პროექტის რეპორტი ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორ ბავშვს საზიზღარი, მსუქანი ვირთხები კბენენ!

page info icon
2020 დეკემბერი 19
page info icon
2123
„ისინი ოთახში დარბიან და იკბინებიან! საშინელები არიან! აი, ჩემი დაც დაკბინეს!“ - ჩვენი დანახვისთანავე ჩივილს იწყებს 4 წლის, პატარა ელენე. – და როგორები არიან ეს ვირთხები, პატარავ? „ოოო, ისინი ისეთი დიდები არიან, როგორც ადამიანი! - ხელებს შლის პატარა გოგონა. - აი, შენსავით! ერთ ვირთხას ჩემი დის წათრევა და შეჭმა უნდოდა... ვირთხის ენაზე ისე საშინლად ყვიროდა, როდესაც დედამ ჩემი და არ გაატანა!..“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,644 ₾
( 303 დონორი )
დასრულებულია

ჩვენ ზღაპარში ავღმოჩნდით!

ელემენტარული ნივთები: საკუთარი ჭერი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, სამზარეულო, მაცივარი. მაცივარში - საჭმელი გოგონებისთვის. გოგონებს კი საკუთარი ოთახი, ახალი თოჯინები, ცხელი სადილი და მულტფილმების ყურების შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ რამდენად იგრძნობა, როცა ეს ყველაფერი არ გაგაჩნია! ნანას და მის ორ მშვენიერ გოგონას - ანა-მარიასა და ელენეს - ყველაზე ელემენტარული ნივთებიც არ ჰქონდათ. ახლა კი, მათი ბედნიერება უსაზღვროა და სიხარულის ცრემლი მოსდით.

თითქოს ხალხმა თქვა: „გეყოთ უსახლკაროდ ცხოვრება! სიცივეში გეძინათ, გეშინოდათ, რომ ვირთხა გიკბენდათ. ბევრი ტანჯვის მოთმენა მოგიწიათ. კმარა!“

ზღვა ხალხი მოვიდა. როცა მათი გასაჭირის შესახებ შეიტყვეს, ასობით ადამიანმა გაუწოდა დახმარების ხელი. ამ მშვენიერმა ოჯახმა, მხოლოდ პროდუქტით დახმარება ითხოვა, კეთილმა ადამიანებმა კი მათ სიმშვიდე და კეთილდღეობა აჩუქეს. სახლიც კი!!! ახლა ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც უფალი ინებებს: უბედურება დასრულდა, და სამართლიანობამ იზეიმა, დედა და გოგონები კი, იმედის თვალით უყურებენ მომავალს.

გთხოვთ, ბოლომდე და გულისყურით წაიკითხეთ მათი ისტორია. ეს თითოეულ ჩვენთაგანს ეხება, ნამდვილ გასაჭირსა და იმის დაფასების უნარს, რაც გაგავაჩნია. წაიკითხეთ, და გპირდებით - საკუთარ ცხოვრებას სხვა თავლით შეხედავთ!

ნანას და გოგონებს ახალი ცხოვრება აქვთ. საშინელი სახლი კი წარსულში დარჩა.

ნანა, მგონი შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენმა ისტორიამ არნახული რაოდენობის გამოხმაურება მიიღო.

ნანა: სიტყვებს ვერ ვპოულობ! ბედნიერებისგან ლამისაა ჭკუიდან შევიშალო! ჩვენი ცხოვრება გადატრიალდა! ყველა ჩვენი ოცნება ახდა, აბსოლუტურად ყველა! ისე როგორც სიზმარში, ან როგორც ფილმში ხდება! თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ზღაპარში ავღმოჩნდით.

წარმოგიდგენიათ, სახლი გვაჩუქეს! დაწვრილებით მინდა მოგიყვეთ  ამის შესახებ. სასწაულია - სხვანაირად ვერ ვუწოდებ. თანაც ასეთი ლამაზია.

დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი საწოლები გვაქვს, მაგიდა, სკამები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა. 36 წლის ვარ, ადრე ამ ყველაფერს, მხოლოდ მაღაზიების ვიტრინებში თუ მოვკრავდი თვალს. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ ის სორო, რომელშიც იძულებულები ვიყავით გვეცხოვრა? და როგორ გვეძინა? სანაგვეზე ვნახე რაღაც ძველი კარადის მაგავარი, სკამები და ტუმბოები შევუდგი, ზემოდან კი ფიცრები დავადე. ეს კონსტრუქცია გვიწევდა საწოლის მაგივრობას. თქვენმა თანამშრომლებმა ავეჯი და ტექნიკა რომ მოგვიტანეს, ცრემლები წამსკდა, მე ხომ მთელი ბავშვობა მიწურში ვიწექი, ძირს, ნესტიან საბნებში გახვეული. ნორმალური ცხოვრება არასდროს მინახავს.

„ძალიან კარგია ახალ საწოლებზე რომ წამოწვები და ტელევიზორს უყურებ. შენც სცადე, დეიდა!“

„შეიძლება ასე წამოგორება და კოტრიალი!“

ანა-მარია: „მეც, მეც მინდა განახო, კოტრიალი როგორ უნდა!“

ტელევიზორი? გოგოებმა სიხარულისგან კივილი მორთეს, ხტუნაობდნენ და აღფრთოვანებისგან, არ იცოდნენ რა ექნათ. ამხელა ეკრანი მეც კი  არასდროს მინახავს! დიდი ხანია, შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ მუდამ ამ ნაგავსაყრელზე მოგვიწევს ცხოვრება, ჩემი გოგონები კი საშინელ სიღატაკეში, შიმშილსა და სიცივეში გაიზრდებიან. გამოგიტყდებით, თქვენთან სასოწარკვეთილებამ მომიყვანა, არაფრის იმედი არ მქონდა. ყველგან, სადაც კი გავბედე და ვითხოვე დახმარება, ხელი მკრეს, ცხვირწინ კარები მომიხურეს... ღმერთო, რამხელა მადლიან საქმეს აკეთებთ! ერთბაშად ამიხდინეთ ცრემლებს ვერ ვიკავებ, ამხელა სიკეთეს მართლა არ ველოდი. ახლა უნდა  შევეჩვიოთ ამ ბედნიერებას, იმას, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს.

        თქვენი პოსტის შემდეგ, ხალხის ნაკადი უწყვეტად მოდიოდა იყო, მოჰქონდათ პროდუქტი, სათამაშოები, ტანსაცმელი. რა აღარ მოიტანეს! მე კი ვერაფრით გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა ჩვენს თავს. ამდენი სითბო, სიყვარული, ყურადღება და სიკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მიგრძვნია! თქვენ რომ არა, ჩემი შვილები ვერასდროს გაიგებდნენ რას ნიშნავს, ბედნიერებისგან ცას რომ ეწევი.

ანა-მარია: „ეს კაცუნა ტელევიზორში ჩვენზე დიდია!“

ელენიკო: „იმიტომ, რომ ტელევიზორია უზარმაზარი!“

ერთი სული გვაქვს, სახლის ამბავი გავიგოთ. როგორ მოხდა, რომ ახლა იმ დანგრეული ფიცრულის ადგილას მშვენიერი მყარი შენობა დგას?

ნანა: ერთმა არაჩვეულებრივმა გოგონამ - ნინო ბიბილაშვილმა დაგვირეკა, ის ექსკურსიამძღოლად მუშაობს. მოვიდა, პროდუქტი მოგვიტანა და ელენეს ტელეფონზე თავისი ერთ-ერთი ტურისტი დაალაპარაკა. თუ არ ვცდები, აბო ქვია. მან ჰკითხა ჩემს გოგონას: „რაზე ოცნებობ?“ ელენემ კი უპასუხა, რომ სახლზე, რომელშიც ვირთხები არ იქნება. აბომ თქვა, რომ პატარა ანგელოზი აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს. როგორ გგონიათ, რა მოხდა? მან სახლის მშენებლობისთვის 7 000 დოლარი შემოწირულობა გაიღო. ხომ გეუბნებით, დავმუნჯდი. მეტყველების უნარი წამერთვა. ვინ ვართ ჩვენ მისთვის? რამდენად დიდსულოვანი ადამიანია! ეს წარმოუდგენელი საქციელია! ნუთუ ეს ზღაპარი არ არის? ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და დაგლოცავ, კეთილო ადამიანო, აბო!

ნინოს ოჯახში ყველა მამაკაცი ხელოსანია - მამა, ძმა, სიძე. გადაწყვიტეს რომ დამხმარებოდნენ და მშენებლობას შეუდგნენ. ჯერ კიბე გააკეთეს, რადგან აქ რამე მასალის ჩამოტანა შეუძლებელი იყო. ჩვენ კი დროებით ჩემი შვილის ნათლიასთან გადავედით, და მაშინ დავბრუნდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება ცხოვრება. მე და ჩემმა შვილებმა საკუთარ თვალებს არ დავუჯერეთ, ჩვენი საშინელი სოროს ადგილას მშვენიერი სახლი იდგა. ნამდვილი, მყარად აგებული, საოცარი სახლი! ნეტავ იცოდეთ, როგორ დამიმშვიდდა გული...

ივლისის თვიდან უკვე აქ ვცხოვრობთ, მხოლოდ უმნიშვნელო კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი. აქ სამი ოთახია, გათბობა გვექნება. სააბაზანო, ცხელი წყლით, წარმოგიდგენიათ? ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით. ერთი სული გვაქვს, როდის შევძლებთ გაზქურისა და სარეცხი მანქანის ჩართვას. როდესაც რემონტი დასრულდება, მეფეებივით ვიცხოვრებთ. ახლა ხომ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. ყოველდღე ვილოცებ მათთვის, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი და იზრუნა იმაზე, რომ ადამიანური ცხოვრება გვქონოდა. ღმერთი ასმაგად გადაგიხდით ამ სიკეთისთვის, თქვენ და თქვენს ოჯახებს!

„საკუთარი სახლი... ახლა გული მშვიდად მაქვს“

აბოს გასაოცარი ისტორია, თანამედროვე ზღაპარია. მოდით ახლა სხვა ჯადოქრებიც გავიხსენოთ.

ნანა: იმდენი ხალხი მოვიდა, მე კი ისეთი დაბნეული ვიყავი... სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე, ზოგმა კი არც მითხრა. მაპატიეთ, ძვირფასო და საყვარელო ადამიანებო! მუდამ ჩემს გულში იქნებით! ვილოცებ თითოეული თქვენთაგანისთვის!

პირველად გვესტუმრა მამაკაცი, რომელმაც ზღვა პროდუქტი მოგვიტანა, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. და კიდევ სათამაშო სამზარეულო ელენესთვის, ზუსტად ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. ღმერთო, აქ რა ხდებოდა! ჩემი გოგონა კიოდა, ხტუნაობდა და ტაშს უკრავდა!

ანა-მარია: „ელენიკო, ხომ არ დაგავიწყდა ეს ყველაფერი ჩემი როა? გაზქურაც და მანქანაც...“

        ორსულმა გოგომ გვინახულა. გაოგნებული ვიყავი! არ შეუშინდა კოვიდის ახალ ტალღას და აქ მოვიდა ჩვენთან, ნაგავსაყრელზე. გემრიელი ტორტი მოგვიტანა, პროდუქტი, ტანსაცმელი და სათამაშოები...

ტრანსპორტი დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოდიოდნენ. ტაქსში ხარჯავდნენ ფულს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ასეთი მძიმე დროა და ყველას ასე ძალიან უჭირს. ერთმა ინდოელმა ჩვენს ჭიშკართან უზარმაზარი ჩანთა დატოვა პროდუქტით და დიდი, ლამაზი საბანი. დამირეკა, და მთხოვა ამეღო. კიდევ ჩინელი ტურისტები იყვნენ მოსული, ასევე უამრავი პროდუქტი, ტანსაცმელი, ტკბილეული,  ჰიგიენის საშუალებები და ელექტრო ჩაიდანი მოგვიტანეს.

ემიგრანტებმა ნიდერლანდებიდან გვაჩუქეს მიკრო ტალღური ღუმელი, ტოსტერი, ბლენდერი, მიქსერი და პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი. ჩემს პატარებს ერთი სული აქვთ, როდის დასხდებიან დიდ ეკრანთან, უყურებენ მულტფილმებს და შეჭამენ პოპკორნს ზუსტად ისე, როგორც კინოში!

გარდა ამისა, ახლა ჩემს გოგონებს მფარველი ანგელოზი ჰყავთ! არასდროს გვინახავს. კობა ყოველთვე 100 ლარს გვირიცხავს. ზუსტად ასე მიწერია მისი ნომერი ტელეფონში: „მფარველი ანგელოზი“.

ახალ მაგიდასთან, საუზმეც უფრო დიდხანს გრძელდება. კარგია გემრიელობების ჭამა და სილამაზეში ცხოვრება!

ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ახალი წელი გვქონდა - საოცარი ნაძვის ხე და მეფური სუფრა. ნაძვის ხე და სათამაშოები აეროპორტის თანამშრომლებმა გამოგვიგზავნეს. ღმერთო, რა ლამაზი იყო! აუცილებლად გამოგიგზავნით სურათს, როცა საახალწლოდ მოვრთავთ. გირჩები ნამდვილივით გამოიყურებოდა, სათამაშოები, - საოცრება იყო! ჩემს გოგონებს მსგავსი სილამაზე არასოდეს უნახავთ. იმ ბიჭმა, ვინც მოგვიტანა, მოგვეხმარა აწყობასა დაა მორთვაში. საჭმელი?! მე არაფრის მომზადებაც კი არ დამჭირდა. ყველაფერი მზა მომიტანეს, ხაჭაპური, შემწვარი ქათამი, უგემრიელესი ნამცხვარი. ანანასიც კი გვქონდა. პირველი ახალი წელი იყო, როცა ჩემს შვილებს საჭმელი და კამფეტი არ მოუთხოვიათ. არ იცოდნენ, რით დაეწყოთ, პირველ რიგში რა გაესინჯათ. როგორ აგიღწეროთ ჩემი გრძნობები. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა გადაგვხდა თავს.

საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

ნანა: მგონი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. როგორ გამოვარჩიო? სარეცხი მანქანა? მაცივარი? დაბადებიდან მსგავსი არაფერი მქონია. საწოლები ოცნებად გვქონდა ქცეული. ანა-მარია დღემდე დადის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისია: „ჩემი ტელევიზორი, ჩემი სარეცხი მანქანა, ჩემი მაცივარი“... შეხედეთ, გოგონებმა მაცივრის კარი როგორ გაალამაზეს, ეს ელენეს ნამუშევარია. გულებს აკრავდა და თან ამბობდა: „მინდა ჩემი საყვარელი მაცივარი ლამაზი იყოსო“. ანა-მარიაც ეხმარებოდა დაკვრაში.


დაუჯერებელია, რომ მარცხენა ფოტოზე პატარა ანა-მარიაა. ახლა მას ბავშვისთვის შესაფერისი პირობები აქვს და გულებიანი მაცივარი

ელენიკო, საყვარელო, გვითხარი, ბედნიერი ხარ?

ელენე: კიიი! მე სულ არაფერი არ მქონდა, ახლა კი სულ-სულ ყველაფერი მაქვს! ასი მილიონი სათამაშო!

ოჰო! გვანახებ შენს საჩუქრებს?

ელენე: ჯერ ვერ განახებ, დეიდა. ჯერ თამაში არ დამიწყია. მერე მოდი და ერთად ვითამაშოთ.

ნანა (ღიმილით): ელენე რემონტის დასრულებას ელოდება. უფრთხილდება ყველაფერს, მთხოვა, ბევრი თოჯინა რომ შემენახა, იმისთვის რომ გაეხსნა მაშინ, როდესაც მშენებლობა დასრულდება. ოცნებობს, თუ როგორ მოეწყობა ახალ საძინებელში, როგორ დაალაგებს სათამაშოებს... მართლა უამრავი გვაჩუქეს.

„ანა-მარია: „ჩართე, ელენიკო, რას ელოდები?“

ელენე: შემიძლია ახალი ტელევიზორი გაჩვენო. წამო! შენ გიყვარს „მაშა და დათვის“ ყურება?

თუ დაკავებული არ ვარ, ძალიან!

ელენე: დაჯექი ჩვენს ახალ საწოლზე. აქედან უკეთესად ჩანს, ან დაწექი, თუ გინდა. მე და ანა-მარია წამოწოლილები ვუყურებთ. აი, უკვე იწყება! ეხლა სათამაშო სამზარეულოს მოგიტან, სადაც თოჯინებს ვუმზადებ საჭმელს.

ნანა: მეც დავიტრაბახებ, ელენიკოსავით. (იღიმის) იცით რამდენი ახალი ტანსაცმელი გვაქვს? ამდენი ცხოვრებაში არ გვქონია! ჩვენი მაღაზიაში წასვლა არასდროს დამავიწყდება. თქვენმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ყველაფრის არჩევა შეგვიძლია, რაც მოგვინდება! ასეთი მაღაზიებისკენ არც კი გაგვიხედია არასდროს. ახლოსაც არ მივსულვართ, არაა საჩვენო. გოგონები სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდნენ, კივილით დარბოდნენ მთელს მაღაზიაში, ახალ ტანსაცმელს ირჩევდნენ, ყველაფერი, როგორც კინოში ისე ხდებოდა...

ღმერთო, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა გააკეთეთ ჩვენთვის! თქვენ რომ არა, ჩვენ ხომ ისევ ისე ნაგავსაყრელზე ვიცხოვრებდით, ვერავინ გაიგებდა ჩვენს შესახებ. იმდენად მივეჩვიე, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს, რომ ამხელა მხარდაჭერის იმედიც არ მქონდა. ეს ალბათ ჯილდოა ამდენი ტანჯვისა და იმედგაცრუების შემდეგ. მაინც დღემდე სიზმარში მგონია თავი... ამდენი კეთილი ადამიანი, ამხელა დახმარება! ისეთ ბედნიერებას გისურვებთ, როგორი ბედნიერებიც არიან დღეს ჩემი შვილები, თქვენი დამსახურებით!

ნანა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაგიკავშირდათ ვინმე?

ნანა: არა, რას ამბობთ! აბსოლუტურად არანაირი რეაქცია, რა გაეწყობა. მათ იმედზე თუ იქნები, ფეხებს გაჭიმავ.

იქნებ არის კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ნანა: კიდევ რამე როგორ უნდა ვითხოვო? საშინელ, ვირთხებით სავსე ნაგავსაყრელზე ვცხოვრობდით, ახლა კი საოცარი სახლი გვაქვს, ტექნიკითა და ავეჯით გაწყობილი, ჩემი შვილები კი ბედნიერები არიან და აღარ შიათ! წვრილმანებიღა დარჩა: ფარდები, თეთრეული, ჭურჭლისა და ტანსაცმლის კარადები. ღმერთო, სიტყვებიც არ მყოფნის, რომ აგიღწეროთ სინამდვილეში რას ვგრძნობ! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ვინც წაიკითხა ჩვენი ისტორია, თუნდაც უბრალოდ გვითანაგრძნო, და ილოცა ჩვენზე. თქვენი დამსახურებით ჩემი შვილები იცხოვრებენ ადამიანურად. ვიცი, უფალი  ჩემს ვედრებას შეისმენს და ეს სიკეთე დაგიბრუნდებათ თქვენს და თქვენს ოჯახებს. გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას!

მარცხნივ ნაგავსაყრელია, მარჯვნივ კი კეთილმოწყობილი კარ-მიდამო და „ჰეფი ენდი“. გვესტუმრეთ ახალ სახლში!

***

მეგობრებო, თქვენ უბრალოდ ჯადოქრები ხართ! თქვენი დამსახურებით პატარა ელენემ და ანა-მარიამ დაიჯერეს, რომ სასწაულების ხდება. და რაც მთავარია - ახლა მათ ადამიანების სიკეთის სწამთ! ეს ხომ შეუფასებელია! ორი მშვენიერი გოგონა, ნაგავსაყრელზე, ვირთხებთან იზრდებოდა, ახლა კი მათ მშვენიერი სახლი აქვთ, ყველაფერი რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, და კიდევ ბევრი რამ. ყველა მათი ოცნება ახდა! ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, რომ მათ იმედი გავუცრუოთ, დავივიწყოთ ის, რომ ნანა სრულიად მარტო ზრდის შვილებს და ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.

და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

 სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე -  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მეტრეველების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/664-metreveli/description/

      ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა - 0901 200 270

ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: