ღმერთო, დამეხმარე ჩემი პატარების გამოკვებაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთო, დამეხმარე ჩემი პატარების გამოკვებაში!

page info icon
2020 ოქტომბერი 14
საბრალო დედა - ქრისტინა, ყოველდღე ხატების წინ დგას და ტირილით ავედრებს უფალს თავისი ოთხი შვილის: საბას (3 წლის), ლევანის (6 წლის), ვანოს (8 წლის) და გიორგის (10 წლის) კეთილდღეობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,789 ₾
( 308 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

საბრალო დედა - ქრისტინა, ყოველდღე ხატების წინ დგას და ტირილით ავედრებს უფალს თავისი ოთხი შვილის: საბას (3 წლის), ლევანის (6 წლის), ვანოს (8 წლის) და გიორგის (10 წლის) კეთილდღეობას. 

 „უფალი გეხმარებათ, ქრისტინე?“ - შევეკითხე და ოჯახში გამეფებულ სიღარიბეს მოვავლე თვალი.

 - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მხოლოდ მისი წყალობით არ იციან ჩემმა შვილებმა: საბამ, ლევანმა, ვანომ და გიორგიმ, რა არის მიუსაფარი ბავშვობა! არადა, მე და ჩემი მეუღლე ხომ ბავშვთა სახლიდან ვართ... იმდენი მწუხარება გვაქვს ნანახი! ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ბავშვები ტკბილეულსა და სათამაშოებზე ოცნებობენ, მეზობლებთან ხედავენ... 

და ქრისტინე ატირდა... 

 – არადა, ძალიან მალე ხომ ამ ქვეყანას მათი უმცროსი დაიკო, ჩვენი პატარა პრინცესა მოევლინება, მე კი მისთვის კარგი თოჯინაც კი არ მაქვს... 

 ქრისტინემ (29 წლის) და არტურმა (34 წლის) ცხოვრებაში მრავალი ტანჯვა გამოიარეს. ორივე ობოლია, ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და იციან, რა არის დანაკარგით გამოწვეული ტკივილი და მარტოობის სიმწარე. მათ ჩვენს მზიან საქართველოს ოთხი მომავალი დამცველი, ნამდვილი ვაჟკაცები აჩუქეს. იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარი ძალებით გაართმევდნენ თავს და შვილებს ღირსეულ ადამიანებად აღზრდიდნენ, მაგრამ ბედი სხვაგვარად წარიმართა და ახლა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

 ისინი ობლები არიან, სულ მარტო მთელ ქვეყანაზე. უფლისა და გულისხმიერი თანამემამულეების გარდა, საერთოდ არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდნენ და ვისი იმედიც შეიძლება, რომ ჰქონდეთ. ამ ბავშვებისთვის ბავშვობის დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

– ქრისტინე, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? 

ქრისტინე:ერთ თვეში ჩვენ დიდი ხნის ნანატრი გოგონა შეგვეძინება. ოთხი ბიჭი უკვე გვყავს, ამიტომ გოგონა ძალიან გვინდოდა...

– სახელი უკვე შეურჩიეთ?

ქრისტინე:დიახ, გვინდა მას დუნია დავარქვათ, ჩემი გარდაცვლილი დედამთილის საპატივსაცემოდ. ხომ ლამაზია? უფალმა მე და ჩემს მეუღლეს მშვენიერი შვილები გვაჩუქა, ყველაზე ჭკვიანები და ლამაზები მთელ მსოფლიოში... მაგრამ ჩვენ მათი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩემი ბიჭები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნახევრად შიმშილობენ, სათამაშოებზე ოცნებობენ... უბრალოდ შეხედეთ, მათთვის რისი ჩაცმა მიწევს! ძონძების! ქმარი მუდამ სამსახურს ეძებს, დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდაც სახლში რამე მოიტანოს; მაგრამ თქვენც კარგად იცით, ახლა სამსახური ძალიან ჭირს, მით უმეტეს, რომ ორივე ბავშვთა სახლში გავიზარდეთ და განათლების მიღების შესაძლებლობა არ გვქონია... 

– შეგიძლიათ, ამის შესახებ დეტალურად მოგვიყვეთ?

ქრისტინე:მე ქუთაისში გავიზარდე, ბებია მზრდიდა. სულ რაღაც 4 წლის ვიყავი, მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპნენ... ბებია ამბობდა, რომ დიდხანს ვტიროდი, ღამღამობით ვყვიროდი და დედას ვეძახდი... შემდეგ, მას დავუწყე დედის დაძახება. ყველა ჩემი უთბილესი მოგონება სწორედ ბებიასთან არის დაკავშირებული. ის ყოველთვის ძალიან ალერსიანი იყო, ჩემთან ერთად თამაშობდა. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, მაგრამ 12 წლის რომ ვიყავი, გარდაიცვალა და არავინ იყო, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ასე აღმოვჩნდი ზესტაფონის ბავშვთა სახლში. 16 წლის ასაკში კი სხვა ინტერნატში გადმომიყვანეს, თბილისში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე, არტური გავიცანი. ჩვენ ერთმანეთის ტკივილის თანაზიარები ვართ. ისიც, ჩემსავით ობოლია.

– ალბათ, ძალიან რთული იყო... 

ქრისტინე: რთული ის იყო, რომ ერთადერთი, ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანი - ბებია დავკარგე. მოქცევით კი კარგად გვექცეოდნენ, არ გვცემდნენ, არ გვსჯიდნენ. მე თვითონაც მშვიდი, დამჯერი, მაგრამ ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. 

– არტურ, თქვენ როგორ აღმოჩნდით ბავშვთა სახლში? 

არტური: მე 13 წლის ასაკში დავობლდი. საქმე იმაშია, რომ ჩემი პატარა და გარდაიცვალა. დედამ ბავშვის დაკარგვა ვერ გადაიტანა, ნერვიულობისგან ავად გახდა და მალევე დალია სული. მას მამაც მიჰყვა - საყვარელი ცოლისა და შვილის სიკვდილის შემდეგ სმა დაიწყო. მე დეიდა დამრჩა, მაგრამ ისიც იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ჩემი ბავშვთა სახლში ჩაბარება მოუწია. მე და ქრისტინეს საერთო მწუხარება გვაქვს, საერთო ტკივილი. ამან დაგვაახლოვა. ბავშვთა სახლის შემდეგ წასასვლელი არსად მქონდა და იქვე დავრჩი სამუშაოდ, მეურნეობაში ვეხმარებოდი. როდესაც ქრისტინე მოიყვანეს, ის მაშინვე მომეწონა. უბრალოდ შეხედეთ, რა ლამაზია! დავმეგობრდით, შემდეგ კი ვიქორწინეთ. 

– ქრისტინე, მოგვიყევით, რა მოხდა ბავშვთა სახლის შემდეგ?

ქრისტინე:ჩვენ სოციალური დახმარება დაგვინიშნეს. ვცდილობდით, გვემუშავა, გზაჯვარედინებზე ხატებს ვყიდიდით, 100 ლარად ბინას ვქირაობდით. მაგრამ როდესაც ბავშვები გაჩნდნენ, უკვე ძალიან გაგვიჭირდა... მათ იმდენი რამ სჭირდებათ! ქირას ვეღარ ვიხდიდით; ჰოდა, ასე აღმოვჩნდით აქ, ამ სახლში - თუ შეიძლება, რომ ამ ფარდულს ასე ვუწოდოთ.

– თქვენ ამ სახლის ქირას იხდით?

ქრისტინე:თავდაპირველად, ვიხდიდით - სოციალური დახმარებიდან, მაგრამ მეპატრონეს სახლის გაყიდვა სურს; თუმცა ჯერჯერობით, გვაძლევს აქ ცხოვრების უფლებას. სულ ერთი ოთახი და სამზარეულოა. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია ყველაფერი: ბეტონის იატაკი, ონკანი - ქუჩაში, ყველაფერი ინგრევა... მაგრამ, სხვა თუ არაფერი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს. თუკი მოულოდნელად მყიდველი გამოჩნდება, ჩვენ ქუჩაში გაგვყრიან. წარმოდგენა არ მაქვს, მერე, ბავშვებთან ერთად, სად უნდა წავიდეთ. (ტირის). ჩვენ ხომ ამქვეყნად სრულიად მარტო ვართ! 

როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი ბავშვთა სახლის შემდეგ?

ქრისტინე: მე და მეუღლეს იმედი გვქონდა, რომ კარგ სამსახურს ვიშოვიდით. ძალიან მინდოდა ბაზარში ტანსაცმლით ვაჭრობა, მაგრამ იმისთვის, რომ საქონელი გასაყიდად აიღო, რაღაც პატარა თანხა მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი ვერაფრის მოგროვება ვერ შევძელით. 

– გულწრფელად თანაგიგრძნობთ... ვინმესთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

ქრისტინე: ჩვენი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია, მაგრამ ამ საკითხში ჩვენი დახმარება არავის სურს. ისე კი, სოციალურ დახმარებას, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას და ჩემი ინვალიდობის პენსიას ვიღებთ. ჯამში 660 ლარი გამოდის. როგორც ჩანს, სახელმწიფო თვლის, რომ ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი ჭერიც კი არ აქვთ, ხუთი შვილი გაზარდონ... 

– ეს თანხა რაზე გყოფნით?

ქრისტინე: პრინციპში, არც არაფერზე... მხოლოდ კომუნალურ ხარჯებსა და ელემენტარულ საკვებზე. ვცდილობ, მეტი ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდო, თვეში ერთხელ - ხორცის პატარა ნაჭერი. ბულიონს ვაკეთებ, ყველას რომ ეყოს... მაგრამ ბავშვებს ხომ ნორმალური კვება სჭირდებათ?! საიდან მოვიტანო ფული ხორცისა და რძის პროდუქტებისთვის, ხილისთვის? (სლუკუნებს.)

– თქვენს ვაჟებზე მოგვიყევით, როგორ სწავლობენ, რა იტაცებთ?

ქრისტინე: ჩემი ბიჭები უბრალოდ არაჩვეულებრივები არიან, ეს ნამდვილი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია! იცით, ისინი ყოველთვის ცდილობენ, გამახარონ, კარგი ნიშნები მოიტანონ, სახლში დამეხმარონ... დისტანციურმა სწავლამ მათი ძალისხმევა უშედეგო გახადა. სახლში მხოლოდ ერთი მუშა ნოუთბუქი გვაქვს, რომელიც ლევანს აჩუქეს - წელს ის პირველ კლასში წავიდა. უფროს ბიჭებს ისინი დიდი ხნის წინ გაუფუჭდათ. ასე რომ, მეზობლებთან სირბილი და გაკვეთილების ჩაწერა უწევთ... უბრალოდ დაიტანჯნენ. 

– თუ შეიძლება, ბიჭებს გავესაუბრები. შენით დავიწყოთ, გიორგი. შენ ყველაზე უფროსი ხარ. მოგვიყევი, რა არის შენი ყველაზე საყვარელი საგანი სკოლაში და რის კეთება გიყვარს თავისუფალ დროს?

გიორგი: ძალიან ვცდილობ, კარგად ვისწავლო და დედა არ გავანაწყენო. ყველაზე მეტად კი მათემატიკა მიყვარს, ამოცანების ამოხსნა. სკოლის შემდეგ ჩემს ძმებთან ერთად ვთამაშობ. ერთად ყოველთვის კარგად ვერთობით. 

– რომ გაიზრდები, ვინ გინდა, გამოხვიდე?

გიორგი:პოლიციელი! ფორმა მეცმევა, პისტოლეტით ვივლი და საშიშ დამნაშავეებს დავიჭერ! და მაგარი მანქანაც მექნება, ციმციმა შუქებით! 

ვანო:მე კი მაშველი გავხდები! ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამუშაოა?! 

შენ კარგად სწავლობ, მომავალო მაშველო? ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს? 

ვანო:საშუალოდ, მაგრამ ძალიან-ძალიან ვცდილობ. ყველაზე მეტად კი ხატვა მიყვარს.

ლევანი: მეც, მეც მკითხეთ, დეიდა! მე უკვე პირველ კლასში მივედი! იცით, ნოუთბუქი მაჩუქეს! მეც კარგად ვისწავლი! 

– რა თქმა უნდა, ლევან, ყველას რიგრიგობით გკითხავთ. რაზე ოცნებობთ, ბიჭებო? 

გიორგი: ძალიან მინდა ველოსიპედი. მეზობლის ბიჭებს აქვთ. თვითონ ატარებენ, მე კი იშვიათად მაძლევენ ტარების უფლებას. ისე ვოცნებობ საკუთარ ველოსიპედზე... 

ვანო:მე კი მანქანა მინდა - აი, ისეთი, შიგნით ჩაჯდომა და ტარება რომ შემეძლოს! ზოგადად, მე და ჩემს ძმებს ძალიან გვიყვარს მანქანებით თამაში!

ლევანი: დიახ, დიახ! მინდა, რომ ბევრი მანქანა გვქონდეს! ისინი საბასაც ძალიან უყვარს!

– საბა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ჩემთან საუბარი არ შეუძლია, ამიტომ თქვენ მომიყევით, ის რაზე ოცნებობს? 

ლევანი: საბაც მანქანებზე ოცნებობს, ისინი მას ძალიან მოსწონს. და კიდევ, ის კანფეტებსაც ითხოვდა. ოჰ, როგორ გვიყვარს ისინი ყველას!.. მაგრამ ტკბილეულს დედა იშვიათად გვყიდულობს... - მოიწყინა პატარამ. 

– გიორგი, რას უსურვებდი საქართველოს ყველა ბავშვს?

გიორგი:ვუსურვებდი, რომ ჯანმრთელები იყვნენ და ბევრზე ბევრი სათამაშო ჰქონოდეთ - ყველაფერი, რასაც ისინი მოისურვებენ! 

– თქვენ არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ, ამიტომ ყველა თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება! ქრისტინე, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? 

ქრისტინე: ვოცნებობ, ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ, რომ მათთვის ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს... დღედაღამ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ... და კიდევ, იქნებ, ოდესმე სასწაული მოხდეს და მათ საკუთარი ჭერი ჰქონდეთ.

– რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ქრისტინე:ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ახლა, ტაძარში ხშირად სიარული უკვე ძალიან მიჭირს, მაგრამ სახლში ბევრი ხატი გვაქვს. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ ჩემი ბიჭები მშივრები არ დარჩნენ.

 - უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ქრისტინე: რა თქმა უნდა, მჯერა. სხვაგვარად, არც თქვენ მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის შემყურეებმა, ნაცნობებმა გვირჩიეს, რომ თქვენი ფონდისთვის მოგვეწერა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, რომლებიც მზად არიან, დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანს გაუწოდონ.

– თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ? 

ქრისტინე: ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... ხედავს უფალი, მხოლოდ ჩემი შვილების გამო გთხოვთ. ჩვენ ძალიან გვიჭირს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. 

ჩემი ბიჭები მუდმივად არასაკმარისად იკვებებიან, სათამაშოებსა და ტკბილეულზე ოცნებობენ. ამ ქვეყანას მალე პატარაც მოევლინება და მასაც იმდენი რამ დასჭირდება... ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს, პროდუქტები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის; ხოლო თუკი სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეძენაში დაგვეხმარებიან, ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა. ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება. პროდუქტების შესანახი ადგილი საერთოდ არ გვაქვს... წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ჩემს მდგომარეობაში ცივ წყალში, ქუჩაში, ხელით რეცხვა. ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ... ჩვენს შვილებს უბრალოდ დასაძინებელი ადგილი არ აქვთ. აქ ყველაფერი იშლება და ჩვენ უზომოდ გვჭირდება საწოლები. 

მე და მეუღლე სრულიად მარტო ვართ და სხვა არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავთ. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! 

***

 ჩიბოტარების მრავალშვილიანი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! არტური და ქრისტინე ოთხ ვაჟს, ჩვენი სამშობლოს ოთხ მომავალ დამცველს ზრდიან! ძალიან მალე კი ოჯახში პატარა პრინცესაც დაიბადება. ამ ბავშვებს წართმეული აქვთ ნორმალური ბავშვობა და სრულყოფილი განვითარების შესაძლებლობა. მათ სახეებზე ღიმილის დაბრუნება კი ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო! 

 ჩიბოტარების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი დახმარება: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ასევე, ავეჯი, განსაკუთრებით - საწოლები, მაცივარი და სარეცხი მანქანა. სამ ბავშვს ერთი სასკოლო ნოუთბუქი აქვს!

თავადაც შეგიძლიათ, მოინახულოთ ჩიბოტარების ოჯახი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფ. კრწანისი (თბილისიდან 5კმ-ში)

 ასევე, შეგიძლიათ, უბრალოდ დაურეკოთ მრავალშვილიან დედას, ქრისტინეს და გაამხნევოთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონი: 557 135 161

 და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებაჩიბოტარების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus )

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჩიბოტარების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: