ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში ამყოფო, მაგრამ მშივრები? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვები აშიმშილო და შეშა იყიდო თუ სითბოში ამყოფო, მაგრამ მშივრები?

page info icon
2020 დეკემბერი 17
ბავშვებს შორის ყველაზე მკვირცხლი, ხუთი წლის ელენე ხელზე მწვდა სიტყვებით: „საიდუმლოს შენახვა შეგიძლია? მე ფიფქია გავხდები და ჩემს ძმებს ბევრზე-ბევრ ტკბილეულს და სათამაშოს ვაჩუქებ და კიდევ, შენც გაგიმასპინძლდები და დედ-მამასაც.“ გარშემო რომ მიმოვიხედეთ, ყველაფერს უსიტყვოდ მივხვდით: ამ სახლში არასდროს ყოფილა არც სათამაშოები, არც ტკბილეული, არც ჩვეულებრივი საჭმელი. ეს არის თამაზაშვილების ძალიან ღარიბი, ქართული ოჯახი, რომელიც, სამაგიეროდ, ბავშვებით არის მდიდარი: დანიელი (2 წლის), ანდრეა (4 წლის), ელენე (5 წლის), ალექსი (8 წლის) და გიორგი (10 წლის). „დეიდა, არ იცი, თოვლის ბაბუა ჩვენთან რატომ არ მოდის? ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ის მაინც არ მოდის...“ - კითხულობს ლამის ატირებული ალექსი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,002 ₾
( 251 დონორი )
დასრულებულია

დედამ, თეონამ პატარები ხელში აიყვანა: „ღამეები არ მძინავს, რადგან ჩემი ხუთი შვილი, ეს ანგელოზები შიმშილობენ და ყოველ დილას, მოსვენებას არ მაძლევს მათი კითხვა: „დედიკო, დღეს ისევ არ შევჭამთ?“ - თქვა თეონამ და ატირდა.

„საშინაო დავალებებს ხელთათმანებით ვაკეთებ და ყველას ქურთუკებში გვძინავს. ჩვენთან ძალიან, ძალიან ცივა...“ - ყვება გიორგი.

შეხედეთ მათ მშვენიერ, ლაჟვარდოვან თვალებს. ნუთუ ეს ანგელოზები ტანჯვასა და ხელმოკლეობას უნდა განიცდიდნენ?

თეონა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გასაჭირმა გაიძულათ, ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

თეონა: მიმოიხედეთ გარშემო: ამ ქოხში შვიდნი ვცხოვრობთ - მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ხუთი შვილი. აქ ნესტი და სიცივეა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. ამ დაშლილ საწოლებზე ბავშვებს ორ-ორად სძინავთ! ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ჩვენ არც მათი ნორმალურად გამოკვების საშუალება გვაქვს... ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, სათამაშოებს და ტკბილეულს ითხოვენ, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი... ძალაც აღარ მაქვს, მუდმივად ყველაფერზე უარს ვეუბნებოდე! (სლუკუნებს.)

ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

თეონა:ცხოვრება რთული რამ არის... როდესაც 16 წლის ხარ, ყველაფერი ცისარტყელას ფერებში გეხატება; ფიქრობ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ შემდეგ, ცხოვრების გზაზე ისეთი სირთულეები გხვდება, რომელსაც თურმე ვერ უმკლავდები. პეტრეს ცოლად რომ გავყევი, ჩვენ, რა თქმა უნდა, გრანდიოზულ გეგმებს ვაწყობდით. გვსურდა, დედაქალაქში გადავსულიყავით, გვემუშავა და გვეცხოვრა, როგორც ყველას. მაგრამ მერე, რატომღაც არ გამოვიდა. ხან ერთი, ხან მეორე... ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით დაიბადნენ და ისე მოხდა, რომ საცხოვრებლად სოფელში დავრჩით; აქ კი, თავადაც იცით, რომ სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია,  მით უმეტეს ისეთის, ხუთი ბავშვის გამოკვება რომ შეძლო.  

მოდით, შორიდან დავიწყოთ! როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე? სიყვარულით დაქორწინდით?

თეონა:დიახ, დიახ... და ძალიან დიდი სიყვარულით! მე და პეტრე ერთმანეთს სკოლის წლებიდან ვიცნობთ... უნდა ითქვას, რომ ერთმანეთი ყოველთვის მოგვწონდა,  ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ. სკოლა რომ დავამთავრე, მან ხელი მთხოვა და მშობლების ლოცვა-კურთხევით - დავქორწინდით. მაშინ, 12 წლის წინ, ბევრად მარტივი იყო. მშობლებიც ახალგაზრდები იყვნენ და გვეხმარებოდნენ. შეძლებულები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ არც ისე ვშიმშილობდით, როგორც ახლა. ჩემი მეუღლე სოფელში ნებისმიერ სამსახურს თანხმდება, მაგრამ ამ დაწყევლილი პანდემიის გამო, ახლა აღარც ეს მწირი შემოსავალი გვაქვს...

– და რაზე ცხოვრობთ?

თეონა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, - თუკი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ამას ასე ვუწოდოთ, - 500 ლარიანი დახმარებაა. ამ თანხიდან 100 ლარს ბინაში ვიხდით და რაც გვრჩება, მაგით ვცდილობთ, შიმშილით არ მოვკვდეთ...

როგორც წესი, ბავშვებს რას აჭმევთ?

თეონა:ვცდილობ, მშრალი საჭმელი არ ჭამონ - მაკარონი, კარტოფილი... წვნიანს ან ბორშს ვაკეთებ, წყალწყალას, რა თქმა უნდა.

ამ სახლში როგორ აღმოჩნდით?

თეონა:ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, დაქირავება გვიწევს. ნაცნობები დაგვთანხმდნენ, რომ ეს სახლი შედარებით დაბალ ფასად დაეთმოთ. აქ ორი პატარა ოთახი და სამზარეულოა. ყველაფერი ისეთი ძველია, ჩვენ თვალწინ იშლება, მაგრამ უფრო მყუდრო ბინის ფული არ გვაქვს.

საერთოდ არავინ გეხმარებათ?

თეონა:ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით. მე და პეტრე - ორივე ღარიბი ოჯახიდან ვართ. მშობლები უკვე მოხუცები არიან, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები. გარდა ამისა, ჩემს დას მძიმე ფორმის ეპილეფსია აქვს. ეს ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მათ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ თვითონ ძლივს ვუმკლავდებით...

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

თეონა: დახმარება - მხოლოდ ეს არის, რისი მიღწევაც შევძელი. სახელმწიფოს ფული არ აქვს, რომ ბინით მაინც უზრუნველგვყოს.  

 რისი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ?

თეონა:მე უფლის რწმენა მეხმარება. ადრე, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი. ახლა კი, ხუთი ბავშვით ხელში, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ წირვას შაბათ-კვირას დავესწროთ... სახლში უფალს ჩემი სიტყვებით ხშირად მივმართავ, ვთხოვ, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ... რომ მუდმივად გასაჭირის ატანა არ უწევდეთ...

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

თეონა:რომ არ მჯეროდეს, თქვენც არ მოგმართავდით... შემთხვევით, „ფეისბუქზე“, თქვენი ფონდის ვიდეოს წავაწყდი, შემდეგ კი თქვენს გვერდზე შემოვედი. ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ამდენ ხალხს ეხმარებით. ნამდვილად არაჩვეულებრივია, რომ თქვენი დახმარებით კეთილი ადამიანები იმის შესახებ იგებენ, რომ ვიღაცას უჭირს და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ახლობელს დაეხმარონ. მეზობლებმა მითხრეს, რომ თქვენი ფონდი მართლა ძალიან ბევრს ეხმარება და მირჩიეს, დაგკავშირებოდით.

–  მართალია, ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. მათ გაცნობას ისურვებდით?

თეონა: რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს უდიდესი ბედნიერება იქნებოდა! ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით. არასდროს არავის შევაწუხებდი, რომ არა უკიდურესი საჭიროება... ხედავს უფალი, მხოლოდ შვილების გამო ვითხოვ!

თქვენი შვილების სკოლაში, ან საბავშვო ბაღში თუ დადიან? თუ შეიძლება, მათ შესახებ მოგვიყევით.

თეონა:ყველა დედისთვის მისი შვილები განსაკუთრებულები და მსოფლიოში საუკეთესოები არიან! ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია! მთელი ჩემი ცხოვრება! ისეთი კარგები, ისეთი ჭკვიანები არიან! კარგად სწავლობენ, უფრო სწორედ, სწავლობდნენ, სანამ სკოლა ღია იყო. ახლა კი... ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი, არც ნორმალური ტელეფონი, რომ ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეეძლოთ. ლამის ჭკუიდან შევიშალო! დაწყებით კლასებში ორი სემესტრის გამოტოვება - ეს ხომ საშინელებაა?! სკოლის „ბუქები“ სუსტია, მალე გაფუჭდნენ. მათი შეკეთება კი ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თან მაგასაც ფული უნდა, რომელიც არ გვაქვს...

თუ შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრები. ელენე, შენ ოთხი ძმა გყავს. მითხარი, არ ჩხუბობთ? პატარები არ გაბრაზებენ?

ელენე (5 წლის):არა, რას ამბობთ?! ჩვენ ძალიან მეგობრულად ვთამაშობთ. გოგო ვარ და მათ ყველასგან უნდა დამიცვან. მე კი დედიკოს დამხმარეც ვარ!

მართლა? რაში ეხმარები ხოლმე?

ელენე:სუპის გაკეთებაში, ოთახის დალაგებაში, როცა დედას არ სცალია, შემიძლია დანიელსაც მივხედო. ის ჯერ ძალიან პატარაა, საუბარიც კი არ შეუძლია.

საბავშო ბაღში თუ დადიხარ? მოგწონს?

ელენე:დავდიოდი, მაგრამ მერე ბაღიც და სკოლაც დახურეს. ახლა ყველანი სახლში ვსხედვართ. სახლში მოსაწყენია, ბაღში კი არა. იქ ხომ ბევრი სათამაშოა?!

და შენ, ანდრეა, ბაღი მოგწონს?

ანდრია (4 წლის): დიახ, მე მანქანები მიყვარს, იქ კი - ბევრია... მინდა, რომ მეც ბევრზე ბევრი მანქანა მქონდეს!

გიორგი (10 წლის): მანქანები ყველას გვიყვარს, უბრალოდ ცოტა გვაქვს... რაც გვქონდა, ისიც გატყდა.

ალექსი (8 წლის): მე კი ერთი მანქანა მინდა, მაგრამ დიდი! რომელშიც შეგიძლია, ჩაჯდე. შავი, პულტით! მეზობელ ბიჭს აქვს ასეთი. იცით, რა ლამაზია?

ელენე:მე კი მანქანები არ მინდა! თოჯინა მინდა! ჩემი სიმაღლის, ოქროსფერი თმებით, წითელ და ვარდისფერ კაბაში, ისეთი, სიმღერა რომ შეუძლია! თოჯინები საერთოდ არ მაქვს - სევდიანად ამბობს გოგონა.

– თოჯინა აუცილებლად გექნება, ელენე! გიორგი, მითხარი, კარგად სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

გიორგი:დიახ, კარგად ვსწავლობ! მათემატიკა და ქართული მიყვარს. მათემატიკა ჩემს ძმას, ალექსისაც უყვარს. მე მას ამოცანების ამოხსნაში ყოველთვის ვეხმარები.

რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

გიორგი:არ ვიცი, ალბათ, ექიმი... მინდა ხალხს ვეხმარებოდე, რომ ყველანი ჯანმრთელები იყვნენ!

საქართველოს ყველა ბავშვს რას უსურვებდი?

გიორგი:ბედნიერებას! რომ მათ ბევრი სათამაშო და ტკბილეული ჰქონდეთ, რომ ყოველთვის ბედნიერები და გაღიმებულები იყვნენ!

– მშვენიერი სურვილი, გიორგი! თეონა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნებარა არის?

თეონა:ვოცნებობ, ოდესმე, ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო... რომ მათ უხვად ჰქონდეთ გემრიელი, ჯანსაღი საკვები და ახალი ტანსაცმელი... ვოცნებობ, ერთ მშვენიერ დღეს, მათთან ერთად მაღაზიაში შევიდე და ის სათამაშოები ვუყიდო, რომლებსაც მომთხოვენ და მათთვის ტყუილის თქმა აღარ მიწევდეს, რომ მერე ვუყიდი, როდესაც არ ვიცი, როდის მოვა ეს „მერე“...

– ამჟამად, თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

თეონა: როგორც უკვე გითხარით, ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება - ზეციური მანანაა. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან. ზამთარში ყოველთვის არჩევანის გაკეთება გვიწევს: საჭმელი თუ შეშა? საწოლები იშლება, ბავშვებს დასაძინებელი არ აქვთ... ნორმალური კარადაც კი არ გვაქვს, რომ ტანსაცმელი შევალაგოთ.

მე სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. ზამთარი, შვიდი ადამიანის ტანსაცმლის ხელით რეცხვა, ცივ წყალში - ნამდვილი კოშმარია! ხელები მიბუჟდება და მეწვის, როდესაც მათ გათბობას ღუმელთან ვცდილობ.

ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ. ისინი ნორმალურ ტელევიზორზეც ოცნებობენ. რაც გვაქვს - ცუდად აჩვენებს. გარდა იმისა, რომ მათ ახლა, ამ სიცივეში, ეზოში თამაში არ შეუძლიათ, არც მულტფილმების ყურება შეუძლიათ ნორმალურად.

ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ჩვენი შვილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეგვიძლია, ამიტომაც იძულებულები გავხდით, თქვენ შეგვეწუხებინეთ. თქვენ ღვთისმოსაწონ საქმეს აკეთებთ. უფალმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ფონდის ყველა მეგობარი!

***

  თამაზაშვილების ოჯახი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათ  ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. თეონა და პეტრე ოთხ ვაჟს, ჩვენი სამშობლოს ოთხ მომავალ დამცველს ზრდიან! პატარა პრინცესა ელენეს კი თოჯინები საერთოდ არ აქვს! ის მათზე მხოლოდ ოცნებობს! ბავშვები მოკლებულნი არიან სრულიად ყველაფერს. მათ არ აქვთ ბავშვობა და ნორმალური განვითარების შესაძლებლობები. მათთვის ბედნიერებისა და ღიმილს დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

  თამაზაშვილების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: საკვები პროდუქტები, საწოლები და სარეცხი მანქანა. ბავშვებისთვის კი კომპიუტერი უბრალოდ აუცილებლობას წარმოადგენს იმისთვის, რომ ისინი სასკოლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.

თამაზაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა.  

ან დაურეკეთ საბრალო თეონას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 595 13 31 02.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თამაზაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,თამაზაშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: