ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

page info icon
2020 ოქტომბერი 30
მეგობრებო, გაიცანით! მარიამი (1 წლის), ბარბარე (2 წლის), ლიკა (3 წლის) და გიორგი (4 წლის) - ეს ბავშვები კანფეტებსა და სათამაშოებს მხოლოდ ოცნებებში ხედავენ. ისინი ჯერ მეტისმეტად პატარები არიან იმისთვის, რომ მათი მდგომარეობის სიმძიმე გააცნობიერონ, მაგრამ მათ უკვე უწევთ გაჭირვების დათმენა და იციან: „დედას ახლა ფული არ აქვს... მერე გვიყიდის, ოდესმე...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,911 ₾
( 209 დონორი )
დასრულებულია
„ღმერთო, არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, ვიდრე შენი შვილისთვის ელემენტარულზე უარის თქმა... ეს ძალიან მტკივნეულია, - მოსთქვამს ამ მშვენიერი ბავშვების დედა, გვანცა (23 წლის). - სანამ პატარები არიან, ვუხსნი: ახლა არა, მერე გიყიდით, მაგრამ როდის „მერე“? - მე თვითონაც არ ვიცი. ყოველდღე, უფრო და უფრო გვიჭირს...“

ეგიკაშვილების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი პაწაწინა, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. შიშველი კედლები, იატაკზე - ამძვრალი ლინოლეუმი... მათი მთავარი და ნამდვილი სიმდიდრე - ოთხი შესანიშნავი შვილია.

კარგად დააკვირდით! ამ ბავშვების მშვენიერ თვალებში თქვენ ჩვენი საყვარელი სამშობლოს - საქართველოს მომავალს დაინახავთ... მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ქრისტიანული წყალობა გამოვიჩინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის, რომ მათი მძიმე ცხოვრება როგორმე მაინც გავამარტივოთ.

გვანცა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

გვანცა: საშინელ სიღარიბეში ვცხოვრობთ... ოთხი შვილი მყავს და ზოგჯერ, არც კი ვიცი, მათ რა ვაჭამო. არ გვაქვს არც პროდუქტების, არც უმცროსი გოგონას საფენების ფული.  

მიმოიხედეთ გარშემო! ჩვენ არაფერი გვაქვს! შეხედეთ, რაზე სძინავთ ჩემს პატარებს! სახლიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ სადაცაა, დაიშლება; მაგრამ იმის ფული არ გვაქვს, რომ უკეთესი საცხოვრებელი ვიქირაოთ. მაცივარი და ტელევიზორი საბჭოთა კავშირის დროინდელია; ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სარეცხი მანქანა გაფუჭდა! წარმოიდგინეთ, რამდენი სარეცხია, როდესაც სახლში ოთხი, ერთი მეორეზე პატარა ბავშვია და ორი ზრდასრული. ხელებში უკვე ძალა მერთმევა...

თქვენი მდგომარეობა ყოველთვის ასეთი საშინელი იყო?

გვანცა:იცით, ყოველთვის მოკრძალებულად ვცხოვრობდით. ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე მდიდარი არ იყო. დიდი და ნამდვილი სიყვარულით გავთხოვდი. მე და ლერი ერთმანეთს თითქმის 10 წელია, ვიცნობთ; მაგრამ როდესაც, ერთი მეორის მიყოლებით, ბავშვები გაჩნდნენ, ძალიან გაგვიჭირდა. მათ იმდენი რამ სჭირდებათ... ქმრის მშობლების სახლშიც ვეღარ ვეტეოდით. იქ ჩვენ გარეშეც სივიწროვეა - 7 ადამიანი, ორი პატარა ბავშვი. ბინის დაქირავება მოგვიწია, თუკი შეიძლება, ამას ასე ეწოდოს. ოთახი და სამზარეულო, კეთილმოწყობა - ბაღის ბოლოში, ბავშვებს ტაშტში ვაბანავებ...

შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

გვანცა: მე წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე; ჩემს მეუღლეს, ლერის კი იქ ნათესავები ჰყავს და სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე. ასე გავიცანით ერთმანეთი. იმ დროს, მე-8 კლასში ვიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ კი - დავქორწინდით. პირველი შვილი დავკარგე, ეს ძალიან მტკივნეული დარტყმა იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ იმდენი შვილი მეყოლება, რამდენსაც უფალი მომცემს...

– როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, როდესაც ოჯახი შექმენით?

გვანცა: მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გორში სწავლა მინდოდა, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. დედაჩემი ინფორმატიკის მასწავლებელი იყო და ეს პროფესია ამიტომაც ავირჩიე. ყველა საბუთი მზად იყო და მე და ლერი გორში ვაპირებდით ცხოვრებას, მაგრამ მერე დავფეხმძიმდი და სოფელში დაბრუნება მოგვიწია. აქ კი, თავადაც გესმით, ფულის შოვნა ძნელია. ჩემი ქმარი ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება, მწყემსადაც დადის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვარსებობთ.

– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

გვანცა: დედაჩემი, 9 წლის წინ, სიმსივნით გარდაიცვალა. მამა ადრე მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ის უმუშევარია. ჩემი ძმა კი სტუდენტია, თბილისში სწავლობს და ფულს შეძლებისდაგვარად შოულობს. მათ თვითონ სჭირდებათ დახმარება. რაც შეეხება ქმრის მშობლებს, ისინიც ასაკში არიან. როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან - ხან კარტოფილი მოაქვთ, ხან პური, ხან მაკარონი...

გვანცა, უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

გვანცა:რა თქმა უნდა. სხვაგვარად, თქვენ არ მოგმართავდით. ვიცი, რომ ხანდახან, დახმარების ხელი შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა გამოგიწოდოს. საქართველო ხომ ძალიან პატარა ქვეყანაა. ერთმანეთის მხარდაჭერას შეჩვეულები ვართ. თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ეს ნამდვილად ასეა...

ჩვენი ფონდის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეთ?

გვანცა:დიახ. პირველი პოსტიცმახსოვს, რომელიც თვალში მომხვდა, მარტოხელა დედა-შვილის შესახებ... გული მტკივა, როდესაც ვკითხულობ, რამდენ ადამიანს უჭირს, რამდენია უკურნებელი სენით დაავადებული, რამდენს სჭირდება დახმარება… თქვენი ნამდვილად ღვთისმოსაწონ საქმეს აკეთებთ, ბევრს ეხმარებით, მათ ცხოვრებას უკეთესს ხდით. მე იმ იმედით მოგწერეთ, რომ თქვენ არც ჩემი შვილების მიმართ დარჩებით გულგრილნი. ისინი ყველაფერს არიან მოკლებულნი - სათამაშოებს, ტკბილეულს, ახალ ტანსაცმელს. რა თქმა უნდა, მე, როგორც დედას, ყველაზე მეტად ის მინდა, რომ მათ არაფერი აკლდეთ... მაგრამ რა ვქნა? მე და ჩემი ქმარი მარტო ვერ ვუმკლავდებით.

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

გვანცა:რა თქმა უნდა, მხოლოდ რწმენაში. ადრე, ეკლესიაში თითქმის ყოველ კვირა დღეს დავდიოდი, მაგრამ ახლა, ბავშვებით, ბევრად რთულია. ვცდილობ, ისინი შეძლებისდაგვარად ვაზიარო. ჩემი შვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სახლში მუდმივად ვლოცულობ... რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ.

გულწრფელად თანაგიგრძნობთ!დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

გვანცა:დიახ, რა თმა უნდა. ჩვენ დახმარებას ვიღებთ, 560 ლარის ოდენობით. სხვა შეღავათებზე, სამწუხაროდ, უარი გვითხრეს...

ეს თანხა რაზე გყოფნით?

გვანცა:მხოლოდ ყველაზე აუცილებელზე: სახლის ქირა, კომუნალური მომსახურებები, ყველაზე იაფი საკვები...

– მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

წვნიანი, ბურღულეული, მაკარონი... მეუღლემ ცოტაოდენი ფულის შოვნა თუ მოახერხა, ხორცის ნაჭერი მოაქვს, მე კი ბულიონს ვაკეთებ.

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ დეტალურად რომ მოგვიყვეთ.

გვანცა:მათ შორის სხვაობა თითო-თითო წელია. საბავშვო ბაღში სიარული მხოლოდ უფროსმა - გიორგიმ (4 წლის) მოასწრო.  ლიკა (3 წლის) ცდილობს, ყველაფერში მას მიბაძოს და მასაც ძალიან უნდა საბავშვო ბაღში სიარული. სათამაშოებზე ოცნებებითაც კი მას ბაძავს! გიორგის პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა და რა თქმა უნდა, ლიკასაც. (იცინის). გიორგის დები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით უმცროსი - მარიამი (1 წლის). მუსიკას რომ ვრთავ, ყველანი ერთად ისე სასაცილოდ ცეკვავენ...

– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. გამარჯობა, გიორგი! აბა, გვითხარი, საბავშვო ბაღი გენატრება?

გიორგი (4 წლის):დიახ! იქ სახალისოა და ბევრი სათამაშოა. სახლში კი - ცოტა...


შენი საყვარელი სათამაშო რომელია?

გიორგი:დათუნია - რბილი და ფუმფულაა. მაჩუქეს და ძალიან მიყვარს!

ლიკა (3 წლის):მეც მყავს საყვარელი დათუნია! ვარდისფერია და ლამაზი!

რა სათამაშოებზე ოცნებობთ, ბავშვებო?

გიორგი:ძალიან მინდა პოლიციის მანქანა სასიგნალო ხმით და მოციმციმე შუქებით... ვიუ-ვიუ! ისეთი მაგარია! დედა დამპირდა, ფული რომ მექნება, გიყიდიო...

ლიკა: მეც მინდა მანქანა სასიგნალო ხმით!

და თოჯინა რატომ არ გინდა, ლიკა?

ლიკა: მე და გიორგი ყოველთვის ერთად ვთამაშობთ. ორივეს  ერთნაირი მანქანა რომ გვქონდეს, უფრო სახალისო იქნება.

ბარბარე და მარიამი რაზე ოცნებობენ?

ბარბარე (2 წლის):მე დათუნია მინდა... გიო თავისას მაძლევს ხოლმე სათამაშოდ, მაგრამ მე ჩემი მინდა, რომ ჩემთან ეძინოს... და კიდევ, ბევრზე-ბევრი კანფეტი!

გიორგი: კანფეტები ყველას გვიყვარს! (იცინის). დედა გვყიდულობს ხოლმე, მაგრამ იშვიათად...

გვანცა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

გვანცა: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ბავშვები კარგად დანაყრებულები და ჩაცმულები იყვნენ; რომ მათთვის მუდმივად ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს და იმის ახსნა, რომ ფული ახლა არ გვაქვს და მერე ვუყიდი... როდის „მერე“? მე თვითონაც არ ვიცი.

ერთი სანუკვარი ოცნება მაქვს - სწავლის გაგრძელება; მაგრამ ამ წუთას, ეს შეუძლებელია. მე ჩემს ანგელოზებს ძალიან ვჭირდები, ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან. მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს არ ვკარგავ.

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

გვანცა: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტები, საფენები. ღმერთია მოწმე, დახმარებისთვის მხოლოდ ბავშვების გამო მოგმართეთ...

ახლა, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გვჭირდება. ბავშვები ისეთ ასაკში არიან, სულ თვალყურის დევნა სჭირდებათ. მიმხედავი არავინ მყავს, მე კი უკვე ფეხები დამაწყდა. თქვენც კარგად ხედავთ, რომ საერთოდ არაფერი გვაქვს. აქ რაც არის, ყველაფერი უსარგებლო ძველმანია. საწოლები იშლება. მაცივარი და ტელევიზორი იმდენად ძველია, მიკვირს, დღემდე, რომ ირთვება...

თხოვნას მიჩვეული არ ვარ და ძალიან მეუხერხულება, მაგრამ დედები გამიგებენ. როდესაც შვილისთვის ზედმეტი კანფეტის ყიდვის ფული არ გაქვს... ეს საშინელი გრძნობაა. ძალიან მტკივნეულია. თქვენ ამიტომაც მოგმართეთ. იმედი მაქვს, ჩვენი სავალალო მდგომარეობა თქვენს კეთილ მეგობრებს გულგრილს არ დატოვებს...  

***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეგიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ ნებისმიერი დახმარება ესაჭიროებათ! საკვები პროდუქტები, საფენები, ტანსაცმელი, საწოლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მოდით, მათ მხარი დავუჭიროთ, გამოვიჩინოთ წყალობა და მივცეთ ბავშვებს ნორმალურად განვითარებისა და ბედნიერი ბავშვობის ქონის შესაძლებლობა.

დაურეკეთ გვანცას, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ იგი და მხარში დაუდექით მას. ტელ: 598 088 913

შეგიძლიათ, ამ ოჯახს პირადად ესტუმროთ და დაეხმაროთ. გვერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ! მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი უფლისციხე (თბილისიდან 95კმ. მანძილზე).

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ეგიკაშვილების ოჯახისდასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა.ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ახლობლების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ეგიკაშვილების ოჯახის პრობლემებისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ეგიკაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ეგიკაშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: