პროექტის რეპორტი დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა

page info icon
2021 იანვარი 8
page info icon
5853
კითხვაზე - „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან: ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია - მოხუცი, ავადმყოფი... ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ. ეს საახალწლო ამბავი არ არის; ის ვერც სულს გაგვითბობს და ვერც ამ დების წარსულის შეცვლას შეგვაძლებინებს, მაგრამ იქნებ, მათი მომავალის შეცვლა შევძლოთ… ვინ იცის? შობის წინა დღეებში ხომ სასწაულები ხდება? ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ... დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, - ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა...“, - ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,305 ₾
( 267 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: