ნუთუ, ეს ბავშვი, ტანჯვისთვის არის გაჩენილი?!... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუთუ, ეს ბავშვი, ტანჯვისთვის არის გაჩენილი?!...

page info icon
2020 აგვისტო 25
ის არ დადის, არ საუბრობს და ხშირად მწარედ, ძალიან მწარედ ტირის... კვნესის, საცოდავად! მის გვერდით, ყოველ წამს, ვიღაც უნდა იყოს და მისი ხელი ეჭიროს. სხვაგვარად - ის თითქოს კვდება. პატარას ძალიან ეშინია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,146 ₾
( 153 დონორი )
დასრულებულია

ის არ დადის, არ საუბრობს და ხშირად მწარედ, ძალიან მწარედ ტირის...კვნესის,საცოდავად! მისგვერდითყოველწამსვიღაცუნდაიყოსდამისიხელიეჭიროს. სხვაგვარად - ის თითქოს კვდება. პატარას ძალიან ეშინია! ბოლო დროს ხომ ტკივილებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა - მას მხედველობა დაუქვეითდა; და ამ ქვეყნად, ყველაზე მეტად მას მარტო დარჩენის შიში აქვს: დედის, მამის და დაიკოს გარეშე!

მარტო,ის ვერ გადარჩება. 5-10 წუთის შემდეგ - ის ტირილს იწყებს, შიშისგან. 

წარმოგიდგენიათ, მეგობრებო?! ამ ბავშვს, - დავითს, - დაბადებიდან, 6 წლის მანძილზე, ერთი წუთითაც კი არ უცხოვრია საშინელი ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, რომელსაც ვერც ერთი ზრდასრული ადამიანი ვერ აიტანდა!

იგიტიანების ოჯახში, პირველი შვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდნენ! მშვენიერი ბიჭუნა დაიბადა, მაგრამ ოჯახის ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა.  3 თვის შემდეგ, ბავშვმა ბაქტერიული მენინგიტი გადაიტანა და მას შემდეგ, ოჯახს საერთოდ დაავიწყდა, რა არის მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.

რუზანა, მოგვიყევით, ეს როგორ მოხდა?

რუზანა:აი, ასე, ერთ დღეს, ჩვენი ბიჭი ავად გახდა! ეს ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო! გვითხრეს, რომ ის ვერასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო; რომ მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა განუვითარდა... რომ დროთა განმავლობაში, მას უფრო და უფრო გაუჭირდებოდა და რომ ყოველი მისი ამოსუნთქვა, მისი ცხოვრების ყოველი დღე, მხოლოდ ჩვენზე იყო დამოკიდებული. 

- ხშირად, მამები ვერ უძლებენ ასეთ მძიმე წუთებს და სახლიდან მიდიან; თვლიან, რომ ასეთი მძიმე ტვირთის ტარება მხოლოდ დედას შეუძლია...

რუზანა:მე გამიმართლა! სერგო გვერდით მყავს! რომ არა მისი მხარდაჭერა და გულმოდგინება, მე ამას ვერ გავუმკლავდებოდი... ამ „სამარჯვებს“ ხედავთ? ეს მან დაამზადა პლასტმასის მილებისაგან, იმიტომ რომ ნამდვილის ყიდვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს... რასაც შოულობს, წამლებსა და საკვებზე ძლივს გვყოფნის. 

დავითის შესახებ მოგვიყევით; რა აწუხებს მას ყველაზე მეტად?

რუზანა:ის ძალიან აქტიური ბიჭუნაა, მუდმივად მოძრაობაში, ხშირად ვარდება კრუნჩხვებში... წარმომიდგენია, ჯანმრთელი რომ იყოს, ალბათ ერთ ადგილას არ გაჩერდებოდა, სულ იხტუნავებდა და ირბენდა... ჩემი საბრალო ბიჭუნა! ახლა ჩვენი მთავარი პრობლემა მისი მხედველობაა, რომელიც მკვეთრად გაუარესდა, ჩვენ კი მისი ექიმთან წაყვანის საშუალება არ გვაქვს. მისი გამოკვლევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ უნდა მოხდეს, რადგან მას კრუნჩხვები აქვს. მშვიდად ჯდომა უბრალოდ არ შეუძლია. 

- მისი ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება თუ შეიძლება რამენაირად? რას ამბობენ ექიმები?

რუზანა:ექიმები ამბობენ, რომ შეიძლება! ერთი წლის წინ, ჩვენ მას ტერფებზე მყესის აღდგენის ოპერაცია გავუკეთეთ. ყველაფერი გავყიდეთ, მაგრამ ოპერაცია გავუკეთეთ... თქვენ არ იცით, რა მდგომარეობაში არიან მშობლები, რომლებსაც ავადმყოფი შვილები ჰყავთ... ჩვენი ბიჭი თურქმა ექიმმა გასინჯა და თქვა: - „ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, არის იმის შესაძლებლობა, რომ მან სიარული შეძლოს.“ ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ! ოპერაციამ უშველა! ის ადრე ფეხზე ვერ დგებოდა, ახლა კი ნაბიჯებს ადგამს! ნუთუ, სასწაული არაა?! შეხედეთ, როგორ ცდილობს! ახლა, შედეგის გასამყარებლად, მას რეაბილიტაცია და ფიზიკური თერაპიის კურსი სჭირდება!

ნატალია (4 წლის):იცით, დათო ჩემი პატარა ძმაა! ჩემი სათამაშო! ჩემი კარგი და გემრიელი! - საუბარში დავითის უმცროსი და ჩაერთო, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ძმას გვერდიდან არ მოშორებია და ცალი ყურით ისმენდა ჩვენს საუბარს.

პატარავ, ჩვენ არ დაგვიწყებიხარ. ახლა შენ რომ გაგესაუბროთ, შეიძლება?

ნატალია:რა თქმა უნდა! ჩემი ძმის შესახებ ბევრ რამეს მოგიყვებით! 

შენ მას უმცროს ძმას ეძახი, თუმცა ის ხომ ასაკით შენზე უფროსია?

ნატალია: (ხითხითებს) დიიიახ... რა თქმა უნდა, უფროსია, მაგრამ მას პატარა ბავშვივით ვუვლი! ბაღშიც ერთად დავდივართ, იცით? ერთ ჯგუფში. დედა ამბობს, რომ დათუნას ბავშვებთან ურთიერთობა სჭირდება. 

და იქ ვინმე ხომ არ აბრაზებს?

ნატალია:რას ამბობთ! მას ვინ გააბრაზებს?! ყველანი მასთან ერთად ვთამაშობთ ხოლმე! მას კი ისე უხარია! თუ არაფერი სტკივა, სულ იცინის! 

და მასთან როგორ თამაშობთ ხოლმე?

ნატალია: რა ვიცი... უამრავი თამაში არსებობს, დედა-შვილობანა, ჩაის სმა და კიდევ უამრავი... ჰოდა, ვთამაშობთ და ეს ძალიან კარგია! არა, დათო? შენ ხომ მოგწონს? აი, ხედავთ? ამბობს, რომ მოსწონს! მესმის, რასაც ამბობს, - მე ხომ მისი და ვარ?! 

რუზანა:უფალს მადლობას ვწირავ, რომ ნატალია მაჩუქა! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ მეხმარება. დავითიც თითქოს უკეთ გრძნობს თავს, როდესაც და ჰყავს გვერდით! ის ძმას გვერდიდან არ შორდება. სათამაშოს ეძახის.

რუზანაგვითხარით, ამწუთას, დავითის რეაბილიტაციისთვის ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

რუზანა: ძალიან გვჭირდება საწოლები - ბავშვებისთვის და წესიერი ორთოპედიული სამარჯვი - დავითისთვის. ასევე, გვჭირდება ეტლი, რომელშიც მის დაბმას შევძლებ. ყველაზე მწვავედ, საფენები და საკვები პროდუქტები გვჭირდება. სულ ესაა! ეს არის ჩემი ოცნების ზღვარი!

----

მეგობრებო, ჩვენ თქვენი სიკეთისა და სულის სიდიადის იმედი გვაქვს, - ის ხომ ყოველგვარი სათნოების ლამპარია! თქვენ არაერთი ბავშვი გადაარჩინეთ და იმედი გვაქვს, რომ თქვენთვის დავითიც მშობლიური და ახლობელი გახდება! გაუწოდეთ დახმარების ხელი 6 წლის დავითს და შთაბერეთ მას ახალი სიცოცხლე! 

საბრალო ბავშვისა და მისი მრავალტანჯული ოჯახის დახმარებით, თქვენ არამხოლოდ გადაარჩენთ კიდევ ერთ ოჯახს, არამედ უფრო ახლოს მიხვალთ ღმერთთან!

ოჯახს მძაფრად ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საწოლები, ეტლი და ორთოპედიული სამარჯვი. ასევე, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა, პატარა პრინცესა - ნატალიაც რომ არ დაგვევიწყებინა და მისთვის სათამაშოები გვეჩუქებინა!

ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ ქართველები თავის ხალხს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ. დაურეკეთ რუზანას, გაესაუბრეთ მას, გაიგეთ, რა სჭირდება მის ოჯახს. ტელ.: 579 04 41 01

ოჯახი შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე: თბილისი, ახმეტის ქუჩა №7

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც თავად არ შესწევთ ამის ძალა. გაჭირვებული ადამიანები ღვთისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ, ჩვენი რწმენა მას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კეთილი საქმითაც დავუმტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულებაიგიტიანების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, ყველამ ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დავითსაც გავუმართოთ ხელი, ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: