ამ საშინელ სახლში დღესასწაული არასდროს დადგება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ საშინელ სახლში დღესასწაული არასდროს დადგება!

page info icon
2021 იანვარი 6
მათ შობის დღესასწაულზეც ეშიებათ და შესცივდებათ; ხოლო როდესაც მეზობელი სახლებიდან შემწვარი გოჭის და ახლად გამომცხვარი ფუნთუშეულის გემრიელი სუნი გამოვა, ისინი ხელში პურს დაიჭერენ, თვალებს დახუჭავენ და წარმოიდგენენ, რაოდენ გემრიელია ეს ყველაფერი... ისინი ამას შეჩვეულები არიან. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. შიმშილის ატანაც შეიძლება და სიცივის გადატანაც... მაგრამ მერე რა იქნება? ვინ იქნებიან ბავშვები, როდესაც გაიზრდებიან? ვინ გახდებიან ისინი, თუ მათ ბავშვობა არ ჰქონიათ?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,604 ₾
( 140 დონორი )
დასრულებულია

ოთხი წლის სალომეს და 6 წლის მარის ზღაპრების ჯერ კიდევ სჯერათ, მაგრამ უფროსები - 11 წლის მანჩო და ასაკთან შედარებით მოწიფული, 9 წლის ტარიელი დარწმუნებულები არიან, რომ ბედნიერება არ არსებობს.

  „მე უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ - რომ ჩემი შვილების გაზრდაში დამეხმაროს! მათი ტანჯვის შემყურეს, გული მიკვდება! - მწარედ ტირის დედა, ნონა (32 წლის). - შველას ჩვენ საერთოდ არსაიდან ველით!“

  შეუძლებელია ცრემლების გარეშე იმის ყურება, თუ როგორ ცხოვრობენ ეს კეთილი ქართველები... შვილები - აი, მათი ერთადერთი სიმდიდრე! საბრალო ნონამ ჩვენს ფონდს იმ რწმენით მომართა, რომ კეთილი თანამემამულეები მის შვილებს გასაჭირში არ დატოვებენ. ჩვენ მათი უკანასკნელი იმედი ვართ! 

ნონა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ჩვენს ფონდში რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ნონა:ჩვენ საშინელ სიღარიბეში ვცხოვრობთ... ჩემი შვილები მუდმივად ნახევრად მშივრები არიან, ძველმანებში ჩაცმულები დადიან... საწყლები, უკვე აღარც არაფერს ითხოვენ! იციან, რომ ფული არ გვაქვს. სახლი ინგრევა... მე და ჩემს მეუღლეს არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ მათ მეტნაკლებად ნორმალური პირობები შევუქმნათ. ჩემი პატარების შემყურეს, გული მიკვდება! (ტირის.)

ნონა, ასეთ სავალალო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

ნონა:მე დიდი სიყვარულით გავთხოვდი... მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი საერთო ნაცნობებთან გავიცანით. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. ცოტა ხანს - სამი თვე ვხვდებოდით. მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვეძლო და დავქორწინდით. დიდ გეგმებს ვაწყობდით, თბილისში წასვლასა და ნორმალური სამსახურის შოვნაზე ვფიქრობდით, ისე რომ გვეცხოვრა, როგორც ყველას. დიდ სიმდიდრეზე არასდროს მიოცნებია... მაგრამ რატომღაც, არ გამოვიდა... პირველი ორსულობა შემიწყდა. ძალიან განვიცდიდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი - რომ დედა გავმხდარიყავი! მალე, ისევ დავფეხმძიმდი და ქვეყანას ჯერ ჩვენი მანჩო, შემდეგ კი ტარიელი მოევლინა... ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ბავშვები ხომ ღმერთის საჩუქარია! ცხოვრების აზრი! ისე მოხდა, რომ მუშაობა აღარ შემეძლო, ბავშვებზე უნდა მეზრუნა, ამიტომ სოფელში დავრჩით. საბედნიეროდ, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს.

ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ნონა:ეს ჩემი დედამთილის სახლია... თავად, თბილისში ცხოვრობს და ექთნად მუშაობს. ფულს ცოტას შოულობს, მაგრამ თავისი საქმე უყვარს და თავის დანებება არ სურს. როგორც ხედავთ, სახლი სავალალო მდგომარეობაშია. აქ ორი ოთახია, ერთში ერთგვარი სამზარეულო მოვაწყვე. იატაკი ბეტონისაა, კედლები იშლება, სახურავი ჟონავს და ყველა ბზარიდან უბერავს... ღუმელი ვერ გვშველის, თუმცა არც შეშა გვაქვს. იმით ვათბობთ, რასაც ახლომახლო ტყეში ვაგროვებთ. ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის ბევრჯერ მივმართე. ვთხოვდი, სახურავის შეკეთებაში მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს, სარემონტო სამუშაოებისთვის კი ფულს ვერსად ვიშოვი. ჩემი ქმარი ნებისმიერ დამატებით სამუშაოს თანხმდება, სოფლის მეურნეობაშიც ეხმარება და თუ დაუძახეს, მშენებლობაზეც მუშაობს; მაგრამ სოფელში, კი იცით, სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია, მით უმეტეს - ახლა. ამ წყეული ვირუსის გამო, ყველაფერი დახურულია. სოციალური დახმარება - აი, მთელი ჩვენი შემოსავალი.

ეს ფული რაზე გყოფნით?

ნონა:ჩვენ 440 ლარს და კვების ბარათებს ვიღებთ... თავად განსაჯეთ, რაზე შეიძლება გვეყოს? ოთხი ერთმანეთზე პატარა ბავშვი, მათ ჭამა და ჩაცმა სჭირდებათ. ჩვენ მხოლოდ ყველაზე აუცილებელ პროდუქტებს ვყიდულობთ. ონლაინ-რეჟიმში სწავლა კი ჩვენთვის დამატებით პრობლემად იქცა. სამ ბავშვს ერთი სასკოლო ნოუთბუქი აქვს. დანარჩენები გაფუჭდა და მათი შეკეთება ვერ შევძელით.  

არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

ნონა:მამაჩემი 10 წლის წინ გარდაიცვალა... დედა პენსიონერია და ჩემს დას უვლის. ის გონებრივად ჩამორჩენილია და ეპილეფსია აქვს. მამამთილიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ჯერ კიდევ სანამ მე და დავითი ვიქორწინებდით. დედამთილს კი თავი თავადაც ძლივს გააქვს. მას ჩვენ, ახალგაზრდები, უნდა ვეხმარებოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ... ზოგჯერ მეზობლები გვაძლევენ იმ ტანსაცმელს, რაც მათ შვილებს დაუპატარავდათ. დამხმარე სხვა არავინ გვყავს.

ოდესმე თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ნონა:არა, რა თქმა უნდა. ახალგაზრდობაში, მე და ჩემი ქმარი იმაზე ვოცნებობდით, რომ ორივე ვიმუშავებდით, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და მშვიდი, წყნარი ცხოვრებით ვიცხოვრებდით. ახალგაზრდობაში ყველაფერი მარტივი ჩანს. მით უმეტეს, დავითი შრომისმოყვარე ადამიანია, ნებისმიერ საქმეს თანხმდება, ოღონდაც სახლში თეთრები შემოიტანოს.

რისი გწამთ, ნონა? ხსნას რაში ხედავთ?

ნონა:სულიერად დაცემის საშუალებას უფლის რწმენა არ მაძლევს. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, თითქმის ყოველ კვირა დღეს ეკლესიაში დავდივართ. მე ხატების წინ ვლოცულობ და უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილების გაზრდაში და მათ ფეხზე დაყენებაში დამეხმაროს. მე ლოცვას მათაც ვასწავლი და იმის რწმენას, რომ უფალი ჩვენს ხმას აუცილებლად შეისმენს და დაგვეხმარება.

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ნონა:მჯერა. იცით, მე საერთოდ არავინ მყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდი... თქვენი ფონდი ჩემი უკანასკნელი იმედია! თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ და ვხედავ, რამდენი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში... ადამიანები, რომლებიც სხვისი გასაჭირის მიმართ გულგრილები არ რჩებიან და მზად არიან, დასახმარებლად მოვიდნენ. მჯერა, რომ როდესაც ისინი იმ სიღარიბის შესახებ შეიტყობენ, რაშიც ჩემს შვილებს უწევთ ცხოვრება, ისინი გამოგვეხმაურებიან და ჩვენს გასაჭირს გვერდს არ უქცევენ...

მაგალითისთვის, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

ნონა:ვცდილობ, მშრალი საჭმელი არ ჭამონ. მე მათ წვნიანებს ვუკეთებ - წყალწყალას, რა თქმა უნდა... ძალიან გემრიელი არ არის, მაგრამ მარტო მაკარონს კი სჯობს. პური, ჩაი, ზოგჯერ, შაქრის გარეშეც. რას ვიზამთ? სოციალური დახმარების ერთ თვეზე გაწვდენა ძალიან რთულია.

ნონა, თქვენი შვილები სკოლაში და საბავშვო ბაღში დადიან?

ნონა:მანჩო, ტარიელი და მარი კარგად სწავლობენ და გულს ძალიან მიხარებენ! არ ზარმაცობენ და ნიშნებიც კარგი  მოაქვთ. ყოველ შემთხვევაში ასე იყო, სანამ სკოლას დახურავდნენ. ახლა, არც კი ვიცი, რა იქნება... საბავშვო ბაღი კი ჩვენს სოფელში უბრალოდ არ არის. პატარა სალომეს ძალიან უნდოდა ქართული ცეკვების წრეზე სიარული, მაგრამ მე მის საფასურს ვერ გადავიხდიდი, ასე რომ - სახლში ზის.

თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. მანჩო, შენ ყველაზე უფროსი ხარ. შენგან დავიწყოთ. მითხარი, შენი საყვარელი საგანი რომელია?

მანჩო (11 წლის):მე ყველაზე მეტად, მათემატიკა და ქართული ენა მიყვარს, მაგრამ ისე, ყველა საგანში კარგი ნიშანი მყავს. მე, ტარიელს და მარის მასწავლებლები რომ გვაქებენ, დედას ისე უხარია, სიხარულისგან თვალები უბრწყინავს!  

რა ჭკვიანები ყოფილხართ! მანჩო, რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

მანჩო:ექიმობაზე ვოცნებობ. მინდა ხალხს ვუმკურნალო და სიკვდილისგან ვიხსნა!  

მარი (6 წლის):ექიმობა მეც მინდა! მე და მანჩო მსოფლიოში საუკეთესო ექიმები ვიქნებით!

ამაში ეჭვიც არ მეპარება, მარი! მითხარი,  რომელია შენი საყვარელი ზღაპარი?

მარი:„გაყინული“, დების - ელზას და ანას შესახებ! ორივე ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ანა უფრო მომწონს! ძალიან მინდა თოჯინა - პრინცესა ანა. დედას ვთხოვე, მაგრამ მან მითხრა, რომ მაშინ მიყიდის, როცა ფული ექნება... (სევდიანად ოხრავს პატარა.)

შენ, ტარიელ? შენ რაზე ოცნებობ?

ტარიელი (9 წლის):ძალიან მინდა ველოსიპედი! მეზობლის ბიჭები დაატარებენ, მე კი განზე ვდგავარ და ვუყურებ... მაგრამ დედას აღარ მოვთხოვ, თორემ ერთხელ ვუთხარი, მან კი ზურგი მაქცია და რატომღაც ატირდა... არაფერი მინდა, ოღონდაც დედა არ ტიროდეს!

რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

ტარიელი:მე პოლიციელი ვიქნები! იარაღი მექნება და დამნაშავეებს დავიჭერ!

რა ყოჩაღი ხარ! და შენ რაზე ოცნებობ, სალომე?

სალომე (4 წლის):მე თოჯინები და ტკბილეული მინდა!

ეს მაიმუნი შენი საყვარელი სათამაშოა? რა ჰქვია?

სალომე:დიახ, საყვარელი. მას ანა ჰქვია!

თქვენ უბრალოდ საოცარი ბავშვები ხართ! ვფიქრობ, თუ ახალ წელს თოვლის ბაბუას სურვილს ჩაუთქვამთ, თქვენი ოცნებები აუცილებლად ასრულდება!  

მარი:ჩვენ სურვილს ყოველთვის ვუთქვამთ... მაგრამ ის არ მოდის. დედა ამბობს, რომ მას დრო არ აქვს; მაგრამ ჩვენს მეზობლებთან ხომ მოდის? ჰოდა, მეც მჯერა, რომ ის, ოდესმე, ჩვენთანაც აუცილებლად მოვა!

ნონა, თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ნონა:ღმერთო, რა უხერხულია თხოვნა... მხოლოდ შვილების გამო ვითხოვ... ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, სახლში გამოკეტილები სხედან, მულტფილმებსაც კი ვერ უყურებენ. ძალიან მინდა, რომ ტელევიზორი მაინც გვქონდეს, ასევე - გაზქურა, რადგან ეს აღარაფრად ვარგა. არც ნორმალური საწოლები გვაქვს... ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით.

ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ და რასაც უფალს შევთხოვ - ეს ჩემი შვილების კეთილდღეობაა! რომ ისინი ჩაცმულები და დანაყრებულები იყვნენ, რომ არ სციოდეთ და სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ... რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ და ბედნიერები იყვნენ!

***

  მეგობრებო, მესხების ოჯახს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება! ოთხი მშვენიერი ბავშვი - 4 წლის სალომე, 6 წლის მარი, 9 წლის ტარიელი და 11 წლის მანჩო საშინელ სიღარიბეში, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობს, მაგრამ მათ სასწაულების რწმენა არ განელებიათ! მათ სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა ოდესმე მათთანაც მივა! მათი ბავშვობის ოცნებების ასრულება კი ჩვენ ძალგვიძს! მათ ხომ ბედნიერებისთვის ცოტა რამ სჭირდებათ: გემრიელი საჭმელი, ტკბილეული და სათამაშოები!

  მესხების ოჯახი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელი იქნება. მათ ძალიან სჭირდებათ: საკვები, საბავშვო ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საწოლები! სამ ბავშვს კი ერთი სასკოლო ბუქი აქვს! მათთვის ბავშვობის დაბრუნება, მათი სურვილების ასრულება და პანდემიის ამ რთული პირობებში, მათთვის სწავლის შესაძლებლობის მიცემა ჩვენ შეგვიძლია. ბავშვები ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალია!

  მესხების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ხანდაკი.

  ან დაურეკეთ ნონას და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ იგი! ტელეფონის ნომერი: 598 19 24 90.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

   უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

   მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მესხების ოჯახი).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენისაიტისმეშვეობითაც.

თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მესხების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: