ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რატომ აქვთ სხვებს სათამაშოები და კანფეტები, მე კი არა? მე რა, ცუდი გოგო ვარ?

2020 დეკემბერი 4       2448
„მე ყოველთვის კარგად ვიქცევი. დედასაც ვუჯერებ, მამასაც და არც ღმერთს ვაბრაზებ, მაგრამ მე არაფერი მაქვს. დედა ამბობს, რომ ყველაფერი კარგად გვექნება. გვექნება ტკბილეულიც და სათამაშოებიც, მაგრამ როდის - არ იცის... თქვენ იცით? კარგ ბავშვებს კანფეტები ხომ ეკუთვნით?!“ - ტიტინებს პატარა მარიამი და თვალებში, როგორც სულში, დაჟინებით მიმზერს! ისე მიყურებს, თითქოს მთელი მისი ოჯახის ბედი ჩემს პასუხზე იყოს დამოკიდებული.
2,330.15 ₾
178
დონორები
შეგროვებულია

 „რა თქმა უნდა, ეკუთვნით! და არა მხოლოდ კანფეტები, არამედ ლამაზი თოჯინაც!“ - ვთქვი და ცრემლები ძლივს შევიკავე.

  „ჰოდა, ძალიანაც კარგი! მაშინ, ახლავე წავიდეთ და სურვილები სხვებსაც ავუსრულოთ!“ - დამიძახა პატარა მარიმ. 

  სახლში, უფრო სწორედ კი, ბეტონის აკლდამაში შესვლისთანავე ცხადი გახდა, რომ სურვილების ასრულება ზღაპრულ ჯადოქარსაც კი გაუჭირდებოდა! ოთახში ჰაერიც კი სიღარიბით და უიმედობით იყო გაჟღენთილი და რომ არა ოთხი მშვენიერი ბავშვის - 10 თვის გიორგის, 3 წლის მარის, 8 წლის დიანას და 10 წლის დავითის ანგელოზივით თვალები, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდით!

  რა უნდა თქვა, როდესაც ბავშვებს ფეხსაცმელიც კი არ აქვთ? როდესაც ისინი ფეხშიშველა იმიტომ დადიან, რომ ჩუსტების ბოლო წყვილიც დაიხა?

„როგორ მინდა, ბავშვებს მივცე ის, რასაც ისინი იმსახურებენ. ჩვენთვის ყოველი დღე ბრძოლა და გაურკვევლობაა, - ამბობს მზია (29 წლის), ოთხი მშვენიერი შვილის დედა. - შეუძლებელია სიტყვებით ახსნა, რამდენად რთულია იმის გაცნობიერება, რომ ხვალ საჭმელი შეიძლება არც გვქონდეს...“

ბავშვები უფლის უდიდესი კურთხევაა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უნდა იტანჯებოდეს და არ უნდა განიცდიდეს გაჭირვებას. ბავშვები, რომლებსაც სცივათ და შიათ, სიღარიბის მიუხედავად, მაინც იღიმიან და მშობლებს სიყვარულს უძღვნიან, მათ კი, სწორედ ეს აიძულებს, რომ არ დანებდნენ. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ოჯახს, რომელსაც ჩვენი სიკეთე და დახმარება სჭირდება.

„ნეტავ, მუშაობა შემეძლოს, - ამბობს ოჯახის მამა, ავთანდილი (32 წლის). - სუნთქვა ეკვრის, ჩემს საყვარელ შვილებს რომ ვუყურებ. ყოველთვის, როდესაც მუშაობას ვიწყებ, გული და თირკმელები თავს მახსენებენ. ლოგინიდან ადგომა ყოველთვის მიჭირს, არადა, მე ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები.“

ბერიძეების ოჯახმა არ იცის, როგორია თბილ და მყუდრო სახლში ცხოვრება, რადგან ისინი ყოველდღე ყინულივით ცივ, ბეტონის კედლებიან ოთახში იღვიძებენ. მათ ირგვლივ სიბნელე, სიცივე და ნესტია, რომელიც ძვალ-რბილში ატანს. ვერაფრით დავიჯერეთ, რომ აქ ბავშვები ცხოვრობენ. ისინი ხომ შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდნენ ავად?!

მზია, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გაჭირვებამ გაიძულათ, რომ ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

მზია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ აღვწერო ყველაფერი სიტყვებით... მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ ყველაფერს. ბავშვები საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ექვსი ადამიანი ერთ ოთახში, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. ყოველდღე მეშინია, რომ ბავშვებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. უკვე აცივდა და ისინი, ხშირად, ღამე ვერ თბებიან. ყველას ერთად გვძინავს და ვცდილობთ, ერთმანეთი გავათბოთ. ოღონდაც ავად არ გახდნენ... სხვა არაფერი მინდა.

ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ. მე ბავშვებს უნდა მივხედო, რადგან მათ ყოველ წამს თვალყურის დევნება სჭირდებათ. ყველაზე პატარა სულ რაღაც 10 თვისაა, მას ვერავის ვანდობ. ჩემი მეუღლეც ავად არის. მას გულისა და თირკმელების პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენ მკურნალობის ფული არ გვაქვს. ზუსტი დიაგნოზიც კი არ ვიცით. ანალიზებია გასაკეთებელი, მაგრამ სამაგისო ფული სად ვიშოვოთ? ჩვენით, უბრალოდ ვერ ვუმკლავდებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის მოგვემართა.

– ნათესავები, ან მეგობრები თუ გეხმარებიან?

მზია: ამ სახლში ჩემი ქმრის მშობლებმა შეგვიფარეს. რომ არა ისინი, ჩვენ ქუჩაში აღმოვჩნდებოდით. მაგრამ დახმარება მათ როგორ ვთხოვო? ისინი პენსიონერები არიან და მთელი მათი ფული წამლებზე იხარჯება. ჩემს მამამთილს მძიმე ფორმის ეპილეფსია აქვს. მას თავად სჭირდება მოვლა და დახმარება.

მაგრამ იცით, ჩვენ კეთილი ადამიანების გარეშე თავს ვერ გავართმევდით. ჩვენ წარმოუდგენელი მეზობლები გვყავს, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ სურსათით, ან ბავშვებისთვის - ნივთებით დაგვეხმარონ. ერთხელ, ჩვენი მეზობელი სახლის ღობის შეკეთებაშიც კი დაგვეხმარა: მან ყველა სამშენებლო მასალები თვითონ მოიტანა და ყველაფერი თავად ააწყო. როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის მერე, ხალხის არ გჯეროდეს?! და სკოლის დირექტორი, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ? ის ისე ხშირად გვეხმარებოდა... ტელეფონზე ინტერნეტის ფულიც კი თვითონ გადაიხადა, რომ დავითს და დიანას ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შესძლებოდათ. ვერც კი გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ მისი.

 – სკოლა ახსენეთ. როგორ სწავლობენ თქვენი შვილები? მოსწონთ გულმოდგინედ შრომა? 

    მზია: ორივე წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან, ძალიან უყვართ სკოლა და გაკვეთილები. ზოგჯერ, საქმე იქამდეც კი მიდის, რომ წიგნებს ხელიდან ვერ ვაგდებინებ. დავითს კითხვა ძალიან უყვარს და სულ მთხოვს, რომ წიგნები ვუყიდო, მაგრამ იძულებული ვარ, ამაზეც უარი ვუთხრა. თუმცა გაქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან გვშველის. იმედი მაქვს, რომ ჩემი უმცროსი ბავშვებიც მათ დაემსგავსებიან.

    – ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები ასეთი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. მოდით, ოჯახის თავზეც ვისაუბროთ. როგორ გაიცანით ავთანდილი? ლამაზად გეარშიყებოდათ?

    მზია:ერთმანეთი 12 წლის წინ გავიცანით, როდესაც მე ჯერ კიდევ დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ის მაშინვე მომეწონა, მივხვდი, რომ ჩემი შვილებისთვის კარგი მამა იქნებოდა. მერე და როგორ მეარშიყებოდა?! მოგონებებისგან, ცრემლებს ვერ ვიკავებ. მოგვიანებით, ავთანდილი გამომიტყდა, რომ როგორც კი დამინახა, მაშინვე შევუყვარდი. მან ცოლობა მთხოვა, დედაჩემს ჩემი ხელი და გული სთხოვა, მერე კი მომიტაცა კიდეც! თუმცა, ეს ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქორწილით დასრულდა. ოჰ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა!

– რამდენი ხნის წინ დაიწყო თქვენს ოჯახში ფინანსური პრობლემები?

მზია: ძალიან დიდი ხნის წინ. უკვე 8 წელია, რაც უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და იძულებულები ვართ, მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედად ვიყოთ. ჩვენი ოჯახი უზრუნველყოფილი არასდროს ყოფილა. დედაჩემი ყოველთვის უკანასკნელი ძალებით ცდილობდა, რომ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ლუკმაპური ეშოვა. ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილები მსგავს მდგომარეობაში არასდროს აღმოჩენილიყვნენ... მაგრამ კი ხედავთ, რომ ჩემი ოცნება არ ასრულდა.

დიანას დაბადებამდე, საკუთარი თავის რჩენა ასე თუ ისე შეგვეძლო. ჩემი ქმარი ჯერ კიდევ მუშაობდა; მაგრამ ჩვენი გოგონა რომ დაიბადა, საკვებისა და ყველა საჭირო ნივთის შეძენა ბევრად გაგვიჭირდა. ჩემს ოჯახს მშვენივრად ესმის, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ არც ისინი არიან დალხენილები. ცოტა ხნის წინ, ჩემმა ძმამ უზარმაზარი საჩუქარი გამიკეთა - ტელეფონი მაჩუქა, რომლითაც ბავშვებს გაკვეთილების მოსმენა შეუძლიათ. ეს რომ არა, არც კი ვიცი, კარანტინის პერიოდში რას ვიზამდით.

    – როგორია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მზია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. უკვე 4 წელია, ნორმალურად ვერ ვმოძრაობ. აპენდიქსის პრობლემა მქონდა, რომელიც მხოლოდ ორსულობის პერიოდში გამოვლინდა და ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. იმ დროს, ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, ნაყოფისთვის ეს ზედმეტად საშიში იყო, ამიტომ ლოდინი მომიწია. ამ პერიოდის განმავლობაში, აპენდიციტი უფრო გამწვავდა და ოპერაციის გაკეთება მშობიარობიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში შევძელი. ბევრი გართულება იყო, შეიძლება, მოვმკვდარიყავი კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, უფალმა შვილების გამო არ გამიმეტა. თუმცა, ტკივილები დღემდე მტანჯავს.

ჩემი მეუღლეც დიდი ხანია, ჯანმრთელობას უჩივის. მას გულის უკმარისობა აქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რამდენად არის გართულებული. ფული უბრალო ანალიზებისთვისაც კი არ გვაქვს, ჩვენს დროში კი, თავადაც გესმით, რომ ანალიზები წარმოუდგენლად ძვირი ღირს. 

ერთადერთი, ის მახარებს, რომ ბავშვები არ ავადმყოფობენ. მხოლოდ, ზოგჯერ თუ ცივდებიან. ახლაც იმის მეშინია, რომ გათბობის არარსებობის გამო, ავად გამიხდებიან. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გავათბო.

  – რა არის თქვენი შემოსავალი და რაზე გყოფნით?

მზია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დედათა კაპიტალს ვიღებთ, 380 ლარის ოდენობით და 150 ლარს - ჩვენი უმცროსი შვილის, გიორგის დახმარებას. ეს ფული საკვებზე ძლივს გვყოფნის რადგან ჩვენ უკვე 6 ადამიანი ვართ, ამას დამატებული ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებიც ასევე ავად არიან. ხან ისინი გვეხმარებიან საკვებით, ხან ჩვენ მიგვაქვს მათთვის რაღაც. პატარას საფენები და სპეციალური კვება სჭირდება. გარდა ამისა, მალე სიცივეები დაიწყება, ამიტომ ბავშვებისთვის თბილი ტანსაცმლის ყიდვაა საჭირო, რაც კიდევ ერთი პრობლემაა... ღმერთო, შენ გვიშველე! არც კი ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ!

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფონდი და კეთილი ხალხი შეძლებს თქვენს დახმარებას. გთხოვთ, ნუ ტირით! თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორია თქვენი ყოველდღიური კვება? რას ჭამენ ბავშვები?

მზია: ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ ბავშვები შიმშილს არასდროს გრძნობდნენ, მაგრამ მინიმალური შემოსავლით და ოჯახის ექვსი წევრით ამის გაკეთება რთულია. როგორც წესი, მაკარონს და ბურღულეულს ვყიდულობ, რაც ბავშვების კვებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, სოსისს და კვერცხს ვყიდულობ, რომ ბავშვებმა ცილები მიიღონ. ჭირვეულები არ არიან, ყოველთვის ყველაფერს ჭამენ. მთავარია, მაგიდაზე რამე იდოს. ყველაზე პატარა ჯერ კიდევ ძუძუთი კვებაზე მყავს, მაგრამ ჩემი რძე უკვე საკმარისი აღარ არის. სპეციალურ პიურეს და ნარევებს ვყიდულობთ, რაც ძალიან ძვირია. მალე ჩვენი ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ.

ზოგჯერ, ჩვენს მეზობლებს ბოსტნეული და ხილი მოაქვთ. ახლა, მათ ხშირად ვაშლი და მსხალი მოაქვთ. ბავშვები მათზე გიჟდებიან, ტკბილეულის ნაცვლად ჭამენ. (მზიამ ნაღვლიანად გაიღიმა.)

    – ხორცზე რას იტყოდით?

    მზია:მათ დიდი ხანია, დაავიწყდათ, რა არის ხორცი. როგორ ვიყიდო, როდესაც ერთი კილოგრამი 16 ლარზე მეტი ღირს? ამის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ვცდილობ, ხორცი კვერცხითა და სოსისით ჩავანაცვლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ერთი და იგივე არ არის.

 – თქვენი არაჩვეულებრივი შვილებისთვის რაზე ოცნებობთ?

    მზია: ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ ჩემი შვილები ბედნიერები და გახარებულები იყვნენ. ისინი ამას იმსახურებენ! დაე, მათ ჰქონდეთ ის ცხოვრება, რაც მე არ მქონია და დაე, წარმატებულები ყოფილიყვნენ! ხშირად ვტირი, რადგან არ მჯერა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ჩემს შვილებს ის ყველაფერი არ აქვთ, რაც სხვებს აქვთ. რატომ არ შემიძლია მათთვის ყველაფრის მიცემა?! (მზია მწარედ ტირის.) სკოლიდან რომ ბრუნდებიან, ხშირად მეკითხებიან ხოლმე: „დედიკო, რატომ აქვთ სხვებს სათამაშოები და ტკბილეული, მე კი არა?“ პასუხს ვერასოდეს ვპოულობ, ყოველთვის ვპირდები, რომ მოგვიანებით, მომავალში, ყველაფერი გვექნება, მაგრამ თვითონაც არ ვიცი, როდის დადგება ეს მომავალი.

    – ახლა, მინდა თქვენს მეუღლეს გავესაუბრო. ავთანდილ, გვითხარით, რას გრძნობთ ამ წუთას? რას ფიქრობთ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ოჯახი აღმოჩნდა?

    ავთანდილი: ოჰ, განა შემიძლია ამის სიტყვებით გადმოცემა?! გული მეფლითება იმაზე ფიქრით, რომ ჩემს შვილებს უჭირთ. არ მჯერა, რომ სიღარიბეში ვცხოვრობთ და ხანდახან, შვილების გამოკვებაც კი არ შეგვიძლია. ჩემი შვილები და მეუღლე - ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი გამაჩნია. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა მკლავს. არც ჯანმრთელობა მაქვს მთლად სახარბიელო.

    – მზიამ გვითხრა, რომ გულის პრობლემები გაქვთ. როგორ გრძნობთ თავს?

    ავთანდილი: დიახ, პრობლემები დიდი ხნის წინ დამეწყო. უკვე წლებია, რაც გული მაწუხებს. სავარაუდოდ, გულის უკმარისობა მაქვს, მაგრამ კი გესმით, რომ ანალიზების და ექიმის კონსულტაციის გარეშე, მე თვითონ დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა დაავადება მაქვს. მაგრამ მაინც ვცდილობ, ვიმუშაო. ზოგჯერ, სოფელში ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მეძლევა. როგორც წესი, მაღაზიის მფლობელები ეძებენ ხალხს, ვინც ვაგონს ჩამოტვირთავს, ან რამე მსგავსი.  ძალიან ცოტას იხდიან, მაგრამ სხვა რა შემიძლია? აი, ასე დავდივარ სოფელში, შემოსავლის ძიებაში... რამდენადაც გამიმართლებს... მაგრამ ყველა დროებითი სამუშაო ტკივილებით მთავრდება. გული ფიზიკურ სამუშაოს ვერ უძლებს.

თქვენი საცხოვრებლის შესახებ მოგვიყევით. აქ როგორ აღმოჩნდით?

    ავთანდილი: ქორწინების მომენტიდან აქ ვცხოვრობთ; მაგრამ ხომ ხვდებით, რომ ეს სახლი 12 წლის წინ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ჩემი მშობლებიც გვეხმარებოდნენ, ახლა კი ყველაფერი ინგრევა, მაგრამ რემონტზე საუბარიც კი ზედმეტია.

    – რაზე ოცნებობდით მაშინ, როდესაც პირველ შვილს ელოდებოდით?

    ავთანდილი: ვოცნებობდი, საყვარელ ქალზე დავქორწინებულიყავი და შვილები მყოლოდა. როდესაც მზია გავიცანი, მივხვდი, რომ ის არაჩვეულებრივი დედა იქნებოდა. მე ის შემიყვარდა, ასე რომ როდესაც ის დავითზე იყო ორსულად, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. რა შეიძლება იყოს ბავშვზე უფრო მნიშვნელოვანი? ის არის შენი გაგრძელება, შენი კურთხევა. ჩვენი თითოეული შვილი განსაკუთრებულია, მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ისინი არიან ჩვენი ბედნიერება და იმედი.  

    – მადლობა თქვენ! თუ წინააღმდეგი არ ხართ, დავითს და დიანას გავესაუბრები. გამარჯობათ, ბავშვებო! შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ? დავით, რა თამაშები გიყვარს? იქნებ რომელიმე სპორტი მოგწონს?

დავითი (10 წლის):ძალიან მიყვარს ხატვა. დედა ამბობს, რომ ნიჭი მაქვს! ყველგან ვხატავ: სკოლაში, სახლში, ქუჩაში. ახლახან დედამ ორი ფურცელი მომიტანა და ისეთი ბედნიერი ვიყავი, მაშინვე ხატვა დავიწყე. ფანქრები კი მაქვს - ჩვენმა სკოლის დირექტორმა მაჩუქა. ნახატი მასაც დავუხატე.

ძალიან მინდოდა სამხატვრო სკოლაში სიარული, მაგრამ დედამ თქვა, რომ ჯერ ამის საშუალება არ გვაქვს. თან, ზამთარი მოდის და ძალიან ეციება იმისთვის, რომ იქ ფეხით ვიარო.

 – ანუ, გინდა, მხატვარი გახდე?

    დავითი:დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. ძალიან მინდა, ცნობილი მხატვარი გავხდე და დედას და მამას დავეხმარო. ასევე, მინდა კატების თავშესაფარი გავხსნა. მე ისინი ძალიან მიყვარს. ახლა ერთი კნუტი მყავს, ქუჩიდან ავიყვანე და ვზრდი. შავთვალა ჰქვია, ძალიან ლამაზია. შვილები რომ ეყოლება, ჩემს მეგობრებს ვაჩუქებ და მათ ისინიც კარგად მოუვლიან!

    ბევრი მეგობარი გყავს?

    დავითი:ცხადია! სამი მეგობარი მყავს და ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ! სკოლაში, მერხთანაც ერთად ვსხედვართ, მერე, შესვენებაზეც დავრბივართ და ვთამაშობთ. ძალიან გვიყვარს დაჭერობანას თამაში. ეს ყოველთვის ძალიან სახალისოა.

სწავლა გიყვარს?

  დავითი:რა თქმა უნდა. მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ძალიან მიყვარს კითხვა, განსაკუთრებით - ზღაპრების. მინდა, წიგნები ვიყიდო, მაგრამ თითო 5 ლარი ღირს. დედა ამბობს, რომ ჯერ მათი ყიდვა არ შეუძლია, მაგრამ სკოლაში ბიბლიოთეკა გვაქვს. იქიდან წიგნები ყოველთვის გამომაქვს და დიანას, მარის და გიორგის ვუკითხავ. ისინი მისმენენ და ხშირად, ჩემი მონაყოლის ფონზე იძინებენ.

დიანა, რა ლამაზი გოგონა ხარ! შენ რაზე ოცნებობ?

    დიანა (8 წლის):ძალიან მინდა, პოლიციელი გავხდე. მე ძაღლები მიყვარს და მათზე ხშირად ვზრუნავ. სეირნობისას, ხშირად ვხედავ, რა ცუდად ეპყრობიან მათ ადამიანები, სცემენ და ეჩხუბებიან. აი, პოლიციელი რომ გავხდები, ასეთ ხალხს ციხეში ჩავსვამ! ისინი ძაღლებს და ლეკვებს ასე არ უნდა ექცეოდნენ! ძაღლების თავშესაფრის გახსნაც მინდა. წარმოიდგინეთ, არც ერთი ძაღლი აღარ იქნება უსახლკარო, მე მათ ვაჭმევ და მოვუვლი! მე უკვე ხუთ ძაღლს დავეხმარე და ისინი ბედნიერები არიან! მალე, ერთ-ერთმა უნდა იმშობიაროს და ლეკვებს ჩემს მეგობრებს ვაჩუქებ. ყველანი ძალიან ელოდებიან.

    – რა ჭკვიანი გოგო ხარ, დიანა! ძალიან კეთილი ხარ! ანუ, დავითი კატების თავშესაფარს ააშენებს, შენ კი - ძაღლების. დედას თუ ეხმარები?  

    დიანა:დიახ, მე მას ჩემი და-ძმის მოვლაში ვეხმარები, ხშირად მიჭირავს გიორგი ხელში. საერთოდ არ მეშინია, მე მას დაბადებიდან ვუვლი და ვაჭმევ. მარი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. სანამ დედა ალაგებს და საჭმელს ამზადებს, მასზე მე ვზრუნავ. ჭურჭელსაც ვრეცხავ, დედას ყოველთვის ვეხმარები, ის ისედაც ძალიან იღლება. 

    – როგორ სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

    დიანა:ძალიან მიყვარს მათემატიკა, ადვილად ვსწავლობ, მასწავლებელიც სულ მაქებს ხოლმე. მაგრამ სპორტიც მიყვარს, განსაკუთრებით - სირბილი. კლასში ყველაზე სწრაფი ვარ. ყველა ჩემი მეგობარი ამბობს, რომ მე სპორტსმენი უნდა გამოვიდე. ვფიქრობ, წესით, უნდა გამომივიდეს!

მარი, შენ ძალიან საყვარელი გოგონა ხარ. მითხარი, რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

მარიამი (3 წლის): ჩვენ მხოლოდ ერთი სათამაშო გვაქვს, მაგრამ ის საუკეთესოა! ეს არის პანდა, მე სულ მასთან ერთად ვთამაშობ, ვითომ ის ჩემი შვილია. პანდები ძალიან საყვარლები არიან. ეს დავითის საყვარელი ცხოველია, ის მუდამ პანდებზე მელაპარაკება და მათ შესახებ ზღაპრებს მიყვება ხოლმე.

ოცნება თუ გაქვს?

მარიამი: ვოცნებობ, რომ თოჯინა მყავდეს. რამე ლამაზ სახელს დავარქმევ, დიანასთან ერთად მოვიფიქრებ. მე მას ისევე მოვუვლი, როგორც გიოს. დედა ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით, ერთმანეთს დავიცავთ.

***

მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ამ საბრალო ხალხს არ დავეხმაროთ! მოდით, ვილოცოთ მათთვის, ყველამ ერთად ვთხოვოთ უფალს, რომ მან ამ მშვენიერი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს! მათ დიდ ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, წამლები, საწოლები, საწოლის საკუთნო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან. ყველაფერი უფალსა და ჩვენს მოწყალებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, ესტუმროთ მათ და პირადად დაეხმაროთ. დაურეკეთ მათ, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მათი მისამართია: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. წიფნარი. ტელეფონი: 579 12 49 25.

ოჯახში 10 თვიდან 10 წლამდე ასაკის ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია. პატარებს კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, ტანსაცმელი და საკვებიც კი სჭირდებათ! და რაც მთავარია, ისინი უკვე მრავალი წელია, ელიან, რომ ოდესმე, მათაც ყველაფერი კარგად ექნებათ. და ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე ოცნებობენ, არა მხოლოდ საკუთარ ოჯახს დაეხმარონ, არამედ სამშობლოსაც გამოადგნენ! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!

მეგობრებო, ბერიძეების ოჯახისდახმარების მიზნით, ჩერნოვეცკისფონდისაჯაროდიწყებსთანხებისშეგროვებას! როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეეფერება!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ.

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გააკეთეთ ღვთის მოსაწონი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბერიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: