ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს ოთახში წვიმა მოდის და ისე ცივა, როგორც ქუჩაში!

page info icon
2020 დეკემბერი 11
page info icon
2331
ამ სიტყვებით შეგვეგება 3 წლის თამარი, რომელსაც არ ესმის, ასე რატომ ხდება... ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. მას ეშინია, რომ სახლი, - უფრო სწორედ კი ის, რასაც ის სახლს ეძახის, - ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და მისი მობინადრეები ცოცხლად დამარხოს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,202 ₾
( 259 დონორი )
დასრულებულია

  „შემოდით, ნუ გეშინიათ, აქ მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ, - გულითადად გვეპატიჟება სახლში თეა (36 წლის), როდესაც ხედავს, როგორი ეჭვის თვალით ვათვალიერებთ ამ საშინელ ნანგრევებს, დახვრეტილ სახურავს და ჩამოშლილ კედლებს... იატაკზე ბეტონია. იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, რომ 3 წლის ბავშვი აქ ცხოვრობს, თამაშობს, სძინავს!

  „აქ ჯერ კიდევ ჩემი დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, - გვიხსნის თეა, - ახლა კი მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ. დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა, სახურავი ჟონავს, კედელი ინგრევა. საყრდენად ჭურჭლის კარადა შევუდგი, მაგრამ არ შველის“, - სევდიანი ღიმილით გვეუბნება საბრალო ქალი და ცრემლებს მალულად იწმენდს.

  ჩვენი თანამემამულე, თეა და მისი 3 წლის გოგონა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი სახლი სადაცაა დაინგრევა, თეას კი ფული არათუ მისი შეკეთების, არამედ ბავშვის ნორმალური საკვებისთვის არ აქვს. ისინი ამ სამყაროში სრულიად მარტონი არიან და არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებას სთხოვდნენ. სასოწარკვეთილმა თეამ ჩვენს ფონდს მომართა. მარტოხელა დედა უფლის წყალობაზეა მინდობილი და იმედს არ კარგავს, რომ კეთილი თანამემამულეები მას და პატარა თამარს გასაჭირში არ დატოვებენ.


თეა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რამ მოგიყვანათ ჩვენს ფონდში?

თეა:მე და ჩემს გოგონას ძალიან გვიჭირს... თამარის ნორმალურად გამოკვების შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მუდმივად გვეშინია, ეს სახლი თავზე არ ჩამოგვექცეს. მიმოიხედეთ გარშემო - წვიმის დროს, სახურავიდან წყალი ისე იღვრება, თითქოს ქუჩაში ვიყოთ, კედლები კი სადაცაა, ჩამოიშლება. როდესაც წვიმა მოდის, საწოლებს ყოველთვის ადგილს ვუცვლი, რომ ჩვენ არ გვეწვეთებოდეს...

  ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? მარტო, ბავშვით ხელში?

თეა: ჩვენს ოჯახში უბედურებათა მთელი რიგი დიდი ხნის წინ დაიწყო. 1999 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი ძმა. ის მაშინ სულ რაღაც 24 წლის იყო და დაქორწინებას აპირებდა... რეგიონში ელექტროენერგია არ იყო, მამაჩემი ელექტრიკოსად მუშაობდა, ჩემი ძმა კი მას ეხმარებოდა - ბოძზე აძვრა და დენმა დაარტყა.  

  მწუხარებასთან გამკლავება ვერ მოვასწარით, როდესაც გაირკვა, რომ მამას სიმსივნე ჰქონდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შევძელით. სწორედ იმ დროს, მედდის პროფესიას ვეუფლებოდი და რა თქმა უნდა, კოლეჯისთვის თავის დანებება მომიწია. მამა თბილისში უნდა მეტარებინა პროცედურებზე, მასზე უნდა მეზრუნა.. მისი გარდაცვალების შემდეგ სწავლას აღარ დავბრუნებივარ. ოჯახი უნდა მერჩინა, ამიტომ მაღაზიაში მოლარედ დავიწყე მუშაობა.

  ძმას და მამას დედაც მიჰყვა. ეზოში წაიქცა, თავი დაარტყა, როგორც ჩანს, სერიოზული ტრავმა მიიღო და მალე, ისიც გარდაიცვალა... მომიწია, რომ სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით, ვალების გამო გამეყიდა, მე და ჩემი და კი აქ გადმოვბარგდით. ადრე, აქ ჩვენი დიდი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ფაქტობრივად ეს სახლი კი არა, ნანგრევებია. არც კი ვიცი, ზამთარს როგორ გადავიტანთ...

ჩემი და გათხოვდა, მას უკვე ოთხი შვილი ჰყავს. მე და თამარი კი აქ დავრჩით. მამამისმა მიგვატოვა, როდესაც ოთხი თვის ორსული ვიყავი. ის უბრალოდ სამუდამოდ გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან. მაპატიეთ, ძალიან არასასიამოვნო და მტკივნეულია ამაზე საუბარი...  


არავინ გეხმარებათ?

თეა:ჩვენ არავინ გვყავს. ნათესავები დავკრძალეთ, მხოლოდ და დამრჩა; მაგრამ მას თავისი ოჯახი ჰყავს. თანაც, მის უფროს გოგონას ცერებრალური დამბლა აქვს და ხომ გესმით, მათთვის ადვილი არ არის... უფრო სწორედ, ძალიან, ძალიან რთულია... მეუღლის მხრიდან კი ჩვენით საერთოდ არავინ ინტერესდება.  

რა შემოსავლებით ცხოვრობთ?

თეა:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 170 ლარის ოდენობით და კვების ვაუჩერს. ზოგჯერ, დამლაგებლად ვმუშაობ და დამატებითი შემოსავლის შოვნას ვახერხებ, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დამსვენებლები ჩამოდიან... ზამთარში ეგეც არ არის.  

– თეა, ფული რაზე გყოფნით? რას აჭმევთ ბავშვს?

თეა:სურსათის მაღაზიაში ვალები მაქვს. თამარი შემწვარ კარტოფილზე გიჟდება, ამიტომ, კარტოფილით და მაკარონით გავდივართ იოლად... ტკბილეულს ხშირად მთხოვს, ხომ გესმით, ბავშვია... მაგრამ ყველაფერი მკაცრად გვაქვს გათვლილი და თავს ზედმეტი თეთრის დახარჯვის უფლებას ვერ მივცემთ.


ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?

თეა:რა თქმა უნდა და არაერთხელ! იმდენი განცხადება, წერილი მაქვს დაწერილი, ვინ მოთვლის, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. აღარც კი ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო. არადა, იმის საშიშროება, რომ ეს დამპალი სახურავი მე და ჩემს გოგონას თავზე ჩამოგვემხობა, რეალურია... ეს თამარსაც კი ესმის და ღამით დაძინების ეშინია!

– თეა, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

თეა: რა თქმა უნდა, მჯერა, სხვაგვარად არც მოგმართავდით! მითხრეს, რომ თქვენი ფონდი ყველა გაჭირვებულს ეხმარება, რომ ის კეთილი ადამიანების გულებს აერთიანებს.. იცით, მე, მაგალითად, ძალიან მეხმარებიან მეზობლები, თამარს ტანსაცმელს აძლევენ, რომელიც მათ შვილებს უკვე აღარ ეტევათ... ამისთვის მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ...

– რა გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

თეა: მე ძალიან მორწმუნე ვარ. მართალია, ეკლესიაში, წირვას ხშირად ვერ ვესწრები, რადგან თამარი ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ სახლში, ხატების წინ, ხშირად ვლოცულობ. უფალს საკუთარი სიტყვებით მივმართავ და ვთხოვ, რომ ჩემი გოგონას ფეხზე დაყენების ძალები მომცეს; ვთხოვ, რომ მისთვის თუნდაც ელემენტარული პირობების, სითბოსა და სიმყუდროვის შექმნაში დამეხმაროს. გულს ყველაზე მეტად ის მტკენს, როდესაც ვხედავ, როგორ იტანჯება უდანაშაულო ბავშვი, როგორ ეშინია და ცუდ ამინდში, როგორ სცივა..


თუ შეიძლება, შვილის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით. საბავშვო ბაღში დაგყავთ?

თეა:დიახ, დამყავდა, მაგრამ ახლა ის დახურეს. თამარი ძალიან კეთილი და გულზიარი გოგონაა, ბავშვებთან თამაში უყვარს. სათამაშოებს მთხოვს, რადგან არც ისე ბევრი აქვს... საყვარელი თოჯინა ჰყავს და ეგეც გატეხილია... მულტფილმების ყურება უყვარს...


თუ შეიძლება, მასაც გავესაუბრები. თამარ, მითხარი, საბავშვო ბაღში სიარული გიყვარს?

თამარი (3 წლის):დიახ, იქ ბევრი ბავშვი და სათამაშოა, ძალიან სახალისოა! მაგრამ დედას აღარ დავყავარ, ამიტომ მხოლოდ ჩემს თოჯინას ვეთამაშები. მე ის ძალიან მიყვარს!

კიდევ ვინ გიყვარს?

თამარი:დედიკო. ის საუკეთესოა! და ჩემი მეგობრებიც. როდესაც არ წვიმს, მათთან ერთად ვთამაშობ... როდესაც წვიმს კი, სახლში ვზივარ და თოჯინას ვეთამაშები. ჩვენთან, სახლში, სახურავიდანაც წვიმს და ჩემს თოჯინას ვეხუტები, რომ არ შეეშინდეს და არ შესცივდეს.


შენ თუ გეშინია?

თამარი: როდესაც მეშინია და მცივა, დედიკოს ვეხუტები, რომ გავთბე...

– ნუ გეშინია, პატარა, ყველაფერი კარგად იქნება! მითხარი, რაზე ოცნებობ?

თამარი:ძალიან მინდა ველოსიპედი! კი მაქვს, მაგრამ გატეხილია, დედას კი მისი შეკეთება არ შეუძლია. ყველა ბავშვი ველოსიპედით დასეირნობს, მე კი მხოლოდ მათ ვუყურებ. დედამ თქვა, ფული რომ მექნება, გიყიდიო...

კიდევ რას ისურვებდი?

თამარი:„კინდერი“ მიყვარს. შოკოლადის კვერცხია ასეთი და შიგნით სათამაშო დევს. სულ ნაირ-ნაირი სათამაშოა... მაგრამ ძვირი ღირს და დედა ვერ მყიდულობს. მე კი მინდა, რომ ბევრი „კინდერი“ და ველოსიპედი მქონდეს! დედა დამპირდა, რომ ყველაფერს მიყიდის, როდესაც ფული ექნება...

რადგან დაგპირდა, აუცილებლად გიყიდის. თეა, გვითხარით, ამ წუთას, თქვენი დახმარება რით შეგვიძლია?

თეა: ჩვენი მთავარი პრობლემა - სახურავის შეკეთებაა. სახურავიდან წყალი ჟონავს, შენობა ნესტიანია, ძნელად თბება. ცუდ ამინდში - თითქოს ქუჩაში ვიყოთ; სხვენში ქარი ყმუის, ყველა ბზარიდან უბერავს და გეჩვენება, რომ სახლი მალე ჩამოინგრევა... ჩემი გოგონასთვის ადამიანური პირობების შექმნაზე ვოცნებობ, რომ არ სციოდეს, რომ მისთვის საჭმელი მქონდეს. ძალიან მინდა ღუმელი. ჩემი უკვე დაძველდა და გაფუჭდა. პურს სახლში გამოვაცხობდი, ეს კი უკვე მნიშვნელოვანი დანაზოგია... სარეცხი მანქანაც მჭირდება. ეს ჩემს დას ეკუთვნის, ცოტა ხნით დამიტოვა, მაგრამ მალევე უნდა წაიღოს, რადგან თვითონაც პატარა ბავშვები ჰყავს. სარეცხი მანქანის გარეშე კი არ შემიძლია... იმის გაფიქრებაზე, რომ ეზოში, ცივ წყალში, ხელით რეცხვა მომიწევს, კანკალი მიტანს... ჩემი ავად გახდომა არ შეიძლება... ჩემს პატარა თამართან მერე ვინ იქნება?


ჩვენ ნებისმიერი დახმარება გვჭირდება. თამარს ნორმალური კვება სჭირდება და არა კარტოფილითა და მაკარონით თავის გატანა... ჩვენს დახმარებას პროდუქტებით თუ შეძლებთ, დიდად მადლიერები დაგრჩებით...

თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

თეა:რომ ჩემი შვილი ადამიანურად ცხოვრობდეს, სითბოში, დანაყრებული და ჩაცმული. მე სხვა არაფერი მინდა. ეს სახლი მთლიანად რომ ჩამოინგრეს, წასასვლელი, საცხოვრებელი აღარსად გვაქვს და მე, სამი წლის ბავშვთან ერთად, ქუჩაში აღმოვჩნდები (სლუკუნებს).

რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

თეა:ხალხი თქვენ შესახებ ბევრ კარგ რამეს ამბობს. მეზობლებმა მირჩიეს, თქვენთვის მომემართა... თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ. თქვენ ამდენ გაჭირვებულს ჩუქნით სითბოსა და სიხარულს!

გულს იმედი ჩამესახა, რომ თქვენს მეგობრებს არც ჩემი და ჩემი გოგონას გასაჭირი დატოვებს გულგრილს. მე სხვა არავინ გვყავს, ვისაც მივმართავდი!


***

  მეგობრებო! პატარა თამარი, რომელიც ღამ-ღამობით სიცივისა და შიშისგან კანკალებს, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობას. ხვალ, შეიძლება, უკვე გვიანი იყოს, რადგან სახლი, რომელიც კაცმა არ იცის, რამდენი წლის არის, შეიძლება მას და მის დედიკოს უბრალოდ თავზე ჩამოენგრეს! თეა ნოქარაშვილი მარტოდმარტო იბრძვის შვილის კეთილდღეობისთვის, მაგრამ სახლის წესრიგში მოსაყვანად საჭირო თანხა მას არ აქვს.

  დედას - თეას და 3 წლის თამარს ნებისმიერი დახმარება სჭირდებათ: პროდუქტები, პურის საცხობი ღუმელი, სარეცხი მანქანა, სახურავის შესაკეთებლად საჭირო მასალები. მათი მძიმე ყოფის შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია! პატარა თამარი კი შოკოლადის კვერცხსა და ველოსიპედზე ოცნებობს.

ნოქარაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. თვალადი.

ან დაურეკეთ თეას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 555 93 57 75.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თეა ნოქარაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თეა ნოქარაშვილს და პატარა თამარსაცგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: