დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება!

page info icon
2020 ნოემბერი 9
ის ხშირად მესიზმრება. საზარელია!!! - პატარა ბარბარე სახლის კარებში სწორედ ამ სიტყვებით შემომეგება და კედელთან მიმიყვანა. - შენც გყავს სახლში ასეთი? - გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი. - არა, არ მყავს. ახლავე წავიყვან შენსას. არ გენანება? - წაიყვანე! მე კიდევ ბევრი გემრიელი საჭმელი და დღეში სულ პაააატარა კანფეტი მინდა, ერთი მაინც! - მოგიტან!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,385 ₾
( 110 დონორი )
დასრულებულია

- რადგან თითქმის ჯადოქარი ხარ, და ურჩხულებზეც კი  მბრძანებლობ, მაშინ ჩემს პატარა ძმასაც, გიოს ასწავლე ნორმალურად სიარული. თორე ის წევს და ტრიალებს, თოჯინასავით! რომ წაიქცევა, ტირის. მერე დედიკოც ტირილს იწყებს და მეც, მათთან ერთად!..

ბარბარეს სურს, რაც შეიძლება მალე რომ მომიყვეს ყველაფერი თავისი სახლის შესახებ. მაგრამ საკმაოდ რთულია ამ ნაგებობისთვის სახლის დარქმევა. საქონელი ფერმებში ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ეს საბრალო ოჯახი!

სახლში არაფერი არ აქვთ მთელი. ფანჯრებზე ცელოფანია გაკრული, კედლებზე - კლიონკა , ჭერიდან ბათქაში იყრება, იატაკიც ჩავარდნილია...

ბარბარე 5 წლისაა... ვუყურებ ამ გოგონას, საოცარი თვალებით, და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, სადმე ამაზე საზარელი ადგილი რომ არსებობდეს? იმაზე უარესი რა უნდა იყოს, ვიდრე მშიერი კუჭით დაძინება და თანაც იმის მუდმივი შიში, რომ ურჩხული საშინელ ადგილას წაგიყვანს?

ვერიკო, ბარბარეს დედა: ბარბარე, დეიდას ნუ აშინებ... ბოდიშს გიხდით, ძალიან ბევრს ლაპარაკობს...

ღატაკი ოჯახი ვართ. ამ დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ. ნაცნობმა გვათხოვა დროებით. ოჯახში ექვსნი ვართ. მე, ჩემი მეუღლე რამაზი და ჩვენი შვილები. ეს თამაზია, ყველაზე პატარა - 6 თვის. გიო 2 წლისაა. ნაადრევად დაიბადა.

- ამან მის ჯანმრთელობაზე თუ იმოქმედა? ბარბარემ თქვა, რომ ფეხები სტკივა.

ვერიკო: დიახ, პრობლემები აქვს. სამი თვე ინკუბატორში იწვა, როცა გაწერეს, პედიატრმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ თბილისში და ქირურგს ვაჩვენოთ, რომ პატარას ფეხები არ მოსწონს. მეზობლები დაგვეხმარნენ წასასვლელად თანხის შეგროვებაში, ჩვენ კაპიკი არ გვქონდა... გიო მაშინვე საავადმყოფოში დააწვინეს და ერთ თვეში ოპერაცია გაუკეთეს. სახელმწიფომ 2675 ლარით დაგვაფინანსა, 400 ლარი ჩვენ უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ესეც უზარმაზარი თანხაა. ერთი წელია გასული, მაგრამ ეს თანხა დღემდე ვერ გადავიხადეთ. ახლა, ამის გამო, საავადმყოფოში არ მიგვიღებენ. გიოს კი გამოკვლევა სჭირდება. გადაადგილება დღითიდღე უფრო და უფრო უჭირს. საიდან მოვიტანოთ ამხელა თანხა? დახმარებას ვიღებთ 400 ლარის ოდენობით. საავადმყოფოში ეს თანხა რომ გადავიხადოთ, ყველანი შიმშილით დავიხოცებით.

- დახმარების გარდა არ გაქვთ სხვა შემოსავალი? თვეში 400 ლარით 6 ადამიანი რანაირად ახერხებთ ცხოვრებას?

ვერიკო: მეუღლე ავადმყოფი მყავს. ეპილეფსია აქვს. მძიმე შრომა მისთვის აკრძალულია. რა ვქნათ, აბა? ხან შეშის საჩეხად დადის, ხან მეზობლებს ეხმარება ყანაში. ძალიან მშრომელია. ავადმყოფობა რომ არა, ალბათ ასე ძალიან არ გაგვიჭირდებოდა. ჩვენ პურის გარდა ვერაფერს ვყიდულობთ. აი, მეზობელმა დღეს სამი ცალი კარტოფილი მომცა, მეც ერთი მუჭა ბრინჯი მქონდა და წვნიანი გავაკეთე. ორი დღე უნდა გვეყოს.

საუბარში 15 წლის თამარი ჩაერთო.

თამარი: შეიძლება მეც ვთქვა? იმდენად გვიჭირს, რომ სკოლის მიტოვება მომიწია. 9 კლასი დავამთავრე. მე კი სწავლა ძალიან მიყვარდა. მათემატიკა და ისტორიაა მომწონს ყველაზე მეტად. სიგიჟემდე მიყვარს წიგნების კითხვა. ერთადერთი წიგნი მაქვს, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენ სალტკროკის კუნძულზე ვართ“. ასჯერ მაინც მაქვს გადაკითხული! ეს ჩემი პირველი და ერთადერთი წიგნია. ისიც ბიბლიოთეკიდან.

- ვერიკო, მართალია, რომ თამარი სკოლაში სახსრების არქონის გამო ვერ დადის?

ვერიკო: დიახ, იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ კალამი და რვეულები ვუყიდოთ. ნორმალურ ტანსაცმელსა და ჩანთის შეძენაზე კი საუბარიც ზედმეტია. თან კომპიუტერიც სჭირდება. არაფერი გამოვა ამის გარეშე. მესმის, რომ საკვების გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ არსებობს, მაგრამ როდესაც ბავშვები შიმშილის გამო ტირიან, სწავლა მეორეხარისხოვანი ხდება. თამარი ცუდად რამდენჯერ გამხდარა სკოლაში, იმის გამო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი უჭამია.

- თამარ, სწავლა ძალიან გინდა?

თამარი: მზად ვარ მხოლოდ წყალი და პური ვჭამო, ოღონდ სწავლა განვაგრძო. ეს ჩემი ოცნებაა. მინდა ექთანი გავხდე.

- რა გჭირდება ამისთვის?

თამარი: პირველ რიგში, კომპიუტერი, რვეულები და კალმები. შეიძლება წიგნები გთხოვოთ? არ არის აუცილებელი, ახალი რომ იყოს. იქნებ ვინმემ უკვე წაიკითხა და აღარ სჭირდება. ბევრჯერ მინახავს, წიგნები ნაგავში როგორ გადაუყრიათ. მე კი ვოცნებობ, საკუთარი წიგნი რომ მქონდეს!

ბარბარე (5 წლის): ახლა მე მომისმინეთ! მე არ მინდა წიგნები! მე არ ვიცი კითხვა! თოჯინები მჭირდება! და ტელევიზორი პრინცესებით! გიოსთან ერთად ვითამაშებდი და მულტფილმებს ვუყურებდი! კიდევ კამფეტები მინდა. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია!

- ამბობენ? ვინ ამბობს? შენ რა, არასოდეს გიჭამია?

ბარბარე: არ მახსოვს... შეიძლება მიჭამია, შეიძლება არა.

თამარი: თქვენ წარმოიდგინეთ, ბარბარეს კამფეტი არასოდეს არ უჭამია. კამფეტი კი არა, ადამიანური საჭმელიც კი არასდროს არ გვაქვს. წვნიანი ბრინჯით, რომელშიც ბრინჯიც საძებარია, ან კარტოფილის წვნიანი, ან იმის, რასაც მეზობლები მოგვცემენ...

- შენი აზრით, რა არის ადამიანური საჭმელი?

თამარი: რამე ხორცი, თვეში ერთხელ მაინც. ან... რა ვიცი. რას ჭამენ კიდევ ადამიანები? ალბათ ღვეზელი. ან ხორცი. ყველი. და კიდევ ხილი. აი, ბანანს დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი!

- ვერიკო, პატარებს რას აჭმევთ? 6 თვის თაზო ხომ ბრინჯის წვნიანს, ან მხოლოდ კარტოფილს ვერ შეჭამს?

ვერიკო: რას ვიზამთ? იმას ჭამს რაც გვაქვს.

- გასაგებია, რომ ყველაზე მეტად საკვები გჭირდებათ. მაგრამ იქნებ კიდევ  გაკლიათ რამე?

ვერიკო: პროდუქტი, თამარისთვის კომპიუტერი, სწავლის გაგრძელება რომ შეძლოს, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი პატარებისთვის! სულ ესაა!

- არავინ გეხმარებათ?

ვერიკო: მხოლოდ მეზობლები, სხვა არავინ! ზოგი კარტოფილს მოგვცემს, ზოგი ბურღულეულს... მათხოვრებივით ვცხოვრობთ. ისიც კი ძნელი დასაჯერებელია, ჩემი დახმარების თხოვნას თქვენ რომ გამოეხმაურეთ...

- ახლა, მთელი საქართველო შეიტყობს თქვენი ოჯახის შესახებ! დაინახავენ, რა კარგი შვილები გყავთ. მალე თქვენთვის ყველაფერი შეიცვლება! უნდა გჯეროდეთ ამის!

***

ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის ისტორია გიამბეთ. თქვენ მათ შესახებ არაფერი იცოდით და ვერ დაეხმარებოდით. ახლა კი იცით, რომ პატარები „საშინელ ურჩხულებთან“ ერთად ცხოვრობენ და არსებობენ ბავშვებიც, ვისაც კამფეტები არასოდეს გაუსინჯავს! არსებობენ ისეთი ბავშვები, ვისაც არ შეუძლია, სკოლაში სწავლა რომ გააგრძელოს და ოცნებობენ წიგნების კითხვაზე! და კიდევ, ბავშვები, რომლებიც ვერ მკურნალობენ, იმის გამო, რომ დედას და მამას არა აქვთ ფული!

შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი. მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელიგელათი. ასევეშეგიძლიათდაურეკოთ: 579 21 41 13.

ოჯახში ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია. ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და საჭმელიც კი! სწორედ ეს ბავშვები გახლავთ ჩვენი სიამაყე და მომავლის იმედი! ამ გაჭირვებულ ოჯახს უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და მზრუნველობა, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ყველანი ერთად, იმ სიყვარულისა და სითბოს შესაბამისად, რომელიც გააჩნია თითოეულ ჩვენთგანს!

  დიდი თხოვნაა გააზიაროთ პოსტი, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს კირვალიძეების ოჯახის გაჭირვების შესახებ!

  კიდევერთითხოვნაგვაქვს, მეგობრებო, თუკიშეიტყობთ, რომ  თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარებასჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთამისშესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხაშეგიძლიათჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კირვალიძეებისოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფიჩარიცხვისტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

  ჩვენუკვედავეხმარეთუამრავგაჭირვებულს! კირვალიძეებისოჯახსაცგავუმართოთხელი. ბედისწერისგანდაზღვეულიარავინაა!

  ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: