დეიდა, რატომ ტირის ნიკოლოზი, როდესაც ვეხუტები? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დეიდა, რატომ ტირის ნიკოლოზი, როდესაც ვეხუტები?

page info icon
2020 ოქტომბერი 2
page info icon
1523
მე ხომ ის ძალიან მიყვარს?! - პატარა გიორგის (8 წლის) თვალები ცრემლებით ევსება... პასუხს ვერ ვპოულოუბ და მზად ვარ, მიწამ პირი მიყოს ამ სუფთა, მაგრამ ცნობისმოყვარე, ბავშვური მზერის ქვეშ... გიორგის ძმა, ნიკოლოზი (10 წლის) მძიმედ არის ავად და ძნელად თუ შეძლებს ვინმე, ბიჭუნას დაჰპირდეს, რომ ის მალე შეძლებს ძმის მაგრად ჩახუტებას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,232 ₾
( 144 დონორი )
დასრულებულია
მე ხომ ის ძალიან მიყვარს?! - პატარა გიორგის (8 წლის) თვალები ცრემლებით ევსება... პასუხს ვერ ვპოულოუბ და მზად ვარ, მიწამ პირი მიყოს ამ სუფთა, მაგრამ ცნობისმოყვარე, ბავშვური მზერის ქვეშ... გიორგის ძმა, ნიკოლოზი (10 წლის) მძიმედ არის ავად და ძნელად თუ შეძლებს ვინმე, ბიჭუნას დაჰპირდეს, რომ ის მალე შეძლებს ძმის მაგრად ჩახუტებას.


ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია - 10 წლის წინ, ამ განაჩენმა ქავთარაძეების ოჯახი ფაქტობრივად გააყრუა. ბოროტმა ბედმა მათთვის სატანჯველი არ დაინანა: ბებიამ - ზალინამ (53 წლის) რაღაც სასწაულებრივად დაჯაბნა ძუძუს კიბო, მისი ვაჟი და ნიკოლოზის მამა - გიორგი (30 წლის) მეორე ჯგუფის შშმ პირია - ოთხი წლის ასაკში, უბედურმა შემთხვევამ მას თვალი დააკარგვინა. ნიკოლოზის დედა, მარიამი (29 წლის) ფეხზე ძლივს დგას. ის ხშირად კარგავს გონებას და თავის ტკივილით იტანჯება... ნიკოლოზს კიდევ სამი ძმა ჰყავს: სანდრო (3 წლის), ლუკა (6 წლის) და გიორგი (8 წლის)...  დაც ჰყავდა - ლიზა... მაგრამ გიორგიმ და მარიამმა პირმშო მაშინ დაკარგეს, როდესაც ის სულ რაღაც 3 თვის იყო - მისი სიცოცხლე გრიპის მძიმე ფორმამ შეიწირა...  

ამ კეთილ, ქართულ ოჯახს ყველა უბედურება ერთბაშად დაატყდა თავს... მაგრამ უფალმა შეისმინა მათი ლოცვები და ისინი ჩვენს ფონდში გამოგზავნა; გამოგზავნა ჩვენთან და თქვენთან, მეგობრებო, რათა ჩვენ მოწყალებისათვის გაგვეხსნა გულები და თანამემამულეებს ყველა გასაჭირის დაძლევაში დავხმარებოდით! 

- ზალინა, გვითხარით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან? 

ზალინა: ღმერთო, ყველაფერს ვერც კი მოვთვლი... რის გადატანა აღარ მოუწია ჩვენს ოჯახს! მაგრამ ამ დროისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი უფროსი შვილიშვილის - ნიკოლოზის (10 წლის) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. დამიჯერეთ, არაფერი მინდა, ოღონდაც მან თუნდაც ჯდომა შეძლოს... გული სისხლით მევსება, რომ ვუყურებ!

- შეგიძლიათ, მის შესახებ დაწვრილებით მოგვიყვეთ?

ზალინა: მასზე ცრემლების გარეშე ვერ ვსაუბრობ, - სლუკუნებს საბრალო ქალი. - ჩვენი ნიკოლოზი 7 თვის დაიბადა და მთელი 3 თვე რეანიმაციაში დაჰყო! ექიმების განაჩენი საშინელი იყო: ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია... ჩვენმა საბრალო ბიჭუნამ უკვე ოთხი ოპერაცია გადაიტანა! სამჯერ შუნტირება გაუკეთეს, ასევე, 5 წლის ასაკში, ტერფის ოპერაცია გაუკეთდა, რადგან ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა... ჩემი საწყალი ბიჭუნა, კიდევ რამდენი ტანჯვა ელის წინ?! ჯდომა არ შეუძლია - მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემა აქვს, აუცილებელია ხერხემლის რენტგენის გაკეთება და შესაძლოა, ოპერაცია კვლავ გახდეს საჭირო...

- ზალინა, ექიმების პროგნოზი როგორია? 

ზალინა: ასეთ მძიმე ვითარებაში, რა თქმა უნდა, პროგნოზები არასანუგეშოა... მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია. ნებისმიერ შემთხევაში, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება  შესაძლებელია! ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრში ვმეცადინეობთ, სხვადასხვა სპეციალისტებთან; ასევე, სახლში მასაჟის თერაპევტიც მოდის. ამ პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არაჩვეულებრივი იქნებოდა, ნიკოლოზთან სახლშიც რომ მეცადინეობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ფინანსურად ვერ ვწვდებით... 

- ზალინა, ნიკოლოზის აღზრდით თქვენ ხართ დაკავებული, ხომ ასეა? 

ზალინა: დიახ. ჩემმა რძალმა ძლიერი სტრესი გადაიტანა. მას ხომ პირველი შვილი გარდაეცვალა... გოგონა... ლიზა ერქვა... ჩვენი პატარა ანგელოზი ახლა ზეცაშია... (ტირის). 3 თვის იყო, როდესაც „ღორის გრიპით“ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დარწმუნებული ვარ, მარიამს ნაადრევი მშობიარობა სწორედ განცდების გამო დაეწყო და ნიკოლოზი ამიტომ დაიბადა ასეთი. მისი უმცროსი ძმა, გიორგიც (8 წლის) პრობლემით დაიბადა: მას ყიფლიბანდი არ დაეხურა და პლასტმასის ჩადგმა მოუწია. მადლობა ღმერთს, ეს მას არანაირად არ აწუხებს, უბრალოდ მაგ ადგილას თმა არ ეზრდება... 

წარმოგიდგენიათ, რამდენი რამის გადატანა მოუწია ჩემს რძალს? საბრალო! ახლა, საშინელი თავის ტკივილები, დაბალი ჰემოგლობინი და წნევა აქვს, გონებას ხშირად კარგავს, ექიმამდე მისვლა კი ვერაფრით მოვახერხეთ... მას ლაპარაკის თავიც კი არ აქვს! არადა, ისე უნდოდა თქვენთან საუბარი...

გესმით ალბათ, რომ მას ავადმყოფი ბავშვის მოვლა არ შეუძლია, ამიტომ ნიკოლოზი სულ ჩემთანაა. მე კი, სულ ახლახან, 2012 წელს, ძუძუს კიბოს ვმკურნალობდი... მეტასტაზების გავრცელების შეჩერება მოვახერხეთ, მაგრამ ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ჯანმრთელობა აღარ შემრჩა, ბავშვს კი აყვანა, ხელში ჭერა უნდა. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება...

- რა რჩევებს მისცემდით დედებს და ბებიებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ზალინა: მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ, მოთმინება! დიახ, ეს რთულია, მაგრამ რადგან უფალმა ეს ჯვარი გვარგუნა, ესე იგი, მისი ტარების ძალასაც მოგვცემს. 

- უფრო ზუსტად, ახლა, პირველ რიგში რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ზალინა: ნებისმიერი… მართლა, ნებისმიერი! პროდუქტები, საფენები... ძალიან გვჭირდება ეტლი, ნიკოლოზისთვის... აი, ისეთი, განსაკუთრებული საჭიროებისთვის... 

ჩვენ მართლა ძალიან გვიჭირს. ჩემი შვილი მეორე ჯგუფის შშმ პირია და მუდმივ სამსახურს ვერ შოულობს. ბავშვებს კი, განსაკუთრებით ნიკოლოზს, იმდენი რამ სჭირდებათ... დახმარება არანაირად არ გვყოფნის... მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, სოციალური დახმარება, ჩემი პენსია და ჩემი შვილისა და შვილიშვილის ინვალიდობის პენსია - ჯამში, დაახლოებით 900 ლარი სამ ავადმყოფ ზრდასრულზე და ოთხ პატარა ბავშვზე, რომელთაგან ერთი მძიმედ არის ავად!  

გარდა ამისა, მაცივარი და სარეცხი მანქანაც მწყობრიდან არის გამოსული, თითქოს რაღაც სასჯელია!  

- თქვენ თქვით, რომ თქვენი შვილი - გიორგი, შშმ პირია. თუ შეიძლება, დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი რძლის და შვილის შესახებ. აშკარაა, რომ ოჯახში ძალიან თბილი ურთიერთობა გაქვთ...

ზალინა: (ამაყად) დიახ, ასეა! გიორგიც და მარიამიც, ორივე ჩემი შვილები არიან! ჩემმა ქმარმა მიმატოვა, სამი შვილით ხელში. ბავშვებს მარტო ვზრდიდი, ფულს შეძლებისდაგვარად ვშოულობდი, ბაზარზე ვვაჭრობდი კიდეც... აი, დედამთილი არაჩვეულებრივი მყავდა, ძალიან მეხმარებოდა; ჰოდა, მეც ვცდილობ, ჩემი რძლისთვის საუკეთესო დედამთილი ვიყო... ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ის მეზობლად ცხოვრობდა. ჩემს ბიჭსაც მოსწონდა და მეც. ერთმანეთი შეუყვარდათ და ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ, 18-17 წლის ასაკში. მათი ქორწინება ძალიან გამიხარდა. 

4 წლის იყო, ჩემმა შვილმა თვალი რომ დაკარგა... ბავშვებმა სადღაც შპრიცი იპოვეს და ერთმანეთს ესროდნენ! წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა?! როგორღაც, ჩემს გიორგის მოხვდა თვალში, ექიმებმა ვერ უშველეს და ასე დაინვალიდდა... 

- არავინ გეხმარებათ? მაგალითად, ნათესავები? 

ზალინა: არავინ არის ჩვენი დამხმარე... გიორგის გარდა, კიდევ ორი გოგონა მყავს მაგრამ მათაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და ძალიან უჭირთ. ეს სახლი დამ დაგვითმო. კიდევ კარგი, ქირის გადახდა არ გვიწევს... როგორღაც ვეტევით. თავად მასაც ავადმყოფი გოგონა ჰყავს... ეს სახლი რომ დასჭირდეს, არც კი ვიცი, სად უნდა წავიდეთ. ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ, რადგან ნიკოლოზს მკურნალობა სჭირდებოდა და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გაგვაჩნია.

- ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მათ ასეთი უბედურება შეემთხვეოდათ?

ზალინა: იცით, მე გავთხოვდი, სამი შვილი გავაჩინე, ფეხზე დავაყენე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და უფრო მეტიც. იმედი მქონდა, რომ მათ ნათელი მომავალი ელოდათ წინ, მაგრამ აბა, შეხედეთ, რა გამოვიდა! ბიჭი შშმ პირია, რძალი ავად არის, პირველი შვილიშვილი გარდაიცვალა, უფროსი შვილიშვილი ასეთ საშინელ მდგომარეობაშია... საიდან დაგვატყდა თავს ეს ამდენი სატკივარი? მაგრამ მე არ სულიერად არ ვეცემი, არ ვკარგავ უფლის იმედს და მჯერა, რომ ოდესმე ყველაფერი დალაგდება!

- რისი გჯერათ? რაში ხედავთ ხსნას? 

ზალინა: მხოლოდ რწმენაში! მჯერა, რომ ადამიანს განსაცდელი ტყუილუბრალოდ არ ეძლევა და ეს გზა მან, უბრალოდ, ღირსეულად უნდა გაიაროს! ღმერთი ტანჯვისთვის აუცილებლად დაგაჯილდოებს!

- დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

ზალინა: ჩვენს მდგომარეობაში, საკუთარი ძალებით გამკლავებას ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ! მადლობა ხელისუფლებას, რომ ნიკოლოზის რეაბილიტაციას აფინანსებენ! ხანდახან მერია გვეხმარება პროდუქტებით, ან შეშით... აქვე, ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქის გამწვანების საკითხებზე მუშაობს და ისინიც, დროდადრო, გვეხმარებიან. ყველასი მადლობელი ვარ, თუნდაც მცირედისთვის, მაგრამ ალბათ, თვითონაც გესმით, რომ ეს ზღვაში წვეთია, როდესაც ოჯახში ორი შშმ პირი, ოთხი ბავშვი და მათი ავადმყოფი დედაა... 

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ზალინა: რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, მჯერა! სხვაგვარად, თქვენ არ მოგმართავდით. ჩემი რძალი თქვენს ფბ გვერდს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, თქვენს პოსტებს კითხულობს. ვხედავთ, გამუდმებით როგორ ეხმარებიან ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები. თქვენი ფონდის წყალობით, ახლობლის დასახმარებლად ერთიანდებიან მორწმუნე, გულისხმიერი ქართველების გულები...

- ზალინა, თუ შეიძლება, თქვენი შვილიშვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში, ან ბაღში თუ დაგყავთ?

ზალინა: სანდრო ბაღში წელს უნდა მისულიყო, მაგრამ ვირუსის გამო, ხელისუფლებამ მათი გახსნა გადადო... ლუკა (6 წლის) პირველ კლასში მიდის, მაგრამ ჯერ სახლში ზის, იმავე მიზეზით; აი, გიორგი კი (8 წლის) ნამდვილი ყოჩაღი გვყავს! ჩვენი სიამაყე! კარგად სწავლობს, ქართულ ეროვნულ ცეკვებზეც დადის! გიჟდება ცეკვაზე! სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო, ნიკოლოზი (10 წლის) საერთოდ ვერ იტანს ხმაურს... ის ძალიან ცოტა დროს ატარებს უმცროს ძმებთან ერთად, არადა, მათ ისე უნდათ მასთან თამაში...

- რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

ზალინა: რა კვებაზეა საუბარი, როდესაც მთელი ფული ნიკოლოზის წამლებზე იხარჯება? შემწვარი კარტოფილი, მაკარონი... ნამდვილი ხორცის გემო მათ დიდი ხანია, დაავიწყდათ. მათთვის ნამდვილი ნუგბარი გაყინული ხინკალია... მაგრამ განა ეს საჭმელია? ღმერთმა იცის, რისგან აკეთებენ?

- ზალინა, ახლა ბავშვებს მინდა, გავესაუბრო. ბავშვებო, შეიძლება თქვენთან საუბარი? სანდრო, პატარავ, ბაღში დადიხარ? 

სანდრო (3 წლის): დიახ! ბებია ამბობს, რომ იქ ბევრი ბავშვი და სათამაშოა! იქ მხიარულებაა! მეც მინდა ბევრი სათამაშო! 

- ყველაზე მეტად, რა სათამაშო გინდა?

სანდრო (3 წლის): დიდი მანქანა, რომელშიც შეგიძლია, ჩაჯდე და იარო... მეზობელ ბიჭს აქვს ეგეთი და მეც მინდა... 

- სანდრო, ძმებიდან ყველაზე მეტად ვინ გიყვარს?

სანდრო (3 წლის): ყველა, ყველა, ყველა! დედაც, მამაც და ბებიაც მიყვარს! მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ, ნიკოლოზი... მებრალება, რადგან ავადაა...

ლუკა (6 წლის): დიახ, მეც ძალიან მიყვარს ნიკოლოზი... ის ჩვენი ყველაზე საყვარელი ძმაა, ავად არის და ჩვენ მასზე უნდა ვიზრუნოთ! 

- რა ყოჩაღები ხართ, ბიჭებო! შენ, ლუკა? გინდა სკოლაში წასვლა? 

ლუკა (6 წლის): რა თქმა უნდა, მინდა. მე უკვე დიდი ვარ! სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ნაკლები დრო დამრჩება თამაშისთვის, არადა, ბიჭებთან ერთად, ეზოში ბურთით თამაში ისე მიყვარს... 

- ფეხბურთი გიყვარს? რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

ლუკა (6 წლის): რა ვიციიი, ალბათ ფეხბურთელი, ან კალათბურთელი... მთლიანობაში, სპორტსმენი. (იცინის) 

- ოცნება თუ გაქვს?  ბედნიერებისთვის, რა გაკლია? 

ლუკა (6 წლის): ძალიან მინდა ველოსიპედი! ორი! ჩემთვის და ძმისთვის! ერთმანეთს გასწრებაში შევეჯიბრებოდით! 

გიორგი (8 წლის): ერთიც გვეყოფა... რიგრიგობით ვატარებდით. ჩემი სანუკვარი ოცნებაც ველოსიპედი და მობილური ტელეფონია. აიფონი!

 
- რატომ, მაინცდამაინც, აიფონი?

გიორგი (8 წლის): ყველას აქვს, მე კი არა. აიფონი პატარა კომპიუტერივითაა, მისი საშუალებით ონლაინ გაკვეთილების მოსმენაც შეიძლება! 

- სკოლა გენატრება? 

გიორგი (8 წლის): დიახ, ძალიან. მეგობრები მენატრებიან... და საერთოდ, მიყვარს სწავლა. ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მომწონს! 

- რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ? 

გიორგი (8 წლის): არ ვიცი… მაგრამ მე და ლუკა ვოცნებობთ, სპორტსმენები გავხდეთ. ყველაზე ცნობილები და შეძლებულები. ბევრ ფულს თუ ვიშოვით, ნიკოლოზის განკურნებას ნამდვილად შევძლებთ! 

- გიყვარს შენი ძმა?

გიორგი (8 წლის): დიახ, ძალიან! მაგრამ იცით, როდესაც ვეხუტები, ტირის... სტკივა... ასე როგორ შეიძლება, დეიდა? მე ხომ უბრალოდ მინდა დავანახო, რა ძლიერ მიყვარს! 

- დარწმუნებული ვარ, მან იცის ამის შესახებ... და ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება! მადლობას გიხდით საუბრისთვის, ბიჭებო! კიდევ რამდენიმე კითხვას დავუსვამ თქვენს ბებიას. 

- ზალინა, თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ზალინა: სპეციალური ეტლი ნიკოლოზისთვის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მისი ხელში აყვანა აღარ შემიძლია, მართლა! ძალა სრულიად გამომეცალა...

მაცივარი არ მუშაობს, მხოლოდ გაყინვის ფუნქცია აქვს დარჩენილი, როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილში. სადილი რომც მოვამზადო, მხოლოდ ერთი დღის უნდა იყოს, რადგან შესანახი ადგილი არ გვაქვს. სარეცხი მანქანა სულ მთლად დაძველდა, ცუდად რეცხავს და მხოლოდ 6 კგ-ზეა გათვლილი. ოჯახში 7 ადამიანი ვართ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სარეცხია? 

მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის. ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი უფროს შვილიშვილზე იხარჯება, უმცროსები კი, პრაქტიკულად ყველაფერს არიან მოკლებულნი. არადა, ხომ ხვდებიან? მაგრამ არ ჩივიან. მაგრამ გული მტკივა, როდესაც ვხედავ, კვება რომ აკლიათ, მაღაზიაში ტკბილეულობას რომ ათვალიერებენ, სხვის სათამაშოებს მალვით რომ უყურებენ... 

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ზალინა: მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს: ნიკოლოზის მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესება მაინც. ის ჩემი ტკივილია, მასზე ფიქრები დღედაღამ არ მტოვებენ. ჯდომა მაინც რომ შეეძლოს, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია გამოკვლევები და ალბათ, ისევ ოპერაცია იქნება საჭირო... ღმერთო, მოგვეცი ძალა, მოთმინება და მორჩილება! მთელ იმედებს ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარებაზე, თქვენი ფონდის სულგრძელ მეგობრებზე ვამყარებთ. თქვენ ხომ უკვე ამდენ გაჭირვებულს დაეხმარეთ! 

----------        

ასეთი უბედურების გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია, მეგობრებო!       ამ მშვენიერ, ქართველ ოჯახს იმდენი გასაჭირი ერგო წილად!.. მათ ოჯახში ორი შშმ პირია! პატარა ნიკოლოზს (10 წლის) სასიცოცხლოდ ესაჭიროება თქვენი დახმარება. მას მუდმივი მკურნალობა, საფენები და წამლები სჭირდება; ასევე, სპეციალური ეტლი, რადგან მის ბებიას, ზალინას, მისი აწევა უკვე აღარ შეუძლია!  

ამ კეთილ, ქართველ ოჯახს ნებისმიერი დახმარება სჭირდება: პროდუქტები, საფენები, ტექნიკა. ნიკოლოზის (10 წლის) სამი უმცროსი ძმა - სანდრო (3 წლის), ლუკა (6 წლის) და გიორგი (8 წლის) სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. მათ აკლიათ კვება, ენატრებათ ტკბილეული და სათამაშოები და უბრალოდ არ აქვთ ნორმალური, ბედნიერი ბავშვობა. 

მეგობრებო, მხოლოდ ჩვენ ძალგვიძს ამ არაჩვეულებრივი ადამიანების დახმარება ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში, ბავშვებისთვის ბავშვობის დაბრუნება და საბრალო, ავადმყოფი ნიკოლოზის (10 წლის) ჯანმრთელობის გაუმჯობესება!

           დაურეკეთ ზალინას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! მას ძალიან გაუხარდება! ტელეფონის ნომერი: 598 469 991

          ქავთარაძეების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: რუსთავი, ბერიტაშვილის ქუჩა, კორპ. 6ა, ბ.6 

          და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ქავთარაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/635-kavtaradze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ქავთარაძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

მსგავსი პროექტები: