პროექტის რეპორტი დაბადების დღე – სევდიანი დღესასწაულია? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაბადების დღე – სევდიანი დღესასწაულია?

page info icon
2020 ოქტომბერი 22
page info icon
2205
შვიდი წლის პატარა ნინი ასე არ ფიქრობს. მას ხომ ნამდვილი ტორტი ექნება?! პურით და მურაბით გაკეთებული!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,278 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია

ახლა კივიცი,რა არის ნამდვილი დაბადების დღე!

–ზღურბლიდანვე მიცხადებს პატარა ნინი, რომელსაც ახლახან 8 წელი შეუსრულდა. „იცით, რამდენი რამ მოგვიტანეს? აი-ი-ი ამდენი გემრიელობა და საჩუქარი!“ - მაჩვენებს ფართოდ გაშლილი ხელებით და ბედნიერებისაგან გაბრწყინებული.

„ახლა ნამდვილი პრინცესა ვარ! უამრავი ახალი კაბა მაქვს!“ - სიხარულით ჰყვება გოგონას უმცროსი დაიკო, 5 წლის მარიამი.

ეს სრული სიმართლეა, მეგობრებო! ამ მშვენიერ ბავშვებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა არის დღესასწაული, ტკბილეულის გემო კი დიდი ხნის წინ დაავიწყდათ! ბასიშვილების სევდიანი ისტორია მოგიყევით პოსტში „დაბადების დღე – სევდიანი დღესასწაულია?“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/642-basishvili

და რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რომ მას თქვენს კეთილ გულებში გამოძახილი არ ეპოვა!

„ასეთ დაბადების დღეზე ჩემი ნინი ვერც კი იოცნებებდა! თქვენ ჩვენი ცხოვრება ნამდვილ დღესასწაულად აქციეთ!“ - დედა, ნინო დაუღალავად გვიხდის მადლობას. – „ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ლამაზი სიზმარია!“

ნინო, რა მშვენიერი შვილები გყავთ! მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნინო:გაზვიადება არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენი ოჯახის ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო - ამბის გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნების შემდეგ. რეკვა პირველივე წუთებიდან დაიწყეს, მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა. საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი, მეგონა, სიზმარში ვიყავი! იცით, ბევრი რამ გადავიტანეთ და სამწუხაროდ, გულგრილობას ნათესავების მხრიდანაც შევჯახებივარ; აქ კი სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან სურსათით, ბავშვებისთვის სათამაშოებით, საყოფაცხოვრებო ქიმიით და ტანსაცმლით ხელში... ამ პლაზმურ ტელევიზორს შეხედეთ! ნახეთ, რა ნათელ ფერებში აჩვენებს! მასზე ოცნებაც კი არ შემეძლო! ახლა ბავშვები მულტფილმებს უყურებენ, მე კი, საღამოობით, მათ რომ დავაწვენ, ახალ ამბებზე ვრთავ ხოლმე. ფონდის ნაჩუქარი სარეცხი მანქანა კი ჩემი საუკეთესო თანაშემწეა, დედები გამიგებენ. სულ რამდენიმე დღეში ჩვენი მაცივარი სურსათით გაივსო, რომელთა გემოც ბავშვებს უკვე აღარც კი ახსოვდათ: ხორცი, იოგურტი... სიტყვები არ მყოფნის, ჩემი მადლიერება რომ გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც მე და ჩემს შვილებს დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა!

ნინო, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ნინო: ყველაზე ემოციური ალბათ იმ მშობლების სტუმრობა იყო, რომლებმაც თავისი შვილებისთვის ნაყიდი საახალწლო საჩუქრები მოგვიტანეს. წარმოგიდგენიათ, საკუთარ თავს და შვილებს უარი უთხრა რაღაცაზე იმისთვის, რომ სხვისი ოჯახი გაახარო?! და იცით, ამაზე ერთმა ქალმა რა მიპასუხა, რომელიც სურსათით სავსე ჩანთას ძლივს ეზიდებოდა და თავის რვა თვის შვილთან ერთად გვესტუმრა? „სხვისი შვილები არ არსებობს!“ ერთი გოგონაც მახსოვს, კირა, რომელიც დედამისმა მოიყვანა. კირა და ჩემი ხუთი წლის მარიამი თანატოლები არიან. ამ პატარა გოგონამ თავისი სათამაშოები გვაჩუქა, სწორედ ისინი, რომლებზეც ჩემი შვილები ოცნებობდნენ! კირა ჩემი გოგონების ნამდვილი მეგობარია, ბავშვებმა თამაშით გული ვერ იჯერეს... ერთმა გოგონამ, რუსომ კი ჩვენთვის საკვები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ქიმია შეიძინა და დღემდე გვირეკავს იმის გასაგებად, რამე ხომ არ გვჭირდება. ნინის დაბადების დღის წინა დღეს კი ძალიან სამახსოვრო საღამო გვქონდა: მოზარდმა გოგონებმა, თავიანთი დანაზოგით, ჩემს შვილს ტორტი, უამრავი ტკბილეული და სათამაშოები უყიდეს, წარმოგიდგენიათ? საკუთარ დაბადების დღეზე ნინის ოცნებაც კი არ შეეძლო ასეთ გემრიელ საჭმელზე! ვინმე როგორ გამოვყო? ყველა ზარი და შეხვედრა მახსოვს; თითოეული ადამიანი შეძლებისდაგვარად დაგვეხმარა და თითოეულმა მათგანმა ყოველდღიურობა გაგვიფერადა. თქვენ წინაშე ქედს ვიხრი, უფალმა დაგლოცოთ!

ნინო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? მათთვის ხელახლა ხომ არ მიგიმართავთ?

ნინო: წერილებს და განცხადებებს ყოველთვე ვწერ; ვთხოვ საცხოვრებელი ფართი გამოგვიყონ, მაგრამ ჯერჯერობით სულ უარი მოგვდის. ამბობენ, უნდა დაიცადოთო. უკვე მეექვსე წელი დაიწყო, რაც ველოდებით, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.

ნინო, მოდი სევდიან თემებზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ფონდის საჩუქრებზე თქვენი ემოციებისა და რეაქციების შესახებ მოგვიყევით! ასეთ გამოხმაურებას და მხარდაჭერას ელოდით?

ნინო:უცნობი ხალხის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო! თავიდან შოკი მქონდა; მე და ჩემი შვილები სტუმრებს სუნთქვაშეკრული ველოდით. სარეცხი მანქანა და ტელევიზორი ალბათ ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა, მით უმეტეს, როცა სახლში ოთხი ბავშვია; ასე რომ, ახლა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და სახალისოა! ბავშვებს კი გემრიელი საჭმელი და სათამაშოები გაუხარდათ! რა საჭიროა ემოციებზე საუბარი, როცა სიტყვებზე უკეთ მათი ბედნიერი და კმაყოფილი სახეები მეტყველებს! მათ ერთი მანდარინიც კი ყოველთვის უხაროდათ, აქ კი უცებ ამდენი საჩუქარი!..

ნინო, ისეთი სიხარულით და მოწიწებით ჰყვებით ფონდის დახმარების შესახებ... რას ნიშნავს ის თქვენთვის?

ნინო:იცით, საქმე მხოლოდ მატერიალურში არაა... თუმცა, რა დასამალია, ძალიან გვიჭირს და ამ არაადამიანურ პირობებში გადარჩენას ვცდილობთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეგობრები შევიძინე, სიყვარული და მზრუნველობა ვიგრძენი. რამდენი ხანია ასე მშვიდად არ ვყოფილვარ! მგონია, რომ მარტო აღარ ვართ, გვერდში კეთილი და გულისხმიერი ხალხი გვიდგას, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ ჩემი შვილები შიმშილით მოკვდნენ“, - ქვითინებს ნინო. მას უფროსი შვილი, გიორგი უახლოვდება და გაუბედავად აწყნარებს.

გიორგი: კარგი რა, დე, არ იტირო...

გიორგი, შენ რა საჩუქრები მიიღე?

გიორგი: ყველაზე დიდი ოცნება ამიხდა! ველოსიპედი მაჩუქეს! ნახეთ, რა მაგარია! ძალიან სწრაფია და ძალიან მომწონს! ახლა შემიძლია მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვატარო! ძალიან დიდი მადლობა!

გიო, მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ. ნინი, პატარავ, შენ რა საჩუქრები დაგამახსოვრდა?

ნინი: საუკეთესო საჩუქარი - გემრიელობებია! ტკბილეული ძალიან მიყვარს! ვიცი, რომ ბევრის ჭამა არ შეიძლება, ჩემს დებს და ძმასაც რომ ერგოს. გინდათ, საიდუმლო გითხრათ? შოკოლადები გადავმალე და როცა დედა გვეტყვის, რომ გათავდა, მე მას გავახარებ და ტკბილეული კიდევ რამდენიმე დღე გვეყოფა! გარდა ამისა, ახლა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თოჯინაც მაქვს, მე ის ძალიან მიყვარს!

– რა ლამაზი თოჯინა გქონია, ნინი! მარიამ, შენ რა საჩუქრები გერგო?

მარიამი: ფრჩხილების შეღებვა და ნამდვილი პრინცესასავით ჩაცმა რომ მიყვარს, ხომ იცით? ძალიან ლამაზი კაბები მაჩუქეს. სექტემბერში, სკოლაში რომ წავალ, მაშინ ჩავიცვამ და კლასში ყველაზე მოდური გოგონა ვიქნები!

– რა ჭკვიანი გოგო ხარ, მარიამ! დარწმუნებული ვარ, რომ კარგადაც ისწავლი! ნინო, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, კიდევ თუ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

ნინო: ქვეყანაში არსებული კრიზისის გათვალისწინებით, კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება; თანაც, მხარდაჭერა მხოლოდ მე არ მჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენი დახმარება შეძლო. სამწუხაროდ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს, რომელიც ღვთის შეწევნით დაგვიბრუნდა და მძიმედ არის ავად, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა აუცილებელი ხარჯი ჩვენ თვითონ დავფაროთ. მინდა სიხარული გაგიზიაროთ! მეხუთე შვილს ველოდები! ბავშვის გულის ცემა რომ გავიგე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე: „გავაჩენ!“ ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაულისთვის უფლის მადლიერი ვარ! ანემიისა და სხვა დაავადებების გამო, ორსულობის მონიტორინგი აუცილებლად მჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებთან წასასვლელი ფული არ გვაქვს. ნემსები და ვიტამინები დამინიშნეს, მაგრამ ვერ ვყიდულობთ. თუ ფონდის მეგობრები მოისურვებენ და შეძლებენ, თქვენი მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის და ყურადღებისთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები, რადგან თქვენ მე დამანახეთ, რომ არც მე და არც ჩემი შვილები ამქვეყნად მარტო არ ვართ. თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ! უფალმა დაგლოცოთ!

***

ძვირფასო მეგობრებო, ოჯახი უდიდეს მადლობას უცხადებს ყველას, ვინც მათი პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩა და დაეხმარა! შეგვიძლია ამჯერადაც გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ორსულ ქალს, რომელსაც მკურნალობა და წამლები სჭირდება. ბასიშვილების ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი იქნება - საჭმლისთვის, ტანსაცმლისთვის... ამ ბავშვების ცხოვრება ჩვენს ხელშია!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ბასიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/642-basishvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: