ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ!

page info icon
2020 დეკემბერი 19
„ისინი ოთახში დარბიან და იკბინებიან! საშინელები არიან! აი, ჩემი დაც დაკბინეს!“ - ჩვენი დანახვისთანავე ჩივილს იწყებს 4 წლის, პატარა ელენე. – და როგორები არიან ეს ვირთხები, პატარავ? „ოოო, ისინი ისეთი დიდები არიან, როგორც ადამიანი! - ხელებს შლის პატარა გოგონა. - აი, შენსავით! ერთ ვირთხას ჩემი დის წათრევა და შეჭმა უნდოდა... ვირთხის ენაზე ისე საშინლად ყვიროდა, როდესაც დედამ ჩემი და არ გაატანა!..“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,644 ₾
( 303 დონორი )
დასრულებულია

ბავშვმა ჯერ წესიერად ლაპარაკიც არ იცის, მაგრამ უკვე იცის სიტყვები „საშინელი ვირთხა“! ალბათ ეს შემზარავი მოგონება მის მშვენიერ თავში სამუდამოდ დარჩება...

სურათმა, რომელიც თვალწინ გადაგვეშალა, როდესაც მეტრეველების ოჯახს ვეწვიეთ, ფონდის მრავლისმნახველ თანამშრომლებს ენით აღუწერელი თავზარი დაგვცა. ანა-მარია სულ რაღაც წლინახევრისაა - ვირთხა თავს სწორედ მას დაესხა; მისი უფროსი დაიკო, ელენე კი 4 წლის არის. პატარები დედასთან, ნანასთან (35 წლის) ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ, შენობაში, რომელიც ძაღლის ბუნაგს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს...

“ვაი შენ, ჩემო თავო! - მწარედ ტირის საბრალო დედა. - ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ისინი ნორმალური ცხოვრებას იმსახურებენ, რისი მიცემაც მათთვის მე არ შემიძლია!“

ნანა მეტრეველი სრულ სასოწარკვეთილებაშია, მას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა. მისი უკანასკნელი იმედი - ჩვენი ფონდი და მისი კეთილი მეგობრებია, რადგან არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“ და ის ფაქტი, რომ ეს ანგელოზები იძულებულები არიან, ნაგავსაყრელზე იცხოვრონ, ყოვლად დაუშვებელია!

ანა-მარია თავს ახლა როგორ გრძნობს?

ნანა:თითქოს ნორმალურად... უბრალოდ ფული არ მაქვს, ცოფზე ასაცრელად ვატარო, ამიტომ მეზობლებმა დღეს ტაქსის ფული მომცეს, რადგან ტრანსპორტი არ დადის. უბრალოდ საშინელებაა!

ეს ადგილი მართლაც სავირთხეს უფრო ჰგავს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, აქ როგორ ცხოვრობთ...

ნანა:როგორც ხედავთ, ჯერ არ მოვმკვდარვართ... მაგრამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი...

აქ საერთოდ როგორ აღმოჩნდით?

ნანა:ოჰ, ჩემი ამბის მოყოლა მაშინ ადრეული ბავშვობიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ეს ვის რაში აინტერესებს? ვინ წაიკითხავს?

გისმენთ! ქართველებმა უნდა იცოდნენ, როგორ ცხოვრობენ მათი თანამემამულეები...

ნანა: მე უბედური ბავშვობა მქონდა. მამამ მიგვატოვა. დედა, მე და ჩემი და-ძმა და ბებია დავრჩით. საკუთარი სახლი არ გვქონდა, დედას კი ბინის ქირის გადახდა არ შეეძლო... ნაგავსაყრელზე ეს წყეული ადგილი იპოვა და ხის ძელაკებისგან კედლები საკუთარი ხელით ამოაშენა... ჩვენ არც სახურავი გვქონდა, არც იატაკი... ყველანი საბნებზე, პირდაპირ სველ მიწაზე ვიწექით... ძილის წინ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მწარედ ვტიროდი. ვთხოვდი და ვოცნებობდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, საკუთარი კუთხე, პატარა სახლი, საკუთრი საწოლი, იატაკი და ჭერი მქონოდა! მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა... (ტირის.)

დამშვიდდით, ნანა, ტირილი არ ღირს! თქვენ ისეთი მშვენიერი ბავშვები გყავთ!

ნანა:დიახ, მე მხოლოდ მათთვის ვცხოვრობ...

მოდით, გავაგრძელოთ

ნანა:სკოლისთვის თავის დანებება მომიწია... მე-5 კლასიდან გამოვედი და მუშაობა დავიწყე... მაშინ 11 წლის ვიყავი. ქალაქ გორში, ბებიასთან ერთად, ვაშლის მკრეფავად ვმუშაობდი. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი მე ვიყავი, და-ძმა მყავს და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით, მე ვმუშაობდი. მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში, ხელმოკლე ოჯახებს დახმარებას არ აძლევდნენ. აი, ასე განვლო ჩემმა ბავშვობამ. რომ წამოვიზარდე, მეგონა, ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა და გავთხოვდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. თითქოს ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ ვინც ტანჯვისთვის არის გაჩენილი, ის სამუდამოდ დაიტანჯება. ცხოვრება ქმრის ოჯახშიც ვერ ამეწყო. არაფერი გამოგვივიდა. ხან მტოვებდა, ხან უკან ბრუნდებოდა. ბოლოს მაშინ წავიდა, ანა-მარია რომ შემეძინა. ჯერ კიდევ სამშობიაროში შემატყობინა, შენი შვილია და თავად უნდა მიხედოო. ჰოდა, ვცდილობთ, გავუმკლავდეთ...

ქირის საფასურის გადახდა ვერ შევძელი, ამიტომ გადავწყვიტე, დედაჩემის სახლში დავბრუნებულიყავი. აქ აღარავინ ცხოვრობდა. ამის თქმა მრცხვენია, მაგრამ ოჯახთან არც ისე თბილი ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ და მეხმარება. ზოგჯერ, უცხო ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ ჩემთვის, ვიდრე საკუთარი ნათესავები...

არც კი ვიცი, რა ვთქვა

ნანა:რა უნდა თქვათ… ამ „ზღაპარს“ მე თვითონაც ვერ დავიჯერებდი...  ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. ღმერთმა მსგავსი არცერთ დედას არ განაცდევინოს! ანა-მარია მთელი დღე პურის კალათს უტრიალებს, ნამცეცებს აგროვებს, მაგრამ მდგომარეობის მთელ ტრაგიკულობას ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება, აი, ელენე კი იტანჯება.

ალბათ ელენე ძალიან განიცდის

ნანა: ოჰ, ყველაზე მეტად მისი სულიერი მდგომარეობა მანაღვლებს. ანა-მარიას ჯერ კიდევ არ ესმის ყველაფერი; აი, ელენე კი ძალიან დარდობს. სულ მეკითხება, მას რატომ არ აქვს ყველაფერი ისე, როგორც სხვა ბავშვებს. ვიღაცას სახლში წყალი რატომ აქვს, ჩვენ კი - არა. სხვასთან რატომ თბილა, ჩვენთან კი არა...  სიცივის გამო, ბავშვი ორი კვირა ვერ ვაბანავე... მერე, ის ჩემმა დამ წაიყვანა თავისთან და აბანავა. და იცით, რა მკითხა? რატომ შეუძლია ზოგს ბანაობა, მას კი არა. გესმით?

ნანა, ეს უბრალოდ საშინელებაა. მაგრამ ვფიქრობ, სიხარული თქვენს სახლშიც მოვა

ნანა:სიმართლე გითხრათ, უკვე აღარაფრის იმედი მაქვს. რამდენჯერ მიმიმართავს დახმარებისთვის, ბინის ქირის გადახდაში მაინც რომ დამხმარებოდნენ, რადგან აქ ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. ვირთხები მოვიშორეთ, სიცივისგან კი ხვლიკებიც აღარ დარბიან.

ნანა, ცხოვრებას ოდნავ მაინც რა შეგიმსუბუქებდათ?

ნანა:არც კი ვიცი... საწოლები? თქვენ რას ფიქრობთ?  ერთი ტახტი გვაქვს, რომელიც ნაგავსაყრელზე ვიპოვე. მაგიდა, სკამები? ტელევიზორი... ეჰ, ნეტა რა ოცნებებში წავედი?! მე არაფერი მჭირდება, ოღონდაც საჭმელი და შეშა იყოს, რომ არ გავიყინოთ. სხვა დანარჩენი - ფუფუნებაა!  

ელენე, შენ რაზე ოცნებობ?

ელენე დედას ამოეფარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

ნანა:მას 7 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 4 წლის გახდა. თოჯინების სახლზე, რაღაც თოჯინების სამზარეულოზე ოცნებობს... მაგრამ თქვენთვის თქმა ერიდება.

დაბადების დღეზე საჩუქრად რა მიიღე, საყვარელო?

ელენემ თავი გააქნია და სევდიანი თვალებით შემომხედა.

ელენე (4 წლის):ჩემთვის საჩუქარი შეიძლება? ძალიან მახინჯი თოჯინები მაქვს, მე კი ლამაზი მინდა. ჩემთვისაც და ანა-მარიასთვისაც.


***

ნანა 35 წლისაა. პატარა რომ იყო, - როგორც მისი გოგონა, ელენე, - ის თვალებს ხუჭავდა და ზღაპარს წარმოიდგენდა ხოლმე, მაგრამ მის კეთილ ზღაპარს საშინელი დასასრული აღმოაჩნდა... ალბათ, მის ბავშვობაში იმდენი კეთილი დეიდა და ბიძია არ ყოფილა, როგორც ახლა. ნანას ლამაზი ზღაპარი ახლა თავისი გოგონებისთვის წარმოუდგენია. პატარა ელენეს და ანა-მარიას ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ ადამიანურად, უფრო სწორედ, ბავშვურად იცხოვრონ. ამაში დახმარება კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. უფალმა ეს ოჯახი გადმოგვცა და გვითხრა: „აი, ისინი, ჩემი შვილები და ვნახოთ, როგორ მოეპყრობით მათ.“

ოჯახს უკიდურესად უჭირს. პირველ რიგში მათ საკვები პროდუქტები, საფენები, საწოლები, მაგიდა-სკამები, პატარა კარადა და ჩაიდანი სჭირდებათ. ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუკი პატარა ელენესთვის საჩუქრის გაკეთებასაც შევძლებთ. ის თოჯინების სახლზე ოცნებობს.

შეგიძლიათ, მათ დაურეკოთ, ან ეწვიოთ და პირადად დაეხმაროთ. მისამართი: თბილისი, ქვიშხეთის ქ. №26. ტელ.: 558 71 86 36(ნანა)

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საბრალო ოჯახის გასაჭირის მიმართ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა! ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა მეტრეველების ოჯახის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მეტრეველების ოჯახი).

ის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: