ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს

page info icon
2020 ნოემბერი 20
„ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს“, - ჩუმად მეჩურჩულებიან ბავშვები, როდესაც მათ სათამაშოების შესახებ ვეკითხები. ბავშვები ჯურღმულიდან! საშინელებაა, ასე როგორ ცხოვრობენ?! ან საერთოდ, თუ ცხოვრობენ? ეს ხომ სახლი კი არა, ბეტონის გამოქვაბულია ფილმებიდან პრეისტორიული დინოზავრების შესახებ. წყლისა და საპირფარეშოს გარეშე! ბეტონის იატაკი, კედლები და ჭერი! ამ ანგელოზებმა ღმერთი ასე ძალიან რით განარისხეს? რაში არიან ისინი დამნაშავეები? ისინი ყოველდღე ცრემლიანი თვალებით უყურებენ სხვა ბავშვებს, რომლებიც ლიმონათს სვამენ და ორცხობილას ჭამენ, რადგან ეს ყველაფერი მათ მხოლოდ რამდენჯერმე აქვთ გასინჯული, ხოლო მსგავსის თუნდაც თვეში ერთხელ ყიდვა მრავალშვილიანი ოჯახისთვის ნამდვილი ფუფუნება და ოცნებაა. წარმოგიდგენიათ? ლიმონათი და ორცხობილა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,625 ₾
( 130 დონორი )
დასრულებულია

ექვსი წლის გაბრიელი და ხუთი წლის ლაზარე სახლთან დამხვდნენ. ბავშვებმა კითხვები მომაყარეს: „დეიდა, შენს შვილებს მწვანე ლიმონათი დაულევიათ? მათთვის მას ხშირად ყიდულობ ხოლმე? ჩვენც მოგვიტან? იცი, მე მწვანე მომწონს, გაბრიელს კი - წითელი! ფეხბურთს გვეთამაშები? ნახე, ჩვენ ბურთი გვაქვს! კი დაიხა, მაგრამ ფეხის კვრა ჯერ კიდევ შეიძლება. მოიცადე, ახლავე შევაკეთებ!“

სანამ გაბრიელი თავის ბურთს აკეთებდა, მე სახლში შევედი, სადაც 28 წლის დედის, ლიანას ხელებში პატარები - ორი წლის მარიამი და რვა თვის გიორგი ტიროდნენ.

ლიანა: მაპატიეთ, პურს მივცემ და ახლავე დამშვიდდებიან...

ლიანა: განსაკუთრებით გაგვიჭირდა, როდესაც პატარა გიორგი გაჩნდა. დედის რძე არ მაქვს, ამიტომ ჩვენი ოჯახის ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი ახლა რძის ნარევებზე იხარჯება.

– რა სახსრებით ცხოვრობთ?

ლიანა: დახმარება - 440 ლარი. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი. ჩემი მეუღლე ავადმყოფია, მუშაობა არ შეუძლია, მაგრამ არც უსაქმოდ ზის. ნაგავსაყრელზე ჯართს აგროვებს და აბარებს. თუ ფულის შოვნა მოახერხა, ბავშვებისთვის ლიმონათს ყიდულობს. აი, მაშინ, ოჯახში ნამდვილი დღესასწაული გვაქვს! ისე კი - წიწიბურა, ან მაკარონი. ისიც, წვნიანის სახით. ერთ დიდ ქვაბს ვაკეთებ და ორი დღე ვჭამთ... აბა რა ვქნა? სხვა გზა არ არის.

დიახ, ბავშვებმა თქვეს, რომ ლიმონათი უყვართ...

ლიანა: ოჰ, მათ იმდენი რამ არ იციან! ჩემი საწყალი ბავშვები... იძულებულები არიან, ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ, რა არის სიღარიბე და შიმშილი. მათ ტანსაცმელიც კი არ აქვთ, რომ საბავშვო ბაღში და სკოლაში იარონ, არ აქვთ სათამაშოები და საჭმელი.

ლიანა, ვხედავ, რომ თქვენს სახლში ავეჯი თითქმის არ არის. მოგვიყევით, სად თავსდება თქვენი დიდი ოჯახი?

ლიანა: დიახ, ავეჯიდან - სახლში მხოლოდ საწოლი და ტახტია. საწოლზე მე მძინავს, ბავშვებთან ერთად. ტახტი საკმაოდ პატარაა. მასზე ჩემს მეუღლეს, ვლადიმერს სძინავს. მას მუდმივი თავის ტკივილები აწუხებს, ამიტომ ბავშვებთან ერთად დაძინება უჭირს.

რა დაემართა ვლადიმერს? საიდან ეს ტკივილები?

ლიანა: 7 წლის წინ ჩემმა ქმარმა თავის ტრავმა მიიღო. ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ ფული არ გვქონდა. მას შემდეგ, მას საშინელი ტკივილები აწუხებს და მუშაობა არ შეუძლია. უკვე მრავალი წელია, გამოუვალ სიღარიბეში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გაგვიჭირდა.  ყველაზე საშინელიკი ის არის, რომ ჩვენს შვილებს ყველაზე აუცილებელსაც კი ვერ ვაძლევთ. ფული ბავშვებისთვის საკმარის საკვებზეც კი არ გვყოფნის, მათ კი იმდენი რამ უნდათ - სათამაშოები, ტკბილეული... უფროსი უკვე კომპიუტერს ითხოვს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის უფლებას თავს ვერ ვაძლევთ.

თქვენი შვილებისთვის, პირველ რიგში, რას ისურვებდით?

ლიანა: ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა განათლება მიიღონ და ამ სიღარიბიდან თავის დაღწევა შეძლონ. ბავშვებს საბავშვო ბაღში და სკოლაში სიარული სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათთვის ნორმალური ტანსაცმლის ყიდვაც კი არ შეგვიძლია. ამის ახლა გაცნობიერება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსავალსაც ვერ ვპოულობ.

ლიანა, ნათესავებიდან ვინმე გეხმარებათ?

ლიანა: ნათესავებიდან თითქმის არავინ დაგვრჩა. ბიძა მყავს, მაგრამ მას ჩვენი დახმარების შესაძლებლობა არ აქვს.  უმცროსების მოვლაში უფროსი შვილები გვეხმარებიან. ალბათ რთულია იმის დაჯერება, რომ ასეთ პატარა სივრცეში ვეტევით, მაგრამ ჩვენ ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ. ბავშვებს ერთმანეთი ჰყავთ დამცველად. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი გოგონა გვყავს, მარიამი. დანარჩენები ბიჭები არიან. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ბიჭებს მარი ძალიან უყვართ, მასზე ზრუნავენ. ამის დანახვა ძალიან მახარებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, გული მეწურება, როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენი შვილებისთვის ნორმალური ბავშვობის უზრუნველყოფას ვერ ვახერხებთ.

 –ნება მომეცით, რამდენიმე შეკითხვა რომელიმე ბავშვსაც დავუსვა. ყველაზე კომუნიკაბელური ვინ გყავთ?

ლიანა: გაბრიელს გაესაუბრეთ. მორცხვი ბიჭია, მაგრამ რაღაცების თქმას შეძლებს.

გამარჯობა, გაბრიელ! დედა მეუბნება, რომ შენ ნიჭიერი ბიჭი ხარ. მომიყევი, რის კეთება გიყვარს?

გაბრიელი (6 წლის): ყველაზე მეტად რამის შეკეთება და თხრა მიყვარს! წამოდით, გაჩვენებთ, როგორ ვთხრი! რომ გავიზრდები, მშენებელი გამოვალ და დედას და მარიამს დიდ, ლამაზ სახლს ავუშენებ!

და შენთვის სახლს არ ააშენებ?

გაბრიელი: არ ვიცი. მე მანქანა მინდა! შორს რომ წავიდე!

შენი ქვეყნის - საქართველოს ნახვა გინდა? იცი, რომ საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია?

გაბრიელი: დიახ, მინდა საქართველო ვნახო, მაინტერესებს ახალი ადგილების ნახვა. შემდეგ ჯერზე, როდესაც მოხვალ და ლიმონათს მომიტან, მანქანას დავხატავ, რომლითაც ვიმოგზაურებ.

გაბრიელ, მითხარი, კიდევ რის კეთება გიყვარს? რაზე ოცნებობ?

გაბრიელი: ველოსიპედით სიარულზე ვოცნებობ. ვხედავ, როგორ დადიან ბიჭები ეზოში, საცდელად მეც მათხოვეს. ვფიქრობ, ველოსიპედითაც შეიძლება შორს წასვლა. კიდევ, ეზოში სეირნობა და ფეხბურთის თამაშიც მიყვარს. მართალია, ბურთი გაფუჭდა, მაგრამ შევაკეთებ!

სათამაშოებით თამაშობ? რა სათამაშოებით თამაშს ისურვებდი?

გაბრიელი: ზოგადად, სათამაშოები პატარებისთვის არის, მე კი უკვე დიდი ვარ. თუმცა, მანქანებით ვითამაშებდი. პლანშეტიც მინდა. ვცადე და მასზე ხატვა შემიძლია. ასევე, მასზე თამაში და მულტფილმების ყურებაც შეიძლება, ეს ძალიან სახალისოა.

ამ სიტყვების შემდეგ, გაბრიელმა თავი დახარა, თვალებიდან ცრემლი შეიმშრალა და ნაღვლიანად თქვა: „მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი არასდროს მექნება, ჩემი მშობლები ღარიბები არიან.“

 ყელში ბურთი მომაწვა. ამ პატარა ბიჭთან საუბარი ვეღარ შევძელი, სიტყვები ვერ ვიპოვე მის გასამხნევებლად...

ლიანა, თუ შეიძლება, ბედნიერების იმ წუთებზე მოგვიყევით, რომლებიც დღეს ცხოვრებაში გეხმარებიან.

ლიანა: ცხოვრებაში უფლის რწმენა მეხმარება. მე კვლავაც მწამს და ვლოცულობ, რომ უფალმა ჩვენი შვილები არ დატოვოს. დღითიდღე, უფრო და უფრო რთული ხდება, რამე გიხაროდეს, მაგრამ როდესაც ვხედავ, როგორ მეგობრობენ ბავშვები ერთმანეთთან, გული მითბება.

ლიანა, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? რა სჭირდება თქვენს ოჯახს პირველ რიგში?

ლიანა: ჩვენთვის ყველაზე მთავარი საკვებია, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. პატარა გიორგის რძის ნარევები და საფენები სჭირდება. ძალიან კარგი იქნებოდა, ბავშვებისთვის ტანსაცმლით თუ დაგვეხმარებით, მაშინ ასე აღარ შემრცხვებოდა ჩემი შვილების სკოლაში და ბაღში გაშვება. და რა თქმა უნდა, ბავშვებს ნებისმიერი სათამაშო გაახარებთ, რადგან, როგორც ხედავთ, სახლში მსგავსი არაფერი გვაქვს.

  ვხედავ, რომ სახლში არც ტექნიკა გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა ტექნიკა გაგიმარტივებდათ ცხოვრებას?

ლიანა: ოჰ, მადლობა, რომ ამ თემაზეც შეეხეთ. სარეცხი მანქანა ძალიან გამომადგებოდა, რადგან კი იცით, რომ ხელით რეცხვა მარტივი არ არის. რა თქმა უნდა, მინდა, ტელევიზორიც მქონდეს, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ვიცოდე, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.

ლიანა, მითხარით, ადამიანთა სიკეთის გჯერათ? გჯერათ, რომ უცხო ადამიანებს ერთმანეთის დახმარება შეუძლიათ?

ლიანა: რა თქმა უნდა, მჯერა. ცხოვრებაში მრავალი შემთხვევა ყოფილა, რის შემდეგაც მიფიქრია, რომ უკვე ვეღარასდროს ვირწმუნებდი ადამიანთა სიკეთეს.  მაგრამ წყენა მიდის და გულს კვლავ უკეთესის სჯერა. ვიცი, რომ საქართველოში ბევრი კეთილი ადამიანია და სწორედ ეს დაეხმარა საქართველოს ურთულეს პერიოდებში. მე ადამიანთა სიკეთისა და ღმერთის მწამს, ეს მაძლევს ძალას.


მეგობრებო, ჩვენ არაჩვეულებრივი ოჯახის კიდევ ერთი ისტორია გაგაცანით. თქვენ მათ შესახებ არ გსმენიათ და შესაბამისად, არც მათი დახმარება შეგეძლოთ, მაგრამ ახლა - გაიგეთ! მათი ცხოვრება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

ალხაზოვების ოჯახის მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრწანისი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგარაკები. ტელეფონის ნომერი: 593 601 652. თუკი წასვლას ვერ მოახერხებთ, დაურეკეთ და ტელეფონზე გაესაუბრეთ.

ოჯახში ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია, 8 თვიდან 6 წლის ასაკამდე. ბავშვებს კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვებიც კი სჭირდებათ! და ეს არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!

გთხოვთ,აუცილებლად გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ ალხაზოვებისოჯახის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:    

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000,

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ალხაზოვების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: