„დედა“ - ეს სიტყვა მხოლოდ ლამაზ სიზმრებში მესმის... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დედა“ - ეს სიტყვა მხოლოდ ლამაზ სიზმრებში მესმის...

page info icon
2020 სექტემბერი 28
„ეს ჩემი ოცნების ზღვარია!“ - ქვითინებს უბედური დედა, ნათია (40 წლის); მის ერთადერთ ვაჟს, საბას (10 წლის) ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს... იგი დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს - ვერც ჭამს, ვერც სვავს, ვერც საუბრობს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,298 ₾
( 169 დონორი )
დასრულებულია

„ეს ჩემი ოცნების ზღვარია!“ - ქვითინებს უბედური დედა, ნათია (40 წლის); მის ერთადერთ ვაჟს, საბას (10 წლის) ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს... იგი დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს - ვერც ჭამს, ვერც სვავს, ვერც საუბრობს!

 „გი-გი-გი-გი...“ - ბედნიერი ყიჟინით შეგვეგება მშვენიერი საბა (10 წლის); თითქოს მიხვდა, რომ მის დასახმარებლად მივედით! 

ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა - აი, „განაჩენი“, რომელიც ექიმებმა 10 წლის წინ გააჟღერეს!..მაგრამ ნათია არ ნებდება და მზადაა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლოს შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. 

მეუღლის, ირაკლის (41 წლის) მხარდამხარ, ის თავს არ იშურებს და ისინი ერთად იბრძვიან საყვარელი შვილის ჯანმრთელობისთვის. ისინი არ კარგავენ იმედს, რომ მათი ვაჟი ფეხზე დადგება და ერთ სიტყვას მაინც იტყვის. 

 ღმერთო, შენ დაიფარე ყველა ბავშვი ამ ქვეყანაზე! თითოეული პატარა იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას და ნათელ მომავალს! ჩვენ კი, - თქვენთან ერთად, მეგობრებო, - შეძლებისდაგვარად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ გარშემო ბავშვები არ იტანჯებოდნენ! ქართველებსხომ თანაგრძნობა და ახლობლის დახმარება შეუძლიათ ისე, როგორც არავის სხვას?!

 - ნათია, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა დაავადება აქვს თქვენს ვაჟს?

ნათია: ჩემი საბრალო ბიჭი... დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ის ვერასოდეს შეძლებს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას... მას დამოუკიდებლად საერთოდ არაფრის კეთება შეუძლია... არც ჭამა, არც დალევა, არც, მით უმეტეს, სიარული, ან საუბარი! ამ 10 წლის მანძილზე, „გი-გი-გი“-ს გარდა,მისგან ერთი სიტყვაც კი არ მსმენია. ამ სიტყვებით მიმართავს ყველას, ვისთანაც საუბარი სურს... ასე გამოხატავს ემოციებს... 1 წლისა და 1 თვის ასაკში საბას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. 

- ანუ, საბა დაბადებიდან არ ავადმყოფობს?

ნათია: მე და მეუღლე სრულიად ჯანმრთელ შვილს ველოდით, მაგრამ Რაღაც არასწორად წავიდა... ჩემი ბიჭი რომ დაიბადა, ტირილი ვერ შეძლო, მეორე დილას კი ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა მენინგიტზე დაიწყეს საუბარი. მას ხერხემლიდან სითხე ამოუღეს, რის შემდეგაც დამბლა განუვითარდა. ვერ ავღწერ, რა ხდებოდა იმ დროს ჩემ თავს!.. მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი, ოღონდაც ეს ყველაფერი არ დამენახა და არ გამეგო!

 ვერც კი მოვთვლი, რამდენ ექიმთან ვიყავით. მყესების ოპერაციის გაკეთება მოგვიწია, რადგან საბას მხოლოდ თითის წვერებზე შეეძლო დგომა. ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ სიარული მაინც ვერ ისწავლა. ჩვენ მუდმივად ვვარჯიშობთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სხვადასხვა სპეციალისტებთან, მაგრამ იქ კვირაში მხოლოდ 3-ჯერ დავდივართ და არა 5-ჯერ, როგორც წესია. ისინი ტრანსპორტს მხოლოდ სამი დღით უზრუნველყოფენ, ჩვენ კი იქამდე ტაქსით სიარულის ფული არ გვაქვს. 

რას ამბობენ ექიმები? რამდენად არის შესაძლებელი ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება?

ნათია: სრულ გამოჯანმრთელებაზე არც კი ვოცნებობთ, მაგრამ... ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს! სარეაბილიტაციო ცენტრში საბასთან ლოგოპედი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი მუშაობს... ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გარკვეული შედეგების მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია. სახლში მასთან ერთად მეც ვმუშაობ - ვთამაშობთ, გიჟდება, რომ ვუმღერი... სახეზე მაშინვე ნეტარი ღიმილი ეფინება ხოლმე... 

ნათია, რა არის ყველაზე რთული ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში? 

ნათია: ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით, როდესაც საკმარისი ფინანსები არ გაქვს... ხელფეხშეკრული ხარ! სპეციალისტების სახლში მოწვევაც მინდა, მაგრამ ფასები არაამქვეყნიურია. გზის ფულიც კი არ მაქვს, რომ ბავშვი გაკვეთილებზე ვატარო, ცენტრში. 

ვოცნებობ, ცოტათი მაინც ალაპარაკდეს, თუნდაც რამდენიმე სიტყვა თქვას, დედას და მამას დაუძახოს!.. მინდა, ხატვა ისწავლოს, თუნდაც უბრალო ხაზების გავლება... შეეძლოს ჭამა, საკვების დამოუკიდებლად დაღეჭვა და გადაყლაპვა... ხანდახან მესიზმრება კიდეც... როგორ მეძახის - „დედა!“ (სლუკუნებს).

- რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ნათია:მინდა, ყველას მოთმინება და უდიდესი ნებისყოფა ვუსურვო! თითოეული დედა, თავისთავად, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს თავისი შვილის კეთილდღეობისთვის. თუკი უფალმა ინება, რომ ჩვენ ეს ჯვარი გვეტარებინა, მაშინ ის აუცილებლად მოგვცემს ამის ძალასაც! 

- ნათია, როგორ ეკიდება ამ მდგომარეობას თქვენი მეუღლე? ისიც თქვენსავით მომთმენია? როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შექმენით ოჯახი?

ნათია: ოოო, ის მე მხარში ისე მიდგას! არც კი ვიცი, მისი დახმარების გარეშე როგორ გავართმევდი თავს! როდესაც არ მუშაობს, ის შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს - ეთამაშება, შეძლებისდაგვარად ართობს. ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით და მალევე დავქორწინდით. მეგონა, მას ათასი წელი ვიცნობდი! ირაკლი ძალიან კეთილი, გულისხმიერი, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია. ჩვენი ქორწინების დღე ყველაზე ლამაზი დღეა ჩემ ცხოვრებაში! მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რისი გავლა მოგვიწევდა!

წლისა და 2 თვის შემდეგ, ჩვენ საბა გვეყოლა... 

- როგორი წარმოგედგინათ მაშინ თქვენი მომავალი?

ნათია: რომ გავთხოვდი, მე 26 წლის ვიყავი, ირაკლი - 28. ისეთი ფერადი სურათები მეხატებოდა თვალწინ... ირაკლიმ საოცარი სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინა და ზუსტად ვიცოდი, რომ ის არაჩვეულებრივი მამა გახდებოდა. იმ დროს წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამხელა გამოცდა მელოდა წინ... 

არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები? 

ნათია:ჩვენი მშობლები უკვე იმ ასაკში არიან, რომ თავად სჭირდებათ დახმარება. ადრე დედ-მამა ბოსტნეულს, ხილს, ფქვილს გვიგზავნიდა სოფლიდან, ახლა, ესეც არ შეუძლიათ. დედა გულით ავადმყოფია, მუდმივად სჭირდება წამლები და მთელი პენსია ამაზე იხარჯება. ჩემი დებიც სოფლებში ცხოვრობენ, ოჯახებთან ერთად. მათაც პატარა ბავშვები ჰყავთ, სოფელში ცხოვრება კი, თავადაც იცით, მძიმეა... უმუშევრობა... საკუთარი თავები ჰყავთ გამოსაკვები. 

- დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნათია: მთავრობა საბას სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას გვიფინანსებს და როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს - შემწეობას გვიხდის... მეტის თხოვნას ვერც კი გავბედავ, მაგრამ როგორმე ხომ უნდა ვიარსებოთ? თავი ძლივს გაგვაქვს. ადრე, მერიამ დამხმარე ეტლი მოგვაწოდა, მაგრამ ბავშვი მალე იზრდება. 4 თვეში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროში შემაქვს განაცხადი და წამლების შესაძენად 100 ლარს გვაძლევენ. 

რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

ნათია:მეუღლე გეპეიში დაცვად მუშაობს და ხელფასი 150 ლარი აქვს. ამას დამატებული ბავშვის პენსია - 220 ლარი და სოციალური დახმარება - 100 ლარი. ჯამში - 470 ლარი, თვეში. ეს რაზე უნდა გვეყოს, როდესაც ოჯახში ავადმყოფი ბავშვია? მას საფენები, წამლები, ელემენტარულად - სრულყოფილი კვება სჭირდება! ჩემი ქმარი სიხარულით იმუშავებდა, მაგრამ სად? პანდემიამდე, კიდევ შეიძლებოდა, რაღაც საქმე მაინც გეშოვა, ახლა კი, ისინიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, ვისაც სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. 

საბა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, წელიწადში ორჯერ სახელმწიფოსგან 400 ლარს იღებს. ეს თანხა მთლიანად ბავშვის წამლებსა და სხვა საჭიროებებზე იხარჯება. 

- რას აჭმევთ საბას? რა უყვარს? 

ნათია: რადგან მას ღეჭვა არ შეუძლია, ყველაფრის ხელით დაქუცმაცება მიწევს. ფაფა, იოგურტი, ხილი, ორცხობილა, ბორში, წვნიანი... რა თქმა უნდა, სასურველია, მის რაციონში ხორცის კერძებიც შედიოდეს, მეტი რძის პროდუქტი, ხილის მრავალსახეობა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. მას ვაშლი უყვარს, მსხალი - არა. სხვა ხილი არც კი გაუსინჯავს - ძვირია. 

რა არის მისი საყვარელი საქმიანობა? 

ნათია:ძალიან უყვარს სიმღერა. მე მას ხშირად ვუმღერი ძილის წინ, დღისითაც. საბა რომ ტიროდა, სიმღერით ვამშვიდებდი ხოლმე. მუსიკალური გადაცემები და მულტფილმებიც უყვარს. ჩვენ სულ ერთად ვართ - სახლშიც, სარეაბილიტაციო ცენტრშიც, მაღაზიაშიც. ხშირად ვუკითხავ ზღაპრებს, ლექსებს. მაგალითად, როდესაც ლექსებს ვკითხულობ, ის ყურადღებით მისმენს და ცდილობს, ბგერები გაიმეოროს... როგორც წესი, საბა ყველა თავის ემოციას ხმებით გამოხატავს. მაშინვე ხვდები, უხარია თუ რამე სტკივა... სათამაშო ცოტა გვაქვს. მაგალითად, გვაქვს ფერადი კუბები. მან თამაში არ იცის მაგრამ მოსწონს, როდესაც თვალწინ უდევს - უყურებს მათ და ეღიმება. 

- რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას? 

ნათია: მე და ჩემი მეუღლე ძალიან მორწმუნე ადამიანები ვართ. მართალია, მე მთელ დღეს შვილთან ერთად ვატარებ და ტაძარში სიარული ყოველთვის არ შემიძლია, მაგრამ სახლში მუდმივად ვლოცულობ. ირაკლი ცდილობს, მეტი სიხშირით იაროს ეკლესიაში, დაანთოს სანთელი და ჩვენი ბიჭის გამოჯანმრთელებისთვის ილოცოს...

ნათია, უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

ნათია:დიახ, ნამდვილად არსებობენ თანამგრძნობი ადამიანები, რომლებსაც სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვთ, მაგრამ ახლა ძალიან რთული დრო დადგა, ყველას უჭირს. დახმარებისთვის ვის მივმართოთ? არ შემიძლია, მერიდება!... დღეს ყველას საკუთარი პრობლემები და სირთულეები აქვს...

აი, მაგალითად, ამ ზამთარს, ჩვენმა მეზობელმა შეამჩნია, რომ ტელევიზორი არ გვქონდა და თავისი მოგვცა - შავ-თეთრი, ძველი, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობს? სამწუხაროდ, ეგეც მალე გაფუჭდა. საბას რაღაც გასართობი მაინც ჰქონდა...

- ნათია, ეს სახლი თქვენს ოჯახს ეკუთვნის? 

ნათია: ამას თუ სახლს ვუწოდებთ, კი. დაბალი პირველი სართული. თავადაც გესმით, აქ სულ ნესტი და აშმორებული ჰაერია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ქირას, ეს სჯობს. როდესაც ჩემს ბიჭს ოპერაცია და სხვადასხვა სპეციალისტების დახმარება დასჭირდა, ბინის გაყიდვა მოგვიწია, ვალების გადასახდელად. სულ ესაა, რისი ყიდვაც დარჩენილი თანხით შევძელით. 

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? 

ნათია: მხოლოდ ჩემი ვაჟის ჯანმრთელობაზე ვოცნებობ! თუნდაც, შედარებით! იმედი მაქვს, რომ სპეციალისტები დაგვეხმარებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში და მას როგორმე მაინც მოარგებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ოღონდ, თუნდაც ერთი სიტყვის თქმა, ხელში კოვზის ჭერა, რამენაირად გადაადგილება ისწავლოს! მას ჩემი და ჩემი ქმრის გარდა არავინ ჰყავს, მუდმივი მოვლა სჭირდება. ჩვენ ხომ მარადიულები არ ვართ?! იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რა მოუვა, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით! 

- თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნათია: ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... მაგრამ თანადგომა მართლა ძალიან გვჭირდება. მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი წამლებსა და პროდუქტებზე იხარჯება... ჩვენს ავადმყოფ ვაჟს კი იმდენი რამ სჭირდება: პამპერსები, წამლები, ნორმალური კვება! მას საგანგებო დანიშნულების სკამი სჭირდება ხერხემლის დასაფიქსირებლად, ჩვენ კი მისი შეძენის არანაირი საშუალება არ გვაქვს. მისი დატოვება წუთითაც კი არ შემიძლია, ამიტომ საშინაო საქმეების ღამით კეთება მიწევს. ჩვენ მაცივარიც კი არ გვაქვს! ბავშვისთვის საჭმლის დაქუცმაცება დღეში რამდენჯერმე მიწევს, ამიტომ ძალიან გამიხარდება ბლენდერი, ასევე, ტელევიზორი ან პლანშეტი საბასთვის, რომ მან მულტფილმების და მუსიკალური გადაცემების ყურება შეძლოს, იმიტომ რომ ეს მას არა მხოლოდ გაართობს, არამედ მის გონებრივ განვითარებასაც შეუწყობს ხელს! 

- რატომ გადაწყვიტეთ, მაინცდამაინც ჩვენთვის მოგემართათ?

ნათია: მეზობელმა მირჩია, ამიხსნა, რომ თქვენ ნამდვილად ეხმარებით ადამიანებს. გარშემო ამბობენ, რომ ჩერნოვეცკის ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. ჩემს მთელ იმედებს მათ წყალობაზე ვამყარებ! თქვენ უკვე იმდენი გააბედნიერეთ! დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე ჩემს საბრალო ბიჭსაც უთანაგრძნობს! ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი კეთილი საქმეებისთვის! 

-----------

მეგობრებო, ამ მშვენიერ ოჯახს ნამდვილად ესაჭიროება ჩვენი და თქვენი მხარდაჭერა. იყო „განსაკუთრებული“ ბავშვის მშობელი - ეს ხომ ისედაც რთულია?! მაგრამ ტვირთი აუტანელი ხდება, როდესაც ამ ყველაფერს მატერიალური სირთულეები და მოუწესრიგებელიყოფაცხოვრებაემატება.

 საბრალო მშობლები, ნათია და ირაკლი, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ დამოუკიდებლად შვილის ფეხზე დაყენება მათ უბრალოდ არ შეუძლიათ; მაგრამ ჩვენ, კეთილი ქრისტიანები, გასაჭირში მათ მარტო ხომ არ დავტოვებთ?

პატარა საბა (10 წლის) ძლიერ იტანჯება. იგი საერთოდ არ არის ცხოვრებას მორგებული. გადასარჩენად, მას მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება, წამლები, პამპერსები, ნორმალური კვება. მისი საბრალო დედა კი, ვაჟის ავადმყოფობის გარდა, იძულებულია, მთელი საშინაო საქმეები ხელით აკეთოს. მათ სურსათის შესანახი ადგილიც კი არ აქვთ! ოჯახს აუცილებლად სჭირდება მაცივარი, ტელევიზორი, ბლენდერი, პატარა საბა კი უზომოდ ბედნიერი იქნება, პლანშეტი რომ ჰქონდეს. 

შეგიძლიათ, დაურეკოთ ნათიას და გაამხნეოთ იგი კეთილი სიტყვებით! თქვენ მას ძალიან გაახარებთ! მისი ტელეფონის ნომერია: 597- 09- 63 -79.

მამულაშვილების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე:თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ყირიმის ქ. №11, I სართული.

 და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულებამამულაშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მამულაშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270

მსგავსი პროექტები: