მე გატეხილი ვარ... მაგრამ ეს ანგელოზები ყველაფერია, რაც მაბადია...
გმადლობთ, რომ ოცნება გვაჩუქეთ!
„დე, ნახე, პატარა ტორტი გამოგიცხვე!“ - ამბობს ფქვილში ამოგანგლული ნინო. – „ხედავ? გამომივიდა! გპირდები, კარგი კონდიტერი გავხდები, ბევრ ფულს ვიშოვი და შენ ისევ გაივლი! აუცილებლად განგკურნავ, უბრალოდ ცოტაც მოითმინე...“
„ღმერთო, ნებისმიერ სირთულეს გავუძლებ და ავიტან, რადგან როცა ჩემს ანგელოზებს სახეზე ღიმილი ეფინებათ, იმედი მეძლევა!“ - მადლიერებით გვეუბნება ეკა დავაძე.
დავაძეების ოჯახმა ბევრი გასაჭირი გადაიტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ დღემდე სწამთ, იმედი აქვთ და ერთმანეთს ყველანაირად უდგანან გვერდში. ამ ოჯახის პრობლემების შესახებ უკვე მოგიყევით სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/617-davadze/.
ერთ ჭერქვეშ სამი თაობა ცხოვრობს - ბავშვები, დედა და ბებია... თითქოს უბრალო ადამიანურ ბედნიერებას მხოლოდ ის სჭირდება, როცა დედა შვილებზე ზრუნავს და ბებიას უვლის, ბავშვები კი, უფროსების გულის გასახარად, ცელქობენ და ნავარდობენ, მაგრამ სამწუხაროდ...
ეკა დავაძის ბედი სხვაგვარად წარიმართა... შვილიშვილებზე ბებია ზრუნავს და პატარებთან ერთად ეტლს მიჯაჭვულ დედას - ეკას უვლის...
– ეკა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ეკა: მადლიერების გამოსახატად შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ. თქვენ იმედი გვაჩუქეთ! თქვენთან შეხვედრის შემდეგ ჩემმა შვილებმა, ჩემმა პატარა ანგელოზებმა, სამომავლო გეგმებზე დაიწყეს ფიქრი, ერთგვარი თავდაჯერება შეემატათ. უფალმა დაგლოცოთ თქვენც და ფონდის ყველა მეგობარიც! თქვენ ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებთ!
როცა გაზქურა, კომპიუტერი და ტელევიზორი გთხოვეთ, ჩემს თავს დიდხანს ვკიცხავდი იმის გამო, რომ ამდენი სათხოვარი მოგაყარეთ. (თვალები დახარა და ატირდა.) მაგრამ თქვენ და თქვენმა მკითხველებმა შეუძლებელი შეძელით! ღმერთო! თქვენ ყველა ოცნება აგვისრულეთ! ლეპტოპიც გვაჩუქეთ, ტელევიზორიც და გაზქურაც!
დიდი მადლობა! თქვენ თავად უფალმა გამოგგზავნათ ჩვენთან!
– ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ეკა: ერთმა ქალბატონმა დამირეკა, ჩვენი მისამართი დააზუსტა და რამდენიმე საათის შემდეგ, მეუღლესთან და თავის გოგონასთან ერთად გვეწვია სტუმრად. ტკბილეულით და სათამაშოებით სავსე ორი უზარმაზარი შეკვრა მოგვიტანეს, ჩემს პატარებსაც ეთამაშნენ. ჩვენი სახლი სიცილით და მხიარული აურზაურით აივსო... სამწუხაროდ მათი სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ მითხრეს, რომ მადლიერებას არ ელიან და ჩვენთან მთელი გულით მოვიდნენ... დიდი მადლობა მათ! მათთვის ყოველთვის ვილოცებ!
– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ეკა: არა… მათთვის თითქოს არც კი ვარსებობთ. ბევრჯერ მივმართე თხოვნით, მათესთვის წამლები და გამოკვლევები დაეფინანსებინათ, მაგრამ ამაოდ... ახალ წელს მხოლოდ ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოგვიგზავნა პროდუქტით სავსე შეკვრა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო.
– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ეკა: იცით, ჩემთვის ყველაზე რთული ის კი არაა, რომ სიარული არ შემიძლია და რამდენიმეგვერდიანი დიაგნოზი მაქვს. არა! ყველაზე რთული იმის დანახვაა, რომ ჩემს შვილებს საერთოდ არაფერი გააჩნიათ, მათთვის ყველაზე უბრალო ბავშვური ბედნიერებაც კი მიუწვდომელია, მე კი მათთვის არაფრის მიცემა შემიძლია. თქვენ კი... თქვენ მათ სასწაული აჩუქეთ! ღმერთმა დაგლოცოთ! თქვენ და თქვენმა მკითხველებმა მათ ოცნებები აუსრულეთ! ახლა მათ საკუთარი ტელევიზორი და კომპიუტერი აქვთ. ნინო ახალი გაზქურით ისე ამაყობს!.. რაც მთავარია, ისინი გრძნობენ, რომ მარტონი აღარ არიან და გვერდით კეთილი და გულისხმიერი ხალხი ჰყავთ... ქედს ვიხრი თქვენ წინაშე! უღრმესი მადლობა!
– ბავშვებო, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონათ?
ამიკო (6 წლის): მეყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ საკუთარი ტელევიზორი გვაქვს და ახლა შემიძლია იმდენ საყვარელ მულტფილმს ვუყურო, რამდენსაც მინდა! ისეთი მაგარია! დიდი მადლობა თქვენ!
მათე (10 წლის): მე კი ყველაზე მეტად ლეპტოპი მომწონს.
– კომპიუტერული თამაშები თუ გიყვარს?
მათე: დიახ, ძალიან!მაგრამ მთავარი ისაა, რომ სამეცადინოდ მეგობრებთან სირბილი აღარ მიწევს... ინტერნეტშიც იმდენი საინტერესო რამის სწავლა შეიძლება! ხატვის ვიდეო-გაკვეთილებიც დევს. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! დედა ამბობს, რომ მისთვის საუკეთესო წამალი ისაა, როცა ჩვენ გვიხარია!
ნინო (11 წლის): დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! ყველაფერი მომეწონა! გახსოვთ, დაგპირდით, რომ გემრიელ ტორტს გამოგიცხობდით? თქვენი წყალობით, ინტერნეტში სხვადასხვა რეცეპტს ვეძებ, ვიდეოებს ვუყურებ, როგორ კეთდება და გაზქურაში რაღაცის გამოცხობა უკვე ვცადე... და გადავწყვიტე, როგორ ტორტს გამოგიცხობთ.
– ანუ კონდიტერობა ჯერ კიდევ გინდა?
ნინო: რა თქმა უნდა! ცნობილი კონდიტერი უნდა გავხდე, ბევრი ფული ვიშოვო და დედა განვკურნო.
– რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?
ნინო: მინდა დედაჩემს სიარული შეეძლოს და არასდროს არავინ ხდებოდეს ავად.
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც დახმარება ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ?
ეკა: თქვენჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთეთ... ვიცი, რომ დახმარება ჩვენ გარდა კიდევ ბევრ ოჯახს სჭირდება. ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ მათეს გადაუდებელი გამოკვლევა სჭირდება თბილისში; თუმცა ჯერჯერობით, პანდემიის გამო, ვერ მივდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ და ხალხს მომავლის იმედს და რწმენას აძლევთ!..
***
მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც დავაძეების ოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ.
ჩვენ ერთად ბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი - იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი - იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს!
ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დავაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/617-davadze.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 სექ 24 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 860 | transferred |
2020 ოქტ 29 | ლეპტოპი | 900 | transferred |
2020 ოქტ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 375 | paid |
2021 ოქტ 29 | პროდუქტები | 160.72 | transferred |
სულ ხარჯი: 2,295.72 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ოქტ 28 | აზა კობალავა | 2 | Transfer to account |
2021 სექ 28 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
2021 სექ 19 | მანანა ბეჟიტაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 სექ 15 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ირმა თხელია | 10 | Transfer to account |
2021 სექ 13 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 12 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 12 | პაატა აბულაძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 12 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 11 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2021 სექ 11 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 სექ 11 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
2021 სექ 11 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 11 | ლევან კობაიძე | 15 | Transfer to account |
2021 სექ 11 | მაია ქველიძე | 11 | Transfer to account |
2020 ნოე 8 | თამარი ჯიაძე | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 7 | ტასო ცხოიძე | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 7 | ტასო ცხოიძე | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | ლუკა ადამია | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | ნათია გურჯიძე | 20 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | ფიქრია დოხნაძე | 20 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | ტერმინალი | 8.78 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | შპს ვიონი საქართველო | 21.45 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | შპს 'ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა | 50 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | Kelendjeridze Nino | 2 | Transfer to account |
2020 ნოე 6 | Kelendjeridze Nino | 2 | Transfer to account |
2020 ნოე 5 | ბაკურ უტარაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 5 | მაია ჯაფარიძე | 3 | Transfer to account |
2020 ნოე 5 | დავით ასანიძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,295.23 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|