როდესაც შიმშილისგან კუჭი გეწვის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც შიმშილისგან კუჭი გეწვის

page info icon
2020 ოქტომბერი 12
„იცი, რა არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილზე ზიხარ, შენი მუცელი კი უცებ ხმამაღლა იწყებს ბუყბუყს და პურის ნაჭერს გთხოვს! ბიჭები ჩემკენ ბრუნდებიან. ფიქრობენ, რომ უკულტურო ვარ... ყოველთვის ისე უდროოდ მთხოვს: „მომეცი, მომეცი“. მან ხომ არ იცის, რომ დღეს დილით ჩემი ძმების ჯერი იყო, ეჭამათ. ისინი პატარები არიან, - უხერხულად გვეუბნება 9 წლის მილენა, უცებ წითლდება (რამე სისულელე ხომ არ თქვა?) და თვალებს ხრის. - მე დიდი ვარ და შემიძლია, მოვითმინო. დათოს და დანის კი არ შეუძლიათ. არაფერი იფიქრო, დეიდა, ისინი კეთილები არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ მეც მშიერი ვარ, დედას კი ფული არ აქვს! მაგრამ შენ? ჩვენი საჩუქრების ფული შენ საიდან მოგაქვს? შენ არ გიბუყბუყებს? - გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი და რატრატს აგრძელებს: - მაგრამ სხვა რა გზაა? მე ხომ დიდი ვარ. დედას თანადგომა სჭირდება. მას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ. დედის გარდა, ჩვენ არავინ გვყავს.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,561 ₾
( 100 დონორი )
დასრულებულია

„იცი, რა არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილზე ზიხარ, შენი მუცელი კი უცებ ხმამაღლა იწყებს ბუყბუყს და პურის ნაჭერს გთხოვს! ბიჭები ჩემკენ ბრუნდებიან. ფიქრობენ, რომ უკულტურო ვარ... ყოველთვის ისე უდროოდ მთხოვს: „მომეცი, მომეცი“. მან ხომ არ იცის, რომ დღეს დილით ჩემი ძმების ჯერი იყო, ეჭამათ. ისინი პატარები არიან, - უხერხულად გვეუბნება 9 წლის მილენა, უცებ წითლდება (რამე სისულელე ხომ არ თქვა?) და თვალებს ხრის. - მე დიდი ვარ და შემიძლია, მოვითმინო. დათოს და დანის კი არ შეუძლიათ. არაფერი იფიქრო, დეიდა, ისინი კეთილები არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ მეც მშიერი ვარ, დედას კი ფული არ აქვს! მაგრამ შენ? ჩვენი საჩუქრების ფული შენ საიდან მოგაქვს? შენ არ გიბუყბუყებს? - გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი და რატრატს აგრძელებს: - მაგრამ სხვა რა გზაა? მე ხომ დიდი ვარ. დედას თანადგომა სჭირდება. მას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ. დედის გარდა, ჩვენ არავინ გვყავს.“

„დედას ეხმარები?“ - შევეკითხეთ გოგონას. 

 მილენამ გვიპასუხა: „როგორც კი სკოლიდან ვბრუნდები, დედა სახლში უფროსად მე მტოვებს, თვითონ კი სამსახურში გარბის. სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ: ვალაგებ, ვრეცხავ, დათოს და დანის ვუვლი, ვაჭმევ. ძალიან თუ არ ცელქობენ - ხატვას ვასწავლი. რა თქმა უნდა, დედას უფრო უჯერებენ, მაგრამ მეც მიჯერებენ. ისინი ჩემთვის ძმებიც არიან და შვილებიც.“

ამ სევდიანი ამბის მოყოლა მოასწრო პატარა მილენამ, სანამ სახლში შევდიოდით. 

„შემოდით, ნუ გეშინიათ, სახლი არ ჩამოინგრევა. ჩვენც გვეშინია, მაგრამ ის მყარია!“ - შინ შეგვიპატიჟა გოგონამ. 

სიმართლე გითხრათ, ამ სახლის ჩვენც შეგვეშინდა. ფანჯრები შუშების გარეშე, ჩამოწოლილიჭერი, ამძვრალი შპალერი, ობმოდებული კედლები, დამპალი იატაკი... საწოლი ჭრიალებს, დივანი იშლება... ამ სახლში საშინელებათა ფილმის გადაღებაც კი შეიძლება.

სახლში დედა - თამარი და მილენას ძმები - სამი წლის დავითი და ერთი წლის დანიელი დაგვხვდნენ. ბავშვები ანგელოზის სახით. ლამაზები, მაგრამ მოწყენილი თვალებით...

თამარიმარტოხელა დედაა, რომელიც გადარჩენას მთელი ძალებით ცდილობს. მისგან შევიტყვეთ, თუ როგორია საკუთარი თავისა და უფლის იმედად ყოფნა და ყოველდღე დაძინება იმის შიშით, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს...

 – თამარ, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით

 თამარი:ქმარმა მიმატოვა და ბავშვებთან ერთად, მარტო დავრჩი. მშობლები არ მყავს, მხოლოდ ძმა - ისიც შორს ცხოვრობს, სხვა ქვეყანაში. ბავშვების დამტოვებელიც კი არავინ მყავს... ღმერთმა ჭკვიანი გოგონა მაჩუქა. ის რომ არა, მე მუშაობას ვერ შევძლებდი და ჩვენ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებოდით.

 – თქვენი ერთი დღის შესახებ მოგვიყევით.

 თამარი:როგორც კი მილენა სკოლიდან ბრუნდება, ბიჭებს მასთან ერთად ვტოვებ და სამუშაოდ გავრბივარ. ხან ვიღაცას კარტოფილის გათხრა სჭირდება მინდორში, ხან ეზოს დალაგება, რაღაცის გადაზიდვა... ნებისმიერ სამუშაოს ვეჭიდები. არ ვზარმაცობ და არ მრცხვენია, ოღონდაც პურის ფული ვიშოვო. საღამოს დაღლილ-დაქანცული მოვდივარ, მომაქვს საკვები, რის შეძენასაც 10 ლარის ფარგლებში შევძლებ და უფალს მადლობას ვწირავ, რომ ხვალ ჩემი შვილები დანაყრებულები იქნებიან. აი, ეს არის ჩვენი ცხოვრება... ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე ვოცნებობდი. (ტირის.)

 – აბა, რაზე ოცნებობდით თქვენი გოგონას ასაკში? ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ? 

 თამარი: როგორც ყველა გოგონა, მეც დიდ, ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი, ბევრ შვილზე, რომ მათზე მეზრუნა... ოჰ, ჩემი სამზარეულოც კი წარმომედგინა, ფუნთუშეულის სუნით გაჟღენთილი; მაგიდა, თეთრი სუფრით და ზედ ჩემი მეუღლის მოტანილი მინდვრის ყვავილებით... წარმოვიდგენდი, როგორ თამაშობდნენ ეზოში ბავშვები, მე კი მათ საჭმელად ვეძახდი... განა ცუდზე ფიქრობს ვინმე? მაგრამ რეალობამ ყველა ოცნება დამიმსხვრია და აი, როგორ შემოტრიალდა ცხოვრება!.. ახლა უფალს მადლობას ვწირავ, რომ სახურავი მაინც გვაქვს... მართალია, ჟონავს, მაგრამ მაინც სახურავია... მოდით, სახლს გაჩვენებთ, ამას თუ სახლი ჰქვია... მისი ძალიან გვეშინია, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს... 

– ახლა რაზე ოცნებობთ

თამარი: მხოლოდ იმაზე, რომ ხვალინდელი დღე უფრო მარტივი იყოს, ვიდრე დღევანდელი, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ. მე მათთვის წამლის ყიდვაც კი არ შემიძლია. მეც, როგორც ნებისმიერ სხვა დედას, ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონდეთ, რომ არაფერი სჭირდებოდეთ. მინდა, მათ ბავშვობა ჰქონდეთ, სათამაშოები... პირობები, რომელშიც ვცხოვრობთ, უბრალოდ საშინელია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ სახლში შეიძლება სულ პატარა ბავშვები ცხოვრობდნენ... ჩემი შვილები იძულებულები არიან, ძველი, სხვისი ნაცვამი ტანსაცმლით იარონ, იმიტომ რომ ამისთვის თანხების გამოყოფაც კი არ შეგვიძლია... ნახეთ, რა ლამაზები არიან! ნუთუ უფალმა ისინი ასეთი ტანჯვისთვის გამოგზავნა?

– თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით.

თამარი: მილენა უკვე გაიცანით. ის საოცრებაა! მის გარეშე თავს ვერ გავართმევდი. ასეთი მხარდაჭერა და გაგება ყველა ზრდასრულს კი არ შეუძლია! ერთხელაც არ უთქვამს, რომ არ მოსწონს, როგორ ვცხოვრობთ. სულ იმას მეუბნება, რომ მთავარი ის კი არ არის, რა აცვია, არამედ ის, რომ ყველანი ერთად ვართ. ერთხელაც არ უთქვამს, რომ რაღაც გემრიელი უნდა, რომ უნდა სათამაშოები, როგორც სხვა ბავშვებს... ამის გამო გული მტკივა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ ჩემს შვილებს ნამდვილი ბავშვობა ვაჩუქო. 

– ბიჭების შესახებ რას გვეტყვით?

თამარი: დავითი ძალიან მოუსვენარი გვყავს. მეზობლებმა ველოსიპედი აჩუქეს და ისე უხარია... ხატვა უყვარს მაგრამ ახლა ფანქრები და სახატავი ქაღალდებიც კი არ გვაქვს. ყველაფრით თამაშობს, რასაც ეზოში იპოვის. მუყაო, ქვები, ხის ნაჭრები - მისთვის ეს ასაწყობი კუბებია. ეზიდება და ამბობს, რომ ჩვენთვის ლამაზ სახლს ააშენებს. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს მდგომარეობის მთელ სიმძიმეს. მისთვის ცხოვრება თამაშია. დანი სულ მთლად პატარაა. დაიკოზე და კანფეტებზე გიჟდება. 

– ბავშვებისთვის კანფეტებისა და ტკბილეულის ყიდვის საშუალება რამდენად ხშირად გაქვთ? 

თამარი: არასდროს... ვინმე თუ გვაჩუქა, მაგაზეც მადლობა! 

– თამარ, თქვენს შვილებს ნამდვილი სათამაშოები არ აქვთ? 

(პატარა დავითმა სიტყვა „სათამაშო“ გაიგონა და ეზოში გამათრია)

დავითი (3 წლის): კი, კი… ბრ-რ-რ, ბრ-რ-რ! 

თამარი: აი, როგორი „ბრ-ბრ“ აქვს. ეს მას კეთილმა დეიდამ აჩუქა. რაც გვაქვს - ყველაფერი კეთილი ადამიანებისგან არის. 

– დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ? სახელმწიფო თუ გეხმარებათ რამენაირად? 

თამარი: სამწუხაროდ, ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ გვაქვს. მე კი ეს გართულებული ბიუროკრატია ვერაფრით გავიარე. უბრალოდ დრო არ მაქვს, ხომ გესმით? სამსახურის გარეშე ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შემიძლია. არ არის სამუშაო - არ არის საკვები! ამიტომ, არანაირი დახმარება არ არსებობს... მხოლოდ ერთხელ, სულ ცოტა ხნის წინ, მივიღეთ ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. ვიცი, თქვენს პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს. იქნებ ვინმემ ჩვენც მოგვაქციოს ყურადღება?

– რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას? 

თამარი: ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, მჯერა, რომ სამყარო კარგი ადამიანების გარეშე არ არის. ადრე თუ გვიან, ეს ჯოჯოხეთიც დასრულდება; ჩემი შვილები დანაყრებულები, ჩაცმულები იქნებიან და ნორმალურ პირობებში იცხოვრებენ; საწოლები სიძველისგან არ დაიშლება, ჭერი კი თავზე არ დაგვემხობა... აი, ასეთი ოცნებები გვაქვს, პატარა და უინტერესო... 

– გვითხარით, რა გაგიმარტივებდათ ცხოვრებას? სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

თამარი: თქვენც კარგად ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ... საერთოდ არაფერი გვაქვს ძველი, დამტვრეული ავეჯის გარდა; არანაირი პირობა, არანაირი ტექნიკა... სამზარეულოში შესვლისაც კი მეშინია... საერთოდ, რაზეა საუბარი... ძალიან ცუდი მდგომარეობაა, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს... უმცროს შვილს საფენები სჭირდება - ესეც დიდი ხარჯია... 

ბავშვებს ტანსაცმელი აქვთ - მადლობა მეზობლებს, თავისას გვაძლევენ, გვეხმარებიან. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ პატარებიდან რომელიმე ავად გახდება, წამლების მარაგი კი საერთოდ არ გვაქვს... არაფერი გვაქვს... 

 – თამარ, რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ჩვენთვის მოგემართათ? ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ? 

თამარი: „ფეისბუქზე“ ვნახე თქვენი პოსტი, თქვენს გვერდზე გადმოვედი და გაოცებული დავრჩი. თქვენ უკვე იმდენს დაეხმარეთ და კვლავაც აგრძელებთ დახმარებას! ამბავს ამბავზე ვკითხულობდი და იმის გამო მეშინოდა, თუ რა რთულ დროს ვცხოვრობთ, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება... და როგორ ცდილობენ თქვენი ფონდი და თქვენი მეგობრები ყველას დახმარებას... იმ დროს, იმედმა ჩემშიც გაიღვიძა და მაშინვე დაგიკავშირდით. მჯერა, რომ თქვენ მკითხველებს შორის ჩემი შვილების მფარველი ანგელოზებიც გამოჩნდებიან! 

 – რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს? 

 თამარი: მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ისეთივე უპოვარ და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარება, როგორიც მე და ჩემი შვილები ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი ფონდი დაგვეხმარება, რადგან შველას ჩვენ სხვა არსაიდან ველით...

ხოლო გასაჭირში ჩავარდნილებს ვუსურვებ, არასოდეს დაკარგონ იმედი და არ დანებდნენ. ხალხის სიკეთისა და უფლის წყალობის გჯეროდეთ! 

***

ბავშვებს, რომლებიც ამ საშინელ სახლში ცხოვრობენ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ბავშვობა! ისინი ისეთივე ბავშვები არიან, როგორც ჩვენი საკუთარი. საქართველოში ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები? ასე არ არის, მეგობრებო?

 ნუ დარჩებით გულგრილნი! ეს არ არის ის საქციელი, რასაც უფალი ჩვენგან ელის! თამარ მურჯიკნელის ოჯახს ახლა ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. მათ საკვები პროდუქტებისთვის ფული არ ჰყოფნით; ასევე, ძალიან სჭირდებათ საწოლები და კარადა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სათამაშოები ბავშვებისთვის. ოჯახს ნებისმიერი დახმარება გაახარებს! შეგიძლიათ თამარს დაურეკოთ ნომერზე: 592 400 718. გაესაუბრეთ მას, გაიგეთ, რამდენად უჭირს - და თქვენი საკუთარი პრობლემები ისეთი სასაცილო მოგეჩვენებათ! ან მოინახულეთ ოჯახი მისამართზე: ახალქალაქი, სოფელი თოთხამი. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მურჯიკნელების ოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

 ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: თამარ მურჯიკნელი). 

 თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით მურჯიკნელების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

მსგავსი პროექტები: