მოითმინე, პატარავ, მოითმინე!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოითმინე, პატარავ, მოითმინე!..

page info icon
2020 აგვისტო 18
სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ კისკისის ნაცვლად, შიმშილისგან ტირის... ღმერთო, რა საშინელებაა! შიმშილი... თანაც არა ომის დროს, არამედ მშვიდობიან საქართველოში!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,327 ₾
( 600 დონორი )
დასრულებულია
სულ რაღაც ერთი წლისაა, მაგრამ კისკისის ნაცვლად, შიმშილისგან ტირის... ღმერთო, რა საშინელებაა! შიმშილი... თანაც არა ომის დროს, არამედ მშვიდობიან საქართველოში! 

„მოითმინე, პატარავ, მოითმინე...“ – 22 წლის მაია, 2 მცირეწლოვანი შვილის - დავითისა (1 წლის) და გელას (5 წლის) დედა, შიშისაგან ხელებს თავზე იჭდობს. ქალს კისერი დასიებული აქვს, კეფა - ფორმაცვლილი და ეს ყველაფერი დაწყევილი დიაგნოზის გამო - ჰოჯკინის ლიმფომა (ლიმფური კვანძების სიმსივნე)! 

 საბრალო მაია საქართველოს ყველა კეთილ დედას და მამას მიმართავს - გადამირჩინეთ შვილები! გადამირჩინეთ ისინი შიმშილისგან! ჩემთვის არაფერს ვითხოვ. მხოლოდ ბავშვები! ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა!

თქვენ ყოვლისშემძლე უფალი დაგაჯილდოვებთ, მე კი სხვას ვერაფერს შევძლებ, გარდა იმისა, რომ ყოველ დღე ვილოცებ თქვენი შვილებისთვის! მუდამ!

მე გამოვჯანმრთელდები! და მაშინვე სამუშაოდ წავალ... ოღონდაც მარტო ნუ დაგვტოვებთ გასაჭირში, გემუდარებით!“ – შიმშილისგან მტირალი ბავშვების შემხედვარე მაიამ ცრემლები ვეღარ შეიკავა. 

 

დედიკო, ღამე ვირთხები ხომ არ შეგვჭამენ?


22 წლის მაია ბალიაშვილს შიშისგან გული ეკუმშება, როდესაც 5 წლის ვაჟი, გელა, ამ შეკითხვას უსვამს. თანატოლებისაგან განსხვავებით, ის არც თვითმგორავზე ოცნებობს, არც ველოსიპედზე... პატარა ბიჭის ფიქრები შიშით არის მოცული, რომ მას ვირთხები უკბენენ, რომლებიც ჩამონგრეული ქოხის კედლის ხვრელებიდან ძვრებიან ხოლმე ღამღამობით.

მაია, თავის ორ შვილთან - გელასთან და 1 წლის დავითთან ერთად, ჩამოშლილი შენობის ერთ პატარა ოთახშია მიყუჭული. უზარმაზარი ხვრელები კედლებში - ეს იმ უბედურების ნახევარიც არაა, რაც ამ ავარიულ შენობას სჭირს... ჩამონგრეული ჭერი, ბეტონის იატაკები, მუყაოს საგმანი ფანჯრების ნაცვლად, არარსებული კარები - ასეთ პირობებში იზრდება ორი პატარა ქართველი! სიღარიბეს, სიცივესა და შიმშილს ისინი საკუთარი ცხოვრების გზის დასაწყისშივე ეზიარნენ.  

მაგრამ უფალს მაია არ მიუტოვებია, მეგობრებო! ის არასოდეს მიატოვებს მათ, ვისაც ჭეშმარიტად სჯერა უფლის ძალის და არასოდეს კარგავს იმედს. გაუსაძლის პირობებში ცხოვრებამ მარტო ჩვენი გმირის სული კი არა, მისი ჯანმრთელობაც დააზიანა. 22 წლის დედას საშინელი დიაგნოზი აქვს - ჰოჯკინის ლიმფომა - ლიმფური კვანძების სიმსივნე! და ახლა შიმშილით სიკვდილის შიში იმის შიშმა ჩაანაცვლა, რომ შესაძლოა, მისი შვილები ობლად დარჩნენ.  


- სიტყვებით ვერ გადმოვცემ დედის გულის ტკივილსა და შიშს... ექიმთან მაშინვე უნდა წავსულიყავი, როგორც კი ლიმფური კვანძების ანთება დამეწყო, მე კი იქამდე ვაჭიანურებდი, სანამ კისერი და კეფა არ დამისივდა და ფორმა არ შემეცვალა... შემომხედეთ, რას ვგავარ... ბედნიერი დედობის ნაცვლად, რაზეც ყველა ქალი ოცნებობს, თავზარდაცემული ველი ხვალინდელ დღეს... გამიგეთ, ბავშვებს მშივრებს ვერ დავტოვებდი და ექიმთან ვერ წავიდოდი! ისინი ისედაც მუდამ დამშეულები მყვანან... - ცრემლს ძლივს იკავებდა მაია, თავისი ამბის მოყოლა რომ დაიწყო...

- ჩვენ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, მაია? 

- მკურნალობაში დახმარებას არ ვითხოვ. ჩემთვის მთავარი - ბავშვებია. მე ტკივილსაც გავუძლებ, შიმშილსაც, სიცივესაც; ესენი - ვერა... გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ჩემი ბიჭუნები შიმშილისგან არ დამეხოცონ... არ მახსოვს, ბოლოს როდის ჭამეს ნორმალურად... მხოლოდ წყალწყალა წვნიანების საშუალება გვაქვს, რასაც ბავშვები უკვე დასანახად ვეღარ იტანენ; უბრალოდ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ! ისინი საერთოდ არ არიან ჭირვეულები და ყველაფერს ჭამენ, რასაც მივცემ. სხვაგვარად, ნერვიულობისგან სულ მთლად გადავიდოდი ჭკუიდან. უმცროსი ვაჟი სულ რაღაც 1 წლისაა, ჯერ კიდევ საფენები სჭირდება... თუ შეძლებთ, იქნებ საწოლების შეძენაშიც დამეხმაროთ... ჩვენ რაც გვაქვს, იმაზე ძალიან მოუხერხებელია წოლა - მათ საწოლსაც ვერ უწოდებ. საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გარეშე როგორმე გაძლებ ადამიანი, მაგრამ საწოლი უბრალოდ აუცილებლობაა...


- ასეთ რთულ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? 

- არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ჩვენ ყოველთვის ღარიბულად ვცხოვრობდით, ფული საკვებზე ძლივს გვყოფნიდა, მაგრამ მეუღლე გვერდით მყავდა და მეც და ბავშვებსაც ის უზრუნველგვყოფდა. სახლიც არ იშლებოდა ჩვენ თვალწინ... ახლა კი ღამღამობით ვიყინებით. წვიმის დროს წასასვლელი არსად გვაქვს - მე და ბავშვები მჟონავი სახურავის ქვეშ ვსხედვართ და ვსველდებით... იმის წარმოდგენაც კი მზარავს, ზამთარში რა იქნება... ღუმელის ანთებას აზრი არ აქვს - კედლების ღიობებიდან ქარი შემოდის. ფანჯრები და კარები ცუდად იკეტება, ქარი უბერავს და მუყაოს საგმანებს აცლის, რომლითაც კედლის უზარმაზარ ხვრელებს ვავსებ... არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ... ეს სახლი თავაზიანად დაგვითმო ნაცნობმა. აქ ცხოვრების ნება დაგვრთო, ბავშვებთან ერთად, სრულიად უფასოდ, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ! ქუჩაში ცხოვრებას, ნამდვილად სჯობს... 


- თქვენი მეუღლე სად არის? ბავშვებს მარტო რატომ ზრდით? 

- მეუღლე - კარგი ადამიანია, მაგრამ უსიამოვნო ამბავში გაეხვია და არ ვიცი, როდის შევძლებ მის ნახვას... მჯერა, რომ მას აუცილებლად გაამართლებენ... მანამდე კი ჩემი შვილები მამის გარეშე იზრდებიან... და იმედი მაქვს, უფალი ჩემს თავს არ წაართმევს ჩემს ანგელოზებს... არ მინდა ჩემი ბიჭების დატოვება, თანაც ასეთ პატარა ასაკში... მათ ხომ არც კი ვემახსოვრები... 

- შეგიძლიათ, თქვენი დაავადების შესახებ მოგვიყვეთ? როგორ შეიტყვეთ დიაგნოზის შესახებ? მკურნალობის რა ეტაპზე ხართ ახლა? 

- გაციების შემდეგ ლიმფური კვანძების ანთება დამემართა. თავიდან ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. მეგონა, თავისით გაივლიდა და ექიმებთან სიარულზე ფულის ხარჯვა საჭირო არ იყო, რადგან ჩვენთვის ყოველი თეთრი ძვირფასია! შემდეგ მკვეთრად დავიკელი წონაში, სიცხემ იმატა, დამეწყო სისუსტე, კისერი და კეფა დამისივდა. მიღებაზე რომ მივედი, ექიმები ჩემი მდგომარეობით გაოგნებული დარჩნენ. განაჩენი საშინელი აღმოჩნდა - ლიმფური სისტემის ონკოლოგია. ახლახან, დაავადების მე-3 სტადია დამიდგინეს და ქიმიოთერაპია დამინიშნეს. სახელმწიფო მკურნალობას 80%-ით აფინანსებს. წარმოდგენა არ მქონდა, დანარჩენი თანხა საიდან უნდა მომეტანა, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ?! აქ ყველაზე გულისხმიერი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ადამიანს გასაჭირში არასოდეს მიატოვებენ! კლასელები და მეზობლები დამიდგნენ გვერდში. ჩემი გამოკვლევისთვის ფული მოაგროვეს, შემდეგ კი პირველი ქიმიოთერაპიისთვის ნაკლული თანხაც... უფალმა არ მიმატოვა და მხსნელები გამომიგზავნა! კურთხეულ იყოს მისი სახელი და დაე, მისი წყალობა და მადლი არ მოჰკლებოდეს მათ, ვინც ჩემზე იზრუნა და მხარი დაუჭირა ჩემს ოჯახს ცხოვრების ყველაზე რთულ ჟამს!  

გამოკვლევის ჩატარების შემდეგ იმედი მომეცა - ექიმები მაიმედებენ, ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსი და აუცილებლად გამოვჯანმრთელდები... სწორედ ამ იმედით ვცოცხლობ... არადა, ეს დაავადება რომ არა, მე აუცილებლად დავიწყებდი მუშაობას. ჯერჯერობით, ქიმიოთერაპიის შემდეგ, ფიზიკურად უბრალოდ არაფრის კეთება არ შემიძლია. ეს ისეთი ტკივილია, არავის ვუსურვებ...


- რა სახსრებით ცხოვრობთ?

- სახელმწიფო სოციალურ დახმარებას გვიხდის, თვეში 100 ლარის ოდენობით. ვცდილობთ, ამ მოკრძალებული თანხით ვიარსებოთ, მაგრამ ეხლა, როდესაც ყველაფერი გაძვირდა, ყველაზე პირველადი საკვები პროდუქტებიც კი არ გვაქვს... მაკარონის 5კგ-იანი ტომარა 20 ლარიც კი ღირს! მე კი ასე, ერთბაშად, ამხელა თანხას ვერ დავხარჯავ! კარტოფილის ყიდვა და წვნიანების გაკეთება მიწევს... მაგრამ ეს ხომ ბავშვების კუჭისთვის არაა?! თუ გაგვიმართლა და მეზობლებმა რამე მოგვიტანეს, მაშინ ნამდვილი წვეულება გვაქვს ხოლმე! 

- ნათესავები არ გეხმარებიან? 

- მე დედამ მარტომ გამზარდა. ის ეხლა 62 წლისაა და ჩვენზე უარესად ცხოვრობს...დედა ცდილობს, სურსათით დაგვეხმაროს ხოლმე მაგრამ თავისი პენსია არაფერზე ჰყოფნის. ამასთან ერთად, უკვე მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს, დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ხედავს... ბოლო დროს ხალხს საერთოდ ვეღარ ცნობს, რადგან მათ სახეებს ვეღარ არჩევს. ექიმთან წასასვლელი ფული მას არ აქვს... ვშიშობ, რომ დედა მალე დაბრმავდება... მისთვის ასეთი სიბერე არ მინდოდა, მაგრამ ღმერთია მოწმე, მე თვითონ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად მინდა, მისი დახმარება არ შემიძლია. 

მეუღლის ნათესავებთანაც ყველაფერი რთულადაა... ქმარი საშინელ პირობებში იზრდებოდა. 6 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მამამისმა დარდს ვერ გაუძლო და მოულოდნელად, ისიც დაიღუპა. ხვიჩა - ასე ჰქვია ჩემს მეუღლეს - ობლად იზრდებოდა დრომოჭმულ სახლში, შიმშილსა და სიცივეში, და-ძმასთან ერთად. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ის უნდოდა, რომ მის შვილებს ისეთივე სიღარიბე არ ენახათ, როგორიც თვითონ გამოიარა...


- თუ შეიძლება, ცოტა მეტი მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე. როგორ გაიცანით ერთმანეთი? მისმა რთულმა ბავშვობამ არ შეგაშინათ? 

- მისი სიღარიბის შესახებ დაქორწინების შემდეგ შევიტყვე. ერთმანეთი ფეისბუქით გავიცანით, საერთო ნაცნობების მეშვეობით. 17 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ხვიჩა გამოჩნდა. ბავშვები ვიყავით და ერთმანეთი გულწრფელად შეგვიყვარდა. გრძნობებს დავნებდით და მაშინვე ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება. ის ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია; და არც არაფერს ვნანობ - მე მშვენიერი შვილები მყავს. დიახ, ეხლა ძალიან გვიჭირს, მაგრამ ვცდილობ, სულით არ დავეცე... ამის გაკეთება ყველაზე მარტივია, მაგრამ როდესაც ორი შვილის დედა ხარ, სისუსტის უფლება აღარ გაქვს...

- რაში ხედავთ ხსნას, გამოსავალს თქვენი რთული მდგომარეობიდან?

- გამოვჯანმრთელდები და აუცილებლად წავალ სამუშაოდ. მჯერა, რომ მაგ დროისთვის მეუღლესაც გაამართლებენ და ერთად დავიწყებთ გეგმების დალაგებას. ჩვენ ხომ სრულიად სხვაგვარად წარმოგვედგინა მომავალი. გვინდოდა, მცირე მიწის ნაკვეთი შეგვეძინა და პატარა სახლი აგვეშენებინა; და ისე აღგვეზარდა ჩვენი ბიჭები, რომ სხვებისთვის სამაგალითოები ყოფილიყვნენ... ამის გაკეთება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი... მე ამის მჯერა...

იცით, ხშირად მინდება ხელების ჩამოშვება და დანებება, მაგრამ ჩემი შვილები არ მაძლევენ საშუალებას, რომ გავტყდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს ვაჟებს ვუყურებ თვალებში, ხელახლა ვივსები ძალებით და უკეთესი მომავლის იმედით. ის ფაქტიც კი, ახლა ჩემთან რომ საუბრობთ - იმედს მაძლევს და მამშვიდებს...  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არ არსებობენ გულცივი ადამიანები, რომლებიც სხვის უბედურებას გვერდს აუვლიან, თქვენ ამიტომაც მოგმართეთ...

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ? 

- ასეთი რამ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დაგესიზმრება ადამიანს... რა თქმა უნდა, არ მიფიქრია... როდესაც სკოლას ვამთავრებდი, სტილისტის ან დალაქის საქმიანობის შესწავლაზე ვოცნებობდი... ფრჩხილების მოვლის სპეციალისტის კურსების გავლაც კი მინდოდა, ოღონდაც გოგონებს გალამაზებაში დავხმარებოდი! ძალიან მომოწონს მოვლილი ქალბატონები და ყოველთვის მინდოდა, ასეთი ვყოფილიყავი... მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად გადაწყვიტა... ჩემმა დაავადებამ კისრის ფორმა მთლიანად შემიცვალა და ახლა გარეთ გასვლაც კი მრცხვენია... სარკეში ჩახედვაც არასასიამოვნოა... ანარეკლში თავს ვერ ვცნობ.

- მაია, თქვენ აუცილებლად გამოჯანრმთელდებით და თქვენს ოცნებებს აუცილებლად შეასხამთ ფრთებს. უფალი თქვენს გვერდითაა და არ მიგატოვებთ. უფლის ხომ გწამთ? 

- მწამს... მაგრამ მგონია, რომ უნდა, რაღაც მასწავლოს... მსგავსი ხომ ყველა 22 წლის გოგონას არ ემართება? უფალი არასდროს უგზავნის ადამიანს ისეთ გასაჭირს, რასაც ის თავს ვერ გაართმევს... და თუკი უგზავნის, მაშინ აუცილებლად დაეხმარება მის დაძლევაში... ძილის წინ, ჩემი შვილებისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ვევედრები უფალს... და მჯერა, რომ უფალი გვიცავს, ის ჩვენ გვერდითაა, მე ამას ვგრძნობ...

- უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

- ჩემ ცხოვრებაში ბევრი კეთილი ადამიანია. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. საავადმყოფოში 3 გამოკვლევა და ტომოგრაფია დამინიშნეს. როდესაც ექიმმა ტომოგრაფიის ფასი დამისახელა, სახლში სრულიად დაბნეული დავბრუნდი. თავში მხოლოდ ერთი შეკითხვა მიტრიალებდა - სად ვიშოვო 900 ლარი? ეს ხომ ძალიან დიდი ფულია?! და როგორ გგონიათ? ჩემი თანაკლასელები დამეხმარნენ ამ წარმოუდგენელი თანხის აგროვებაში. ბედნიერებისგან ვტიროდი... შემიძლია მათ მადლობა გადავუხადო? მინდა, რომ ყველამ იცოდეს - ჩემს მადლიერებას საზღვარი არ აქვს... 

მეზობლებიც ხშირად გვეხმარებიან სურსათით, იციან, ახლა როგორ გვიჭირს... სწორედ ამაშია ადამიანის ძალა - დახმარების ხელი გაუწოდოს მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. კიდევ ერთი სასიამოვნო შემთხვევა მქონდა ცხოვრებაში. მეგობარი მყავს, ნინო. როდესაც მან ჩემი დაავადების შესახებ შეიტყო, სურსათის მთელი შეკვრა მოიტანა და 200 ლარი გვაჩუქა - ჩემი მკურნალობისთვის. ავტირდი! ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამ ფულს რომ ვართმევდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო... მთელი ცხოვრება მემახსოვრება! მის კეთილ გულს და გულუხვ სულს უფალი აუცილებლად დალოცავს!

- მიხარია, რომ თქვენს ცხოვრებაში კეთილი ადამიანები არსებობენ. ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? 

- ჩემმა ნაცნობმა მირჩია, თქვენთვის მომემართა. ის იმ ადამიანის დედაა, ვინც ჩვენ შეგვიფარა. უნდა ვაღიარო, არვ ვიცოდი, რომ არსებობდნენ ფონდები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან, მაგრამ თქვენს ვებ-გვერდზე რომ შევედი, გაკვირვებული დავრჩი. თქვენ ნამდვილად ეხმარებით ყველა გაჭირვებულს! და მე იმედი მომეცა, რომ ჩემს ცხოვრებაში შეიძლება რამე შეიცვალოს...

- ფონდს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მათი გაცნობა თუ გინდათ? 

- თქვენ მეგობრებიც გყავთ? ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? მე არც ისე ბევრი მეგობარი მყავს, ასე რომ ამ სიამოვნებაზე უარს არ ვიტყოდი. 

ბავშვებსაც გაუხარდებათ. ისინი ძალიან გულზიარი და თბილები არიან! განსაკუთრებით უფროსი - გელა. მას ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა. 

- თქვენს შვილებზე ცოტა მეტი მოგვიყევით. როგორები არიან? 

- გელა ძალიან ნიჭიერია. ხატვაც ეხერხება და თავისუფლადაც კითხულობს. ღვთის მიერ გამოგზავნილი, ნიჭიერი ბიჭია! უმცროსი კი ჯერ ეხლა იწყებს ამ სამყაროს შეცნობას. ის ისეთი მოუსვენარია... საერთოდ არ მიჯერებს! ერთს ვეუბნები, სხვას აკეთებს - როგორც ყველა ბავშვი. ორივე ჯერ ძალიან პატარაა და არ იციან, წინ რა ელით... ეჰ, როგორ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ, რა არის შიმშილი და სიღარიბე...


- მაია, თქვენი შვილებისთვის როგორ მომავალს ხედავთ? 

- მე… მე… მე მათთვის იმდენი რამ მინდა... მაგრამ არაფერი შემიძლია... 

მაიამ პასუხი ვერ დაასრულა... ირგვლივ მიმოიხედა და ტირილი აუტყდა. ოთახში მისმა უფროსმა ვაჟმა, გელამ შემოირბინა და მტირალი დედა რომ დაინახა, კითხვით მომმართა: 

გელა (5 წლის): დეიდა, დედიკო თქვენ გამო ტირის? 

- რას ამბობ, პატარა! ჩვენ არ გვინდოდა, შენს დედიკოს რომ ეტირა... ჩვენ თქვენი დახმარება გვინდა. მითხარი, დედას ხშირად ეხმარები ხოლმე? 

გელა (5 წლის): - ყოველთვის, დეიდა! დედიკო ძმას მე მიტოვებს, როდესაც ძალიან იღლება. მე მასთან ვთამაშობ ხოლმე, დედა კი საწოლზე წევს და ჩვენ გვიყურებს. 

- რითი გიყვარს თამაში? 

- მანქანებით! მეზობელმა მაჩუქა და მართალია, ჩემი გატყდა, მაგრამ მე მას აუცილებლად შევაკეთებ. მე ხომ უკვე დიდი და ძლიერი ვარ! დედა ამბობს, რომ კარგად უნდა ვჭამო, რომ ძლიერი გავხდე! ამიტომ, ყოველთვის ბოლომდე ვჭამ ხოლმე დედას წვნიანებს, მაგრამ საიდუმლოდ გეტყვით (ჩურჩულით განაგრძო გელამ) - მე ისინი არ მიყვარს.

დეიდა, იქნებ კიდევ მოხვიდეთ ჩვენთან და ნამცხვრები მოგვიტანოთ? ისინი ისეთი ტკბილია... ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, დედამ გვიყიდა და მე და დავითს ძალიან მოგვეწონა... კარგი იქნებოდა, კიდევ გვეჭამა... შემდეგ ჯერზე, რომ მოხვალთ, თუ შეძლებთ, ჩემს ძმას მოუტანეთ ნამცხვრები - მე უკვე დიდი ვარ... 5 წლის ვარ! ძლიერი ვარ. თუმცა... ორი ნამცხვარი თუ იქნება, მეც არ დამივიწყოთ... 

- აუცილებლად, პირობას გაძლევ! გელა, რომ გაიზრდები, რა გინდა, რომ გამოხვიდე? 

გელა (5 წლის): - ჯადოქარი! იმიტომ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ! ისინი ძალიან ძლიერები არიან და არაფრის ეშინიათ! 

- შენ თუ გეშინია რამის?

გელა (5 წლის): - მხოლოდ ვირთხების. ისინი ისეთი საშიშები არიან და კუდიც გრძელი და თმიანი აქვთ. ღამე გამოძვრებიან და ხმაურობენ ხოლმე. მეშინია, რომ ან მე მიკბენენ, ან ჩემს ძმას. დედიკომ თქვა, რომ ვირთხები არ იკბინებიან, მაგრამ მგონია, რომ ისინი ყველაფერს ჭამენ! 

- საშინელებაა, მათი მეც მეშინია! მითხარი, იქნებ რამე სათამაშოზე ან ველოსიპედზე ოცნებობ? 

- დეიდა, რას ამბობთ?! დედიკოს ჩემთვის ველოსიპედის საყიდლად ფული არ აქვს... მაგრამ მისი ტარება ვიცი. ჩემს მეზობელს აქვს ველოსიპედი და ხშირად მაძლევს ხოლმე სატარებლად. რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა. ერთმანეთს გასწრებაში შევეჯიბრებოდით...

- მაია, მითხარით, რითი შეუძლიათ ფონდის მეგობრებს თქვენი დახმარება? 

- ნეტავ იცოდეთ, როგორ მეუხერხულება თქვენი შეწუხება, მაგრამ მე მართლა არ მაქვს სხვა გამოსავალი... ძალიან გვჭირდება სურსათი, ბურღულეული, მაკარონი, კარტოფილი, ბავშვებს ხილ-ბოსტნეული სჭირდებათ ვიტამინებისთვის. ისინი სულ პატარები არიან და იმუნიტეტისა და ძვლების გამაგრება ესაჭიროებათ... ისინი თითქმის არაფერს ჭამენ... ბავშვებმა ხორცის გემოც კი არ იციან... ტკბილეულზე გიჟდებიან, მაგრამ ზედმეტი თეთრი არ მაქვს, რომ რამე ტკბილი ვუყიდო... თუ შეძლებთ, ავეჯითაც დაგვეხმარეთ - არ გვაქვს და თვითნაკეთ, უხეშ საწოლებზე ვწევართ, მერე კი წელი გვტკივა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის თხოვნას ვერც კი გავბედავ. დიახ, ჩემს მდგომარეობაში ძალიან მიჭირს ნივთების ხელით რეცხვა, დიდხანს ჯდომისა და რეცხვისაგან კისერი მიშეშდება და ხელები მიბუჟდება, მაგრამ თხოვნას ვერ გავბედავ... იმიტომ, რომ საშინლად მერიდება და მრცხვენია თქვენი შეწუხება... 

---

 მეგობრებო, ორი შვილის დედა, რომელსაც ნაზ მხრებზე  უბედურება დააწვა ტვირთად, შველას ითხოვს! ორ პატარა ვაჟს ის მარტო ზრდის, სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში. კედლები ცვივა, იატაკი ბეტონისაა, სახურავზე კი უზარმაზარი ხვრელებია - ის ფაქტობრივად აღარც არსებობს! წვიმის დროს ბავშვები შინ ქოლგის ქვეშ სხედან. ფანჯრებში შუშების ნაცვლად მუყაოა გაკრული. ბავშვებისთვის საკვების მომზადება კი მაიას ქუჩაში უწევს. ავადმყოფ ქალსა და ბავშვებზე არავინ ზრუნავს; სწორედ ამიტომ გამოგზავნა უფალმა ბალიაშვილების ოჯახი ჩვენთან, მეგობრებო! შესაძლოა თქვენ, ძვირფასო მეგობარო, საბრალო მაიას უკანასკნელი იმედი ხართ. 

დაურეკეთ მაიას, გაიგეთ, როგორ გრძნობს იგი თავს, გაამხნევეთ და მიეცით მას ხვალინდელი დღის იმედი. ტელეფონი: 598 17 46 07 

თქვენ შეგიძლიათ, ის პირადადაც გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას, უფალი კი ამისათვის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ!

მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურებაზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია ბალიაშვილი) 

ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მაიასაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა?! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: