როდესაც სიცოცხლე სიკვდილზე უარესია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც სიცოცხლე სიკვდილზე უარესია!

page info icon
2020 სექტემბერი 7
page info icon
1815
„თუ შეიძლება, უბრალოდ არ შემაწყვეტინოთ და საუბრის დასრულების საშუალება მომეცით, ჩემო კარგო!“ - ზღურბლიდანვე მაფრთხილებს მძიმედ ავადმყოფი, მშვენიერი ქართველი ქალბატონი, მაია სამადალაშვილი. იგი თავადაც დიდი ხანია, სიკვდილის პირას იმყოფება, მაგრამ თავს იმის უფლებას ვერ აძლევს, რომ მოკვდეს და ავადმყოფი დედა მარტო დატოვოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,850 ₾
( 188 დონორი )
დასრულებულია

„თუ შეიძლება, უბრალოდ არ შემაწყვეტინოთ და საუბრის დასრულების საშუალება მომეცით, ჩემო კარგო!“ - ზღურბლიდანვე მაფრთხილებს მძიმედ ავადმყოფი, მშვენიერი ქართველი ქალბატონი, მაია სამადალაშვილი. იგი თავადაც დიდი ხანია, სიკვდილის პირას იმყოფება, მაგრამ თავს იმის უფლებას ვერ აძლევს, რომ მოკვდეს და ავადმყოფი დედა მარტო დატოვოს. 

„ღმერთო, ღმერთო...“ - მოსთქვამს და ტირის, - „ეს წყეული მილი ჩემ ყელში... ნახეთ, რა საშინელებაა! უცებ რომ გატყდეს, პირდაპირ დედის თვალწინ ამომხდება სული... და ისიც მაშინვე ჩემზე დარდს გადაჰყვება... ამ ქვეყნად კი, ყველაზე მეტად ამის მეშინია...“

„იცით, როგორი კარგია ჩემი დედიკო? ნათელი სული...“ - აგრძელებს ის, - „და ასეთ ტანჯვაში...“

„როდესაც იგი ავად გახდა, მამაჩემი მასზე დარდს გადაჰყვა. მალე ჩემი ძმაც გარდაიცვალა, მე კი, აი, ვიმალები, რომ დედის თვალწინ არ ავტირდე... ავადმყოფობები ბოლოს გვიღებენ... ყოველდღე მხოლოდ ერთს შევთხოვ უფალს: ღმერთო, კეთილი ხალხი გამოგვიგზავნე, რომ დაგვეხმარონ... ტანჯვით ნუ მოგვკლავ... ღმერთო, ღმერთო,ნუ მიგვატოვებ, ცოდვილებს! შეგვეწიე, დაგვეხმარე!“ - თავდადებული შვილი ჩქარობს, რომ ყველაფრის მოყოლა მოასწროს!

„გამიგია, რომ ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ადამიანს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ... და მე მჯერა, რომ ისინი ჩვენც დაგვიხსნიან უფსკრულისაგან.“ - მაია სამადალაშვილი

სამადალაშვილების ოჯახს უბედურება სეტყვასავით ჩამოექცა თავზე და ახლა ისინი მთელ იმედებს მხოლოდ თანამემამულეების, კეთილშობილი ქართველი ერის სულგრძელობასა და გულისხმიერებაზე ამყარებენ!

რამდენიმე წლის წინ, მაია სამადალაშვილმა (40 წლის) ჯერ მამა დაკარგა, მალე კი ძმაც... ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მათი უბედურება ამით არ დასრულებულა და მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. ახლა, მაიას (40 წლის) სუნთქვა მხოლოდ ყელში ჩადგმული მილის საშუალებით შეუძლია, ხოლო მისი დედა - მარინა (63 წლის) ლოგინს არის მიჯაჭვული. 

მძიმედ ავადმყოფი შვილი დიდი გაჭირვებით უვლის დედას, რომელსაც გადაადგილების უნარი აღარ შესწევს და მხოლოდ ერთზე ოცნებობს:„ღმერთო, მოგვეცი ჯანმრთელობა, რომ ერთი ნაჭერი პურის ფულის შოვნა შეგვეძლოს!“

ამ წუთისთვის, ოჯახი სრულიად მოკლებულია ყველაფერს: პროდუქტებს, წამლებს, ელემენტარულ პირობებს! მარინა სამადალაშვილს ესაჭიროებარეაბილიტაციის კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ფეხზე ვერასოდეს დადგება! 

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბედი ასეთი სასტიკი იქნებოდა - მოგვისპობდა ჯანმრთელობას და საარსებო წყაროს, წაგვართმევდა მშობლიურ ადამიანებს…” - ტირის საბრალო მაია. მთელ იმედებს დედა-შვილიუფალსა და კეთილი ადამიანებზე ამყარებენ! 

- მაია, თუ შეიძლება მოგვიყევით, რა უბედურებამ მოგიყვანათ ჩვენ ფონდში?

მაია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ჩვენს ოჯახს ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს... მამისა და ძმის გარდაცვალება, ავადმყოფობები და მატერიალური სირთულეები... მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ახლა ნამდვილად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. 

ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ დედას ოპერაციის შემდეგ წამლები ესაჭიროება, მე კი მათ საყიდლად არანაირი საშუალება არ მაქვს. წამლების გარდა მას ყავარჯნები, ორთოპედიული სამარჯვი, ჰიგიენური საშუალებები და ნორმალური კვებასჭირდება. მე კი ხანდახან პურის ფულიც კი არ მაქვს... (სლუკუნებს)

დედა ისე იტანჯება... ჯოჯოხეთური ტკივილი აწუხებს... ლოგინს არის მიჯაჭვული და ფეხზე წამოდგომაზე ოცნებობს. მას მუდმივი მოვლა სჭირდება, მე კი მას უყურადღებოდ ვერ დავტოვებ და სამსახურის მოსაძებნად ვერ წავალ. მთელი პენსია და სოციალური შემწეობა დედის წამლებზე იხარჯება...

მე თვითონაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს - სასუნთქი გზების შევიწროება. მხოლოდ ყელში ჩადგმული მილის საშუალებით ვსუნთქავ. ეს პრობლემა გადალახვადია, მაგრამ ოპერაციაა საჭირო; ამისფინანსური სახსრები კი, თავადაც ხვდებით, რომ არ გვაქვს. 

- მაია, შეგიძლიათ თქვენ და დედათქვენის დაავადებებზე დეტალურად მოგვიყვეთ? როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

მაია:დაიწყო... გახსენებაზეც კი მაჟრიალებს... 2008 წელს მოულოდნელად მამა გარდაიცვალა, მერე კი ძმა. გული! ჩემს ძმას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გადანერგვა. ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ის საავადმყოფოში მოხვდა... ერთ დღეში გამოგვეცალა ხელიდან! ალბათ თავადაც გესმით, რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული ტრანსპლანტაცია. მისი გადარჩენის მცირედი შანსიც კი არ გვქონდა! (ტირის)

ხმა პირველად სწორედ მაშინ დავკარგე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამის მიზეზი სტრესი იყო. შემდეგ, ყველაფერი გაუარესდა: ხმა ხშირად მეკარგებოდა და დამატებით, ფეხის ტკივილები დამეწყო. დროთა განმავლობაში გადაადგილების უნარი დავკარგე.

ღმერთო!... სად აღარ ვიმკურნალე! იმდენი დიაგნოზი მოვისმინე! სიმსივნე! ძვლის ტუბერკულოზი! მარტო ამ სიტყვებით შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი! 

მაგრამ უფალი მოწყალეა. არც ერთი დიაგნოზი არ დადასტურდა. ღმერთმა არაჩვეულებრივი ქირურგი გამომიგზავნა, რომელმაც სითხე ამომიღო ფეხიდან. დღემდე ვერავინ გაიგო, რისი ბრალი იყო. ყელს რაც შეეხება, აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების შევიწროება მაქვს. როდესაც, როგორც იქნა, საზრიან ექიმთან მოვხვდი, მან მითხრა, რომ სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, რადგან სასუნთქი გზა უკვე ნემსის ზომის იყო. როგორ გგონიათ, მიზეზი რა იყო? მე წარუმატებელი ქორწინება მქონდა, ქმარი უმოწყალოდ მცემდა და ყოველი ჩხუბის დროს, ყელში მწვდებოდა ხოლმე… აი, შედეგიც! 

კვირაში ორჯერ, გადახვევებზე უნდა ვიარო. მილიუნდა ამოიღონ და ხელახლა ჩადგან, რადგან ასე სასუნთქი გზები ფართოვდება; მაგრამ ერთხელ ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა - მედდამ არასწორად გააკეთა პროცედურა, სახმო სიმები დააზიანა და რაღაც წანაზარდი წარმოიქმნა. ახლა ბოლო წვეთამდე ვითმენ ხოლმე და ექიმთან წელიწადში ერთხელ მივდივარ... რადგან ყოველი ასეთი პროცედურა დაახლოებით 150 ლარი ჯდება. 

- მაია, დედათქვენი როდის გახდა ავად?

მაია:ზუსტად აღარც მახსოვს... და საშინელება ის არის, რომ გამოკვლევებისთვის ფული არ გვაქვს. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ ავადმყოფობამ ის სრულიად მოტეხა! თავდაპირველად, ტკივილი მას უბრალოდ სიარულში უშლიდა ხელს, მაგრამ ამ წლის თებერვალში იგი საბოლოოდ ჩაწვა!

მადლობა ხელისუფლებას, რომ გადაუდებელი ოპერაცია დაგვიფინანსა. დედას მენჯ-ბარძაყის ძვლის პროთეზი ჩაუდგეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ შედეგის მისაღწევად, მან აუცილებლად უნდა გაიაროს მედიკამენტების კურსი, რეგულარულად უნდა დგებოდეს ყავარჯნებით და ვარჯიშობდეს ორთოპედიული სამარჯვის მეშვეობით. ეს ყველაფერი ჯამში 800 ლარი ჯდება... 625 ლარის ღირებულების წამლები და ამას დამატებული თუნდაც ნახმარი ყავარჯნები ან სამარჯვი. თვითონაც გესმით, რომ საწოლს მიჯაჭვულ პაციენტს ასევე ჰიგიენური საშუალებები და კარგი კვება სჭირდება. 

- თქვენ წარუმატებელი ქორწინება ახსენეთ. შეგიძლიათ, ამის შესახებ დეტალურად მოგვიყვეთ? 

მაია: ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს... მოგონებები დღემდე ტკივილს მაყენებენ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სიყვარულზე, ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდი. ის ჩემი სტუდენტი-მეგობრის გამოცდებზე გავიცანი, ერთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე დავქორწინდით. არ გამიმართლა, ქმარი დესპოტი აღმოჩნდა, ხშირად და უმოწყალოდ მცემდა. დიდხანს ვითმენდი, მეგონა, რომ ცხოვრებაში მთავარი ოჯახია. ბოლოს და ბოლოს, ცემის კვალი დედამ შეამჩნია, ჩაერია და თავისთან წამიყვანა. განქორწინება ხანგრძლივი და მტკივნეული იყო, მაგრამ ყველაფერს გავართვი თავი. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - ჩემი ვაჟი დამეყენებინა ფეხზე! 

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს? როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? 

მაია: მე ყოველთვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი: მოლარედ, ოფიციანტად, ადმინისტრატორად... და სხვათა შორის, კარგი შემოსავალიც მქონდა! ყოველ შემთხვევაში, არ გვიჭირდა. ახლა კი... ღმერთო, შენ გვიშველე...ჩემმა ჯანმრთელობის პრობლემებმა ამასაც ბოლო მოუღო... ახლა ჩვენ უბრალოდ მათხოვრები ვართ!

- მაია, თქვენი ვაჟის შესახებ მოგვიყევით. 

მაია: ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ბიჭი მყავს; მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ის სკოლას ამთავრებდა და ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა, მე ავად გავხდი. ყველაფერი თავდაყირა დადგა! მე ვერ შევძელი მისთვის შესაფერისი განათლება და პროფესია მიმეცა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ოფიციანტად მოეწყო. კაპიკებს შოულობდა, მაგრამ ყველაფერი სახლში მოჰქონდა. ახლა ის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს მიმღებად, თუმცა პანდემიამ მას ეს მწირი შემოსავალიც წაართვა და ფული, რომელსაც ის ახლა შოულობს, მისთვის გზის ფულად და ჩვენთვის ერთი ნაჭერი პურისთვის ძლივს გვყოფნის...

- არ გიცდიათ, დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის მიგემართათ?

მაია:ო, რამდენჯერ! თავადაც ხედავთ, რომ სახლი ძალიან ძველია, სახურავი ჟონავს, არანაირი პირობა არ გვაქვს. სამზარეულოს გამოყენება შეუძლებელია, ონკანი და საპირფარეშო კი ეზოში გვაქვს. ვითხოვდი, სახურავი მაინც შეგვიკეთეთ მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. 

მადლობა, რომ დედის ოპერაცია მაინც დააფინანსეს. ვაპირებ, ჩემი ოპერაციის დაფინანსებაც ვთხოვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან. სხვაგვარად, უბრალოდ არც კი ვიცი, როგორ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას... 

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

მაია: მჯერა! მეტსაც ვიტყვი, ამაში ჩემი თვალით დავრწმუნდი. როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, ერთი მოხელე მეწვია... ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესდა, 50 ლარითაც დამეხმარა.. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. მეზობლები შეძლებისდაგვარად მეხმარებიან. ერთმა სიკვდილსაც კი გადამარჩინა გასულ ზამთარს. ყელში მილი ჩამიტყდა და მხოლოდ 20 წუთი მქონდა, რომ საავადმყოფოში მივსულიყავი და არ მოვმკვდარიყავი. მან წამიყვანა შუაღამისას და ამით, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა... (ტირის) 

- რისი გწამთ?რაში ხედავთხსნას?

მაია:რა თქმა უნდა, მხოლოდ უფალში! მე ახლა ტაძარში სიარულის საშუალება არ მაქვს, რადგან დედაჩემს 24-საათიანი მოვლა სჭირდება, მაგრამ მე სულიერი მამა მყავს და სახლშიც მუდამ ვლოცულობ. უფალს ვემუდარები, დაგვეხმაროს, რომ ფეხზე დავდგეთ და ნორმალურად ვიცხოვროთ! 

არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მაგალითად? 

მაია:სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ახლობელი ადამიანები არ გვყავს, ამიტომ თქვენ ხართ ჩვენი ერთადერთი იმედი. გამიგია, რომ ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ადამიანს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ... და მე მჯერა, რომ ისინი ჩვენც დაგვიხსნიან უფსკრულისაგან...“ 

რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით? 

მაია:ამ დროისათვის, ჩვენი შემოსავალი 270 ლარს შეადგენს. (რამდენიმე წლის წინ) დედამ მაცივარი იყიდა განვადებით, ამიტომ 180 ლარს იღებს პენსიას და 90 ლარს - სოციალურ შემწეობას. ეს რაზე უნდა გვეყოს? სურსათის მაღაზიაში უკვე 300 ლარი მმართებს, ელექტროენერგიასაც ხშირად გვითიშავენ, რადგან გადახდა არ შეგვიძლია. მხოლოდ ყველაზე აუცილებელ პროდუქტებს ვყიდულობ: პურს და ბურღულეულს... და დანარჩენი? (ტირის) უკვე გემოც დამავიწყდა...

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მაია: ვოცნებობ, დედა ფეხზე დავაყენო. ის და ჩემი შვილი ჩემი ერთადერთი მშობლიური ადამიანები არიან... ვოცნებობ, ჯანმრთელობა გავიუმჯობესო და კვლავ ვიმუშაო, ოჯახი ვარჩინო. ჩემთვის დატვირთვა ახლა უკუნაჩვენებია და დედას ჩემს ვაჟსაც ვერ დავუტოვებ მოსავლელად. მას მუდმივი დახმარება სჭირდება, დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ დადის... ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ?..

თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ? 

მაია: ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... რომ არა უკიდურესი საჭიროება, მე თქვენ არასდროს მოგმართავდით! უბრალოდ, თუკი ახლა დედის რეაბილიტაციისთვის ფულს ვერ ვიშოვი, ყველაფერი - მთელი ჩვენი ძალისხმევა წყალში ჩაგვეყრება, ხოლო მის ტანჯვას ბოლო არ ექნება. ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მადლობელი ვიქნები, მაგრამ ახლა მთავარი დედაჩემის ჯანმრთელობაა. მას წამლები, სველი ხელსახოცები, ყავარჯნები, ორთოპედიული სამარჯვი სჭირდება და ასევე... არც კი ვიცი, როგორ ვთქვა... მისი ყოველი გასვლა საპირფარეშოში აუტანელი ტანჯვაა. დედას კიდევ დიდხანს მოუწევს წოლა და ჩვენ მოწყობილობა გვჭირდება, რომელსაც ოთახში, საწოლის გვერდით დავდგამდით. 

თქვენც კარგად ხედავთ, როგორ მდგომარეობაში ვართ... სახლი მალე თავზე ჩამოგვექცევა, სახურავიდან წყალი ჟონავს, ელემენტარული ტექნიკა არ გვაქვს, გაზქურა მწყობრიდან არის გამოსული და მეშინია, გაზმა არ გაჟონოს. ტელევიზორი გაფუჭებულია... ცხელი წყალი არ გვაქვს... ან რაზე ვსაუბრობ საერთოდ... საჭმელიც კი არაფერი გვაქვს... (ტირის)

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ? 

მაია: მე თვითონ ვერაფრით გავბედავდი. თხოვნას მიჩვეული არ ვარ. თქვენ ჩემმა ნაცნობმა მოგწერათ და მე ფაქტის წინაშე დამაყენა... მაგრამ მისი ძალიან მადლიერი ვარ. თქვენი პირველი ზარის შემდეგ, ჩემ გულში იმედი გაჩნდა...

- ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. მზად ხართ მათ გასაცნობად?

მაია: რა თქმა უნდა! ხანდახან ისე მარტოდ ვგრძნობთ თავს. ბევრმა მაქცია ზურგი მას შემდეგ, რაც ავად გავხდი და სამსახური დავკარგე. მხარდაჭერის ერთი თბილი სიტყვისთვისაც კი მადლობელი ვიქნები! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას! მადლობა, რომ მოხვედით და მომისმინეთ! 

-----------

 მეგობრებო, მაია სამადალაშვილს და მის დედას, მარინას ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა! ბედისწერა მათ სასტიკად მოექცა და ეს შრომისმოყვარე, კეთილი ხალხი უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა! 

 უფალი მათ ბედს ჩვენ გვანდობს და სწორედ ჩვენს მოწყალებაზე არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მარინა სამადალაშვილი ფეხზე წამოდგომას. ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ ფულის შოვნის საშუალებას არ აძლევს! 

 სამადალაშვილების ოჯახს უკიდურესად ესაჭიროება დახმარება, პირველ რიგში კი მაია სამადალაშვილის დედას, მარინეს, აუცილებლად სჭირდება წამლები, სველი ხელსახოცები, ყავარჯნები, ორთოპედიული სამარჯვი და ოთახის უნიტაზი. ასევე, სახლში საცხოვრებლად სრულიად შეუსაბამო პირობებია: სახურავიდან ჟონავს წყალი, არ არის წყალგაყვანილობა, არც გაზქურა და ტელევიზორი. ჩვენ უბრალოდ მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ასეთ უბედურებას გვერდი ავუქციოთ. 

 თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ მაიას და კეთილი სიტყვებით გაამხნეოთ იგი! მას ძალიან გაუხარდება! ტელეფონის ნომერი: 555 023 078

 სამადაშვილების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, სააკაძის ქუჩა №83ბ.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისუბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს იმ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: სამადალაშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, სამადალაშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს - 0901 200 270 

მსგავსი პროექტები: