ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სნაიპერის ტყვიამ ვერაფერი დააკლო!.. მაგრამ ერთი პაწაწინა აბის უქონლობამ - შეიძლება მოკლას!

2020 ოქტომბერი 6       2533
გაიცანით: გია ბერიძე (52 წლის) - ერთი შეხედვით, ახალგაზრდა, საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი... მაგრამ გარეგნობა მატყუარაა. მისი მკერდი შუაზეა გადახერხილი და მის გულს წამლების გარეშე მუშაობა არ სურს. ერთი დღე წამლების გარეშე და - ეს აღსასრულია! ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო, ჩვენთვის სიცოცხლე გაეღო და გაუცნობიერებლად, ასობით, შესაძლოა, ათასობით სიცოცხლეც კი გადაარჩინა, ეს ნაძრახი სიკვდილია. განა ასე არ არის, მეგობრებო?!
3,048.89 ₾
125
დონორები
შეგროვებულია

ჩემიგულიკვლავძგერსდაესყველაფერიპატრიოტიქართველიხალხისდამსახურებაა!

გია ბერიძემ (52 წლის) - ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანმა, მძიმე და ხიფათით სავსე ცხოვრება გამოიარა. ის დაქორწინებული ორჯერ იყო; მას ორი შვილი ჰყავს, მაგრამ მათ იშვიათად ნახულობს. ერთი შეხედვით, გია ჯანმრთელი და ძლიერი კაცი ჩანს, თუმცა გარეგნობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. გულის შეტევის შემდეგ, მის გულს ძვირადღირებული წამლების გარეშე ძგერა აღარ შეუძლია.

გია ბერიძის გულშემზარავი ამბავი დავწერეთ პოსტში - „სნაიპერის ტყვიამ ვერაფერი დააკლო!.. მაგრამ ერთი პაწაწინა აბის უქონლობამ - შეიძლება მოკლას!“ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/637-beridze/)

„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი ადამიანი არსებობდა! ყოველდღე ვლოცულობ მათი ჯანმრთელობისთვის, ვინც მე დამეხმარა და გვერდში დამიდგა. თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ და ამით ნამდვილი სასწაული მოახდინეთ!“

მეგობრებო, თქვენი წყალობით, გია ბერიძემ მომავლის რწმენა კვლავ დაიბრუნა. თქვენი სიკეთის წყალობით, მან ცხოვრების გაგრძელებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის ძალა იპოვა! ახლა, ის მარტო აღარ არის და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა! „მე ყველა თქვენგანის უზომოდ მადლიერი ვარ! თქვენ მე გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება!»

მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

გია:შეიცვალა?!თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ! პატარა ბინაში, სრულიად მარტო ვცხოვრობდი და მთლიანად წამლებზე ვიყავი დამოკიდებული. წყლის მომწოდებელიც კი არავინ მყავდა. არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა...

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კეთილმა ადამიანებმა დარეკვა დაიწყეს, ჩემი ჯანმრთელობით და პრობლემებით დაინტერესდნენ, ზოგიერთმა ფულიც კი გადმორიცხა. ფონდის თანამშრომლებმა ის წამლები მომიტანეს, რომელთა გარეშეც ვერ გადავრჩებოდი. მე თქვენი ყურადღებით და თანადგომით ვიყავი გარშემორტყმული! თქვენ მე სასოწარკვეთილების უფსკრულიდან ამომიყვანეთ და იმედი მაჩუქეთ. ყოველ დილას, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მხოლოდ თქვენი წყალობით ვპოულობ ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძელო...

თქვენ მე საოცარი საჩუქრები გამიკეთეთ! თქვენთან შეხვედრამდე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ტელევიზორი მექნებოდა, მით უმეტეს, ასეთი დიდი. 

განსაკუთრებული მადლობა გამათბობელი ქვაბისთვის! სიტყვებით ვერ აღვწერ, ეს საჩუქარი როგორ გამიხარდა! ადრე, ცხელი წყალი ფუფუნებად მეჩვენებოდა, მაგრამ თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ მე უფრო მყუდროდ მეცხოვრა.

მაგრამ რაც მთავარია - თქვენ მე ის წამლები მომიტანეთ, რომლებიც ასე ძალიან მჭირდება! თქვენი წყალობით, პირველად, დიდი ხნის მანძილზე, თავი უდარდელად და ბედნიერად ვიგრძენი, რადგან იმაზე ფიქრი აღარ მიწევს, ხვალ წამალი საიდან მოვიტანო. მადლობა ღმერთს, რომ თქვენთან გამომგზავნა!

გია, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც თქვენ დაგეხმარათ?

გია: ყველაზე მეტად ერთი წყვილი დამამახსოვრდა, რომლებმაც ჩემს ანგარიშზე 100 ლარი გადმორიცხეს. ქალს ნინა ყურაშვილი ერქვა. წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანებმა ასეთი დახმარება გამიწიეს! დღემდე სითბოთი ვიხსენებ... სამწუხაროდ, იმ ადამიანთა უმეტესობის სახელები აღარ მახსოვს, ვინც დამეხმარა... თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრმა დამირეკა და ბევრმა დამიჭირა მხარი. ფულიც არაერთხელ გადმომირიცხეს, ვიღაცისგან 30 ლარიც მივიღე. თითოეული ნაჩუქარი თეთრისთვის მადლობას გიხდით, რადგან ეს ფული მე გადარჩენაში დამეხმარა. ფინანსური დახმარების გარდა, მე მორალური დახმარებაც მივიღე. კეთილი ადამიანები ჩემი პრობლემების შესახებ მეკითხებოდნენ, ცდილობდნენ, ყველანაირად გვერდში დამდგომოდნენ. ამან მომავლის რწმენა ჩამისახა, რადგან ვგრძნობდი, რომ მარტო აღარ ვიყავი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც დრო დამითმო, დამეხმარა და გვერდში დამიდგა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავს!

– ჩვენი პოსტის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ?

გია: არა, არა... საერთოდ არაფრით დამხმარებიან... საქმე იმაშია, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ადამიანს თავისი ლიმიტი აქვს. მე ეს ლიმიტი ამოვწურე... წარსულში, მთავრობა ჩემს ძვირადღირებულ ოპერაციებს და წამლების უზარმაზარ ხარჯებს აფინანსებდა. სახელმწიფომ ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთა, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ ამის შემდეგ, იძულებული ვარ, დამოუკიდებლად გავუმკლავდე...

– გია, ამ დროისთვის, წამლები საკმარისად გაქვთ? ისინი ხომ თქვენთვის ასეთი აუცილებელია...

გია: მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ამაზე არ ვდარდობ. თქვენი ფონდის თანამშრომლებმა ყველა საჭირო წამალი მომიტანეს, რაც რაღაც დროის განმავლობაში მეყოფა. გარდა ამისა, წნევის საზომი აპარატიც მაჩუქეს. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი საჩუქარი აღმოჩნდა! ასეთი დახმარებისთვის დიდად მადლობელი ვარ!

თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით...

გია:ჩემი ემოციების სიტყვებით აღწერა ძალიან მიჭირს... დიდი ხანია, მსგავსი არაფერი განმიცდია. თქვენ მე ცხოვრება გამილამაზეთ! ადრე, ყოველი დღე ომს ჰგავდა. წამლების ფულს ძლივს ვშოულობდი, ყოველდღე მეშინოდა, რომ გული გამიჩერდებოდა. ჩემს ავადმყოფობას ცხოვრებისთვის შეუფერებელი პირობებიც ამწვავებდა. მე ცხელი წყალიც კი არ მქონდა! არ ვიცი, სად ვპოულობდი ძალას, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. თავად ღმერთმა გამომიგზავნა ასეთი დახმარება! სიტყვებით ვერ აღვწერ, რა სიხარული განვიცადე, როდესაც ტელევიზორი, გამათბობელი ქვაბი და წამლები მომიტანეთ! გაოცებული ვარ, რომ ასეთ რთულ დროს, ხალხმა ჩემი მხარდაჭერა ასე შეძლო!

რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

გია:იცით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე დამეხმარებოდით... ამან სიცოცხლე გადამირჩინა. ახლა, ვიცი, რომ გარს არაჩვეულებრივი, კეთილი ხალხი მახვევია, რომლებიც დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ჩემ შესახებ პოსტი რომ არ გამოგექვეყნებინათ, არ ვიცი, ახლა რას ვიზამდი... შეიძლება ხალხი, რომელიც დამეხმარა, ვერც კი ხვდება, ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მადლობელი ვარ მათი! და რამდენად მადლობელი ვართ თქვენი იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ! ეს ნამდვილად ფასდაუდებელია!

– გია, გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?

გია: მე თქვენი ისედაც ყველაფრისთვის მადლობელი ვარ! ბედნიერი ვარ, რომ უფალმა თქვენი თავი გამომიგზავნა. ერთადერთი, რაც მაწუხებს - ჩემი ქოხის საცხოვრებელი პირობებია. ფანჯრები არ მაქვს, მათ გარეშე - სუნთქვა მიჭირს, აბაზანას კი შეკეთება სჭირდება. ამასთან, ვშიშობ, რომ მალე ელექტროენერგიასაც გამითიშავენ. ასეთ დროს, მასზე უზარმაზარი ფასებია... მაგრამ ეს პრობლემები ვერაფრით შეედრება იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაშიც ასე დამეხმარეთ! არ დავიღლები იმის განმეორებით, თუ რამდენად მადლიერი ვარ თქვენი! თქვენ ჩემდამი უდიდესი ყურადღება გამოიჩინეთ და ფასდაუდებელი დახმარება გამიწიეთ!  

* * *

ძვირფასო მეგობრებო, გია ბერიძის - ომის ვეტერანის პრობლემები არ დასრულებულა. გიას ნებისმიერი დახმარება და ყურადღება გაახარებს! მოდით, მას ყველა ერთად დავეხმაროთ, რადგან გიას ეს ძალიან სჭირდება! დაურეკეთ მას, გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით, მოუყევით რამე კარგი, ან უბრალოდ სტუმრად ეწვიეთ. გია თითოეულ თქვენგანს სიხარულით მიიღებს!

მისი მისამართია: თბილისი, აფრიკა, ბ. ჭიჭინაძის ქ. 12, ბინა 51

ტელ: 599 91 48 08.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენ FB პოსტებზეგადაიტანეთ, ან უმჯობესია, ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთანშედარებით,ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: გია ბერიძე).

 თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:




მსგავსი პროექტები: