დეიდა, ჩემი ძამიკო ხომ არ მოკვდება? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დეიდა, ჩემი ძამიკო ხომ არ მოკვდება?

page info icon
2020 სექტემბერი 17
page info icon
1296
- ზღურბლიდანვე მკითხა პატარა ბარბარემ (6 წლის) და თავისი უძირო და ანგელოზივით წმინდა, ყავისფერი თვალებით პირდაპირ სულში ჩამხედა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,240 ₾
( 135 დონორი )
დასრულებულია

- ზღურბლიდანვე მკითხა პატარა ბარბარემ (6 წლის) და თავისი უძირო და ანგელოზივით წმინდა, ყავისფერი თვალებით პირდაპირ სულში ჩამხედა... 

 - წარმოგიდგენია?! - უცებ ის, ყოველგვარ მიზეზგარეშე, იატაკზე ეცემა და ისე ძაგძაგებს, ისე ძაგძაგებს, რომ მთლიანად შავდება! მეშინია, დეიდა! – გაუჩერებლად რატრატებს ლამაზი გოგონა, რომელიც ვერც კი ხვდება, როგორ იტანჯება მისი ძმა. - აი, როდესაც დედიკოსხელა გავხდები და თეთრ ხალათს ჩავიცვამ იმ დეიდა-ბიძიებივით, ჩვენთან მანქანით რომ მოდიან ხოლმე დასახმარებლად, მე მას აუცილებლად მოვარჩენ! - მან ჯერ დედას გახედა, მერე მე შემომხედა; გადაწყვიტა, რომ შეიძლება რამე მწყენოდა და წავსულიყავი, ამიტომ სერიოზულად დაამატა: - არ იფიქრო, რომ დამავიწყდი. ნუ გეშინია! შენც მოგარჩენ და შენ შვილებსაც! 

რა უნდა უპასუხო ბავშვს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმას უყურებს, როგორ იკლაკნება მისი უმცროსი ძმა საშინელი ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს და მას ნახევრად მკვდარს ხედავს დედის მკლავებში?! 

- შვილის ავადმყოფობამ საბოლოოდ გამანადგურა! მეც, ბავშვებიც, მუდმივად ამ საშინელ სიზმარში ვცხოვრობთ! მაგრამ მე მჯერა, რომ უფალი მოწყალეა და ჩემი ილია (3 წლის) აუცილებლად გამოჯანმრთელდება! - ქვითინებს საბრალო, მარტოხელა დედა, სალომე (30 წლის). - ჩემი საწყალი შვილები! მათ ისე უნდათ ბავშვობის მარტივი, უწყინარი ბედნიერებები, მე კი მათთვის კანფეტების ყიდვაც კი არ შემიძლია...

 სალომე კვიციანი (30 წლის) და მისი ხუთი, მშვენიერი შვილი: პატარა გაბრიელი (1,6 წლის), მძიმედ ავადმყოფი ილია (3 წლის), ბარბარე (6 წლის), შიო (9 წლის) და ნინო (9 წლის) იძულებულები არიან, ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში შეიყუჟონ. ისინი აბსოლუტურად ა მთელ იმედებს ისინი უფლის წყალობასა და კეთილი, კეთილშობილი ქართველი ერის დიდსულოვნებაზე ამყარებენ! 

სალომე, თუ შეიძლება, თქვენი პატარას შესახებ მოგვიყევით, რა დაავადება სჭირს?

სალომე: ილიას ავადმყოფობა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. პირველი შეტევა სულ რაღაც 6 თვის ასაკში დაემართა, მაგრამ მაშინ მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ექიმებმა კრუნჩხვები სიცხეს მიაწერეს. თუმცა, მალე იგივე განმეორდა. ღმერთო, რამდენი საავადმყოფო და ექიმი მოვიარეთ, მაგრამ ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერავინ შეძლო. მხოლოდ 2 წლის ასაკში დაადგინეს, რომ მას ეპილეფსია სჭირდა და მკურნალობა დაიწყეს. 

თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს რა საშინელებაა! მიუხედავად იმისა, რომ ილიას შეტევები 1-1,5 წუთზე მეტს არ გრძელდება, მეჩვენება, რომ იმ მომენტში ის კვდება, მე კი - მასთან ერთად! 

მისი პაწაწინა სხეული იგრიხება, სულ მთლად შავდება... მე კი ის ხელებში მიჭირავს და ვერაფერს ვაკეთებ. ყოველ ჯერზე, თავში ერთი აზრი მიტრიალებს, რომ მე შვილი სამუდამოდ დავკარგე! 

ეს რამდენად ხშირად ემართება ხოლმე?

სალომე:ადრე - დღეში 2-3ჯერ... ახლა ექიმებმა წამლები შეუცვალეს იმ იმედით, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა. საბრალო, ისე იტანჯება... ის სულ რაღაც 3 წლისაა... მთელი ეს დრო, დღედაღამ, შიშის გრძნობა არ მტოვებს...ყველანი, მეც და ჩემი შვილებიც, საშინელ სიზმარში ვცხოვრობთ...

უფროსი ბავშვები როგორ რეაგირებენ ძმის ავადმყოფობაზე?

სალომე: ოოო... ისინი საშინლად განიცდიან, მუდმივად მეკითხებიან: დედიკო, ხომ გამოჯანმრთელდება? ასე ცუდად რატომ არის? ზოგადად, ილია ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კონტაქტური ბავშვია, მაგრამ ავადმყოფობის გამო მას აგრესიის შეტევები აქვს ხოლმე და მარტო ყოფნა სჭირდება. ამის გააზრება მხოლოდ პატარა გაბრიელს (1,6 წლის) უჭირს; უფროსი ბავშვები კი ძალიან შეგნებულები არიან და ყოველთვის იციან, როგორ მოიქცნენ ასეთ წუთებში...

- სალომე, ექიმები რას ამბობენ ან რა პროგნოზს აკეთებენ? შვილის მკურნალობაში ჩვენი დახმარება გჭირდებათ?

სალომე: ბავშვის ავადმყოფობამ ფეხქვეშ გადამთელა და გული ნაფლეთებად მიქცია... მაგრამ საბედნიეროდ, პროგნოზი საიმედოა. ექიმები ამტკიცებენ, რომ მას ეპილეფსია საწყის ეტაპზე აქვს და 5 წლამდე, ის ამ სენს მედიკამენტების დახმარებით გაუმკლავდება. სახელმწიფომ მისი ძვირადღირებული წამლები დააფინანსა. ამ დროისთვის ის სხვა წამალს სვავს, რომლის დაფინანსებაზეც ხელისუფლებამ უარი გვითხრა, მაგრამ ის ძალიან იაფი ღირს - 10 აბი 2,5 ლარი; ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რომ ხანდახან საერთოდ არაფერი მაქვს, ბავშვებს რომ ვაჭამო...

ამ წუთას, კონკრეტულად რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

სალომე: ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ხუთი შვილის გაზრდა სრულიად მარტოს მიწევს... ამ ციცქნა, ერთოთახიან ბინაში ძლივს ვეტევით. 300 ლარს ქირაში ვიხდით, არა და ჭამაც ხომ გვინდა? უმცროსს - გაბრიელს, საფენები სჭირდება... ჩვენი, საკუთარი, სრულიად არაფერი გაგვაჩნია... ეს ძველი ტექნიკა, მაცივარი და მაგიდის გაზქურა ბინის დიასახლისს ეკუთვნის. ბავშვებს არც ტელევიზორი აქვთ, არც კომპიუტერი, რომელიც მათთვის აუცილებელია, რომ ისწავლონ.

- ყოველთვიური შემოსავალი რამდენი გაქვთ? რა სახსრებით ცხოვრობთ?

სალომე: თავადაც გესმით, რომ ბავშვების დამტოვებელი არავინ მყავს და მუშაობა არ შემიძლია... ადრე სკოლაში, ძიძად ვმუშაობდი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, მაგრამ გათხოვების შემდეგ, სამსახურის დატოვება მომიწია. ამ დროისთვის, ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება, მრავალშვილიანობის დახმარება და ილიას პენსიაა, მაგრამ იძულებული ვიყავი, თანხა წინასწარ ამეღო, ამიტომაც ახლა მხოლოდ ნახევარს ვიღებ. ჯამში, თვეში 855 ლარი გვაქვს. აქედან 300 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, დარჩენილი თანხა კი კომუნალურ გადასახადებში, სურსათში, საფენებში და წამლებში იხარჯება. ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ გადარჩენას ვცდილობთ! ჩემი საბრალო შვილები კი ყველაფერს არიან მოკლებულნი! 

სალომე, ასეთ სავალალო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? რა მოხდა და ბავშვებს მარტო რატომ ზრდით?

სალომე: ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რომელსაც არ მინდა, შევეხო, მაგრამ რადგან მკითხეთ... თბილისში გარდაბნიდან ჩამოვედი. მაშინ 18 წლის ვიყავი. მუშაობაზე, სწავლაზე ვოცნებობდი და ჩემი მომავალი მხოლოდ ცისარტყელას ფერებში მესახებოდა. მომავალი მეუღლე მეგობარმა გამაცნო. ყველაფერი ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო! ერთმანეთი შეგვიყვარდა და გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლო... ყველაფერი კარგად იყო, მეუღლე მუშაობდა, არაფერი წინასწარმეტყველებდა უბედურებას. ოცნებებში კი მხოლოდ დიდ, მყარ ოჯახს ვხედავდი, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსეს... ღმერთო, როგორ ვცდებოდი! ქმარმა სხვა ქალში გამცვალა! უბრალოდ წავიდა, ახსნა-განმარტებების გარეშე! ახლა იშვიათად თუ ურეკავს შვილებს, 3-4 თვეში ერთხელ 50-100 ლარს ჩუქნის... ამაზეც მადლობელი ვარ, მაგრამ 5 ბავშვს ეს როგორ უნდა იყოს?

- აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

სალომე:ვცდილობ, წვნიანები გავუკეთო, მაგრამ ხანდახან მშრალ საკვებზეც გვიწევს ყოფნა... (მძიმედ ამოიოხრა) კარტოფილი, მაკარონი, ბურღულეული... ზოგჯერ, შემწვარი კვერცხი... დახმარებას რომ ვიღებ, ვცდილობ ცოტაოდენი ქათმის ხორცი მაინც ვიყიდო და ბულიონი გავაკეთო. ტკბილეულზე კი, მხოლოდ თუ იოცნებებენ...

- არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

სალომე: ჩემი ყოფილი მეუღლის დედა ხანდახან პროდუქტებს გვიგზავნის სოფლიდან. ჩვენთვის ეს დიდი შველაა. ჩემი მშობლებიც შორს ცხოვრობენ. მოხუცები არიან და თავადაც დახმარება სჭირდებათ. მათ რამე როგორ ვთხოვო?

- თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

სალომე: ვის აღარ მივმართე! კარანტინის დროს, ყველა ინსტანციას მივწერე, ყველა ფონდს, მაგრამ თქვენ გარდა სხვა არავინ გამოგვხმაურებია. სახელმწიფო დახმარებას გვიხდის და მაგაზეც - მადლობა. სხვა დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს... 

- რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას? 

სალომე: მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვცდილობ, ბავშვებსაც ჩავუნერგო ჩვენი ეკლესიის წეს-ჩვეულებები. სამწუხაროდ, ილიას ავადმყოფობის გამო, ტაძარში ხშირად არ დავდივართ, მაგრამ სახლში სულ ვლოცულობ და უფალს ჩემი შვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვევედრები. 

- უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

სალომე: რა თქმა უნდა, მჯერა! სამწუხაროდ, ახლა ყველას იმდენად უჭირს, რომ ნაცნობები მხოლოდ სიტყვით თუ მიდგანან გვერდში. მაგრამ, მაგალითად, ახალ წლამდე, ერთმა ქართველმა ცოლ-ქმარმა ჩემ შვილებს სურსათი და საჩუქრები მოუტანა. ისე, უბრალოდ, სუფთა გულით! მე მათი დიდად მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს! ღმერთმა დალოცოთ! 

- თქვენ შვილებზე მოგვიყევით, თუ შეიძლება. სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ დადიან? რით არიან გატაცებულები? 

სალომე: ტყუპები - ნინო (9 წლის) და შიო (9 წლის) კარგად სწავლობენ, გულს მიხარებენ, თუმცა მათ სხვადსხვა გატაცებები აქვთ. შიო მათემატიკაშია ძლიერი, მის დაიკოს კი უფრო ჰუმანიტარული საგნებისკენ, ხელოვნებისკენ აქვს მიდრეკილება... კარგად ხატავს. მინდოდა, ხატვის წრეზე შემეყვანა, მაგრამ გაკვეთილების ღირებულების - თვეში 20 ლარის გადახდა ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბარბარე პირველ კლასში მიდის და ერთი სული აქვს, სასწავლო წელი როდის დაიწყება! პატარები კი... მთელი გასული წელი ექიმებთან ვიზიტებს და ილიას მკურნალობას მივუძღვენით; გაბრიელი კი საბავშვო ბაღისთვის ჯერ ძალიან პატარაა.

– სალომე, თქვენი ნებართვით, ბავშვებს გავესაუბრები.

– შიო, კარგად სწავლობ? რომელი საგანი გიყვარს სკოლაში ყველაზე მეტად? 

შიო (9 წლის):დიახ! დედას ჩემი კარგი ნიშნები ძალიან ახარებს! ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს, მომწონს ამოცანების და მაგალითების ამოხსნა. განსაკუთრებით, ლოგიკური ამოცანების! 

ნინო (9 წლის): არააა! მათემატიკა ძალიან მოსაწყენია. აი, ქართული ენა და ლიტერატურა სხვა საქმეა! უზომოდ მიყვარს ხატვა. გინდათ, ჩემი ნახატები განახოთ? იცით, ერთხელ დედამ ხატვის სკოლაში მიმიყვანა და ერთი დეიდა აღფრთოვანებული იყო; თქვა, რომ მე აუცილებლად უნდა გავყვე ხატვას, რადგან ნამდვილი ნიჭი მაქვს! ისე ძალიან მინდა, ცნობილი მხატვარი რომ გავხდე! საკუთარ გამოფენებს მოვაწყობდი, რომ ჩემი ნახატებით ყველანი მოხიბლულიყვნენ!

– შიო, შენ რა გიტაცებს

შიო (9 წლის):მე ხელოვნების ისტორია მომწონს. მინდა, ცნობილი მსახიობი გავხდე. ძალიან, ძალიან ცნობილი! ბევრ ფულს ვიშოვიდი და ჩემს და-ძმას ყველაფერს ვუყიდიდი, რასაც ისინი მოისურვებდნენ! და დედიკოსაც! მინდა, რომ დედა ჩემით ამაყობდეს და ტელევიზორში რომ მაჩვენებენ, ამბობდეს: „აი, შეხედეთ, ეს ჩემი შვილია!“

შენ, ბარბარე? სკოლაში სიარული გინდა? 

ბარბარე (6 წლის):კიი! მინდა, შიოსთან და ნინოსთან ერთად ვსწავლობდე. კითხვა უკვე ვიცი. კიდევ, ძალიან მიყვარს, როდესაც ვუყურებ, როგორ მეცადინეობს ჩემი და-ძმა. განსაკუთრებით, როდესაც ისინი ლექსებს სწავლობენ. ისეთი მაგარია! მეც მინდა ეგრე. 

– ყოჩაღ! და რისი ჭამა გიყვარს? რა არის შენი საყვარელი საჭმელი? 

ბარბარე (6 წლის): არ ვიცი, მე ბევრი რამ მიყვარს: მაკარონი, წიწიბურა, შემწვარი კარტოფილი. ყველაფერი მიყვარს, რასაც დედა აკეთებს. ტკბილიც მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვყიდულობთ. 

– უკვე გადაწყვიტე, რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ? 

ბარბარე (6 წლის):დიახ, ექიმი! ჩემი ძმა, ილია, ხშირად ხდება ცუდად, ამიტომაც მინდა, ექიმი გავხდე და მოვარჩინო; მაშინ ჩემს ძმას აღარასდროს არაფერი ეტკინება! 

– ილია, ხედავ, როგორ უყვარხარ დაიკოს? შენ ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? 

ილია (3 წლის):მე ყველა მიყვარს! დედიკო, შიო, ნინო, ბაბი, გაბრიელი... გაბრიელთან ერთად ხშირად ვთამაშობ მანქანებით, მაგრამ მან ჯერ საუბარი არ იცის და ხშირად ტირის, მე კი ვერ ვხვდები, რატომ... ერთი სული მაქვს, როდის ალაპარაკდება! 

– ბავშვებო, თქვენ უბრალოდ არაჩვეულებრივები ხართ! საჩუქრად რას ისურვებდით? რა გაგახარებთ? 

შიო (9 წლის):კომპიუტერი! სკოლის „ბუქები“ ძალიან ცუდად მუშაობს, ამიტომ როდესაც ონლაინ სწავლებაზე გადაგვიყვანეს, მე და ნინო გაკვეთილებს ვერ ვესწრებოდით; კლასს ჩამოვრჩით, ეს კი ძალიან საწყენია. 

კიდევ, ველოსიპედი... მე და ილია ისე ვოცნებობთ ამაზე... მართალია, ილიას ჯერ კიდევ სამბორბალა სჭირდება, მე კიდევ უკვე დიდი ვარ და ორბორბლიანი მინდა... მაგრამ ეგ არაფერია! ნეტავ, ერთი მაინც გვქონდეს, ორივესთვის!

ილია (3 წლის):ჰოო! სხვა ბიჭები რომ დააქროლებენ ველოსიპედს ეზოში, ჩვენ უბრალოდ ვდგავართ და ვუყურებთ... (მძიმედ ამოიოხრა ბიჭუნამ)... კიდევ, ძალიან-ძალიან დიდი ტელევიზორი მინდა! დავსხდებოდით და ათასგვარ მულტფილმებს ვუყურებდით! ყველანი ერთად! 

ბარბარე (6 წლის):მე? მე? მე ისე მინდა დიდი და ლამაზი თოჯინა... ლამაზი კაბით... კიდევ, ძალიან ბევრი კანფეტი! 

ბავშვებო, თქვენ ისეთი საყვარლები ხართ, აუცილებლად ყველაფერი გექნებათ! სალომე, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? 

სალომე: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები იყვნენ, რომ ელემენტარულის საჭიროება არ ჰქონდეთ, ხოლო სათამაშოები და ტკბილეული მათთვის მიუწვდომელი ბედნიერება არ იყოს!..

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? 

სალომე:იცით, ძალიან მრცხვენია თხოვნა... მაგრამ ხედავს უფალი, რომ ბავშვების კეთილდღეობისთვის, მე ყველაფრისთვის მზად ვარ! 

ჩვენ ახლა ნებისმიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ფული არ გვაქვს არც სურსათისთვის, არც გაბრიელის საფენებისთვის... ყველაზე ელემენტარულ ნივთებზე მაქვს საუბარი... 

ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება, უბრალოდ კეთილი სიტყვაც კი. სახლში არაფერი გვაქვს სარეცხი მანქანის გარდა, რომელიც სოციალურმა სააგენტომ მოგვცა. ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ. ტელევიზორი არ მუშაობს, მაცივარი და გაზქურა ძალიან დაძველდა... ღუმელიანი გაზქურისთვის განსაკუთრებით მადლიერი ვიქნები. ეს ჩვენ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ბავშვებს პურს სახლში გამოვუცხობდი... 

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

სალომე: მე ყველა ინსტანციას მივმართე, ბევრ ფონდს... სრულ სასოწარკვეთაში ვარ... მხოლოდ თქვენ გამოეხმაურეთ ჩემი დახმარების ძახილს! მე ხშირად ვხედავ თქვენ პოსტებს ფეისბუქზე, როგორც ამბობენ, „სამყარო ჭორებით ივსება“ და ბევრი ამბობს, რომ სწორედ თქვენ ეხმარებით ადამიანებს არა სიტყვით, არამედ საქმით; რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს! თქვენ და უფალი ხართ მთელი ჩემი იმედი! დარწმუნებული ვარ, ეს მან მოგიყვანათ ჩვენ სახლში! 

--------- 

მეგობრებო, ცხოვრება ისე წარიმართა, რომ საბრალო სალომე მარტო ზრდის ხუთ შვილს. ბავშვები აბსოლუტურად ყველაფერს არიან მოკლებულნი: სათამაშოებს, ნორმალურ კვებას, სწავლის შესაძლებლობას და უბრალოდ, უდარდელი ბავშვობის სიხარულს! 

ამ დანაკლისის გარდა, ბავშვები იძულებულები არიან, მუდმივად ეპილეფსიით დაავადებული ძმის საშინელ კრუნჩხვებს უყურონ! ისინი შეშინებულები და ძალიან უბედურები არიან! საბრალო, მარტოხელა დედა - სალომე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მათთვის ღირსეული არსებობის უზრუნველყოფას. მის ნაზ, ქალურ მხრებს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა დააწვა! 

ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, საფენები და ტექნიკა, ბავშვები კი სათამაშოებსა და ტკბილეულზე ოცნებობენ. მთელ იმედებს ისინი უფალსა და კეთილი ადამიანების თანაგრძნობაზე ამყარებენ! 

დაურეკეთ სალომეს, გაამხნევეთ და ხვალინდელი დღის იმედი ჩაუსახეთ გულში. ტელ: 568-968-228 სალომე კვიციანი

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის რაიონი, III კორპუსი, I სადარბაზო, V სართული, ბინა 13. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ კვიციანების ოჯახისა და მათი პრობლემების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: სალომე კვიციანი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus )’

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით სალომე კვიციანს და მის პატარებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: