შვიდი წლის, მშვენიერ როზალინდას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა. ნეტა, სასწაული თუ მოხდება? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვიდი წლის, მშვენიერ როზალინდას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა. ნეტა, სასწაული თუ მოხდება?

page info icon
2020 დეკემბერი 2
page info icon
1642
„მჯეროდა, ძალიან, ძალიან მჯეროდა და გელოდით“ - წკრიალა ხმით შემომეგება მშვენიერი როზალინდა (7 წლის). „სასწაულები არ ხდება... 13 წლის ვარ და ზუსტად ვიცი... თუ ხდება?“ - გაკვირვებით მკითხა ხათუნამ (13 წლის) და გაუბედავად შემომხედა. გული მეტკინა სრული უიმედობისგან, რომელიც თვალწინ გადამეშალა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,939 ₾
( 140 დონორი )
დასრულებულია

    მარტოხელა დედა, ნინო, - რომელსაც ხვედრად ისეთი გამოცდა ერგო, რასაც ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა, -  და სამი ბავშვი, ძალიან ღარიბულ, თბილისურ ოჯახში, ერთმანეთს ეკვროდნენ და ფართოდ გახელილი, უზარმაზარი თვალებით მიყურებდნენ.

  „უთქვენოდ, არაფერი გამოგვივა... თქვენი და ფონდის მეგობრების დახმარება ჩვენ ძალიან გვჭირდება“, - იმედიანი ხმით თქვა ნინომ, თავი ჩაქინდრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

    ამ მშვენიერი ქართველი დედის ცხოვრება ყოველთვის ტანჯვით იყო სავსე, მაგრამ მათ შორის ყველაზე უარესი - მისი შვილების მშიერი თვალების ყურებაა.

  სრულიად სასოწარკვეთილმა, მარტოხელა დედამ, ნინო გაბიდაურმა დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მომართა... ჩვენს გულმოწყალებას ხომ შეუძლია, რომ მის შვილებს ჯადოსნობის რწმენა დაუბრუნოს?! დაუბრუნოს რწმენა იმისა, რომ მათი ბედი ხალხისთვის სულ ერთი არ არის!

ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გასაჭირმა გაიძულათ, დახმარებისთვის ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

ნინო:იცით, ძალიან ბევრის გადატანა მომიწია... მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, ყველანაირ გასაჭირს ყოველთვის მედგრად ვხვდებოდი და მასთან გამკლავების ძალებს საკუთარ თავში ყოველთვის ვპოულობდი. მაგრამ ახლა... ჩვენი მდგომარეობა სრულიად გაუსაძლისი გახდა. როგორ, მითხარით, როგორ შეიძლება, უყურო მშიერი ბავშვების თვალებს, ყოველდღე იცოდე, რომ მათ საჭმელი არ აქვთ და არც არავინ არის დამხმარე? უმცროსი ბიჭი, ალეკო, სულ რაღაც ერთი წლისაა, ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვია და მას ვერავის ვუტოვებ. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, არანაირი შრომის არ მერიდება, ადრე ჯართსაც კი ვაგროვებდი.... მაგრამ ახლა, სახლიდან გასვლის შესაძლებლობაც კი არ მაქვს. ყველაფერ ამასთან ერთად, მდგომარეობა პანდემიის გამო ძალიან გართულდა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 260 ლარის ოდენობით. არადა, ბინის ფულიც გადასახდელია... ჩვენ ვშიმშილობთ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - გადარჩენას ვცდილობთ!

როგორ მოხდა, რომ სამი ბავშვით ხელში, ნაქირავებ ბინაში აღმოჩნდით?

ნინო: ჩემი ისტორია ძალიან სევდიანია, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ თუ გინდათ, მოგიყვებით. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი 2 წლის ძმა, გიორგი, ხანძარში დაიღუპა. სახლში მარტონი ვიყავით: მე, ჩემი ძმა და 3 წლის და. ტელევიზორის ქვეშ სტაბილიზატორი აალდა, მერე - ფარდებს მოედო და მთელი სახლი ცეცხლში გაეხვია. გონიერი ბავშვი ვიყავი, დის გამოყვანა მოვასწარი, მაგრამ ძმის... ის ტახტის უკან გადავარდა, ტახტს კი ცეცხლი წაეკიდა და მისი იქიდან გამოყვანა ვერაფრით შევძელი. მოგვიანებით, მეხანძრეებმა გამოიყვანეს, ნახევრად დამწვარი…საავადმყოფომდე ვერ იცოცხლა, ხელებში ჩამაკვდა... ეს საშინელი სურათიდღემდე თვალწინ მიდგას. ჩემი შვილი მის საპატივსაცემოდ არის მონათლული, როგორც გიორგი... ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, მე და ჩემი და ბებიამ წაგვიყვანა თავისთან, სოფელში და მან გაგვზარდა, ჩვენი მშობლები კი განქორწინდნენ... მათთან დღემდე რთული ურთიერთობა მაქვს.

მგონია, რომ იმ საშინელმა დღემ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო: „მდე“ და „შემდეგ“. აღარ ვიყავი მხიარული და უდარდელი ბავშვი. რაღაცნაირად, უცებ გავიზარდე... მაგრამ არ გავტეხილვარ. ვოცნებობდი, გეგმებს ვაწყობდი, სწავლა მინდოდა, მუშაობა... მაგრამ ჩემს ოცნებებს ასრულება არ ეწერა. ჩემს მე-19 დაბადების დღეზე, როდესაც ნათესავებს ვსტუმრობდი, ჩემმა მომავალმა მეუღლემ მომიტაცა. ასე აღმოვჩნდი ზუგდიდში... 

– მაპატიეთ, ალბათ მტკივნეული თემაა, მაგრამ იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ?

ნინო: მოგიყვებით… იმ დღემდე, ერთმანეთს არც კი ვიცნობდით. მას მხოლოდ სურათით ვყავდი ნანახი და თავში აზრად მოუვიდა, რომ ცოლად მოვეყვანე. რადგან ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მასზე ცუდს არ ვიტყვი. მისი და ღმერთი მადლობელი ვარ ჩემი მშვენიერი გოგონებისთვის - ჩემი იმედისა და თვალთა სინათლისთვის. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ურთიერთობა არ აგვეწყო. მეორე გოგონაზე რომ ვიყავი ორსულად - მივატოვე. სოფელში დავბრუნდი, ბებიასთან. მოგვიანებით, როდესაც ბავშვი წამოიზარდა, რუსთავში ბინა ვიქირავე და ცოტ-ცოტას ვმუშაობდი. მეგობრებთან სტუმრად ყოფნისას კი მეორე მეუღლე, ალეკოს მამა გავიცანი. თავიდან ყველაფერი მშვენივრად იყო... მაგრამ შემდეგ, ყველაფერი აირია და დავშორდით. მატერიალურმა სირთულეებმა მაიძულეს, რომ ორსულს, დამლაგებლად დამეწყო მუშაობა. მეექვსე თვეში, ავარიაში მოვყევი... ქმარმა ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე მიმატოვა.

ღმერთო, ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, ნინო?

ნინო: სამსახურიდან სახლში მიკროავტობუსით ვბრუნდებოდი, რომელსაც ვიღაც უვიცი მძღოლი დაეჯახა. წინ ვიჯექი და მუცელი დავარტყი. თვალთ დამიბნელდა... საშინელი ტკივილი... ყველაფერი ნისლით იყო მოცული, გარშემო თეთრხალათიანი ადამიანები, რეანიმაცია... ერთი კვირა კომაში ვიყავი. მერე კი, ამ სამყაროს ჩემი არაჩვეულებრივი ბიჭი მოევლინა. მხოლოდ 800 გრამს იწონიდა, სიმაღლე - 28 სანტიმეტრი! პატარა თაგვივით! ახლა კი, ნახეთ, როგორი დევგმირი გაიზარდა! შვიდი თვე საავადმყოფოში გაატარა, მეც ძალიან ცუდად ვიყავი... მაგრამ უფლის შეწევნით, ახლა ორივე სახლში ვართ.

თქვენი ბედი მართლაც რომ სავსეა ტრაგიკული მოვლენებით, ნინო... გულწრფელად თანაგიგრძნობთ. გვითხარით, რა კონკრეტული დახმარება გჭირდებათ ამჟამად?

ნინო: შვილებისთვის საჭმელი არაფერი მაქვს. ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე ვცხოვრობთ, ამას დამატებული კვების ვაუჩერი, 90 ლარის ოდენობით. თავადაც ხვდებით, რომ ეს თანხა სამი ბავშვის გამოსაკვებად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ბინის ფულიც უნდა ვიხადო. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ჩვენს დიასახლისს, კეთილი ქალია, საშუალებას მაძლევს, ნაწილ-ნაწილ გადავიხადო. ხშირად, მე თვითონ მშიერი ვრჩები. ოღონდაც ბავშვებმა ჭამონ. ჩვენ გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილები ვართ, ტელევიზორიც კი არ გვაქვს. გოგონებმა უნდა ისწავლონ, მე კი ინტერნეტის ფულის გადახდის შესაძლებლობაც არ მაქვს. წელს, როზა სკოლაში წავიდა და იქ მას „ბუქი“ გადასცეს, მაგრამ რა ხეირი, როდესაც ინტერნეტი არ გვაქვს?..

ასევე, ძალიან მინდა, სარეცხი მანქანა მქონდეს. ხომ გესმით, სამი შვილი, სარეცხი ბევრია, ნივთების ცივ წყალში, გაუთბობ შენობაში რეცხვა კი ძალიან ძნელია... მით უმეტეს, რომ ალეკო ცელქია და სულ ყურადღება სჭირდება...

– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

ნინო: როგორც უკვე გითხარით, მშობლები განქორწინებულები არიან, თითოეულ მათგანს ახალი ოჯახი, საკუთარი ცხოვრება აქვს... და არც ჩვენი ურთიერთობაა ძალიან კარგი. მხოლოდ ბებია მყავს, სოფელში, მაგრამ ის უკვე 74 წლისაა და პენსიაზე ცხოვრობს. და მყავს, მაგრამ მას ხუთი შვილი ჰყავს! დახმარება მას თავად სჭირდება. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და უფლის წყალობის იმედი შემიძლია მქონდეს...

– გულწრფელად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნინო: სანამ უმცროსი ბიჭი, ალეკო, საავადმყოფოში იწვა, უამრავი ადგილი მოვიარე, ყველა კარზე ვაკაკუნე, ყველას ვუხსნიდი, რომ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში იყო, რომ დახმარება ძალიან გვჭირდებოდა... მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო იყო. დახმარება კი არა, შემწეობა 20 ლარით შეგვიმცირეს. წარმოგიდგენიათ? 

– რა გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ნინო: მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ადრე, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა, ალეკოს გამო, აღარ გამოდის. ამას, კორონავირუსიც დაემატა... მაგრამ სახლში ხატების კუთხე მაქვს, სადაც ვლოცულობ და სანთელს ვანთებ ხოლმე. უფალს მივმართავ და ვევედრები, ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჩემი შვილების ფეხზე დაყენების ძალა მომცეს.

– უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ნინო: მჯერა... ძალიან მჯერა. საქართველო ხომ კეთილი და კეთილშობილი ადამიანების ქვეყანაა?! ის იმდენად პატარაა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ... ამის თვალსაჩინო მაგალითია თქვენი ფონდი, რომლის წყალობითაც ჩვენი მოძმის გასაჭირის შესახებ ვიგებთ. მე თვითონ რამდენჯერ წამიკითხავს თქვენი პოსტები ცრემლიანი თვალებით...

– ჩვენ შესახებ სოც. ქსელებიდან შეიტყვეთ?

ნინო: არა, მეზობლებმა მირჩიეს, თქვენთვის მომემართა. მითხრეს, რომ მათ ნაცნობს ძალიან დაეხმარეთ. გული იმედით ამენთო, რომ ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც გულგრილები არ დარჩებიან, როდესაც ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყობენ.

– ნინო, თუ შეიძლება, თქვენი გოგონების შესახებ დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ.

ნინო: ხათუნა უკვე საკმაოდ დიდია, ისეთი სერიოზულია...  სწავლა უყვარს. მაგრამ ამ კორონავირუსმა ყველა ბანქო აგვირია. გასული წლის თითქმის მთელი მეორე სემესტრი გამოვტოვეთ. აბა, რა უნდა გვექნა? სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, ის არ გაითვალისწინეს, რომ ზოგიერთს არათუ ინტერნეტის, საჭმლის ფულიც კი არ აქვს...

როზა კი ძალიან მეხმარება. უმცროს ძმაზე გიჟდება! ხოხვას, სიარულს ასწავლის, სკოლის „ბუქში“ სასწავლო პროგრამებსაც კი ურთავს! ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ. როზა ამბობს, რომ ალეკო მისი ნაწილია! ჩემი პატარა ენატარტალა და დამხმარე ქალი...

როზალინდა (7 წლის): სულაც არა, ენატარტალა არ ვარ! ჭკვიანი ვარ! და კარგადაც ვსწავლობ! აი, თქვენ თვითონ ნახეთ, სულ ათიანები მყავს!

არც არავინ გეკამათება, როზა. მითხარი, რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

როზალინდა:მინდა, ექიმი გამოვიდე! ოპერაციებს გავაკეთებ ხოლმე. ბევრი ფული მექნება და მერე, დედასთვის და ალეკოსთვის ბევრ საჭმელს ვიყიდი! ვიყიდი ბეეეევრზე ბევრ კანფეტს და სოსისს!

– ეგ შენი საყვარელი საჭმელია?

როზალინდა:რა თქმა უნდა! კანფეტებზე და სოსისებზე გემრიელი რა შეიძლება იყოს? ამაზე გემრიელი რამე გაგისინჯავთ?

– ალბათ, მართალი ხარ… კიდევ რაზე ოცნებობ, როზა?

როზალინდა: ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩვენ საკუთრი სახლი გვქონდეს, მე კი - ჩემი ოთახი. ერთ კედელზე ბარბის თოჯინებით მოხატული ქაღალდი იქნება გაკრული, მეორეზე - წითელი სოსისებითა და ძეხვებით...

– რატომ მაინცდამაინც წითელი?

როზალინდა: იმიტომ, რომ წითელი ჩემი საყვარელი ფერია! სოსისი კი ყველაზე გემრიელი საჭმელი! და ჩემს ოთახში ყველაფერი წითელი იქნება! და მეც წითელი კაბები მექნება. და ფეხსაცმელები.

– შენ რაზე ოცნებობ, ხათუნა?

ხათუნა (13 წლის): მე არ ვოცნებობ... სასწაულები არ ხდება. სჯობს, სწავლაზე ვიფიქრო.

– ხათუნა, სასწაულების რატომ არ გჯერა? ნუთუ 13 წლის მანძილზე, ერთი სურვილიც არ აგსრულებია?

ხათუნა: არა! არ მჯეროდა და არც ახლა მჯერა. თოვლის ბაბუა ჩვენთან არასდროს მოსულა. ჩემი სურვილებიც არასდროს ასრულებულა. აი, სწავლისთვის ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი მჭირდება... გგონიათ, ოდესმე მექნება? არ მჯერა! დედა მათთვის ფულის დაზოგვას ვერასდროს შეძლებს, ასეთ საჩუქრებს კი ისე, უბრალოდ, არავინ ჩუქნის!

– მომავალზე ფიქრობ? ვინ გინდა, რომ გახდე?

ხათუნა: ერთმნიშვნელოვნად - პოლიციელი. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს! რომ ყველაფერი სამართლიანი იყოს! გავხდები! მაგრამ ამისთვის, უნდა ვისწავლო. გაუნათლებელი ვის რაში ვჭირდები?

– ვფიქრობ, შენი უმცროსი ძმა, ალეკო, შენს პირქუშ განწყობას არ იზიარებს. მითხარი, როგორ ფიქრობ, ის რაზე ოცნებობს?

როზალინდა: მე ვიცი! მე ვიცი! იმაზე, რომ ორცხობილები გვქონდეს, რომ მე ჩემი ოთახი მქონდეს, ხათუნას კი - თავისი! ალეკოს და დედასაც - თავისი! და დედიკო რომ ყოველთვის გვეფერებოდეს და ამბობდეს: „გენაცვალოს დედიკო!“

– ალეკო ოცნებობს ამაზე?

როზალინდა: დიახ. თქვენ რა, ჩემი არ გჯერათ? შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ! მას საუბარი არ შეუძლია, მაგრამ მე მისი მესმის!

ხათუნა: კარგი, ერთი! აი, ისევ ტირის, ალბათ შია...

მოდით, დედასაც ვკითხოთ. ნინო, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნინა: ის, რომ ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მათი ბედნიერებისთვის საკუთარი სიცოცხლეს გავიღებ... ის, რომ მათ სწავლის, წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ასევე, ის, რომ არასდროს იტანჯებოდნენ დანაკლისისა და შიმშილის გამო, არ ჰქონდეთ ყველაზე ელემენტარულის საჭიროება. ჩემი ოცნებები ძალიან მოკრძალებულია...


ამ წუთას, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ნინო:ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... პირადად მე, სარეცხის მანქანა მჭირდება. ბავშვების ნივთების ცივ წყალში, გაუთბობ შენობაში რეცხვა ძალიან რთულია. ხათუნასთვის კომპიუტერი ან პლანშეტი გვჭირდება, რომ მან სწავლა შეძლოს... საკვები პროდუქტები, საფენები...

ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს; იმდენად მარტოხელები და შესაძლებლობებს მოკლებულნი ვართ ამ წუთას, რომ მხარდაჭერის ერთი კეთილი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის! 

***

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის ისტორია გაგაცანით. და რა მოხდება ახლა? როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება? მათ შესახებ ხომ თითქმის მთელმა საქართველომ შეიტყო?! იქნებ ისე გავაკეთოთ, რომ ხათუნამ სასწაულის იწამოს, რომ პატარა როზალინდა დახატულ საჭმელზე კი არ ოცნებობდეს, არამედ თვეში ერთხელ მაინც ჭამდეს ყველაზე გემრიელ სოსისებს?!

ამ ოჯახის მისამართია: თბილისი, გოძიაშვილის ქ. №19. მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ, ან დაურეკეთ ნინოს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელეფონი: 574 02 14 84.

ოჯახში სამი ბავშვია, რომლებსაც კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშო და საკვებიც კი სჭირდებათ! ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!

ძალიან გთხოვთ,გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ გაბიდაურებისოჯახის უბედურებისშესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინა გაბიდაური).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: