ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს
2020 ნოემბერი 20
1663
„ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს“, - ჩუმად მეჩურჩულებიან ბავშვები, როდესაც მათ სათამაშოების შესახებ ვეკითხები. ბავშვები ჯურღმულიდან! საშინელებაა, ასე როგორ ცხოვრობენ?! ან საერთოდ, თუ ცხოვრობენ? ეს ხომ სახლი კი არა, ბეტონის გამოქვაბულია ფილმებიდან პრეისტორიული დინოზავრების შესახებ. წყლისა და საპირფარეშოს გარეშე! ბეტონის იატაკი, კედლები და ჭერი! ამ ანგელოზებმა ღმერთი ასე ძალიან რით განარისხეს? რაში არიან ისინი დამნაშავეები?
ისინი ყოველდღე ცრემლიანი თვალებით უყურებენ სხვა ბავშვებს, რომლებიც ლიმონათს სვამენ და ორცხობილას ჭამენ, რადგან ეს ყველაფერი მათ მხოლოდ რამდენჯერმე აქვთ გასინჯული, ხოლო მსგავსის თუნდაც თვეში ერთხელ ყიდვა მრავალშვილიანი ოჯახისთვის ნამდვილი ფუფუნება და ოცნებაა. წარმოგიდგენიათ? ლიმონათი და ორცხობილა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,625 ₾
(
130 დონორი )
ნათია მგელაძე
წლის წინ
30 ₾
ანონიმი
წლის წინ
5 ₾
გიორგი ლორთქიფანიძე
წლის წინ
15 ₾
ტერმინალი
წლის წინ
45 ₾
მაია ჩაკვეტაძე
წლის წინ
10 ₾
ნიკოლოზ დარჩაშვილი
წლის წინ
3 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!
ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ...
შეგროვებულია
238 ₾
დაეხმარა
8
|