დაბადების დღე – სევდიანი დღესასწაულია? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაბადების დღე – სევდიანი დღესასწაულია?

page info icon
2020 ოქტომბერი 22
შვიდი წლის პატარა ნინი ასე არ ფიქრობს. მას ხომ ნამდვილი ტორტი ექნება?! პურით და მურაბით გაკეთებული!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,278 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია
შვიდი წლის პატარა ნინი ასე არ ფიქრობს. მას ხომ ნამდვილი ტორტი ექნება?! პურით და მურაბითგაკეთებული!

„შენ როგორი ტორტი გქონდა?“ - მეკითხება გოგონა და ცნობისმოყვარედ მიყურებს თვალებში. – „ხომ მომილოცავ, დეიდა? მოდი, დაგელოდები!“

ჩემს უხერხულ სიჩუმეს დედა - ნინო (30 წლის) არღვევს: „ხილფაფის ქილა მაჩუქეს და შემოვინახე, რომ დღესასწაულზე ბავშვებს რამე ტკბილი ჰქონოდათ. ის, რომ მას საჩუქრები, ბუშტები და სანთლებიანი ტორტიც ერგება, ამის შესახებ ნინის წარმოდგენაც კი არ აქვს“, - ჩურჩულებს საბრალო ქალი და მანიშნებს, ჩუმადო. 

რა დღესასწაულზეა საუბარი, როდესაც შვიდი ადამიანი პაწაწინა სახლში შეყუჟულა, იატაკზე სძინავთ და ტორტის გემოც კი არ იციან? ამ სახლში დღესასწაულის ადგილი უბრალოდ არ არის...

ორ პატარა ოთახში შვიდი ადამიანი ცხოვრობს! დედა - ნინო ბასიშვილი (30 წლის), მისი ოთხი, მშვენიერი შვილი - ბარბარე (3 წლის), მარიამი (5 წლის), ნინო (7 წლის), გიორგი (10 წლის), ნინოს დედა - მაია (49 წლის) და და - ნათია (15 წლის). საბრალო დედა იმაზე ოცნებობს, რომ მის პატარა მზეთუნახავებს ოდესმე თითო თოჯინა მაინც ექნებათ... და ნამდვილი დაბადების დღის ტორტი...

„უფალი მოწყალეა! სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის... ჩემს შვილებსაც ექნებათ ზეიმი...“ - ამბობს ნინო და ცრემლებს მალულად იწმენდს. სწორედ ამ იმედით მომართა მან ჩვენს ფონდს. დახმარებისთვის მან ჩვენ მოგვმართა, მეგობრებო!

„მე დაბადების დღეზე პურით და მურაბით გაკეთებული ტორტი მექნება! კიდევ, წიწიბურა შაქრით და მაკარონი! დედას ვაშლის ხილფაფის ქილა მისცეს და ის მას ჩემი დღისთვის ინახავს!“ - გვეუბნება შვიდი წლის ნინი. მას მალე დაბადების დღე აქვს. მან არ იცის, რომ საჩუქრები და დიდი, მხიარული ზეიმიც ეკუთვნის, მაგრამ გაუგია, რომ რაღაც გემრიელი უნდა იყოს... ჰოდა, პურითა და ვაშლის ხილფაფით გაკეთებული ტორტი ნამდვილად ზედგამოჭრილი იქნება!

დაბადების დღეროდის გაქვს, ჩემო კარგო?

„არ ვიცი, მაგრამ მალე. აი, დავიძინებ, გავიღვიძებ, დავიძინებ, კიდევ შვიდჯერ გავიღვიძებ და მექნება... ტორტი მექნება, სათამაშოები - არა!“ - მპასუხობს ნინი.

დედა, ნინო და მისი ოთხი ანგელოზი: სამი წლის ბარბარე, ხუთი წლის მარიამი, შვიდი წლის ნინო და ერთადერთი კაცი ოჯახში - ათი წლის გიორგი, პატარა 2-ოთახიან „სათამაშო“ სახლში ცხოვრობს.

„მარი ბებია და ნათია დეიდაც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. თუმცა, რანაირი დეიდაა... ჯერ კიდევ სკოლაში დადის“, - ხითხითებს პატარა ნინი. – „ჩვენთან ერთად კიდევ ცხოვრობენ: აი, ეს მელოტი თოჯინა, სახელად ტასო და დახვრეტილი ძაღლი ჯეკა, კატა სახელად კატა და ერთი პლასტმასის თვითმგორავი, ოთხისთვის“.

ამ „სათამაშო“ სახლში ორი პაწაწინა ოთახია, ისიც მათი არ არის. სახლში მათი არაფერია, გარდა ტკივილისა, რომელიც საყვარელი შვილების სიცოცხლეზე და პირველადი საჭიროების ნივთების ყოველდღიურ ნაკლებობაზე მარადიული, დაუცხრომელი დარდით არის შეზავებული.

– ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ნაქირავებ ბინაში, მეუღლის გარეშე, პატარა ბავშვებთან ერთად? 

ნინო: ისე მოხდა, რომ ჩვენი ორი ოჯახი - ჩემი და ჩემი მეუღლის, სახლის გარეშე დარჩა. ჩვენი - ვალების გამო გაიყიდა ბებიის, მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ. ყველა ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა. მეუღლეს კი სახლი დედინაცვალმა წაართვა. ცამეტი წელია, აქეთ-იქით დავყიალობთ. 

ჩემი მეუღლე ავად იყო - თრომბოზი ჰქონდა. როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ოპერაციის გაკეთებაგადაწყვიტა. ოპერაციის შემდეგ, საზღვარგარეთ წავიდა იმ იმედით, რომ ფულს იშოვიდა და ცხოვრებას შეგვიმსუბუქებდა... მაგრამ იქ, ავადმყოფობამ კვლავ იჩინა თავი. ახლა, მას არც ჩამოსვლა შეუძლია და ვერც ვერანაირად გვეხმარება. ჩვენ ის ძალიან გვენატრება... 

– პატარებს როგორ უმკლავდებით?

ნინო: დედა და და, ნათია მეხმარება. თუმცა, ყველანი სოციალურ უზრუნველყოფაზე ვართ, რადგან ძალიან გვიჭირს. ოჯახი დიდია, ბავშვები მუდამ ავად არიან.

ბავშვებს რა სჭირთ?

ნინო: უფროსი - გიორგი, რომელიც ახლა 10 წლისაა, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. დროულად დაიბადა, როგორც წესია. აი, სამივე უმცროსი გოგონა - ნინი, მარიამი და ბარბარე კი ნაადრევად დაიბადნენ, წონით 1,5 კილოგრამამდე. მარიამს გულის პრობლემები აქვს. მისთვის ნერვიულობა და დაღლა საერთოდ არ შეიძლება. მაშინვე სპაზმები და ხველება ეწყება, ბავშვი ხანდახან გონების დაკარგვამდე იხრჩობა. ნინი 6 თვის დაიბადა, ფილტვების უზარმაზარი პრობლემებით. ისინი, ხშირად, თვითნებურად იკეტებოდნენ. უსიცოცხლო ბავშვი სამჯერ ჰყავთ საავადმყოფოში გადაყვანილი და სასწაულებრივად მოსულიერებული. როგორც ჩანს, მის განვითარებაზე წამლების დიდმა დოზამ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ნინი ჩვეულებრივ სკოლაში დადის, კითხვა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა. სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ძალიან ცუდი მეხსიერება... მაგრამ ნინი მცხეთაში, სამთავროს მონასტერში, წმიდა გაბრიელის საფლავზე წავიყვანეთ და მას მერე ავად აღარ გამხდარა. აი, ასე გვეხმარება უფალი! 

– ნინიმ მოგვიყვა, რომ მას მალე დაბადების დღე აქვს და პურით გაკეთებული ტორტი ექნება...

ნინო: დიახ, ასეა... ბავშვებს ნორმალურად ვერ ვაჭმევ. მაკარონი, წიწიბურა - ეს არის ჩვენი ულუფა. ზეთი თუ მაქვს, კარტოფილს ვწვავ და ბავშვებისთვის, ესეც ზეიმია!

გიორგი (10 წლის): ყველაზე გემრიელი სუნი - შემწვარი კარტოფილის სუნია! ვგიჟდები, ისე მიყვარს!

– კი, მაგრამ ხორცი, ან ხილი? რძის პროდუქტები?

ნინო: ხუმრობთ, არა? ხორცს ორ წელიწადში ერთხელ ვყიდულობ. საჭმელს ღარიბთა სასადილოში ვიღებთ, იქ კი, ხანდახან, მხოლოდ პარასკეობით იძლევიან ცოტაოდენ მოხარშულ ქათამს, მაგრამ უფრო ხშირად, სოსისს, რომელშიც ხორცი საერთოდ არ არის! აი, დაბადების დღისთვის ერთ ქილა ხილფაფას ვინახავ, ტკბილი რომ იყოს. 

– რაზე ცხოვრობთ?

ნინო: დახმარება - 670 ლარი, შვიდ კაცზე. ეს მხოლოდ კვებაზე გვყოფნის და ისიც, არცთუ ისე ხარისხიანია. 

– ამ ასაკის ბავშვებს მხოლოდ საკვები არ სჭირდებათ... კი, მაგრამ ტანსაცმელი? ფეხსაცმელი? ან სასკოლო ნივთები?

ნინო: ტანსაცმლით კეთილი ხალხი გვეხმარება. გოგონების ტანსაცმელი ერთიდან მეორეზე გადადის! მხოლოდ გიორგის არ აქვს საკმარისად, ის ჩვენს სახლში ერთადერთი კაცია. მას ფეხსაცმელებიც კი არ აქვს. სულ ეს არის! ჩვენ არაფერი გვაქვს.

– ნინო, რაზე ოცნებობენ ბავშვები?

ნინო:საკუთარ სახლზე. სულ ჰგონიათ, რომ ჩვენ სადღაც საკუთარი სახლი გვაქვს, ოღონდ მე იქ, ისინი, არ მიმყავს. გამუდმებით მთხოვენ, რომ სახლში წავიყვანო. ამ სახლს აღწერენ კიდეც, თითქოს ცხადში ხედავდნენ. ნეტავ, საიდან ასეთი მტკიცე რწმენა?

უფალი მათ ოცნებას აუცილებლად აასრულებს! მითხარით, ამ წუთას, ბავშვებს ყველაზე მეტად რა სჭირდებათ?

ნინო: დაფიქრებაც კი არ არის საჭირო - სათამაშოები სჭირდებათ. მათ არაფერი აქვთ, ამას თავადაც ხედავთ. სამივე გოგონას მხოლოდ თითო-თითო ძველი თოჯინა აქვს. ყიდვას სულ მთხოვენ, მაგრამ რით ვუყიდო? ამიტომ, ხშირად მოწყენილები არიან, განსაკუთრებით, როდესაც სხვა ბავშვებს ხედავენ, რომლებსაც უამრავი სათამაშო აქვთ.

– მოდით, ახლა ბავშვებს გავესაუბრები. გიორგი, რა გაინტერესებს, თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული? 

გიორგი: ადრე, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ვოცნებობდი ცეკვის მასწავლებელი გავმხდარიყავი, ახლა კი ვოცნებობ, მსოფლიო ჩემპიონი გავხდე თავისუფალ ჭიდაობაში, როგორც გენო პეტრიაშვილი! უკვე რამდენიმე წელია, ჭიდაობით ვარ დაკავებული და ჩემი მწვრთნელი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონს ზრდის. 14 წლის რომ გავხდები, მპირდება, რომ ხელფასს მომცემს! ასე რომ, დედასაც დავეხმარები!

– სანამ 14 წელი შეგისრულდება და ჩემპიონი გახდები, დღეს, ახლა, რის მიღებას ისურვებდი?

გიორგი:ველოსიპედის! ძველი კი მაქვს, მაგრამ მას შეკეთება სჭირდება!

– სპორტით ხარ დაკავებული და ალბათ, შენს კლასში, შენ ყველაზე ძლიერი ბიჭი ხარ, არა? 

გიორგი:არ ვიცი, ალბათ. ზოგადად, ჩხუბი არ მიყვარს, მხოლოდ ყველაზე იშვიათ შემთხვევებში.

მარიამი (5წლის):მე კი ყველაზე ლამაზი ვარ! დედა და ბებია ყოველთვის ამას ამბობენ! 

ნინი (7 წლის):მე კი, ლამაზი რომ ვარ, მეოთხე კლასელმა ბიჭმა მითხრა!

მარიამიმე ლილეც მეუბნება, რომ ლამაზი ვარ. ის ჩემი საუკეთესი მეგობარია. ძუნწი არ არის, სათამაშოებს მაძლევს ხოლმე და ერთად, კარგად ვთამაშობთ.

ნინი:ჩემს მეგობარს კი ბარბარე ჰქვია. მე მას საშინაო დავალებების გაკეთებაში ვეხმარები, მაგრამ ჩვენ ხშირად ვჩხუბობთ. მერე, ვრიგდებით. ის ძალიან კეთილია და არასდროს იტყუება. ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ. 

მარიამი:ვაი, გინდათ, რაღაც მოგიყვეთ? დღეს დამესიზმრა, რომ ძაღლი გვყავს! ისე მინდა ძაღლი! მასზე ვოცნებობ! ნამდვილზე, ცოცხალზე! მე ძაღლი მინდა! 

ნინი: არა, არა, გაგიჟდი? ძაღლი სადღა მოვიყვანოთ? თავზე ხომ არ დავისვამთ? ადგილი ჩემთვისაც კი არ არის. ძაღლივით, იატაკზე მძინავს...

– ოჰ, ნინი, რა მკაცრი ხარ?! რომ გაიზრდებით ვინ უნდა გამოხვიდეთ? გეგმები გაქვთ? აბა, მარიამ, მიპასუხე! 

მარიამი:მე პოლიციელი ვიქნები. მიყვარს სისუფთავე და წესრიგი! მერე, ქუჩებშიც წესრიგი იქნება! 

ბარბარე:მე დეიდა ვიქნები, საბავშვო ბაღიდან, სათამაშოებით ვითამაშებ და კაბები მექნება! კაბებში, გოგოები ფიფქებს გვანან... და „პრინცესებს“! დედა ამბობს, რომ ჩვენ „პრინცესები“ ვართ!

– ბარბარე, ყველაზე მეტად ვინ გიყვარს - დედა თუ მამა? 

ბარბარე:მამა! - უყოყმანოდ შესძახა ბარბარემ და გახსენებაზე, დამნაშავედ გახედა დედას. 

„არა, ერთი ამას უსმინეთ! - იცინის ნინო. – მამა უფრო უყვარს, - და დასძენს: - ძალიან პატარა იყო, ვახტანგი რომ წავიდა. ეს ერთი წლის და სამი თვის წინ იყო. მამა მას სხვებზე მეტად ენატრება.“

– ნათია, მოდი, ცოტას შენც გაგესაუბრები. ვიცი, რომ ახლა არ სწავლობ. რატომ?

ნათია (15 წლის): ახლა, მასწავლებლები ბავშვებს ინტერნეტით უტარებენ გაკვეთილებს, ჩვენ კი კომპიუტერი არ გვაქვს. როგორ ვისწავლი? მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცეკვაზე სიარული უფრო მიყვარს. ოთხი წელია დავდივარ და გარკვეულ წარმატებებს უკვე მივაღწიე. ჩემი ცეკვის მასწავლებელი ამბობს, რომ ორი წელიწადში, 17 წლის რომ ვიქნები, ის აუცილებლად განმამწესებს თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ცეკვის ჯგუფში. ერთი სული მაქვს! ვოცნებობ, ერთხელ მაინც ვნახო ბალეტი "სუხიშვილები".

– ანუ, შენი ოცნებაა, მთელი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნა? 

ნათია: არა, სინამდვილეში, ჩემი ოცნებაა, იურიდიულ ფაკულტეტზე რომ მოვხვდე და მოსამართლე გავხდე. ამისთვის კი, სკოლაში ზოგადი განათლების საგნები უნდა ვისწავლო. 

მოსამართლე? რატომ მაინცდამაინც მოსამართლე?

ნათია:გარშემო ბევრ უსამართლობას ვხედავ. მოსამართლე თუ გავხდები, ვეცდები სამყარო უკეთესი გავხადო.

– მადლობა ასეთი პასუხისთვის, ნათია! მითხარი, შეყვარებული თუ გყავს?

ნათია: ჯერ არა.

– სიყვარულზე თუ ოცნებობ?

ნათია: დიახ, - მშვიდად და ჩუმად მპასუხობს ნათია. - ოღონდ, ნამდვილზე. 

– შენი აზრით, როგორია ნამდვილი სიყვარული? 

ნათია:ის სუფთაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ფულის საკითხი ჩემს ურთიერთობებში არასდროს არ უნდა იდგეს.

– და როგორი უნდა იყოს შენი საყვარელი ადამიანი?

ნათია:ჩემთვის საყვარელი... და პატიოსანი. კიდევ, მინდა რომ თავისი სფეროში პროფესიონალი და შრომისმოყვარე იყოს, რომ შემეძლოს, მისით ვიამაყო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

– კარგი ადამიანი იზრდები, ნათია! და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის! რამდენი შვილი გინდა, რომ გყავდეს?

ნათია: ორი - ბიჭი და გოგო. 

მარიამი: მე - სამი!

ნინი: მე კი, ერთი ბიჭი!

ბარბარე: სამი!

– გიორგი, ჩუმად რატომ ხარ? შენ რამდენი შვილის ყოლას გეგმავ?

გიორგი (10 წლის): არავისაც არ ვგეგმავ - ბუზღუნებს გიორგი, დედა კი მის ნაცვლად მპასუხობს: „ათს! ამბობს, რომ ათი შვილი ეყოლება და ყველა - ბიჭი. აი, ასე დაღალეს გოგოებმა!“

– ღმერთმა ქნას, ასეც იყოს! თქვენს ოჯახში საოცარი ბავშვები იზრდებიან - ჩვენი სამშობლოს იმედი და მომავალი! 

***

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ არაჩვეულებრივი ოჯახის კიდევ ერთი ისტორია გაგაცანით. თქვენ მათ შესახებ არ გსმენიათ და შესაბამისად, არც მათი დახმარება შეგეძლოთ, მაგრამ ახლა - გაიგეთ! ასევე, შეიტყვეთ, რომ 20 ოქტომბერს პატარა ნინის დაბადების დღე აქვს და მას არც ტორტი ექნება, არც სათამაშოები. ან, იქნებ, ჰქონდეს? ვინ იცის? ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული!

ოჯახის მისამართია:თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 94.სურვილის შემთხვევაში, მათი პოვნა რთული არ არის, არც დარეკვა. ტელეფონი:555 40 68 14.

თუ მისვლას ვერ შეძლებთ, ტელეფონით მიულოცეთ.

ოჯახში ხუთი არაჩვეულებრივი ბავშვია, 3-იდან 15 წლამდე. ბავშვებს კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და საჭმელიც კი სჭირდებათ! და რაც მთავარია - ისინი უკვე მრავალი წელია, უცხო კუთხეებში დაყიალობენ. არადა, ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე ოცნებობენ, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს დაეხმარონ, არამედ სამშობლოსაც გამოადგნენ! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ბასიშვილებისოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000,

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებანინო ბასიშვილი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს -0901 200 270.

მსგავსი პროექტები: