვარდებათ! გესმით? ფანჯრის მიღმა მუსიკა ჩაირთო - ეს მისი ერთადერთი ბედნიერებაა“, - დედა, ჟანა ენგოიანი (41 წლის), გიგის ეტლთან დაიხარა და შვილს თავზე მოეფერა. 

თითქოს პასუხად უნდა მოესმინა: „დედიკო, დედიკო...“, - მაგრამ გიგის არც საუბარი შეუძლია, არც სიარული, არც დამოუკიდებლად ჭამა... წამლები, ნემსები, გამოკვლევები - ასეთია 10 წლის ბავშვის ცხოვრება. 

დედა არ ნებდება! მას სჯერა ღმერთის და შვილის გამო ყველაფერს გააკეთებს! და მას ახლა ძალიან სჭირდება თქვენი დახმრება! 

   
უბედური დედის ცხოვრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - შვილი ფეხზე უნდა დააყენოს. დედის მოსიყვარულე გულში ჯერ კიდევ ღვივის უფლის სასწაულის მოლოდინი და იმედი, რომ მისი შვილი შეძლებს საკუთარი ფეხით გავლას და ოდესმე სანუკვარ სიტყვასაც წარმოთქვამს: „დედიკო...!“

- ჟანა, შეგიძლიათ, გიგის დიაგნოზზე დეტალურად მოგვიყვეთ? როდის გაიგეთ, რომ თქვენს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? 

ჟანა: ჩემს შვილს ბავშვთა ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და მხედველობის ნერვის ატროფია აქვს. გიგი ვერ დადის, ამიტომ ხელში აყვანილის ტარება მიწევს ან სასეირნო ეტლით დამყავს. არ შეუძლია საუბარი, დამოუკიდებლად ჭამა...

იმის შესახებ, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადებოდა, ჯერ კიდევ ორსულობის მეექვსე თვეში შევიტყვე, თუმცა არ შემშინებია. ორსულობის შეწყვეტაზე ფიქრიც კი არ გამივლია თავში; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე სულ სხვა აზრზე იყო. კატეგორიულად მომთხოვა ბავშვის მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში განქორწინებით დამემუქრა. მაგრამ ეს ხომ ჩემი შვილია?! ჩემი სხეულის ნაწილი! მტკიცედ გადავწყვიტე -  დაე, იყოს ასე! მე თვითონ გავზრდი ჩემს შვილს, როგორიც არ უნდა იყოს ის! ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ გრძნობდეს, რომ ვიღაცას უყვარს! ჩემი შვილი ჩემი ერთადერთი სიხარულია ცხოვრებაში. როგორ? როგორ უნდა მეთქვა მასზე უარი? მე ხომ მას გულთან ვატარებდი, ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა...

– ექიმები რას ამბობდნენ? რა პროგნოზებს აკეთებდნენ? 

ჟანა: თბილისის მერიისა და სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსების წყალობით, ერთი წლის წინ, შევძელით გიგისთვის თავის ტვინის ტომოგრაფია გადაგვეღო. საკმაოდ ძვირი დაჯდა - 800 ლარი. ჩვენით ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდით, ამიტომ დახმარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას! მერიისა და რაიონის ადმინისტრაციის ყველა იმ თანამშრომლის წინაშე ვიხრი ქედს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა და გადაწყვიტა - ამ ბიჭუნას დახმარება სჭირდება! 

ტომოგრაფიის შემდეგ, ექიმებმა იმედი მომცეს, რომ ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს გიგის მდგომარეობა; მაგრამ ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან აუცილებელი კონსულტაციების, შემდგომ კი სრული გამოკვლევების გარეშე, ვერავინ შეძლებს, ოპერაციისა და მკურნალობის შესახებ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. მსგავსი კონსულტაციები ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ჩვენ ამის ფული არ გვაქვს... 

გთხოვთ, დედას გულს ნუ მატკენთ! დაგვეხმარეთ, დავიძრათ „მკვდარი წერტილიდან“ და როგორმე დავიწყოთ ჩემი შვილის გამოკვლევა. უფალი დიდია! იქნებ რამე გაირკვეს... იქნებ მართლა მოხდეს სასწაული და თქვენც ამ სასწაულის მონაწილეები გახდეთ?! იქნებ ჩემმა ბიჭმა ბოლოს და ბოლოს ჩემთვის სანუკვარი სიტყვა თქვას  - „დედა“ და პირველი ნაბიჯებიც გადადგას?!

ნახეთ, შეხედეთ, როგორ გვიღიმის! დარწმუნებული ვარ, გიგის ყველაფერი ესმის, მაგრამ სამწუხაროდ ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს. 

– ჟანა, რა არის ყველაზე რთული ასეთი დაავადებების მქონე ბავშვის აღზრდაში? 

ყველაზე რთული მისი ხელით ტარებაა, რადგან გიგის სიარული არ შეუძლია; თუმცა ახერხებს და სახლში ზურგზე ხოხიალით გადაადგილდება. ამას ისეთი სიამოვნებით აკეთებს, როგორც ჩანს, ამ დროს თავს დამოუკიდებლად გრძნობს; მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი იატაკი, ამის გამო კი მთელი ზურგის კანი გადაყვლეფილი აქვს... ამიტომ აკრძალვა მიწევს, მაგრამ არ მიჯერებს!

არ ვიტყოდი, რომ მისი მოვლა ძნელია. უფრო რთული იმის ყურება და მოსმენაა, როგორ იტანჯება გიგი. ღამით მისი ყვირილისგან იღვიძებ და აცნობიერებ, რომ შვილის დახმარება საერთოდ არაფრით შეგიძლია! ღმერთო, რა მტკივნეულია საკუთარი უმწეობის გააზრება... 

– ჟანა, გვითხარით, კონკრეტულად რა ტიპის დახმარება გჭირდებათ თქვენ და გიგის? რა მისცემს მას ფეხზე დადგომის საშუალებას?

ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან კონსულტაციები. მათი დასკვნის შემდეგ, შესაძლებელი იქნება კლინიკა „ავერსში“ გიგის სრული გამოკვლევის საკითხზე საუბარი, რაზეც ვოცნებობ! თუ ნევროლოგი და ნეიროქირურგი დადებით შეფასებას გააკეთებენ, მერე უნდა დავიწყოთ კომპლექსური დიაგნოსტიკა - თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), ელექტრონეიროგრაფია. ლოგოპედთან და ორთოპედთანაც უნდა მივიდეთ!

მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, ძალიან ძვირი ჯდება. მე ფული იმაზე ძლივს მყოფნის, რომ შვილისთვის ჰიგიენური საფენები და ელემენტარული საკვები ვიყიდო...

ამიტომაც მოგმართეთ დახმარების თხოვნით. თქვენს გარეშე თავს ვერ გავართმევ!

– მთავრობას რატომ არ სთხოვთ დახმარებას? ერთხელ ხომ უკვე დაგეხმარნენ? 

დიახ. როგორც უკვე გითხარით, მთავრობა სამი წლის წინ დაგვეხმარა, როცა გიგი წავიყვანეთ და სრული ტომოგრაფია გავუკეთეთ. ჩვენ ეხლაც მივმართეთ რაიონის გამგეობას დაფინანსების თხოვნით, მაგრამ უარი მოგვივიდა. უარყოფითი პასუხი იმით ახსნეს, რომ ამ ეტაპზე, პანდემიის გამო, სახელმწიფოს ბიუჯეტში ფული არ აქვს. 

მერიამ წამლები და სამი შეკვრა ჰიგიენური საფენი გადმოგვცა, ალბათ დროებით მაინც რომ დამენებებინა მათთვის თავი... მაგრამ მარაგი მალევე ამოგვეწურა! მხოლოდ ერთი თვე გვეყო, ხელმეორედ თხოვნა კი მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. არც წამლები მოგვაწოდეს სრულად... გიგის ღამე ძალიან ცუდად სძინავს, ძალიან აწუხებს კუნთების ტკივილი... უძილობისთვის წვეთების ყიდვა მიწევს, რომელიც 30 ლარი ღირს. 

მაგრამ! უკვე სექტემბრიდან გიგი ადრეული განვითარების ცენტრში ივლის, სადაც სხეულის მასაჟს გაუკეთებენ. ამავე ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის აქვთ გასართობი და სავარჯიშო პროგრამებიც. მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი სარეაბილიტაციო კურსის დაწყებას!

– რითი ცხოვრობთ, შემოსავალი რამდენი გაქვთ? 

ოჯახში ოთხნი ვართ: მე, გიგი, დედაჩემი (59 წლის) და ჩემი სტუდენტი ძმა, რომელიც უფასოზე სწავლობს. სოციალური დახმარება გვაქვს 220 ლარის ოდენობით, ამას ემატება გიგის ინვალიდობის პენსია - 250 ლარი და ჯამში, ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 470 ლარი გამოდის; მაგრამ ჩემი შვილის პენსიის გარკვეული ნაწილის აღება წინასწარ მომიწია, რომ მისთვის ინვალიდის სავარძელი და გასასეირნებელი ეტლი მეყიდა. გიგი ძალიან გამხდარია, ეტლშიც ამიტომ ეტევა და ასე ვასეირნებთ ხოლმე სუფთა ჰაერზე. საბრალო ბავშვს სეირნობა ძალიან უყვარს. ეტლის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით - თვითონ სიარული არ შეუძლია... 

ჰოდა, ახლა პენსიის მხოლოდ ნახევარს ვიღებთ. თანხის უმეტესი ნაწილი წამლების ყიდვაში გვეხარჯება, მარტო შვილისთვის არა, დედაჩემისთვისაც - მას მძიმე ფორმის დიაბეტი აქვს. დედასაც ძალიან უჭირს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წამლები. რაც მისთვის გამოგვიწერა ექიმმა, ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ყველაზე იაფიანის ყიდვა გვიწევს. 

– ჟანა, მუშაობის დაწყება არ გიცდიათ? 
ბავშვის გაჩენის მერე აღარ მიმუშავია, რადგან მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედაჩემი უკვე ასაკშია და მარტო ვერ გაუკლავდება. გიგი უნდა აიყვანო, გადასვა, დედა კი ისეთ მდგომარეობაშია, ჯოხსაც ვერ აწევს... ეხლა ნახევარგანაკვეთიანი სამსახური შემომთავაზეს დამლაგებლად. კვირაში ერთხელ მომიწევს გასვლა და ანაზღაურება - თვეში 100 ლარიო. მესმის, ზოგისთვის ეს ხელფასი სასაცილოა, მაგრამ ჩვენთვის - მთელი ქონებაა. არც კი ვიცი, რა გავაკეთო... 

ასეთ ცხოვრებაზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ საკუთარი შვილისთვის... ღმერთო, საკუთარი შვილისთვის ყველაფერს ავიტან! 

– აბა, რაზე ოცნებობდით? 

იცით, არასდროს მიოცნებია გათხოვებაზე და შვილებზე. წარმატების მიღწევა, ფულის შოვნა, ოჯახის უზრუნველყოფა მინდოდა... ადრეული ასაკიდან დავიწყე მუშაობა, რადგან ძალიან ღარიბები ვიყავით! მამამ დედა ოთხი შვილით ხელში მიატოვა. ოჯახში მე ყველაზე უფროსი ვარ და შესაბამისად, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი დანარჩენების,  ჩვენი დიდ ოჯახის წინაშე. დედას უნდა დავხმარებოდი, ამიტომაც წავედი და მუშაობა დავიწყე. 

დიდი გეგმები მქონდა. საზღვარგარეთ სასწავლებლად მინდოდა წასვლა, მერე კარგ სამსახურსაც ვიშოვიდი... მაგრამ ყველა ნაბიჯზე სირთულეებს ვაწყდებოდი, დრო კი მირბოდა... დედას მარტო ვერ ვტოვებდი, საბოლოოდ კი ვერსადაც ვერ წავედი. 

დაახლოებით 29 წლის ვიყავი, მომავალი ქმარი რომ გავიცანი. უფრო სწორედ, ერთმანეთი გაგვაცნეს. რამდენიმე თვეში დაქორწინება გადავწყვიტეთ. ნეტა იცოდეთ, როგორ ვოცნებობდი შვილზე! თან სირთულეებმაც ისე დამღალეს... მეგონა, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი საყრდენი გახდება მეთქი. მაგრამ მანაც ისევე მიმატოვა, როგორც მამამ...

– ჟანა, ეს ბინა თქვენია? 

 რას ამბობთ?! საკუთარი ბინა ჩვენთვის მხოლოდ ოცნებაა... რომელსაც, როგორც ჩანს, ახდენა არ უწერია... ამ ბინას მერია გვიფინანსებს, თუმცა ქირის ღირებულებას სრულად არ იხდიან და 50 ლარის დამატება ჩვენ გვიწევს. ჩვენთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა, მაგრამ რას იზამ? ქირის ფასი 300 ლარია, ჩვენ თვითონ ვერანაირად გადავიხდიდით. მართლა ძალიან მადლობელი ვარ მთავრობის, დახმარებისთვის.

– რამდენი ოთახი გაქვთ? გიგის აქვს საკუთარი საძინებელი? 

აქ ორი ოთახია, ყველას თავისი საწოლი აქვს, თუმცა გიგი მარტო ვერ იძინებს - ხან უძილობა აწუხებს, ხანაც რაღაცის ეშინია და ვერც გვეუბნება, რისი... მასთან დედაჩემს სძინავს. თანაც ჩემი შვილი ხშირად იღვიძებს და კუნთების ტკივილისგან ყვირის. ღმერთმა ნუ ქნას, ზედმეტად გამოძრავდეს, თორე ლოგინიდან გადმოვარდება! 

– მესმის, რომ გიგი სრულყოფილად ვერ მოძრაობს, მაგრამ ალბათ არის რაღაც, რისი კეთებაც ძალიან უყვარს, არა? 

დიახ! გიგი საოცრად მუსიკალურია. ჯანრმთელობასთან პრობლემები რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ან მოცეკვავე გახდებოდა, ან მომღერალი! როგორც კი მუსიკის ხმას იგებს, მაშინვე ტაქტში რხევას იწყებს, თითქოს ცეკვავს და მხიარულად ღმუის, თითქოს მღერის. ჩემი მზეა ეს! ნეტა ნახოთ, სიხარულისგან როგორ ანათებს! 

მუსიკას ჩემ ტელეფონზე უსმენს ხოლმე, ან ჩვენ ძველ ტელევიზორზე, რომელსაც ხმა თითქმის არ აქვს...
 
– იქნებ ჩვენი მკითხველები მაგაშიც დაგეხმარონ... 

ოჰ, რა მშვენიერი იქნებოდა, ახალი ტელევიზორის ყიდვაში რომ დაგვეხმარონ! წარმომიდგენია, გიგის როგორ გაუხარდება! მისთვის ეს უდიდესი ბედნიერება იქნებოდა! 

 – ჟანა, რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც თქვენსავით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა? 

მინდა ძალა, დიდი ძალა ვუსურვო. ღმერთმა გააძლიეროს მათი რწმენა და იმედი! არასოდეს დანებდეთ! 

და კიდევ... არასდროს! დაიმახსოვრეთ, არასდროს არ ეჩხუბოთ და არასდროს გადმოანთხიოთ თქვენი რისხვა და მწუხარება თქვენ შვილზე, იმიტომ რომ ის არაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა! ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს... 

–გჯერათ უცხო ადამიანების სიკეთის? 

მჯერა, რადგან თქვენ ეხლა ჩემ წინ ზიხართ! ერთხელ თქვენი ფონდის სტატია ვნახე ფეისბუქზე. არც კი დავფიქრებულვარ, ისე მოგწერეთ და აი, თქვენ აქ ხართ! ვიცი, რამდენ ოჯახს დაეხმარეთ. და მე იმედის სხივი ჩამესახა გულში... იმაზე ფიქრი შემომეპარა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი საყრდენები და მხარდამჭერები გახდებიან... იცით, ჩვენ ძალიან დავიღალეთ მარტოობით და საკუთარი უმწეობაც ძალიან გვაშინებს... 


----

მეგობრებო, ჟანა – ნამდვილი გმირი დედაა! იგი არ შედრკა და თვალებში ჩახედა შიშს. მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აწევს ნაზ, ქალურ მხრებზე; ახლა კი მას ძალიან უჭირს და ჩვენგან მხარდაჭერას და დახმარებას ნამდვილად საჭიროებს. 

ოჯახს უკიდურესად ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები პატარა გიგისთვის, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ყველაზე მთავარი - ბავშვის გამოკვლევა! ნუთუ მათ ბედის ამარა მივატოვებთ? საწყალი ჟანას ადგილზე ხომ ნერბისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს?! ჩვენი ამოცანაა - დავანახოთ მას, რომ არაფერია საშიში, როცა გვერდით კეთილი ხალხი გიდგას!

გიგის და მისი უბედური დედას ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა, მეგობრებო!  ისინი სრულიად მარტონი არიან ამ სასტიკ სამყაროში და ჩვენ გარდა, სხვას ვერავის სთხოვენ დახმარებას! 

თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა დიდი გულით! მოდით, ეს ყველას დავუმტკიცოთ!  

დაურეკეთ ჟანას, გაამხნევეთ და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეთ გულში. ტელეფონი: 555-52-31-71 ჟანა ენგოიანი 

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, სამგორის რაიონი, აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქ. 29.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ენგოიანების ოჯახსა და მათ პრობლემებზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ჟანა ენგოიანი)
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჟანას და გიგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: