იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ

page info icon
2021 იანვარი 11
page info icon
1611
„მე ის ისე ძალიან მენატრება... ისე ძალიან მინდა, რომ ჩავეხუტო და ვეთამაშო. იქ, მასთანაც ცივა. აქ კი, მე და დედასაც გვცივა...“ პატარა თეას მამა ძალიან ენატრება. ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა და თავისი გოგონები, - მეუღლე, ლია და 6 წლის ქალიშვილი, თეა, - სრულიად მარტო დატოვა. მათ არავინ ჰყავთ... მათ არაფერი აქვთ... „აი, ასე საუბრობს მამამისზე მთელი დღეები. მის სურათებთან ზის და უყვება, დღემ როგორ ჩაიარა. ის მას ძალიან იყო მიჯაჭვული, ძალიან უყვარდა. ჩემზე მეტადაც კი. მამიკოს გოგოა! მეც ძალიან მიჭირს. წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის დაკარგვა როგორია? მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. რა ვქნა, რა გავაკეთო?.. ვცდილობ, თავი შევიკავო და გრძნობებს არ ავყვე. ვიცი, რომ ის ზეციდან გვიყურებს და დაგვეხმარება.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,761 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია

  ვიზიარებ თქვენს მწუხარებას!მოგვიყევით, რა არის ამ დროისთვის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

  ლია:სიცივე და შიმშილი! კეთილი მეზობლებირომ არა, ჩვენ ამ თვეებს ვერ გადავიტანდით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ჩემს გოგონას, როგორც ობოლს, პენსია - 100 ლარი დაუნიშნეს. ამ პატარა ოთახის ქირასაც სწორედ ამდენს ვიხდით. „ჩვენ მამა გვეხმარება“ - მეუბნება თეა და მამას მადლობას უხდის, რომ ის ჩვენზე ზეციდანაც ზრუნავს. ჩვენი შემწეობა 140 ლარია. როგორ ფიქრობთ, ამ ფულით ცხოვრება შეიძლება? მე არაფრით გამომდის. იქნებ მფლანგველი ვარ? იქნებ დაზოგვა არ ვიცი?

  თვეში 140 ლარი, ორ კაცზე - ძალიან ცოტაა. დღეში, კაცზე 2 ლარი გამოდის. თანაც, როდესაც საკვებზე ასეთი ფასებია...

  ლია:ჩვენი საკვები - პური და მაკარონია. თუ თეას ვინმე კანფეტებით გაუმასპინძლდა, ის მაშინვე ჩემთან გამორბის და მიზიარებს. ის ძალიან კეთილია.

  თეა (6 წლის):დედა ამბობს, რომ მას კანფეტები არ უყვარს, მაგრამ როგორ შეიძლება, კანფეტები არ გიყვარდეს? თქვენ გიყვართ? თუ თქვენც თქვენი შვილებისთვის ინახავთ?

  კანფეტები მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ დედასაც უყვარს.

  თეა:დედას არ დაუჯეროთ, რომ კანფეტები არ უყვარს. ის ამას იმიტომ ამბობს, რომ მე მეტი მერგოს! ამიტომ, როდესაც თოვლის ბაბუას წერილი მივწერე, მე მას ბევრი ტკბილეული ვთხოვე!

  კიდევ რას სთხოვე?

  თეა:ოღონდ დედას არ უთხრათ! სახლისთვის, თბილი, ყელიანი ფეხსაცმელები ვთხოვე! ჩვენთან ცივა და ფეხები მეყინება. თბილი ტანსაცმელიც ვთხოვე, ჩემთვის და დედასთვის. ღამე, დასაძინებლად რომ ვწვებით, ერთმანეთს ძლივს ვათბობთ. ჩვენთან ძალიან ცივა. კიდევ, თბილი გადასაფარებლები ვთხოვე, ერთი თოჯინა და პელმენები! ალბათ თოვლის ბაბუა რამეს მაინც მოიტანს.

  ვფიქრობ, ის შენ საჩუქრებს აუცილებლად მოგიტანს.

  თეა:მეც ასე ვფიქრობ. დედა კი ამბობს, რომ ის შეიძლება დაკავებული იყოს და არ მოიტანოს, მაგრამ მე თქვენი უფრო მჯერა!

ლია, მოდით, სასწაულების ვირწმუნოთ! გვჯეროდეს, რომ თოვლის ბაბუა თქვენთანაც მოვა! მინდა, რომ მას თქვენი სურვილებიც მიწეროთ.

  ლია:უი, რას ამბობთ?! მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ბავშვი როგორ გამოვკვებო. ისე კი, თუ ოცნებაა - სარეცხ მანქანაზე, მაცივარზე და ტელევიზორზე ვოცნებობ. საწოლიც ძალიან გვჭირდება და როგორც თეამ თქვა, თბილი გადასაფარებლებიც. სულ ეს არის!

  ლია, ნათესავებიდან არავინ გეხმარებათ?

  ლია:ახლა, ყველას თავისი პრობლემები აქვს. ჩემი მშობლები მოხუცები არიან, დახმარება მათ თავად სჭირდებათ. ღმერთმა კეთილი მეზობლები გამომიგზავნა. ისინი ჩემს გოგონაზე ისე ზრუნავენ... საქართველოში მეზობლები - თითოეული ადამიანის ყველაზე დიდი ქონებაა!

  შეგიძლიათ, ქართველებს მიმართოთ ჩვენს პოსტებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც კითხულობენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენს მშვენიერ გოგონას ძალიან ბევრი მეგობარი გამოგიჩნდებათ!

  ლია:ვიცი, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცალია. ყველას საკუთარი პრობლემები და საქმეები აქვს. ახალი წელიც მალე დადგება... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, რომელიც ჩემი ობოლი გოგონასთვის ნამდვილი თოვლის ბაბუა გახდება.

თეა:მე კი ყველას ახალ წელს მივულოცავდი და სტუმრად დავპატიჟებდი, რომ მათთვის ჩემი თოჯინა გამეცნო! მას ნინო ჰქვია! ხომ ლამაზია? თბილი ტანსაცმელი მასაც სჭირდება!

***

მეგობრებო, ლია ოსანაძე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის და მისი პატარა გოგონა მეუღლისა და მამის გარეშე დარჩნენ. მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ბოროტმა განგებამ ისე ინება, რომ ლიას შვილის გაზრდა მარტოს უწევს. ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ. პატარა თეა სიცივესა და შიმშილში იზრდება, დედა კი ლუკმა პურზე უარს ხშირად თავად ამბობს, რათა შვილი გამოკვებოს!

დედა-შვილს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები, სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლი და საწოლის საკუთნო. პატარა თეა კი თოჯინებზე და ტკბილეულზე ოცნებობს.

შეგიძლიათ, დაურეკოთ ან ესტუმროთ მათ და პირადად დაეხმაროთ. მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქ. პირველი ჩიხი, სახლი №3. ტელ.: 558 59 75 88.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საბრალო ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მზრუნველობა; ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინ არის.

ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თეას და ლიას გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ ღვთის მოსაწონი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლია ოსანაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: