დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა!

page info icon
2020 სექტემბერი 24
page info icon
2419
- დასახმარებლად ეძახის დედას მაკა (13 წლის). მისთვის გაუსაძლისია თავისი ერთი წლის ძმის, ნიკას ტანჯვის ყურება... ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორი თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს, მის დედას - ლელას (30 წლის) კი არანაირი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს და საკუთარი უძლურების გამო მზადაა, მოკვდეს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,020 ₾
( 147 დონორი )
დასრულებულია

- დასახმარებლად ეძახის დედას მაკა (13 წლის). მისთვის გაუსაძლისია თავისი ერთი წლის ძმის, ნიკას ტანჯვის ყურება... ბავშვი ნაადრევად დაიბადადაორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორი თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს,მის დედას - ლელას (30 წლის) კი არანაირი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს და საკუთარი უძლურების გამო მზადაა, მოკვდეს! 

 - ღმერთო, რისთვის იტანჯება ასე?! მე მომეცი მისი ყველა სენი! სჯობს მე, ოღონდ მას არა. ის ხომ ჯერ სულმთლად პაწაწინაა?! - გულამომჯდარი ტირის უბედური, მარტოხელა დედა, ლელა. 

 ლელა გულიშვილი, რომელიც მთელ სამყაროში სრულიად მარტოა, ზრდის ქალიშვილს - მაკას (13 წლის) და ვაჟს - ნიკას (1 წლის), რომელსაც ძალიან სჭირდება მკურნალობა, ქალს კი იმის საშუალებაც არ აქვს, ბავშვებს ნორმალურად აჭამოს. ისინი დაუსრულებლად ხეტიალობენ ნაქირავებ ბინებში, მუდმივად მშივრები არიან და არ გააჩნიათ არანაირი ხელსაყრელი პირობა. საბრალო ქალი ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდაც შვილები გამოკვებოს და უსახლკაროდ არ დატოვოს. 

 არავის, საერთოდ არავის აინტერესებს ამ ბავშვების ბედი! მათ შიათ და სცივათ, დაიღალნენ სხვების კუთხეში შეკუჭვით! 

 შეხედეთ პატარა ნიკას (1 წლის). ნუთუ, ის არ იმსახურებს ჯანმრთელობას?! არ იმსახურებს ნორმალურ, მაძღარ ცხოვრებას?!

 მაგრამ საქართველოში „თავისიანებს არ ტოვებენ“ და ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს ცნება „სხვისი ბავშვები“!

ლელა, მოგვიყევით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან?

ლელა: ყოველთვის არცთუ ისე ტკბილად ვცხოვრობდით, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გვექცა! ჩემი უმცროსი შვილი, ნიკა, ნაადრევად დაიბადა, უამრავი პრობლემით... მთელი ორი თვე რეანიმაციაში გაატარა! იცით, მე ყოველდღე მივდიოდი მის სანახავად და ყოველდღე მეშინოდა, რომ მეტყოდნენ, შენი შვილი აღარ არისო! 

მაგრამ ღვთის შეწევნით, ის გამოძვრა და უფრო მეტიც - მას სერიოზული პათოლოგიები არ აქვს. დიდება უფალს ყველაფრისთვის!

მაგრამ ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომლებსაც, მომავალში, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, თუკი ბავშვს ახლა არ დავეხმარებით... ამისთვის არცთუ ისე პატარა თანხებია საჭირო! მე და ჩემს შვილებს კი წყალსა და პურზე გაგვაქვს თავი... (სლუკუნებს)

კონკრეტულად, რა პრობლემები აქვს ნიკას?

ლელა:მას ორი თიაქარი აქვს - საზარდულის და ჭიპის. საწყალი, ისე იტანჯება... რომ ტირის, თიაქარი ებერება. ბუნებრივია, გეგმიური ოპერაციისთვის ფული არ გვაქვს, სახელმწიფო კი მხოლოდ სასწრაფოს აფინანსებს. 

გარდა ამისა, ექიმებმა მას ფიმოზის დიაგნოზი დაუსვეს. ნიკას სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. ეს ოპერაცია 60 ლარი ჯდება, მაგრამ ჩვენ ფული არ გვაქვს. მთავრობამ დაფინანსებაზე უარი გვითხრა და აღარ ვიცი, რა გავაკეთო! ის ძალიან ნერვიული და გაღიზიანებულია, ცუდად სძინავს. ექიმებმა ნეიროსონოსკოპიის ხელმეორედ გაკეთება გვირჩიეს, ნევროლოგიური პათოლოგიების გამოსარიცხად. ძალიან ცუდად ჭამს. უკვე ერთი წლისაა, მაგრამ სულ რაღაც 7 კილოგრამს იწონის. ამას გარდა, კარგად ვერ ჯდება და მას აუცილებლად სჭირდება მასაჟის კურსი. ჩვენთვის ეს ყველაფერი ზღაპრული თანხებია და აღარ ვიცი, როგორ დავეხმარო ჩემს პატარას. 

ჩემს უფროს გოგონას, მაკას (13 წლის) სასწრაფოდ ამოსაჭრელი აქვს გლანდები, სახელმწიფო კი ოპერაციის ღირებულების მხოლოდ ნახევარს აფინანსებს. სასოწარკვეთილი ვეძებ ნაკლულ თანხას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების ვადა ამოიწურება და ხელმეორედ, ჩემს განცხადებას აღარ მიიღებენ.

ლელა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? ბავშვებს მარტო ზრდით? 

ლელა:დიახ... მე ადრე გავთხოვდი, 17 წლის. ქმარმა მომიტაცა, მე კი სახლში დაბრუნების შემეშინდა. თვითონაც გესმით, ტრადიციები... ჩემზე 7 წლით უფროსია, ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით. თავიდან, ყველაფერი კარგად იყო. დიდ, მყარ ოჯახზე ვოცნებობდი, მაგრამ მალე ქმარს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. აგრესიული გახდა. მუდმივი, უსაფუძვლო ჩხუბი ვეღარ ავიტანე, ბავშვები წამოვიყვანე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, არსაით... მას მერე, ქმარი ერთხელაც კი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით.

ძმამ და რძალმა შემიკედლეს, მაგრამ დიდი ხნით არა. ისინი თავადაც სოციალურად დაუცველები არიან, ორ შვილს ზრდიან და თავი ძლივს გააქვთ. სამსახური ვიშოვე და ნაქირავებ ბინაში გადავედი. ქიმწმენდაშიც ვმუშაობდი, ღამის სმენაში, ბაზარშიც - გამყიდველად... როგორღაც გამქონდა თავი, ბავშვებთან ერთად. მე თვითონაც სუსტი ჯანმრთელობა მაქვს. რამდენიმე წლის წინ ორი ოპერაცია გადავიტანე - ხერხემლის თიაქარი და საკვერცხე ამომაჭრეს… 

მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან? 

ლელა:მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი დედა 11 წლის წინ დავკარგე. გული... მისი სიკვდილის შემდეგ მამა სულ მთლად დაუძლურდა, ძალიან ავადმყოფობს. გულმა დაარტყა და ახლა მხოლოდ ხელჯოხით შეუძლია მოძრაობა. მას თავად სჭირდება მოვლა... ამიტომ, საერთოდ არავის იმედი არ მაქვს. 

- როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? რა გეგმებს აწყობდით მეუღლესთან ერთად? 

ლელა: ჩვეულებრივი, მშვიდი ოჯახური ცხოვრება მინდოდა, ბავშვები... ქმარი მუშაობდა, მპირდებოდა, ყველაფერი კარგად გვექნებაო; მაგრამ, როგორც ხედავთ, არ გამოვიდა... გადავწყვიტე, რომ აჯობებდა,ბავშვები მამის გარეშე გაზრდილიყვნენ, ვიდრე ჩვენი გაუთავებელი ჩხუბისთვის ეცქირათ. 

- თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ლელა: ვისთვის აღარ მიმიმართავს! ყველა ინსტანციას ვწერდი, ვეხვეწებოდი! ჩემს პატარას უბრალოდ აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ყველგან, ყველაფერში უარი მითხრეს! დახმარებას ვითხოვდი საცხოვრებლის ქირის, სოციალური სასადილოს კვების საკითხებში, მაგრამ ყურადღებას არავინ, აბსოლუტურად არავინ გვაქცევს! ერთადერთი, რისი მიღწევაც შევძელი, ჩემი უფროსი ქალიშვილისთვის გლანდების ოპერაციის დაფინანსებაა, ისიც სანახევროდ; დანარჩენი ფული საიდან მოვიტანო? ეს ხომ უბრალოდ ზღაპრული თანხაა? თითქმის 400 ლარი! 

რისი გჯერათ, ლელა? რაში ხედავთ ხსნას? 

ლელა:მხოლოდ რწმენაში! იცით, რა რთულ ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მჯერა, რომ უფალი მოწყალეა, ის არასოდეს მიატოვებს თავის შვილს. აი, ახლაც, როდესაც იმედი თითქმის დავკარგე, უფალმა ჩვენს სახლში თქვენ გამოგგზავნათ! 

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

ლელა:რა თქმა უნდა, მჯერა! ჩვენი გასაჭირის შესახებ რომ იციან, მაკას კლასელები ჩემი ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სათამაშოებს აგროვებენ. ერთხელ, მორიგ ჯერზე რომ ვერ ვახერხებდით ბინის ქირის გადახდას, მცირეოდენი თანხაც კი შეგვიგროვეს! 

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში სწავლობენ? 

ლელა:უფროსი, მაკა (13 წლის) - ჩემი სიამაყე და იმედია. ის ძალიან ნიჭიერია, კარგად ხატავს და ლექსებსაც კი წერს. ძალიან უნდოდა ხატვის წრეზე სიარული, მაგრამ თანხის გადახდა ვერ შევძელი. პატარას მოვლაში ისე მეხმარება! აჭმევს კიდეც, აბანავებს კიდეც... ვაჟიც მყავს... ნუგზარი (11 წლის). მის შესახებ საუბარი ისე მიჭირს... სიღარიბით დაიღალა, უარი თქვა ჩვენთან ცხოვრებაზე და სოფელში წავიდა, ბებიასთან. რა იზამ?.. ბავშვს უფლება აქვს აირჩიოს, სად უფრო უკეთესია მისთვის. იმედია მაპატიებს, რომ ძალა არ შემწევს, მისთვის და მისი და-ძმისთვის ღირსეული არსებობა უზრუნველვყო. ხედავს უფალი, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია! ნიკუშა (1 წლის) ჯერ სულმთლად პაწაწინაა... ახლა მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რომ ჯანმრთელი, სრულფასოვანი ბავშვი გაიზარდოს... რა თქმა უნდა, ამისათვის ნორმალური კვებაც საჭიროა, მაგრამ ხორცი, ყველი, ბოსტნეული - ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა. 

აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

ლელა: ძირითადად,ვცდილობ, წვნიანები, ფაფები, მაკარონი გავუკეთო... მაღაზიიდან ვალად ვიღებ რძის პროდუქტებს, მაგრამ მათი შესანახი ადგილი არ მაქვს. აქ მაცივარიც კი არ არის. 

- საკუთარი საცხოვრებელი ფართი არ გაქვთ?

ლელა: რას ამბობთ?! ეს ჩვენთვის აუხდენელი ოცნებაა! მას შემდეგ, რაც ქმრისგან წამოვედი, იძულებულები ვართ, ნაქირავებ ბინებში ვიწანწალოთ. ბინის ქირის გადახდა დროულად რომ არ შემიძლია, ყოველთვის გვაძევებენ. ჩემი საბრალო გოგონა მუდმივად სკოლებს იცვლის. ერთ კლასთან მიჩვევას ვერ ასწრებს, რომ უკვე მეორეში უწევს გადასვლა. 

ადრე საშინელ ქოხმახში ვცხოვრობდით, ყოველგვარი პირობების გარეშე. იქ ისეთი ნესტი იყო, რომ ტანსაცმელი და სათამაშოებიც კი დალპა. ეს ბინა ბევრად უკეთესია. დიდი სივრცეა, ორი ოთახი და სამზარეულო, მაგრამ არანაირი ტექნიკა არ გვაქვს - არც ტელევიზორი, არც მაცივარი... არაფერი! პროდუქტების შესანახი ადგილიც კი არ გვაქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როდესაც ბავშვი გყავს, უამრავი სარეცხი გროვდება. ჩემი ხერხემლით კი, ხელით რეცხვა მეტად ძნელია.

რა არის თქვენი შემოსავალი? რა სახსრებით ცხოვრობთ?

ლელა: ნიკას დაბადებამდე, ვმუშაობდი და ყოველ შემთხვევაში, არ ვშიმშილობდით მაინც. ახლა კი, უფროს დასთან მას დიდხანს ვერ დავტოვებ - ის თავადაც ჯერ კიდევ ბავშვია. ხანდახან დამლაგებლად ვმუშაობ; ამას დამატებული სოციალური შემწეობა - 200 ლარი; კიდევ, 60 ლარის სასურსათო ტალონები ბავშვებისთვის. სულ ეს არის! მხოლოდ ბინის ქირას 300 ლარს ვიხდით, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებზე რომ არაფერი ვთქვათ. თავადაც გესმით, ეს თანხა თუნდაც ყველაზე ძირითადისთვისაც კი არ არის საკმარისი.

თუ შეიძლება, თქვენს გოგონასთანაც მინდა გასაუბრება. მაკა, ცოტა რამ შენზეც მოგვიყევი. როგორ სწავლობ? რა გიტაცებს? 

მაკა (13 წლის): ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო საგანი ისტორიაა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვსწავლობ; ოღონდ, როდესაც კარანტინი გამოაცხადეს, ფაქტობრივად მთელი სემესტრი გამოვტოვე. ძალიან ვცდილობდი, პროგრამას არ ჩამოვრჩენილიყავი, შეძლებისდაგვარად, სახლში ვმეცადინეობდი, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრების არანაირი საშუალება არ მქონდა. სკოლის „ბუქი“ დიდი ხნის წინ გაფუჭდა. დედაჩემის ტელეფონიც ძალიან ძველია... საერთოდ, ძალიან მინდა, მხატვარი ან ცნობილი მწერალი გავხდე. ძალიან მიყვარს ხატვა და ყველა ამბობს, რომ კარგადაც გამომდის. კიდევ, ლექსებს ვწერ. გინდათ, წაგაკითხოთ? იმედი მაქვს, მოგეწონებათ! 

- შენ ძალიან ნიჭიერი და შესანიშნავი გოგონა ხარ, მაკა! დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა და ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ! ჩვენი ფონდის თანამშრომლები შენი ლექსებით და ნახატებით აღფრთოვანებული დარჩებიან! საყვარელი წიგნი ან ფილმი თუ გაქვს? 

მაკა (13 წლის): ახლახან, სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე შერლოკ ჰოლმსის შესახებ. ძააალიან მომეწონა! საოცრად! ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ჩვენ ტელევიზორიც კი არ გვაქვს... 

- ბედნიერებისთვის რა გაკლია? ყველაზე მეტად, რის ქონას ისურვებდი? 

მაკა (13 წლის): რა თქმა უნდა, კომპიუტერის! სწავლა ძალიან მინდა! თანაც, ინტერნეტში იმდენი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება, ნებისმიერი წიგნის და ინფორმაციის, ფილმის და ვიდეოების. კიდევ... მინდა, ბინიდან ბინაში გადასვლა შევწყვიტოთ... დედა ამბობს, სულ პატარა ოთახი მაინც რომ გვქონდეს, ერთი საწოლით, მაგრამ ჩვენი... 

- საუკეთესო მეგობარი თუ გყავს?

მაკა (13 წლის): ჩვენ მუდმივად მოძრაობაში ვართ, ამიტომ ვერავისთან დამეგობრებას ვერ ვასწრებ; მაგრამ ძალიან დავუახლოვდი ჩემს ყოფილ კლასელს, მარიამს. ის ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოა. საერთოდ კი, ჩემი საუკეთესო მეგობარი - დედაა. მე მას ყველაფერს ვუყვები. ის ყველაზე კეთილია მსოფლიოში! მას ყოველთვის ესმის ჩემი. 

- შენს პატარა ძმას თუ უვლი?

მაკა (13 წლის): დიახ, რა თქმა უნდა! ის ისეთი საყვარელია! როდესაც არაფერი სტკივა, დამჯერი და მხიარულია, მაგრამ როდესაც ტირილს და ჭირვეულობას იწყებს, მაშინვე ვხვდები, რომ ისევ მუცელი ასტკივდა. 

- მაკა, რას უსურვებდი მთელი საქართველოს ბავშვებს?

მაკა (13 წლის): მინდა, მათ ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო! რომ ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყვნენ და არასოდეს იცოდნენ, რა არის გაჭირვება! ოცნებები ხომ ხდება? მთავარია გჯეროდეს! 

- მაკა, ყველა შენი ოცნება აუცილებლად ასრულდება! ჩვენ კი შევეცდებით, დაგეხმაროთ ამაში. 

ლელა, თქვენი აზრით, პირველ რიგში, ყველაზე მეტად სახლში რა გჭირდებათ?

ლელა: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გვჭირდება... რომ არა ჩემი შვილის დაავადებები და უკიდურესი საჭიროება, მე თქვენ არასოდეს შეგაწუხებდით. ამ წუთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარება ნიკასთვის, ქირურგიული ჩარევა, ნეიროსონოსკოპია და მასაჟი. ეს ყველაფერი, ჯამში, დაახლოებით 1000 ლარი ჯდება. 

ჩემს შვილებს მუდმივად აკლიათ კვება, მე კი არც საჭმლის ფული მაქვს, არც საფენების... სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი - ეს ყველაფერი ოცნების ზღვარია. ჩემს ქალიშვილს კი, სწავლისთვის, ძალიან სჭირდება კომპიუტერი. ის ნიჭიერი გოგონაა, მას არანაირ შემთხვევაში არ უნდა წაერთვას სწავლის შესაძლებლობა... 

ყველა მათგანი გაგვიხარდება, ვინც ჩვენს მონახულებას გადაწყვეტს. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, სრულიად მარტონი ვართ?! შესაძლოა, თქვენი ფონდის კეთილმა მეგობრებმა ჩვენი გაცნობა მოისურვონ. 

- ლელა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ლელა: დღედაღამ მხოლოდ ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე ვლოცულობ. ცხოვრებაში მე სხვა არაფერი მინდა! მინდა, რომ ისინი ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, თავს ზემოთ ჭერი ჰქონდეთ, არ შიმშილობდნენ და მარტო მაკარონით და წიწიბურათი არ გაჰქონდეთ თავები! 

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

ლელა: ყველა ამბობს, რომ თქვენ ხალხს ნამდვილად ეხმარებით. ამან გულში იმედი ჩამისახა... თქვენს ფეისბუქ გვერდს გადავხედე. თქვენ იმდენი ადამიანი გააბედნიერეთ! თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ და უფალი აუცილებლად დაგლოცავთ თქვენც და ფონდის ყველა მეგობარსაც!

----------- 

ლელა გულიშვილს და მის შვილებს ძალიან სჭირდებათ თანამემამულეთა დახმარება - ჩვენი და თქვენი დახმარება, მეგობრებო! ნიკუშა (1 წლის) და მაკა (13 წლის) მამის გარეშე იზრდებიან, საბრალო დედას კი ძალა არ შესწევს, მათთვის ღირსეული არსებობა უზრუნველჰყოს!

პატარა ნიკა (1 წლის) მწვავედ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. დედას - ლელას ბავშვის მკურნალობის სახსრები არ აქვს, მისთვის კი სახელმწიფო ორგანოების ყველა კარი დაკეტილია. 

ბავშვები მუდმივად უჭმელები არიან და მათ მოკლებული აქვთ უდარდელი ბავშვობის ყველა ბედნიერება. ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: ნიკას მკურნალობაში, საკვები პროდუქტებით, საფენებით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ტელევიზორით, მაკასთვის - კომპიუტერით, რომლის გარეშე სწავლაც მას უბრალოდ არ შეუძლია! 

განა შეგვიძლია, ამ უბედურებას გვერდი ავუაროთ? ჩვენ ხომ გაჭირვებულთა დახმარებით უფალს ვუხსნით გულებს და ვუახლოვდებით მას?!

დაურეკეთ ლელას, გაამხნევეთ იგი და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.:557 477137  ლელა გულიშვილი

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გლდანის მე-2 მკრ/რ-ნი, კორპ. 29, ბ. 44 

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ გულიშვილების ოჯახისა და მათი პრობლემების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ლელა გულიშვილი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ლელა გულიშვილს და მის შვილებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: