დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი?

page info icon
2020 სექტემბერი 30
- საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? - დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის). პატარა დენისი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც - ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას - მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები - ეს ყველაფერი ძვირი ჯდება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,200 ₾
( 108 დონორი )
დასრულებულია
- საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? -  დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის).

პატარა დენიზი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც -  ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას - მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები - ეს ყველაფერი  ძვირი ჯდება! 

         - ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის ვიბრძოლო! - ცხარე ცრემლებით ტირის საბრალო, მარტოხელა დედა, მარიკა (22 წლის). - მადლობა ღმერთს, დედამთილი მაინც მყავს გვერდით, თორემ არც კი ვიცი, როგორ გავართმევდი თავს... პატარა ანგელოზების - ლილესა (3 წლის) და დენიზის (1,3 წლის) ბებია - მერი (43 წლის) შეძლებისდაგვარად ცდილობს, რძალს გვერდში დაუდგეს, მაგრამ არც მან იცის, სად იშოვოს საყვარელი შვილიშვილის სამკურნალოდ საჭირო ზღაპრული თანხები. 

         მეგობრებო, ჩვენი მზიანი საქართველო მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანების სამშობლოა, რომლებიც ახლობელს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ და ყოველთვის გაუხსნიან გულს თანაგრძნობას. 

დღეს, პატარა დენიზს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და დარწმუნებულები ვართ, მისი ლამის სასოწარკვეთილი ოჯახი სწორედ უფალმა მოიყვანა ჩვენ ფონდში. 

     - მარიკა, დაწვრილებით მოგვიყევით, რა დაავადება აქვს თქვენს შვილს?

მარიკა: ჯერ კიდევ ორსულობის დროს, ექიმებმა შემატყობინეს, რომ ნაყოფმა ზრდა და განვითარება შეწყვიტა... ჩემი დენიზი სულ მთლად პაწაწინა  დაიბადა, კნუტივით - 2,600კგ. საშინელი სეფსისით... მთელი 25 დღე რეანიმაციაში გავატარეთ... მეგონა, გავგიჟდებოდი! მაგრამ უფალი მოწყალეა! ჩემი პატარა გამოწერეს და გამომშვიდობებისას, გვითხრეს, რომ 3 თვეში აუცილებლად უნდა გადაგვეღო თავის ტვინის სურათი. გადავიღეთ კიდეც... ვიცოდი, რომ სისხლჩაქცევები და ტვინის პარკუჭებში ჭარბი რაოდენობის სითხე ჰქონდა, მაგრამ არ მეგონა, პრობლემები ასეთი სერიოზული თუ აღმოჩნდებოდა. სურათი გადავიღეთ და დავადგინეთ, რომ ჩემი ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილია და გაურკვეველია, საერთოდ შეიძლება თუ არა მისი დახმარება. ახლა ის 1 წლის და 3 თვისაა. მას არც სიარული შეუძლია, არც ჯდომა, არც საუბარი, არც ხელში კოვზის ჭერა. საბრალო, მხოლოდ ტირის... 

- როგორია პროგნოზი და რის გაკეთება შეიძლება პატარას დასახმარებლად?

მარიკა: ჯერჯერობით, მკურნალობა გამორიცხულია. ახლახან, სახელმწიფომ დენიზის სამკურნალო მასაჟები დააფინანსა, მაგრამ სხვა მხრივ, ექიმებს „შეხების“ ეშინიათ. ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ერთი პრობლემის მკურნალობისას, მნიშვნელოვანია, მას სხვა მხრივ არ ვავნოთ. 

ჩვენ მუდმივად ვიტარებთ კვლევებს. სამ თვეში ერთხელ აუცილებელია თავის ტვინის სურათის გადაღება, მუდმივად ვაბარებთ ანალიზებს... ეს ყველაფერი ზღაპრული თანხები ჯდება და ყოველ ჯერზე, სულ უფრო და უფრო მიჭირს გადახდა. უკვე ყველასგან ვისესხეთ, ვისგანაც შეიძლებოდა. ახლა,  ჩემი შვილისთვის გარკვეული რაოდენობის ანალიზების ჩატარებაა საჭირო, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 300 ლარია. საიდან მოვიტანო? მეუღლე მაინც რომ მყავდეს გვერდით... 

- რა მოხდა, მარიკა? რა მიზეზით არ არის თქვენი მეუღლე თქვენ გვერდით?
 
მარიკა: ეს სამწუხარო ამბავია და ამაზე საუბარი არ მსურს... საშინელ გარემოებათა დამთხვევით, იგი ციხეში აღმოჩნდა. მე ფული არ მქონდა, რომ მისთვის ნორმალური იურისტი ამეყვანა. ზუსტად ვიცი, ის დამნაშავე არ არის და ამას არ იმსახურებს. ისეთი შრომისმოყვარე მყავს! ისეთი მზრუნველი მამაა!
 
- თუ საიდუმლო არ არის, ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიკა: მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი მეუღლე კი საზღვარგარეთ მუშაობდა - ჯერ ესპანეთში, შემდეგ ანტალიაში. ზოგადად, ძალიან მშრომელია. ყველაფერი, რასაც ჩვენს სახლში ხედავთ, მან გამოიმუშავა მძიმე შრომით! ისეთი მყავს: „ყველაფერი - სახლში!“. მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ არც გვიჭირდა. ბავშვებისთვის საჭმელი და ჩასაცმელი ყოველთვის გვქონდა.  ერთმანეთი „ადნაკლასნიკებში“ გავიცანით (იცინის). დიდხანს ვწერდით ერთმანეთს, მერე - შევხვდით. არაჩვეულებრივ საჩუქრებს და სიურპრიზებს მიკეთებდა. ჩვენი ქორწინების დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში! ახლა კი, მარტო დავრჩი, ავადმყოფი შვილით ხელში და შესაძლოა იგი მთელი 5 წელი ვეღარ ვნახო. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ მოვახერხებ ჩვენი შვილების მარტო აღზრდას. 

- ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის? 

მარიკა: ჩემ შემთხვევაში, ყველაზე რთული გაურკვევლობაა. არ ვიცი, რას ველოდო. საერთოდ, არის თუ არა შესაძლებელი ჩემი შვილის ფეხზე დაყენება და გახდება თუ არა იგი ოდესმე სრულფასოვანი ბავშვი? ასევე, მუდმივი შიში... შიში, რომ ფინანსურად თავს ვერ გავართმევთ და ვერ შევძლებთ ჩემი ბიჭის დახმარებას... 

- რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

მარიკა: სიმტკიცე შეინარჩუნეთ და ნუ დაკარგავთ სულიერებას, რადგან წინ რთული ბრძოლა გველის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, მათთვის ძლიერები ვიყოთ!

- ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?

მარიკა: იცით, სიმდიდრეზე არასოდეს მიოცნებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის მინდოდა - მშვიდი, ოჯახური ცხოვრებაა, რომ ჩემს შვილებს არაფერი აკლდეთ, დანაყრებულები და ჩაცმულები იყვნენ. ასეც იყო! ჩემს მეუღლეს ჩვენი უზრუნველყოფა, ასე თუ ისე, შეეძლო. შემდეგ კი, რაღაცნაირად, ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს... ბავშვის ავადმყოფობა, ყველა ეს საშინელება... თავს ვიმაგრებ, რადგან ვიცი, რომ ჩემს შვილებს ვჭირდები. 

- არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები? 

მარიკა: ჩემი მშობლები ქობულეთში ცხოვრობენ და ერთადერთი, რითიც დახმარება შეუძლიათ, ნატურალური, ძროხის რძეა - ბავშვებისთვის. სხვა მხრივ, ისინი თავადაც სოციალურად დაუცველები არიან და დახმარებას საჭიროებენ. 

ჩვენ ჩემს დედამთილთან ვცხოვრობთ. იგი საოცარი ქალია. მე და დენიზი სულ ექიმებთან დავდივართ, ის კი ჩემს უფროს გოგონასთან რჩება. ჩემი ლილე ძალიან ჭირვეული და თავისებური ბავშვია. ადრე, ჩემი დედამთილი ჩაის კრეფდა პლანტაციებზე და ასე შოულობდა ცოტაოდენ ფულს, რაც ძალიან რთულია; მაგრამ ახლა, პანდემიის გამო, ესეც აღარ არის. მამამთილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ზოგჯერ, ნათესავები კარტოფილს და ხილს გვიგზავნიან სოფლიდან. თავადაც გესმით, იქ უმუშევრობაა და ცხოვრება ძალიან რთულია. სულ ესაა, რისი გაკეთებაც ჩვენთვის შეუძლიათ, მაგრამ არ ვწუწუნებ. უბრალოდ, ჩემს ბიჭს დიდი თანხები სჭირდება გამოკვლევებისთვის, ფული კი არ გვაქვს და მინდა, მოვკვდე, რადგან მისი დახმარება არ შემიძლია...
  
- ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

მარიკა: მე მარტო იმას ვაკეთებ, რომ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში დავდივარ და განცხადებებს ვწერ. ბავშვს ბევრი რამ სჭირდება: საკვები, საფენები, წამლები, გამოკვლევები, ანალიზები... მე ხომ უფროსი გოგონა მყავს და მასაც სჭირდება კვება, ჩაცმა...

ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არ მეხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დახმარება ცოტაა. ჩვენ ნაწილობრივ დაგვიფინანსეს MRT, მასაჟის კურსი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის... ანალიზებს საერთოდ არ აფინანსებენ, ჩვენ კი გენეტიკური ანალიზი გვაქვს გასაგზავნი ამერიკაში. 2000 ევრო იმისთვის, რომ პასუხი 2 თვეში მივიღოთ. უფასოდ გაკეთების შემთხვევაში პასუხი 1,6 წელიწადში მოგვივა, არადა, ჩვენთვის ყოველი წამი ძვირფასია!

- რაში ხედავთ ხსნას? 

მარიკა: სახლში სულ ვლოცულობ. ჩვენ ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ, ჩემი ქმარიც, დედამთილიც... სხვაგვარად, როგორ? ზეციური ძალების და სასწაულის თუ არ გჯერა, როგორ უნდა გაუმკლავდე ყველა იმ განსაცდელს, რასაც ბედი გვიგზავნის?

- უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

მარიკა: რა თქმა უნდა, მჯერა! თვალებით ყოველთვის ხვდები, როგორია ადამიანი - კეთილი თუ ბოროტი, თანაგიგრძნობს თუ არა... მახსოვს, როდესაც მაღაზიაში ვმუშაობდი, გამყიდველად, ერთი სრულიად უცნობი ქალი ჩემდამი იმდენად კარგად განეწყო, რომ ყელსახვევი მოიტანა და მაჩუქა. ისე მესიამოვნა! ყურადღება და ადამიანური სითბო - ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში!

- მარიკა, ამ შენობაში როგორ აღმოჩნდით? 

მარიკა: ეს ოთახები, თვითნებურად, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დაიკავეს. ჩვენ აქ 6 წლის წინ დავსახლდით. ახლობელმა გვითხრა, ერთი თავისუფალი ოთახი არისო. ძალიან ვიწროდ ვართ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს. ისიც, მუდმივად იმის შიშში ვართ, რომ გაგვასახლებენ... სხვა რა გზაა? საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია...

- რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით? 

მარიკა: გვყოფნის? ძალიან ხმამაღალი ნათქვამია! ჩვენ სოციალურ შემწეობას ვიღებთ, 280 ლარის ოდენობით. პროდუქტები, საფენები, წამლები, კომუნალური მომსახურებების გადასახადები... ასე რომ, გამოდის, მხოლოდ კარტოფილით ვიკვებებით.

- აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

მარიკა: უფროს გოგონას შემწვარი კარტოფილი უყვარს. ხორცის კვერები ენატრება... პატარას კი ძროხის რძეზე დამზადებულ მანანის ფაფას ვაჭმევ... ბოთლით. ხელოვნური კვების ფული უკვე აღარ გვქონდა, ამიტომ ამ შენაძენზე უარის თქმა მოგვიწია.  ლილე საბავშვო ბაღში რომ დადიოდა, უფრო იოლი იყო - იქ ნორმალურად აჭმევდნენ ხორცსაც, თევზსაც; სახლისთვის კი მარცვლეულს და მაკარონს იძლევიან. 

- თუ შეიძლება, თქვენს პატარას გავესაუბრები. ლილე, რა ლამაზი გოგო ხარ! აბა, მოგვიყევი, საბავშვო ბაღში დადიხარ? 

ლილე (3 წლის): ადრე დავდიოდი, ახლა - აღარ! დედა ამბობს, რომ ბაღი დაიხურა. მე კიდევ, ისე მიყვარს ბავშვებთან თამაში. იქ მხიარულებაა, ბევრი სათამაშო! 

- საყვარელი სათამაშო თუ გაქვს?

ლილე (3 წლის): თოჯინა მაქვს, რომელიც მამიკომ მაჩუქა! ნახეთ, რა ლამაზია! მას ჩემთან ერთად სძინავს... მაგრამ ყველაზე მეტად, ბავშვებთან ერთად, ეზოში თამაში მიყვარს - ქვიშით, დაჭერობანა... აი, თვითმგორავი რომ მქონდეს, უფრო გავერთობოდი! თითქმის ყველას აქვს, ჩემ გარდა... (მძიმედ ამოიოხრა გოგონამ). მე მასზე ისე ვოცნებობ... დედას ვეხვეწები, რომ დაბადების დღეზე მაჩუქოს... ის მეუბნება, რომ ჯერ მაგის ფული არ გვაქვს, მაგრამ როდესაც გვექნება, აუცილებლად მიყიდის! 

- დაბადების დღე როდის გაქვს, ლილე?

ლილე (3 წლის): დედა ამბობს, რომ ძალიან მალე!..

მარიკა: 6 ოქტომბერს… მაგრამ თვითმგორავს რაც შეეხება, ეჭვი მეპარება. ნეტავ, ანალიზებისთვის მაშოვნინა ფული... - მძიმედ ოხრავს ახალგაზრდა ქალი. 

- ნუ დარდობ, პატარავ, ოცნებები ყოველთვის ხდება! თმა ასე ლამაზად ვინ დაგიწნა? 

ლილე (3 წლის): დედიკომ! ის მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და კეთილია! ერთი ეგაა, ჩემი ძმა ხშირად ტირის. მას თავი სტკივა და დედაც,  მასთან ერთად, მუდმივად ექიმთან დადის! მინდა, მეც ექიმი გავხდე. ჩემს ძმას მე თვითონ მოვარჩენ და დედასაც აღარ მოუწევს მისი სადმე წაყვანა! მე ისე ძალიან მინდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ მას არ სურს... იგი არ დადის, არ საუბრობს! დედა ამბობს, რომ ის ავადაა. დეიდა, თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება?  

- გვერწმუნე, შენი ძმა აუცილებლად გამოჯანმრთელდება! მარიკა, თქვენი გოგონა თვითმგორავზე ოცნებობს. აი, თქვენ რაზე ოცნებობთ? 

მარიკა: ყველაზე ფარულ ოცნებებში მე ჩემს შვილს ჯანმრთელს ვხედავ... და მეუღლეც გვერდით მყავს... ვოცნებობ წყნარ, მშვიდ ცხოვრებაზე, ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე... მე არც ფული მჭირდება, არც ფუფუნება, ოღონდაც ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს. 

- ამ წუთას, პირველ რიგში, კონკრეტულად, რა დახმარება გჭირდებათ?

მარიკა: მე ახლა მხოლოდ ჩემს ვაჟზე ვფიქრობ. ანალიზები დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, მე კი ვერაფრით ვშოულობ ფულს - 300 ლარს... და ასეა მუდმივად: საკვები, საფენები, წამლები, ანალიზები! უკვე თავს ვეღარ ვართმევთ... 

ჩვენ კიდევ ერთი, დიდი პრობლემა გვაქვს - გაზქურა არ გვაქვს! ზამთარში შეშის ღუმელს ვანთებთ, ზაფხულში კი გაზის ბალონზე ვამზადებთ საჭმელს. ეს ძალიან საშიშია. ღამღამობით არ მძინავს, სულ გაზის სუნი მელანდება. ამ საკითხში დახმარება რომ შეძლოთ, ბავშვებს აღარ მოუწევდათ ამ საშინელების სუნთქვა.  

ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება. ვიცი, თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. თქვენ უკვე იმდენს დაეხმარეთ! 

ხედავს უფალი, მე მხოლოდ დენიზისთვის ვითხოვ. მარტო თავს ვერ გავართმევ. ჩემს პატარა ბიჭუნას ძალიან, ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება! 

------------        

მეგობრებო, მელაძეების ოჯახი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დედას - მარიკას, მარტო უწევს შვილის, დენიზის (1,3 წლის) სენთან გამკლავება. ბავშვის ავადმყოფობა, თავისთავად, უმძიმესი გამოცდაა ოჯახისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფინანსურად ისინი ასეთი შეზღუდულები არიან.

         პატარა დენიზი 1 წლის და 3 თვისაა. მას არც ჯდომა შეუძლია, არც ხოხვა, სიტყვასაც კი არ ამბობს და მხოლოდ ბოთლიდან ჭამს. მას უბრალოდ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, მეგობრებო! მისი გამოკვლევა და ანალიზები ძვირი ჯდება. ოჯახს ძალიან სჭირდება: საფენები, საკვები პროდუქტები და წამლები. 

შეგიძლიათ დაურეკოთ მარიკას და გაამხნეოთ იგი კეთილი სიტყვებით! მას ძალიან გაუხარდება! ტელეფონის ნომერი:  571 33 22 22.

          მელაძეების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, ტბეთის ქუჩა, კორპ. 12, ბ.16 

           და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მელაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მელაძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: