ამ სახლში შიმშილი და სიცივე სუფევს...
100 კილო სიხარული და 200 კილო ბედნიერება!
როგორ აღვწეროთ და გადმოგცეთ ის დადებითი ემოციები, რომლებსაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, იმ ხალხს ჩუქნით, ვისაც უკვე აღარაფრის სჯერა? როგორ მოვაწვდინოთ თქვენამდე ბავშვების მხიარული ყიჟინის ხმა, როდესაც ისინი დიდი ხნის ნანატრ საჩუქარს იღებენ?
„ადრე ნახევარ მულტფილმს ვუყურებდით, ახლა - მთლიანს“, - გვეუბნება 7 წლის ანასტასია და ტელევიზორს ლოყით ეკრობა.
„ნახევარ მულტფილმს? ეგ როგორ?“ - ვეკითხები გაოცებული.
ანასტასია: როგორ და - პრინცესას ნახევარი ჩანდა, ნახევარი კი არა!
ირინა (დედა): ჩვენი ტელევიზორი გაფუჭებული იყო და ნახევარ ეკრანს აღარ აჩვენებდა. აი, ასე ვიტანჯებოდით.
ასეა, მეგობრებო! ზოგისთვის მთლიანი პრინცესა უკვე სიხარულის მიზეზია! და ეს ყველაფერი არ არის! ბოლომდე წაიკითხეთ ამბავი, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს! შეხედეთ ამ სიხარულით სავსე თვალებს და სული გაითბეთ!

ირინა: ყველასმადლობელი ვარ, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაგვეხმარა. ბევრი აღმოჩნდა ასეთი. ჩვენთვის მსგავსი არასდროს არავის გაუკეთებია,არც სახელმწიფოს, არც სხვა ორგანიზაციას. ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ კეთილი ხალხი არსებობდა; მაგრამ როდესაც ისინი ერთიანდებიან, მთების გადადგმა შეუძლიათ.
ყველას სახელი არ მახსოვს. იმედია მაპატიებთ; მაგრამ მაინც შევეცდები იმის შესახებ მოგიყვეთ, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მამუკა თბილისიდან, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, სკოლის ბუქების შეკეთებაში დაგვეხმარა. ერთი აღარ ირთვებოდა, მეორის დამტენი კი მთელი წელი არ მუშაობდა; ამის გამო ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს აცდენდნენ, მე კი ვნერვიულობდი. ახლა ყველაფერი რიგზეა. მამუკა სიტყვის კაცი აღმოჩნდა. პატივს ვცემ ასეთებს. დაგვპირდა, რომ შეაკეთებდა - შეაკეთა და უკან გამოგვიგზავნა.
თბილისიდან სხვა საჩუქრებიც გამოგვიგზავნეს - პროდუქტები, ტანსაცმელი; ყველაფერი, რაც ოჯახს სჭირდება და ნებისმიერ სამზარეულოში უნდა იყოს: შაქარი, მცენარეული ზეთი, მაკარონი, ვერმიშელი... ბავშვებმა მაშინვე ნივთების მოზომება დაიწყეს: ეს მე მომიხდება, ეს შენო; მაგრამ ახალი რაღაცები ყველასთვის მოიძებნა, გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. ახალი ტანსაცმელიც იყო და უხმარიც, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. ორი კაბა ჩვენს თინა ბებოსაც ერგო.
მინდა ქუთაისელი სამხედროებიც აღვნიშნო. მათ თითო-თითო ტომარა ფქვილი და კომბოსტო, ხორცის ნახევარფაბრიკატები და მზესუმზირის ზეთი მოგვიტანეს, დიდი ბოთლებით. საჭმლის კეთება თუ იცი, აკეთე და იყავი.
–რა საჭმელს აკეთებთ ხოლმე?
ირინა: სხვადასხვა რაღაცებს, რასაც ბავშვები ითხოვენ. შემწვარ კარტოფილს, ბორშჩს, წვნიანებს... როცა ბავშვები დანაყრებულები არიან, გული მშვიდად მაქვს. თქვენ მე პრობლემებისგან გამათავისუფლეთ, ასეთი რამ დიდი ხანია აღარ მომხდარა; ცოტა უჩვეულოც კია. (იღიმის.) წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რას ნიშნავს ჩემთვის სარეცხი მანქანა. ის, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი ხსნაა. ხელით რეცხვა მძიმე საქმეა. გარდა ამისა, ახლა შემიძლია საოჯახო საქმეების ნაწილი ჩემს გოგოებს - მარის და ქრისტინესაც გადავავალო. სარეცხი მანქანის გამოყენება მალე ისწავლე და შეუძლიათ ტანსაცმელი და თეთრეული დამოუკიდებლად შეყარონ, შემდეგ კი გასაშრობად გაფინონ. უკვე მათი დახმარება მჭირდება, რადგან ახლა საზრუნავი მომემატა. წელს, 23 თებერვალს, მეექვსე შვილი - გაბრიელი შემეძინა! (ანათებს.)


– აი, სიახლე! მთელი გულით გილოცავთ! თქვენ და თქვენს პატარას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!
ირინა: დიდი მადლობა! როგორც ხედავთ, მე უკვე გამომწერეს, მაგრამ გაბრიელი ჯერ არა. ის რვა თვის, 2.210 კგ. დაიბადა და გარკვეული დრო ინკუბატორში უნდა გაატაროს. ჩემი ბიჭი ჟანგბადზეა მიერთებული. ღმერთმა ქნას, უპრობლემოდ გამოწერონ და სახლში მალე წამოვიყვანოთ!
თუმცა, როგორც კი ვფიქრობ, სად უნდა მოვიყვანო ახალშობილი, ვღელავ და განვიცდი. პატარა ბავშვისთვის ჩვენი ნესტიანი ქოხი საუკეთესო ადგილი არ არის, მაგრამ სხვა რა გზაა? ჩვენ სხვა სახლი არ გვაქვს.
– ანუ საცხოვრებლის პრობლემა ჯერ კიდევ გაქვთ. როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედოა, არა? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყინული დაიძრას? პოსტი უკვე გამოქვეყნდა, ოჯახში მეექვსე შვილიც შეგეძინათ...
ირინა: სახელმწიფო დახმარებას ერთჯერადი აქციების სახე აქვს. სამწუხაროდ, მეტი არაფერი. თქვენ მიერ ნახსენები სიახლეების შემდეგაც კი არავინ დაინტერესებულა ჩვენით.
ზაფხულში ახალი სახლის მშენებლობა წამოვიწყეთ, საკუთარი ძალებით, მაგრამ რა თქმა უნდა, დასრულება ვერ შევძელით. ამ საქმეს სულ ტყუილად შევეჭიდეთ. ასე დგას ეს დაუმთავრებელი სახლი ჩვენი ხის სახლის გვერდით. უფალს ვევედრები, რომ დახმარება გამოგვიგზავნოს; რომ გამოჩნდეს რომელიმე სამშენებლო კომპანია ან შეძლებული ადამიანი, რომელიც ამ ამოცანას თავს გაართმევდა.
სულ მეშინია, ისევ არ გათოვდეს. ჩვენთვის ეს დიდი უბედურებაა. ნეტავ ამ ზამთარმაც მალე ჩაიაროს. სიცივემ და ნესტმა დაგვღალა! და ასეთ პირობებში ბავშვის აღზრდა...
ჩვენ ალბათ უნდა ვიაროთ, ხალხი შევაწუხოთ, სახსრები და შესაძლებლობები ვეძებოთ, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ, მთელი ყურადღება ახალშობილზე მაქვს გადატანილი. ნათესავებმა საწოლი გვაჩუქეს და ჩემი ბიჭი სწორედ აქ დაიძინებს.
– ბავშვებო, ალბათ ერთი სული გაქვთ, ძმას როდის ნახავთ, არა?
ანასტასია: დიახ! ის ისეთი პაწაწინაა.საინტერესოა, როგორი სახე აქვს? რას გააკეთებს ხოლმე?
ქრისტინე: მე ვიცი! მთელი დღეები ეძინება, რძის საჭმელად გაიღვიძებს და ისევ დაიძინებს. მას საფენებიც უნდა ვუცვალოთ. მე და ანასტასიას ამის კეთება უკვე შეგვიძლია.
ანასტასია: დიახ,თოჯინებზე ვვარჯიშობთ, როცა დედა-შვილობანას ვთამაშობთ. ნახეთ, როგორი ახალი თოჯინები გვაქვს! შოკოლადიც გვაჩუქეს, მაგრამ უკვე გვითავდება, რადგან ტკბილეული ძალიან გვიყვარს და დიდხანს ვერ ვუყურებთ ხოლმე! (იცინის,.)
– მოდი, აბა, ტელევიზორი მაჩვენეთ. ჩართეთ, ერთად ვუყუროთ!
მარი: ტელევიზორში ჰარი პოტერს უკვე ვუყურე. ზოგადად, მხატვრული ფილმები ძალიან მიყვარს. ქრისტინე, ანასტასია და დათუნა კი უფრო მულტფილმებს უყურებენ - „კონკია“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და ასეთი რაღაცები... (იღიმის.)

ქრისტინე: მაგრამ ყველაზე მეტად „რაპუნცელი“ მიყვარს. ყურადღებით ვუყურებ ხოლმე, მაგრამ დათუნა ტელევიზორთან დიდხანს ვერ ჩერდება, ახალი მანქანებით იწყებს თამაშს და მთელ ოთახში ატარებს ხოლმე. თან ახმოვანებს კიდეც, როგორ იქოქება: „ბრრ-ბრრ-ბრრ!“ მე კი ტელევიზორს ხმას ვუწევ, რომ გავიგო, რას ამბობენ.
მარი: ეს ტელევიზორი კარგად მუშაობს. მანამდე ძველ ტელევიზორს ვუყურებდით, რომელიც მეზობელმა გვათხოვა. ნახევარი ეკრანი არ უმუშავებდა. ძალიან არასაინტერესო იყო, ხასიათიც კი მიფუჭდებოდა.
– ახლა როგორ ხასიათზე ხარ, მარი?
მარი: კარგზე. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის! ძალიან გვიხარია!
ირინა: იმ ყველაფრის გამოხატვა რომ შემეძლოს, რასაც ვგრძნობ... ჩემი შვილების ბედნიერება გულზე მალამოსავით მედება. აი, რის გაკეთება შეძელით! თქვენი ლოცვა-კურთხევით არასდროს დავიღლები!
***
საქართველოში დემოგრაფიული კრიზისის შესახებ საუბარი და მოწოდება, რომ დიდი ოჯახები შევქმნათ ხშირად გვესმის, მაგრამ რით არის ეს საუბრები გამყარებული? როგორ ცხოვრობენ მრავალშვილიანი ოჯახები? ვინ ზრუნავს მათზე? ირინა დეისაძის ისტორია - ნათელი მაგალითია. მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, ოჯახმა დიდი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მაგრამ რას იღებენ ისინი ამის სანაცვლოდ? ერთჯერად აქციებს.
ჩვენს მკითხველებს იმის ახსნა არ გჭირდებათ, თუ რაში მდგომარეობს ირინას და მისი მეუღლის არჩევანის ღირებულება. თქვენ ყველაფერი გესმით და ყველაფერს გრძნობთ, რადგან თქვენ ყველაზე მგრძნობიარე და გულისხმიერი ხალხი ხართ. თქვენ ამ მამაც ადამიანებს ერთხელ უკვე დაეხმარეთ. დიახ, ჩვენს პირობებში ექვსი შვილის ყოლა ნამდვილად დიდი გამბედაობა და გმირობაა! მათი უმცროსი შვილი, საქართველოს ახალი მოქალაქე, გაბრიელი მხოლოდ რამდენიმე დღისაა და კარგ პირობებში ცხოვრებას ნამდვილად იმსახურებს. მოდით, ვიზრუნოთ ამაზე!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღებარამდენიმე წამითჩვენს FB პოსტებზეგადაიტანეთ; ანდაურეკეთჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებულიადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ გააგრძელეთამ ოჯახების დახმარება!სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:დეისაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/660-deisadze/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 მარ 17 | პროდუქტები | 105 | transferred |
2021 თებ 26 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 230 | paid |
2021 იან 29 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 940 | transferred |
სულ ხარჯი: 1,275 ₾
დარჩა 0.29 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
14.01.2022 09:10:26 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
02.04.2021 00:00:00 | ბაღდავაშვილი მიხეილი | 1 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
29.03.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
28.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
27.03.2021 00:00:00 | მარიამი ხეცურიანი | 5 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | მონიავა დავით | 50 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | ჩოგოვაძე ანანო | 5 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | სალომე ყოლბაია | 4 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | პავლე ქისტაური | 3 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
19.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
03.03.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | დავით არობელიძე | 10 | Transfer to account |
13.01.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
11.01.2021 00:00:00 | ქეთევან გოგუაძე | 60 | Transfer to account |
11.01.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
09.01.2021 00:00:00 | ლევან ბოხუა | 5 | Transfer to account |
09.01.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 5 | Transfer to account |
08.01.2021 00:00:00 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Transfer to account |
08.01.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
06.01.2021 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 0.5 | Transfer to account |
06.01.2021 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
05.01.2021 23:53:38 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
05.01.2021 00:00:00 | ეკატერინე კოხტაშვილი | 20 | Transfer to account |
05.01.2021 00:00:00 | ელენე პატარაძე | 3 | Transfer to account |
05.01.2021 00:00:00 | ალექსი სარქისიან | 5 | Transfer to account |
05.01.2021 00:00:00 | ი/მ ალექსანდრე ფანცულაია | 5 | Transfer to account |
04.01.2021 00:00:00 | თურმანიძე გოჩა ამირანის ძე | 7 | Transfer to account |
04.01.2021 00:00:00 | გელაშვილი თინათინ | 1 | Transfer to account |
03.01.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
03.01.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
30.12.2020 00:47:26 | Kantapat Teemuangsong | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
29.12.2020 00:00:00 | პანაეტოვა სოფიო | 150 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 50 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | მიქაძე ზურაბ | 1 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | ბეჟანი ნიქაბაძე | 20 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
26.12.2020 22:46:22 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.12.2020 00:00:00 | პაატა აბულაძე | 20 | Transfer to account |
26.12.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
24.12.2020 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
24.12.2020 00:00:00 | სანიკიძე მალხაზი | 10 | Transfer to account |
24.12.2020 00:00:00 | სანიკიძე მალხაზი | 10 | Transfer to account |
23.12.2020 23:40:08 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
23.12.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
23.12.2020 00:00:00 | გოგოლაძე შალვა | 20 | Transfer to account |
22.12.2020 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | გრძელიძე ბაქარი | 5 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | ფანჯაკიძე ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
20.12.2020 00:00:00 | ანი ავსაჯანიშვილი | 5 | Transfer to account |
19.12.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
19.12.2020 00:00:00 | ლევან ბოხუა | 5 | Transfer to account |
18.12.2020 09:57:43 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
18.12.2020 00:00:00 | იმმანუილ | 29.79 | Transfer to account |
18.12.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
18.12.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
17.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 50 | Transfer to account |
16.12.2020 16:46:27 | ანონიმი | 40 | PayPal |
16.12.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
16.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
16.12.2020 00:00:00 | კობა გოგიჩაშვილი | 10 | Transfer to account |
15.12.2020 00:54:16 | Anthony Melchett | 20 | PayPal |
15.12.2020 00:00:00 | ლომსაძე ლევან | 20 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 2 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | ირინე ძამუკაშვილი | 3 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | გივი ბოლქვაძე | 5 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ავქოფაშვილი გურანდა | 50 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ჩოკოლაშვილი თეონა | 4 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ნინო მამეიშვილი | 10 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ანდრო ათოშვილი | 10 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ნატო ჩადუნელი | 30 | Transfer to account |
13.12.2020 18:36:25 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.12.2020 14:29:28 | ანონიმი | 15 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.12.2020 00:00:00 | ანა ჭყონია | 5 | Transfer to account |
13.12.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
13.12.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
12.12.2020 00:00:00 | ნინო მურცხვალაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,275.29 ₾
დარჩა 0.29 ₾
მსგავსი პროექტები:
|