წმინდანებიც ტირიან... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

წმინდანებიც ტირიან...

page info icon
2020 სექტემბერი 21
დახმარება რომ ეთხოვათ, წმინდა იაკობს, მამა გაბრიელს, დიდმოწამე გიორგის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს და მთავარანგელოზ მიქაელს თუ დაეხმარებოდით?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,239 ₾
( 175 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დახმარება რომ ეთხოვათ,წმინდაიაკობსმამაგაბრიელსდიდმოწამეგიორგისნიკოლოზსაკვირველთმოქმედსდამთავარანგელოზმიქაელს თუ დაეხმარებოდით? 

აი, ისინი თავად მოვიდნენ თქვენთან, ამ მშვენიერი ბავშვების სახით! 

ეს ბიჭები ამაყად ატარებენ მართლმადიდებელი წმინდანების სახელებს, ნანგრევებში ცხოვრობენ, დახეული ტანსაცმელი აცვიათ, შიმშილობენ... მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ერთი ნაჭერი პურისთვის ილოცონ, ისინი უფალს დაიკოს ევედრებიან. 

ისინი ასე მშობლებმა აღზარდეს - მათ იციან, რომ ყველაფერი, რაც აქვთ, უფლისგან არის; ხოლო თუკი რამე არ გააჩნიათ, ესე იგი, არც არის საჭირო.

„ჩვენ გოგო - დედიკო გვყავს“ - ამბობს 3 წლის გაბრიელი. – „ძმებიც ბევრი გვყავს, რომლებიც ძალიან ხმაურიანები არიან და მე ლამაზი დაიკო მინდა!“

 „იცით...“ - საუბარში 6 წლის გიორგი ჩაერთო. – „ისე ვლოცულობდი, რომ დაიკო გვყოლოდა, მაგრამ დედამ იაკობი გააჩინა. ალბათ, არასწორად ვლოცულობდი. დე, შემდეგი მარიამი იქნება თუ ნინო?“

 - დის გარდა, კიდევ რას სთხოვთ ხოლმე ღმერთს? 

 გიორგი (6 წლის):მარტო დაიკოს და კანფეტებს... და ველოსიპედს და ტორტს და სახლს... სულ ესაა! და დაიკოს... არა, ორ დას! ოჰ, როგორ მეყვარება და დავიცავ!

აი, სახლი, რომელშიც 5 „წმინდანი“ ცხოვრობს - 2 თვის იაკობი, 3 წლის გაბრიელი, 6 წლის გიორგი, 11 წლის მიქაელი და ყველაზე უფროსი - 13 წლის ნიკოლოზი! ისინი ფიზიკურადაც ლამაზები არიან და სულიერადაც ანათებენ! ჭეშმარიტად სიკეთის განსახიერებები არიან! უფლის შვილები! 

ბეტონის კედლები, მიწის იატაკი, ავეჯისა და ტექნიკის სრული უქონლობა თავზარდამცემი სანახაობაა, მაგრამ პირველი სიტყვების მოსმენისა და ღიმილის დანახვისთანავე, ყველაფერი გავიწყდება - საკუთრი პრობლემებიც კი. ისინი ნამდვილი „წმინდანები“ არიან! - ეს ერთადერთი ფიქრია, რომელიც ჩვენი საუბრის ბოლომდე გამყვა. ისინი მშივრები არიან, დახეული ტანსაცმლით დადიან... მათ არც საწოლები აქვთ, არც ტელევიზორი და კომპიუტერი... მაცივარი - რა საჭიროა? საჭმელი მაინც არ აქვთ! 

 - ნათია, როგორ ახერხებთ, რომ ასეთი პირობების მიუხედავად, თქვენი ბავშვები, პირდაპირ, ანათებენ?!

 ნათია: იცით, მე მათ უბრალოდ ასე ვზრდით! უფლის რწმენა გვეხმარება. ჩემი მეუღლის ძმები ბერები არიან. ერთი - მამა ანტონი, უკვე 20 წელია ტაძრებს აშენებს, ხოლო უმცროსი - მამა ისააკი, 4 წელია, უფალს ემსახურება. ჩვენი უფროსი ვაჟი, ნიკოლოზიც ამაზე ოცნებობს. ეკლესიებს ხატავს, უნდა, ბიძებივით მშენებელი გახდეს! 

 - ბერი რომ გახდეს, თქვენც გინდათ? 

 ნათია: ეს მხოლოდ უფლის და ნიკოლოზის ნებაა. ამის წინააღმდეგ როგორ უნდა წავიდე? 

 - ნათია, თქვენი ბავშვებით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ! მოდით, მათზე მოგვიანებით ვისაუბროთ. თუ შეიძლება, ახლა ის მომიყევით, ასეთ რთულ ვითარებაში როგორ აღმოჩნდით? 

 ნათია:ჩვენ ყოველთვის ასე ღარიბულად კი არ ვცხოვრობდით. 8 წლის წინ, ჩვენს ოჯახს ფული დასჭირდა და ვალი ავიღეთ. გადახდა ვერ შევძელით და ყველაფერი დავკარგეთ. მას მერე, დავხეტიალობთ... თავიდან, ჩვენი ოჯახი მეუღლის ნაცნობმა შეიფარა. მაგრამ სულ სხვის სახლში ხომ არ იცხოვრებ? თვითნებურად, ეს შენობა დავიკავეთ... აქ ადრე ვეტერინარული პუნქტი იყო. 

 - სხვა თუ არაფერი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გაქვთ... მაგრამ რა სახსრებით ცხოვრობს თქვენი ოჯახი? 

 ნათია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ძალიან მკაცრად გვაქვს გადანაწილებული. დედამთილ-მამამთილს წამლები სჭირდებათ, დენის ფულიც გადასახდელია... რაც გვრჩება, მაკარონზე და წვნიანებზე თუ გვყოფნის. კარგია, თუ მეუღლემ ფულის შოვნა მოახერხა... ჩვენ სოფელში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დასაქმების პრობლემაა, ამიტომ ჩემი ქმარი შეშას ჭრის... აი, ასეთ დღეებში შეგვიძლია, დღესასწაული მოვაწყოთ და ქათამი ვიყიდოთ! ერთი ქათმიდან, როგორღაც, მთელი ოჯახისთვის 2 დღის სამყოფ „საახალწლო ვახშამს“ ვაკეთებ... ასე გაბრიელი ამბობს ხოლმე, ხორცის სუნს რომ გრძნობს... დახტის და უხარია: „ურა! ახალი წელი მოვიდა! ახალი წლის სუნი დგას!..“ საწყალი ბავშვები!

 გიორგი (6 წლის):აი, იაკობს გაუმართლა! მას ყოველთვის აქვს დედის რძე... ჩვენ კი ახალი წელი მხოლოდ 3-4ჯერ გვაქვს! 

 - ნათია, ვინმე თუ გეხმარებათ? 

 ნათია: ჩემი მშობლები - მოხუცებული ხალხია, პენსიის ხარჯზე ცხოვრობენ ჩემ ავადმყოფ ძმასთან ერთად. მას ვარიკოზი და თრომბოზი აქვს. მთელი ცხოვრება მუშაობდა, მშობლებზეც ზრუნავდა და მეც მეხმარებოდა, ახლა კი მათზე მე უნდა ვიზრუნო... ჩემი ქმრის, აკაკის მშობლებიც ავად არიან. ისინი ჩვენთან ცხოვრობენ. დედამთილმა ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ასევე, მას შაქრიანი დიაბეტი აქვს. საბრალო, მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს, მაგრამ ამის ფული არ გვაქვს! წამლების გარეშე კი, ის ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს. რაც შეეხება მამამთილს - ის ჯარში მსახურობის დროს დაიჭრა. ციხის დაწესებულებას იცავდა და მუცლის არეში ჭრილობა იქ მიიღო. დღემდე, ძლივს დადის... რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობ, ბავშვებსაც და მოხუცებსაც მოვუარო... მაგრამ 740 ლარით ეს როგორ გავაკეთო, არ ვიცი... 

 - დახმარებისთვის, მთავრობისთვის თუ მიგიმართავთ? 

 ნათია: ოჰ!.. არ გამახსენოთ! იმდენი წერილი მაქვს გაგზავნილი მერიაში, ვინ მოთვლის?! ვაღიარებ, რომ ორიოდე თვე ადგილობრივი ხელისუფლება გვეხმარებოდა მედიკამენტების შეძენაში. თანხის რაღაც ნაწილი გადაიხადეს და სულ ეგ იყო. არადა, წამლები სულ გვჭირდება. მათ გარეშე აკაკის დედა ვერ იცოცხლებს! სხვა არაფრით დაგვხმარებიან. 

 არაერთხელ მივწერე მუნიციპალიტეტს, რომ სახურავის შესაკეთებლადჩვენთვის თანხა გამოეყოთ, მაგრამ მუდმივად უარს გვეუბნებიან. სამწუხაროდ... წვიმის დროს ოთახებში ყოფნა უბრალოდ აუტანელია. 

 - თქვენი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ? 

ნათია:მხოლოდ უფალში! ჩვენ მორწმუნეები ვართ. როგორც უკვე გითხარით, მეუღლის ძმები ბერები არიან - ბავშვებს ლოცვა ასწავლეს და ისინი თავისი სიტყვებით, მაგრამ მთელი გულით ლოცულობენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, უფალს ესმის მათი. სწორედ მან გამოგგზავნათ ჩემთან! 

 - მოდით, კარგზეც ვისაუბროთ. რაზე ოცნებობთ?

 ნათია: პირდაპირ გეტყვით, ჩემი ოცნება - სარეცხი მანქანაა! ვიღაცისთვის ეს სრული აბსურდი იქნება, მაგრამ მე მართლა მძინავს და სიზმარში, სახლში, ამ ხსნას ვხედავ. ძალიან მიჭირს ბიჭების ნივთების ხელით რეცხვა. თითებზე კანი სულ მთლად დამისკდა იმის გამო, რომ ხელები მუდამ წყალში მაქვს. თანაც, ჩემი ბიჭები ისეთი მოუსვენრები არიან - ეზოში დარბიან, ხშირად ჭუჭყიანდებიან... 

- ყველაზე მოუსვენარი ვინ გყავთ?

ყველა ბავშვმა თითი გიორგისკენ გაიშვირა. 

 გიორგი (6 წლის):მოიცა, მე რატომ? დეეე, მართლა მოუსვენარი ვარ? აბა, ნიკას და მიშას შეხედეთ... ფეხსაცმელი მთელი არც ერთს აქვს! გიჟებივით დასდევენ ბურთს! მომინდომეს ფეხბურთელობა! მორჩა, აღარ გეთამაშებით! 

 მიქაელი (11 წლის):ოჰ, ოჰ, როგორი ბუტიები ვართ! ნუ გეშინიათ, ცოტა ხანში მოვა და სიტყვის თქმასაც არ დაგვაცდის... 

 - კარგი, მოდით, ნიკათი დავიწყოთ! შენ შესახებ მოგვიყევი. 

 ნიკა (13 წლის): მე ეკლესიების ხატვა მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, ბიძაჩემმა... უფრო სწორედ, მამა ანტონმა... ისე ვამაყობ! ის ბერია და თან, ბიძაჩემი... ჰოდა, მოკლედ, მან ყინწვისში წამიყვანა და ტაძარი მანახა! ოჰ, ისეთი სილამაზე იყო! ამის შემდეგ, მარტო ტაძრებს ვხატავ, ჩემებურად! ახლა, სახატავი ქაღალდები არ მაქვს და კედლებზე გადავედი... დედ-მამამ ნება დამრთო. გინდათ, თქვენც დაგიხატავთ, ფანქრები და ფურცელი რომ მექნება? 

 რა თქმა უნდა, გვინდა! ეს ჩვენთვის და ჩვენი ფონდის მეგობრებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! საღებავებით ხატვა თუ შეგიძლია?

 ნიკა (13 წლის):ალბათ, შევძლებ! საღებავები არასდროს მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ! ძალიან ბევრ ლამაზ ტაძარს დაგიხატავთ! მერე გავიზრდები და ბიძაჩემივით - ან ბერი, ან მშენებელი გავხდები... ან, შეიძლება, ფეხბურთელი!

 რა მრავალფეროვანი ინტერესები გქონია! ფეხბურთს ვისთან ერთად თამაშობ ხოლმე?

 მიშა (11 წლის):მე მეთამაშება ხოლმე. ფეხბურთი მეც მიყვარს! მაგრამ მე და ის ყოველთვის სხვადასხვა გუნდში ვართ! მას რონალდო უყვარს, მე - მესი! მიდი და იცხოვრე ამისთანასთან! საკუთარი ძმა „მტრების“ გუნდშია! 

 - სწავლაზე რას იტყვით?

 მიშა (11 წლის): - სჯობს, ისევ ფეხბურთზე ვისაუბროთ. შეიძლება? ფეხბურთში ფრიადოსანი ვარ! ჩემს კლასელებს კომპიუტერი აქვთ და ხანდახან, მისი გამოყენების ნებას მრთავენ. მასში საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელების შესახებ წავიკითხე. იცით, რამდენი გვყავს? #ჩაკვეტაძე, #ანანიძე, #კაშია... ნელ-ნელა ვკითხულობ და ვეცნობი. არადა, ადრე მარტო რონალდოს შესახებ ვიცოდი!

 - შენც გინდა, კომპიუტერი რომ გქონდეს? 

 ნიკა (13 წლის): - ჩვენ ის უბრალოდ ძალიან გვჭირდება! ამაზე ვოცნებობთ! კარანტინის დროს ვერ ვსწავლობდი, რადგან სახლში ტელეფონი და კომპიუტერი არ გვაქვს. გაკვეთილების გამოტოვება მომიწია, მაგრამ არაუშავს. ჭკვიანი ვარ - სკოლა რომ დაიწყება, პროგრამას დავეწევი და გავასწრებ კიდეც. 

 - ეჭვიც არ მეპარება! გიო, ხომ აღარ გვიბრაზდები? შენ რაზე ოცნებობ?

 გიორგი (6 წლის): მე? მმმ... რაც მინდა, ყველაფერი შემიძლია ვთქვა? მაშინ, ტელეფონზე ვოცნებობ. ოღონდ ისეთზე არა, დედას როგორიც აქვს - ღილაკებიანი. ღილაკების გარეშე მინდა, მასზე თამაში რომ შემეძლოს. 

 - ფეხბურთის თამაში, შენი ძმებივით, შენც გიყვარს?

 გიორგი (6 წლის): - დიახ, ოღონდ მე ფეხბურთელობა არ მინდა! მე ძიუდოისტი გავხდები! დედა ამბობს, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე ძლიერები არიან! მინდა, მეც დიდი და ძლიერი ვიყო! და ჩემ შესახებ რომ გაიგებენ, იტყვიან: „გიო ისეთი ძლიერია, მინდა, მეც მისნაირი ვიყო!“

 - გაბრიელმა თუ იცის ლაპარაკი

ყველამ სიცილი დაიწყო.

 ნიკა (13 წლის): რას ამბობთ! პირი რომ გააღოს, ენას არ გააჩერებს. აჰა, ჩვენ გაგაფრთხილეთ!

 გაბრიელ, აბა, რას გვეტყვი

 გაბრიელი (3 წლის):შემიძლია, ლექსი მოგიყვეთ, ან გიმღეროთ... ან გითხრათ, ვინ მაბრაზებს. მკითხეთ, აბა, რა მინდა! 

 აბა, რა გინდა?

 გაბრიელი (3 წლის):ნაყინი ყველასთვის - იაკობის გარდა! დედასთვისაც და მამასთვისაც! და ყველა ბავშვისთვის! ჩემთვის კი - ორი ცალი! კიდევ, ბევრი სათამაშო მინდა! და ლამაზი ფეხსაცმელები! იცით, დედა ზღაპარს რომ მიყვება, ყველა გმირი ისეთი ძლიერია! მეც მინდა, ძლიერი რომ ვიყო და კიდევ მინდა, ნიკასავით, ხატვა ვიცოდე! და დაიკო მინდა! და კიდევ, მანქანის ფორმის საწოლი რომ მქონდეს! ნანახი მაქვს, ეგეთებიც არსებობს! და კიდევ... 

 ნიკა (13 წლის): აი, ხედავთ? ხომ გაგაფრთხილეთ?! ახლა აღარ გაჩუმდება... 

 - ნათია, არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთ! ბიჭებს დაიკო უნდათ. თქვენ? როგორ ფიქრობთ, მეტ შვილს მოერევით?

 ნათია: ყველაფერი უფლის ნებაა! გოგონა რომ გვეყოლოს, ბედნიერები ვიქნებით... იმედი მაქვს, ამ წყვდიადიდან თავის დაღწევას შევძლებთ და ჩემ შვილებს ნათელი მომავალი ექნებათ! 

 გაბრიელი (3 წლის):ორი გოგონა! მარიამი და ნინო! ორი! 

 - ნათია, გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

 ნათია:პირველ რიგში, ჩვენ საკვები გვჭირდება, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ბავშვები არ შიმშილობენ! ავეჯი და ტექნიკა ჩვენთვის ფუფუნებაა. ჩვენ არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხის მანქანა, არც კარადა! უფლის იმედით, ბეტონის ოთხ კედელში ვცხოვრობთ... პატარა იაკობს ძალიან სჭირდება საფენები და კარგი იქნება, ჰიგიენური საშუალებებით თუ დაგვეხმარებით. ვერაფრით გადაგიხდით, მაგრამ გპირდებით, თითოეული თქვენგანისთვის ვილოცებ! 

---

მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი ოჯახის ისტორია გაგაცანით... და გთხოვთ, ილოცოთ იმ წმინდანების მიმართ, ვის მიმართაც ყოველთვის ლოცულობთ - გაბრიელის, გიორგის, მიქაელის, ნიკოლოზის და იაკობის მიმართ! სთხოვეთ მათ ძალა და კეთილი გული ამ ბავშვების გადასარჩენად!

ჩიტაძეების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ელემენტარული ტექნიკა და ავეჯი. 5 პატარა ბიჭი სრულიად აუტანელ პირობებში იზრდება, მათმა მშობლებმა კი არ იციან, სად იშოვონ ფული უკეთესი ცხოვრებისთვის. ოჯახის მამა ფიზიკური შრომისგან განადგურებულია, მაგრამ ხუთი ვაჟის და ავადმყოფი მშობლების გამოსაკვებად ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, უფალმა ისინი ჩვენთან გამოგზავნა! 

დაურეკეთ ნათიას და მრავალშვილიანი დედა კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ. ტელ.: 598 176 379

ეწვიეთ ჩიტაჩეების ოჯახს და გაიგეთ მათი საშინელი პირობების შესახებ მისამართზე: ხაშური, სოფელი ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის №233

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ჩიტაძეების ოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ჩიტაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus )

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ნათიას და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: