საქართველოვ, გემუდარები, დაინახე ჩემი შვილების ტკივილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქართველოვ, გემუდარები, დაინახე ჩემი შვილების ტკივილი!

page info icon
2020 აგვისტო 10
ხანძარმა ყველაფერი გაგვინადგურა: ტანსაცმელი, საყვარელი საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ჩვენი მოკრძალებული სარჩო-საბადებელი - ოთხმა სახანძრო მანქანამაც კი ვერაფერი გადაარჩინა... ოთხი პატარა ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედასთან ერთად, სრულიად შიშველი და ფეხშიშველა დარჩა... გარშემო მხოლოდ ფერფლი და ნანგრევებია...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,030 ₾
( 158 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ხანძარმა ყველაფერი გაგვინადგურა: ტანსაცმელი, საყვარელი საბავშვო წიგნები, სათამაშოები, ჩვენი მოკრძალებული სარჩო-საბადებელი - ოთხმა სახანძრო მანქანამაც კი ვერაფერი გადაარჩინა... 

ოთხი პატარა ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედასთან ერთად, სრულიად შიშველი და ფეხშიშველა დარჩა... გარშემო მხოლოდ ფერფლი და ნანგრევებია...

„ჩვენ აჩრდილები ვართ საკუთარ სამშობლოში! ადრეული დილიდან გვიან საღამომდე სახელმწიფო მოხელეების კარებზე ვაკაკაკუნებ, მაგრამ არავინ გვიმჩნევს, უბრალოდ დაგვივიწყეს... გული აქვთ გაყინული... თითქმის ყველანაირი იმედი გადაწურული გვქონდა და უცებ, დღეს, თქვენ მოხვედით. დიდება შენდა, უფალო!“ - ცრემლების წმენდით გვპასუხობს ოთხი პატარა ქართველის: ელენეს (5 წლის), ქეთის (7 წლის), ნიკოლოზის (9 წლის) და ლუკას (10 წლის) დედა, თეა გულიკაშვილი (34 წლის).

„დედიკო, ნახე... აგე, ფანჯარაში თეთრი ბუმბული შემოფრინდა!..“ - მხიარულად ყვირის პატარა ელენე. მერე ქათქათა, ფუმფულა ხელს ჩემსკენს იშვერს და სრული სერიოზულობით მეკითხება: „ეს შენი ბუმბულია, დეიდა? ხომ მართლა ანგელოზი ხარ?! დედიკო, დედიკო, გახსოვს გუშინ ძილის წინ რომ ვილოცეთ და ღმერთს ვთხოვეთ, ჩვენთვის ანგელოზი გამოეგზავნა? ჰოდა, აი, ისიც მოვიდა! გამოტყდი!..“ - მომიბრუნდა და დაჟინებით ჩამეძია. 

„დედასაც უთხარით რა, დეიდა. ანგელოზები ხომ არც მას უნახავს...“ - პატარა ელენე (5 წლის) ისეთი დარწმუნებულია, რომ მე უჩინრად შევფრინდი მათ ფანჯარაში, შემრცხვა, გავწითლდი და თვალზე ცრემლიც კი მომადგა. ბავშვისთვის სასწრაფოდ რამე უნდა მეპასუხა.

შევტრიალდი, ცრემლი რომ მომეწმინდა და თან ვფიქრობდი, რა პასუხი გამეცა... მაგრამ სანამ მე ჩუმად ვიყავი, ელენე უკვე სხვა თემებზე აჭიკჭიკდა და საკითხი თავისთავად ამოიწურა. აი, ასეთები არიან პატარები!..

   
 „ბავშვები ამ საშინელ ნანგრევებში რომ დარჩნენ, ერთხელაც იქნება, ეს სახლი მარტო ამ საწყალ ავეჯს კი არა, მათაც სამარეში ჩაიყოლებს! ღმერთო, რა საშინელებაა!“

ხანძრის შედეგად გადამწვარ სახლში ჩვენი თანამემამულე, თეა გულიკაშვილი (34 წლის), მისი მეუღლე, დავითი (36 წლის) და მათი ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია შეყუჭული. 

ძნელი წარმოსადგენია, რომ ოჯახს ამ საშინელ შენობაში უწევს ცხოვრება... მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ...

მათ ეს დანახშირებული ნანგრევებიც კი არ ეკუთვნით!

თეა გულიკაშვილი მე-3 ჯგუფის ინვალიდია; ერთი ფეხი დაბადებიდან დეფორმირებული აქვს - ის 4სმ-ით მოკლეა მეორეზე და მისი განკურნება შეუძლებელია! ჩვენს ქვეყანას მან ოთხი არაჩვეულებრივი შვილი აჩუქა, საქართველოს მომავლის იმედი... ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, თეა შეუპოვრად იბრძვის პატარების კეთილდღეობისთვის, მაგრამ პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდება და იძულებულია, დახმარება ითხოვოს. წარმოიდგინეთ, ამ კოჭლმა ქალმა მიმტანადაც კი სცადა მუშაობა!

ეს მშვენიერი ოჯახი გასაჭირში აღმოჩნდა და ახლა მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვს! მეგობრებო, უფალი ყოველთვის მაშინ გვიგზავნის კეთილ ადამიანებს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება მათი დახმარება; ხოლო დიდსულოვანი ქართველი ხალხი არასდროს დატოვებს თავის თანამემამულეებს  უბედურებაში!

-თეა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა მოხდა?

თეა: აი, მიმოიხედეთ! ვცხოვრობთ სახლში, რომელშიც ყველაფერი დაიწვა! ეს მოხდა 2017 წელს... 3 იანვარს... არასდროს დამავიწყდება ეს საშინელი დღე... მთელი ოჯახით დედაჩემის მოსანახულებლად წავედით, საღამოს კი ჩემმა მაზლმა დარეკა და გვაცნობა, რომ ჩვენ სახლში ხანძარია. ოთხმა სახანძრო ბრიგადამ ძლივს ჩააქრო! 

რომ გავთხოვდი, ქმართან ერთად პატარა ფარდულში ვცხოვრობდი, რომელსაც მეზობელი ადრე თივის შესანახად იყენებდა, მაგრამ ჩვენ დიდსულოვნად დაგვითმო. წარმოიდგინეთ, ფანჯარაც კი არ ჰქონდა! შიგნით ერთი რკინის საწოლი და პატარა სათავსო მაგიდა იდგა. ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე საუბარიც კი არ იყო... სწორედ იქ დაიბადა ჩემი სამი ანგელოზი. 

ჩემი მაზლი ჩვენს მახლობლად ცხოვრობს და მასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს... შევნიშნე, რომ ეს სახლი მიტოვებული იყო და დიდი ხნის განმავლობაში, მასში არავინ ცხოვრობდა. მე კი უკვე სამი შვილი მყავდა და ყველანი ერთად ფარდულში ვიყავით მიყუჭულები. გადავწყვიტე: რაც იქნება, იქნება! ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრებთ აქ და მერე, ვნახოთ... იქნებ მეპატრონე კეთილი ადამიანია, სახლი არ სჭირდება და არ გაგვყრის... ჰოდა, ასე გადმოვბარგდით! ეს იყო 2014 წელს. ნელ-ნელა სახლში ფეხი მოვიკიდეთ... სამი წლის შემდეგ კი ეს საშინელი ხანძარი მოხდა... უსახლკაროდ დავრჩით. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, მაგრამ რადგან სახლი ჩვენი არ არის, ხელმძღვანელობამ უარი გვითხრა რაიმეს ანაზღაურებაზე; თუმცა, ბინის ქირის გადახდა შემოგვთავაზა, თუ 160 ლარის ფარგლებში ვიშოვიდით რამეს... თქვენც კარგად ხვდებით, რომ ამ ფასად სოფელშიც კი ვერაფერს იქირავებ... იმ დროისთვის, უკვე 4 შვილი გვყავდა და ბინაში შეშვებაზე ყველა უარს გვეუბნებოდა. დიდხანს ვიხეტიალეთ, მაგრამ არსად მიგვიღეს და ამიტომ ისევ ამ დამწვარ სახლში დავბრუნდით. სულ არაფერს, ეს მაინც სჯობს. კეთილი ხალხის დახმარებით, აქაურობა როგორღაც წესრიგში მოვიყვანეთ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 6 თეფში და ჩანგალი გვაქვს. ბავშვების სკოლის პედაგოგებს თავზარი დაეცათ, ჩვენი მგდომარეობა რომ ნახეს; მცირედი თანხა მოგვიგროვეს და პატარ-პატარა ნივთები გვიყიდეს. 

ძალიან, ძალიან რთულია აქ ცხოვრება... (ტირის) - არაფერი გვაქვს: არც კანალიზაცია, არც საპირფარეშო. ბავშვები გზის მოპირდაპირე მხარეს, მაზლთან გადარბიან ხოლმე, ღამით კი სათლს ვუდგამ... ღმერთმანი, პირველყოფილებივით ვართ...

  - თეა, თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?

 თეა: აქედან იმ სოფლამდე, საიდანაც მე ვარ წარმოშობით,  საათნახევრის გზაა. ჩემი მული ჩემ სოფელში, გრიგალათშია გათხოვილი. ჩემი მომავალი მეუღლე ხშირად მოდიოდა ხოლმე სტუმრად, მე კი მის დისშვილთან ვმეგობრობდი, რომელიც ჩემზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია. ასე გავიცანით ერთმანეთი. დაქორწინებამდე 8 წელი ვხვდებოდით... მომავალ დედამთილს არ მოვწონდი და მისი მესმის, მე ხომ დაბადებიდან ინვალიდი ვარ?! ერთი ფეხი მეორეზე 4სმ-ით მოკლე მაქვს... მაგრამ მერე, რადგან დიდხანს ვხვდებოდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაინც გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა, რომელიც სიყვარულზე ძლიერია. ჩვენ სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ!

- არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები? 

თეა: იცით, ისე აეწყო ყველაფერი, რომ ჩვენი დახმარება არავის შეუძლია... უბედურება უბედურებას დაერთო - ჩემი უმცროსი ძმა შარშან სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაინვალიდდა, საფენებით დადის... ორი პატარა შვილი ჰყავს. ჩვენი უფროსი ძმა დაქორწინებული არ არის, ამიტომ მის შვილებზე ახლა ის ზრუნავს... მაზლი მეზობლად ცხოვრობს, მაგრამ ისინიც სოციალურად დაუცველები არიან და ორი ბავშვით ხელში, მათაც ძალიან უჭირთ. ხანდახან თუ გაუმასპინძლდებიან ხოლმე ჩემს შვილებს სადილით... დედა უკვე მოხუცდა. სოფელში ცხოვრობს და საწყალს, თავისი პენსიით როგორღაც გააქვს თავი. ხანდახან ხილფაფას ან მურაბას თუ მოხუფავს და ჩვენ გვიგზავნის, რომ ბავშვებმა მცირედი ვიტამინები მაინც მიიღონ.

- როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, ოჯახს რომ ქმნიდით? რა გეგმები გქონდათ, რაზე ოცნებობდით? 

თეა: ჩემი მეუღლე ყოველთვის დაუღალავად მუშაობდა. ვოცნებობდით, რომ დიდ, ნათელ ოთახში უზარმაზარი მაგიდა გვექნებოდა, ყოველ კვირას კი ჩვენი, ქართული ტრადიციების შესაბამისად, ამ მაგიდის გარშემო უამრავ სტუმარს მოვუყრიდით თავს და გემრიელი ხაჭაპურებით, მწვადით, ჩახოხბილით, საცივით გავუმასპინძლდებოდით... ვაი, ღმერთო, როგორ ვიფიქრებდი ოდესმე, რომ ჩემი შვილები ვერასდროს გასინჯავდნენ საყვარელ ქართულ კერძებს...  ვაი, შენ, ჩემო თაო!..

- და დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

თეა: ოოოჰ, ნეტა იცოდეთ, რამდენი ზღურბლის გადალახვა ვცადე! ვევედრებოდი, დახმარებას ვთხოვდი! მე თვითონ ინვალიდი ვარ, ოთხი შვილის მყავს, მეუღლე სამსახურის გარეშე დარჩა... აზრი? სახლი რომ დაიწვა, ერთადერთი, რაც შემოგვთავაზეს, 160 ლარად ბინის დაქირავება იყო! ამ ფასად რისი დაქირავება შეიძლება ...? ძაღლი სადგომის ...? თან ოთხი ბავშვით ხელში...

- რისი გჯერათ? რაში ხედავთ ხსნას?

თეა: მე ძალიან მორწმუნე ვარ. ვცდილობ, ბავშვებს ეკლესიაში ვატარო, ვაზიარო... მხოლოდ ყოველისშემძლე უფალი თუ გვიხსნის! ალბათ, ის ფაქტი, რომ ეს სახლი ჯერაც მყარად დგას და მისი ნანგრევების ქვეშ არ დავმარხულვართ, მხოლოდ მისი დამსახურებაა ... (სლუკუნებს)

-უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

თეა: მაშ, როგორ?! ჩვენ სწორედ სხვების სიკეთის წყალობით ვარსებობთ... როცა ყველაფერი დაგვეწვა, ჩემი შვილების მასწავლებლები მოვიდნენ... იცით, ისინიც ჩემთან ერთად ტიროდნენ... ჩვენ ღარიბი სოფელი გვაქვს, ყველას უჭირს! მაგრამ მაინც მოახერხეს, ჩვენთვის ფული მოეგროვებინათ და ყველაზე აუცილებელი ნივთები ეყიდათ. 

ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს კეთილ მეზობელს, რომელმაც გალფის ბენზოგასამართი სადგურის საწვავის ბარათები მოგვცა. მათ გათამაშებაც ჰქონდათ და გალფმა მაცივარი გვაჩუქა! ახლა მაცივარი კი გვაქვს, მაგრამ მასში შესანახი - ჯერჯერობით არაფერი... მხოლოდ მაკარონი... 

- თქვენი შვილები დადიან სკოლაში, საბავშვო ბაღში? მოგვიყევით მათ შესახებ, თუ შეიძლება.

თეა: ჩემი უფროსი შვილები, ლუკა (10 წლის), ნიკო (9 წლის) და ქეთი (7 წლის) სკოლაში დადიან, კარგადაც სწავლობენ! გულს მიხარებენ! უმცროსი, ელენე (5 წლის) საბავშვო ბაღში დადის. ყველა თავისებურად ნიჭიერია. უფროსს, ლუკას, ძალიან უნდოდა ხატვის წრეზე სიარული, მაგრამ მეცადინეობა კვირაში 10 ლარი ღირდა. ჩვენთვის ეს ძალიან ძვირია ...

ნიკო (9 წლის) ძალიან აქტიური და მოძრავი ბავშვია, გიჟდება ფეხბურთზე და ძალიან უნდოდა სპორტულ სექციაში სიარული. 

ქეთი (7 წლის) ცოტა პრობლემური მყავს. სუსტი ფეხებით დაიბადა, პროფესორთანაც კი დაგვყავდა. მან დისპლაზიის, იგივე სახსრების განზიდვის დიაგნოზი დაგვისვა და მასაჟები დაგვინიშნა და კიდევ 6 თვის მანძილზე მას სპეციალური რკინის სამაგრები ეკეთა ფეხებზე... ექიმმა მკაცრად გაგვაფრთხილა: ”ბავშვი ზღვაზე წაიყვანეთ, მაგნიტურ ქვიშებზე ...”. მაგრამ თქვენ თვითონაც კარგად გესმით - ასეთ მდგომარეობაში რა ზღვაზეა საუბარი?.. ფინანსურად, მხოლოდ 6 მასაჟს გავწვდით. ქეთი ძალიან მგრძნობიარე და მორცხვი გოგონაა, ძალიან ნერვიულობს, ასე რომ ვცხოვრობთ. მეგობრების მოყვანაც კი არ უნდა სტუმრად, რადგან დასცინიან...

ყველაზე უმცროსი, ელენე (5 წლის) კი ძალიან მკვირცხლია, გიჟდება ცეკვაზე. ნეტა ნახოთ, რა დღეშია, ტელევიზორში ცეკვებს რომ აჩვენებენ!

 - ბავშვებს რას აჭმევთ? როგორია მათი ყოველდღიური ულუფა?

თეა: ულუფა... (უიმედოდ ასავსავებს ხელებს) მაკარონი და კარტოფილი... წყალწყალა წვნიანები. სულ ეს არის! რომ ვუყურებ, გული მეთუთქება; არადა იზრდებიან, ვიტამინები სჭირდებათ... 

- ძალიან მინდა, თქვენს შვილებს გავესაუბრო. ბავშვებო, შეიძლება, ვისაუბროთ? ლუკა, შენ ყველაზე უფროსი ხარ, ჰოდა მოდი, შენით დავიწყოთ. მითხარი აბა, როგორ სწავლობ, რა გიტაცებს, რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

ლუკა (10 წლის): ძალიან კარგად ვსწავლობ. მინდა, დედა ბედნიერი იყოს და ჩემით ამაყობდეს! მთელი სახე უნათდება, მასწავლებლები რომ მაქებენ ხოლმე! ყველაზე მეტად მათემატიკა მომწონს, ამოცანების ამოხსნა კარგად გამომდის და მასწავლებელიც ძალიან კარგი და კეთილი გვყავს! ძალიან მიყვარს ცურვა... მაგრამ აქ სამაგისო ადგილი არ გვაქვს, არც ზღვაა, არც მდინარე...

- და ცურვა სად ისწავლე? 

ლუკა (10 წლის): მდინარეზე, ბებიასთან, სოფელში... მაგრამ ზღვის ნახვაზე ვოცნებობ... ის ისეთი დიდი და ლამაზია... ტელევიზორში ვნახე ... კიდე, ძალიან მიყვარს ხატვა ... ზღვას ვხატავ ხოლმე, დედ-მამას, ჩემს და-ძმას...

- დედ-მამას ეხმარები ხოლმე?

ლუკა (10 წლის): აბა რა! დედას ფეხი სტკივა, დახმარება აუცილებლად სჭირდება. ყველა მის დავალებას ვასრულებ, უმცროს და-ძმას ვადევნებ თვალ-ყურს, რომ არ იცელქონ, ნაგავიც გამაქვს... 

- ძილის წინ რაზე ოცნებობ ხოლმე?

ლუკა (10 წლის): ვოცნებობ, დედა ჯანმრთელი რომ იყოს და ჩვენი ლამაზი სახლი რომ გვქონდეს ...

- რა გაკლია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო?

ლუკა (10 წლის): ძალიან მინდა ტელეფონი, თავისი ყურსასმენებით... ჩემს მეზობელს აქვს და იმდენი საინტერესო რამეა შიგნით! მულტფილმები, სხვადასხვა თამაშები!..

- რას უსურვებდი ქართველ ბავშვებს?

ლუკა (10 წლის): ჯანმრთელობას და წარმატებას! და კიდე, ყველა მათგანს რომ ჰქონდეს სახლი და მათი დედები ჯანმრთელები რომ იყვნენ!

- არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ, ლუკა! შენ, ნიკო? შენ რისი მოყოლა გინდა?

ნიკოლოზი (9 წლის): მეც კარგად ვსწავლობ და მათემატიკა მეც ძალიან მიყვარს! კიდე ინგლისური და ქართული!

- რომ გაიზრდები, რა გინდა, რომ გამოხვიდე? 

ნიკოლოზი (9 წლის): სუპერმენი!

- ეგ შენი საყვარელი გმირია?

ნიკოლოზი (9 წლის): არააა, სუპერმენი - პროფესიაა ეგეთი, ჩემი საყვარელი გმირი რკინის კაცია. ის ძალიან ძლიერია! მეც ეგეთი ვიქნები!

- საყვარელი სათამაშო გაქვს? 

ნიკოლოზი (9 წლის): დიახ, აი, ეს რბილი ვეფხვი. მაგრამ ძალიან მინდა, პანდა მყავდეს. ნამდვილი, ცოცხალი პანდა სახლში. ძალიან მაგარი იქნებოდა!

- ყველაზე მეტად ვინ გიყვარს და რატომ?

ნიკოლოზი (9 წლის): დედა, რა თქმა უნდა, ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა! ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე!

ქეთი (7 წლის): კი, კი! ჩვენი დედიკო ყველაზე კარგია მსოფლიოში!  როგორ ვოცნებობ, რომ ჯანმრთელი იყოს და ფეხი აღარ სტკიოდეს! კიდე ვოცნებობ, რომ საკუთარი სახლი გვქონდეს... ლამაზი, მეგობრები სტუმრად რომ დავპატიჟო ხოლმე! 

- და აქ მოსვლა შენს მეგობრებს არ უნდათ?

ქეთი (7 წლის): (გოგონას თვალებზე ცრემლი მოადგა) ადრე მომყავდა ხოლმე სათამაშოდ, მაგრამ დამცინიან ხოლმე; მითხრეს, რომ მახინჯი სახლი გვაქვს...

- არ იტირო, საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე... თუ შეიძლება, მითხარი, კარგად სწავლობ? ყველაზე მეტად რა საგანი მოგწონს? 

ქეთი (7 წლის): კი! დედა „ჩემი ჭკვიანიო“ ასე მეძახის ხოლმე - ზუსტად ასე ამბობს, იმიტომ რომ სულ „ათიანები“ მყავს! ყველასე მეტად მუსიკა მიყვარს, ძალიან მიყვარს სიმღერა! კიდე ხელოვნებათმცოდნეობის და მათემატიკის გაკვეთილები მომწონს! ისე მინდოდა სიმღერაზე სიარული, მაგრამ დედიკოს ჯერ ფული არ აქვს... 

- შენი საყვარელი პრინცესა რომელია?

ქეთი (7 წლის): ელზა! ის ყველაზე ლამაზი და კეთილი პრინცესაა!

- როგორ ფიქრობ, მას ჰგავხარ?

ქეთი (7 წლის): მგონი კი, მეც ლამაზი ვარ. მაგრამ ელზას თეთრი თმა აქვს, მე - შავი; სამაგიეროდ, აი, როგორი გრძელი თმა მაქვს! დედიკოს ძალიან უყვარს ჩემთვის ნაწნავების დაწნა.

- რაზე ოცნებობ?

ქეთი (7 წლის): პანდა მინდა, ოღონდ ნიკოლოზს რომ ცოცხალი უნდა, ეგეთი არა. სათამაშო, რბილი და ფუმფულა რომ იყოს. სულელო, როგორ შეიძლება ცოცხალი პანდის სახლში გაჩერება?! (იცინის)

 - და შენ, ჩემო პატარა ელენე? შენ რაზე ოცნებობ?

ელენე (5 წლის): სკოლაში სიარულზე ვოცნებობ! კიდე, დედიკო რომ გამოჯანმრთელდეს. როცა გავიზდები, ექიმი გამოვალ და აუცილებლად განვკურნავ, ნახეთ თუ არა! კიდე, ძალიან მინდა სათამაშო თოჯინა. მეზობელს დავუნახე, აი, ისეთი, საწოვარა რომ აქვს და თან რომ ტირის.. ისეთი მაგარიაა! 

- ბავშვებო, ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ხატვა. შემიძლია, გთხოვოთ, რამე დამიხატოთ? სულ ერთია, რაც თქვენ გაგეხარდებათ, მე კი სიამოვნებით გადავცემ თქვენს ნამუშევრებს ჩვენი ფონდის მეგობრებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, თქვენი მეგობრებიც გახდებიან! დამიჯერეთ, მათ ძალიან გაახარებთ! 

ლუკა (10 წლის): დიახ, რა თქმა უნდა, დეიდა! ჩვენს ნახატებს აუცილებლად გაჩუქებთ. მართალია, ფანქარი ცოტა გვაქვს, მაგრამ ძალიან ვეცდებით, რომ ლამაზი გამოვიდეს! 

- მადლობა, ბავშვებო, ძალიან კარგები ხართ! მანამდე თქვენს დედიკოს დავუსვამ რამდენიმე შეკითხვას. თეა, რამდენი თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი და რაზე გყოფნით? 

თეა: შემოსავალი? სოციალურ დახმარებას ვიღებთ 560 ლარის ოდენობით, ამას დაუმატეთ ჩემი ინვალიდობის 100 ლარი. თვითონ განსაჯეთ, რაზე შეიძლება გვეყოს, როცა ოჯახში 4 ბავშვია... აგერ, ფეხშიშველები დადიან. გული მტკივა, რომ ვუყურებ... ყველაზე იაფიანი ფეხსაცმლის ყიდვა მიწევს, რომელიც ძალიან მალე ცვდება. რა თანხასაც ვიღებთ, საკვებზე ძლივს გვყოფნის... მეუღლე როცა მუშაობდა, ოდნავ უკეთესად ვიყავით, მაგრამ სამსახურიდან გაათავისუფლეს. რთულია სოფელში სამსახურის შოვნა... დამატებითი შემოსავლისთვის არანაირ საქმეს არ თაკილობს. ხან ვიღაცას შეშას დაუჩეხავს, ხან ჭას ამოასუფთავებს... 

საზაფხულო არდადეგების პერიოდში, მე თვითონაც ვცადე მიმტანად მუშაობა, მაგრამ ბავშვების უყურადღებოდ დატოვება არანაირად არ შეიძლება, მუდმივ თვალყური სჭირდებათ! ძალიან რთულია იმის ყურება, რომ შენი შვილები სიღარიბეში ცხოვრობენ და ამ დროს შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია! 

- თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

თეა: რა თქმა უნდა ის, რომ თუნდაც შორეულ მომავალში, ჩემს პატარებს თავს ზემოთ ჭერი ჰქონდეთ... ეს ჩემი ერთადერთი ოცნებაა! ეს სახლი მალე ან თავზე ჩამოგვენგრევა, ან უბრალოდ გაგვყრიან აქედან... უკვე მოგვაკითხეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აზომვები გააკეთეს... მე მზად ვარ, უწყლობას და პირობების ნაკლებობას შევეგუო, ოღონდ აქედან არ გაგვყარონ! 4 ბავშვით ხელში რა გავაკეთო, უცებ ქუჩაში რომ აღმოვჩნდე?

- ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ? 

თეა: ჩემმა დამ მირჩია. თქვენი ფონდის საქმიანობას აქტიურად ადევნებს თვალს ფეისბუქზე და ასე მითხრა, რომ მართლა ძალიან ბევრს ეხმარებით. ჰოდა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. ჩემი შვილების გამო ყველაფერზე მზად ვარ, მზად ვარ დახმარება ვითხოვო. მათ არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი, მშივრები მყავს! მალე კი, შეიძლება, უსახლკაროდაც დარჩნენ. მხოლოდ თქვენი და კეთილი ხალხის იმედზე ვარ! 

- თეა და თქვენი აზრით, სახლისთვის ყველაზე მეტად ეხლა რა გჭირდებათ? 

თეა: ღმერთო, როგორ მერიდება თხოვნა... (უხერხულად გამომხედა თეამ). ყველაფერი გვჭირდება, აბსოლიტურად ყველაფერი! კოვზებით და ჩანგლებით დაწყებული, საწოლებით დამთავრებული. ბავშვები გაუბედურებულ ქვეშაგებზე წვანან, ჭიქებიც კი არ გვაქვს! 

თუ საშუალება იქნება, ძალიან მინდა სარეცხი მანქანაც გთხოვოთ... ჩემი ფეხის გადამკიდე, ძალიან რთულია 4 ბავშვის ტანსაცმლის ხელით რეცხვა, უბრალოდ აუტანელი... საოჯახო საქმეებში დამხმარეც არავინ მყავს...  

კიდევ, ძალიან გვესაჭიროება კარადა. ტანსაცმლისთვის ადგილიც კი არ გვაქვს, ერთიმეორეზე ვაწყობთ. ძალიანაც რომ ვცადოთ წესიერად დალაგება, მაინც არ გამოდის... ბავშვები არიან. ეხლა რაც გვაქვს, ის ტანსაცმელი ბავშვებს კეთილმა ხალხმა მოუტანა, თორე ხანძრის მერე საერთოდ არაფერი დაგვრჩა. ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ! ჩვენთვის ფეხსაცმელები უფრო დიდი პრობლემაა, ძალიან მალე ცვეთენ.

ჭურჭლისთვის თაროებიც არ გვაქვს... თუმცა ჭურჭელიც არ გვაქვს... ნებისმიერ დახმარებას მართლა სიხარულით მივიღებთ (ძალიან მიჭირს საუბარი და ძალიან მცხვენია, მაპატიეთ).

- ფონდის მეგობრების გაცნობაც ხომ არ გინდათ? ახალი მეგობრების შეძენა? 

თეა: რა თქმა უნდა! მაგიტომაც მოგმართეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ღმერთი კეთილ ხალხს გამოგვიგზავნის, რომლებიც ჩვენს ტკივილს გულთან ახლოს მიიტანენ და დახმარების ხელს გამოგვიწვდიან... ასე ცხოვრება და იმის ყურება, რომ შენი შვილები აბსოლიტურად ყველაფერს არიან მოკლებულნი ცხოვრებაში, დამიჯერეთ, შეუძლებელია!  

----
მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიან ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. მათ ახლა მეტად ესაჭიროებად საკვები პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, ჭურჭელი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! მოდით, გვერდით დავუდგეთ მათ გაჭირვების ჟამს, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, მივცეთ პატარებს ნორმალურად განვითრების საშუალება და ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ. 

შეგიძლიათ, პირადად ესტუმროთ ამ ოჯახს და დაეხმაროთ. ბავშვებს, დაგვიჯერეთ,  ძალიან გაუხარდებათ! დაურეკეთ თეას, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარდაჭერა გამოუცხადეთ, უთხარით, რომ ის მარტო არაა და გაჭირვებაში არ დავტოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

აი მათი  მისამართი: ხაშურის რაიონი, სურამი, სარაჯიშვილის ქუჩა, სახლი 41. ტელეფონი: 555 22 17 10 

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას თეა გულიკაშვილის და მისი ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ახლობლების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ! 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თეა გულიკაშვილის ოჯახის ტრაგედიის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: თეა გულიკაშვილი)
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გიორგის და მის პატარა ოჯახსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: