პროექტის რეპორტი იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

იცით, ბიძია, მამაჩემი სასაფლაოზე ცხოვრობს, მე კი მასთან სტუმრად დავდივარ

page info icon
2021 იანვარი 11
„მე ის ისე ძალიან მენატრება... ისე ძალიან მინდა, რომ ჩავეხუტო და ვეთამაშო. იქ, მასთანაც ცივა. აქ კი, მე და დედასაც გვცივა...“ პატარა თეას მამა ძალიან ენატრება. ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა და თავისი გოგონები, - მეუღლე, ლია და 6 წლის ქალიშვილი, თეა, - სრულიად მარტო დატოვა. მათ არავინ ჰყავთ... მათ არაფერი აქვთ... „აი, ასე საუბრობს მამამისზე მთელი დღეები. მის სურათებთან ზის და უყვება, დღემ როგორ ჩაიარა. ის მას ძალიან იყო მიჯაჭვული, ძალიან უყვარდა. ჩემზე მეტადაც კი. მამიკოს გოგოა! მეც ძალიან მიჭირს. წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის დაკარგვა როგორია? მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. რა ვქნა, რა გავაკეთო?.. ვცდილობ, თავი შევიკავო და გრძნობებს არ ავყვე. ვიცი, რომ ის ზეციდან გვიყურებს და დაგვეხმარება.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,761 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია

ხომ ვამბობდი, მამა ჩემთვის ზეციდანაც კი ყველაფერს გააკეთებს!

„მამაჩემი საუკეთესოა! რამდენს ვეხვეწებოდი, რომ კარგ ხალხს ვეპოვეთ და მან თქვენ გამოგგზავნათ!“

პატარა თეას დღემდე სჯერა, რომ მამა ტკბილეულს და გემრიელობებს კეთილი ადამიანების ხელით უგზავნის. ამას როგორ ახერხებს, არ იცის, მაგრამ მას ხომ განსაკუთრებული მამა ჰყავს?! მისი გარდაცვალების შემდეგ დედაც სულ იმას ეუბნებოდა, რომ მამა თავის ლამაზ გოგონაზე ზეციდანაც კი იზრუნებდა... თეას პატარა გულს ამის იმდენად სჯეროდა, რომ ეს მართლაც მოხდა! ახლა მას ყველაფერი აქვს, რაზეც ოცნებობდა: თბილი საწოლი, ფუმფულა საბანი, ლამაზი კაბა და ნაირ-ნაირი ნუგბარი... მოდი და ამის შემდეგ სასწაულის არ გჯეროდეს! არ გჯეროდეს, რომ თუკი რაღაცას მთელი გულით ისურვებ, ის აუცილებლად ახდება!

მოდი ჯერ ამ ოჯახის ამბავი წაიკითხეთ; ნახეთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი თქვენთან დამეგობრებამდე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/672-osanadze/

მერე კი ამ პოსტს გაეცანით. ხედავთ განსხვავებას?

– ლია, თქვენი ამბის გამოქვეყნებიდან დიდი დრო დრო არ გასულა. მოგვიყევით, თქვენი ცხოვრება მას შემდეგ როგორ შეიცვალა?

ლია: იცით, ის დრო ძალიან დიდი გულის ტკივილით მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იყო; მაგრამ მინდა ყველაფერი ცუდი მალე დავივიწყო: შიმშილი, აუტანელი გაჭირვება... იმ დროს, როცა თქვენ მოგმართეთ, ნახევრად მშივრები ვიყავით, ფული ელემენტარულ რაღაცებზეც კი არ გვყოფნიდა. ჩემი გოგონა ცუდად იკვებებოდა, მისთვის ყველაფერზე უარის თქმა მიწევდა... მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი თავი საერთოდ დამავიწყდა, მაგრამ განსაკუთრებით იმის მრცხვენოდა, რომ შვილისთვის არაფრის მიცემა შემეძლო... ბოლო დროს სიცივეებზე განსაკუთრებით ვდარდობდი, რადგან ვერაფრით ვახერხებდით გათბობას და მეშინოდა, რომ ბავშვი გამიცივდებოდა, მე კი პურის ფულიც კი არ მქონდა, არათუ ექიმის... და მაშინ, როცა თითქოს იმედიც კი დავკარგე, თქვენ გამოჩნდით... ახლა საწოლიც გვაქვს, ახალი თეთრეულიც, თბილი საბნებიც, მაგიდებიც და ტანსაცმელიც... ჩემი მაცივარი პირველად არის სავსე! განა სასწაული არ არის? სახლში სრულიად სხვა განწყობაა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემმა გოგონამ პირველად დავიწყეთ აზრზე მოსვლა, პატარა რაღაცებისგან სიხარულის მიღებას ხელახლა ვსწავლობთ... და ეს თქვენი დამსახურებაა!

გვიხარია, რომ დაგეხმარეთ. ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?

ლია: განა შეიძლება მათი დავიწყება, ვინც შენი ერთადერთი შვილი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა? სრულიად უცხო ადამიანები მირეკავდნენ, მხარს მიჭერდნენ... ზოგმა ტანსაცმელი გამოგვიგზავნა, ზოგს სურსათი მოჰქონდა... მაგალითად, ერთმა ოჯახმა მოგვინახულა და სამი ტომარა შეშა, ხინკალი, ლობიო, კარაქი და კონსერვები გვაჩუქა... თბილისის ჩოგბურთის ფედერაციიდან 300 ლარი გამოგვიგზავნეს. ისიც ვიცი, რომ ფონდის ანგარიშზე ჩვენთვის თითო-თითო ლარსაც რიცხავდნენ და ჯამში იმდენი შეგროვდა, რომ უამრავი რამის ყიდვა შევძელით! შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, ამიტომ უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

– ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?

ლია:არა, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ ყოფილა...

– ლია, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ.

ლია:მრცხვენია აღიარება, მაგრამ ამ მასშტაბის დახმარებას არ ველოდი. რა თქმა უნდა, ხალხის თანაგრძნობისაც მჯერა და იმაზეც ბევრი მსმენია, როგორ ეხმარებით გაჭირვებულ ხალხს... მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მეც ასე დამეხმარებოდნენ, რადგან კრიზისია. ზედმეტი ფული ვის აქვს? მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ზედმეტში კი არა, იმაშია, რომ თანამგრძნობი ადამიანი საკუთარ თავს მოაკლებს და სხვას გაუყოფს. ჩემს გოგონას სულ ვეუბნები: სხვის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლი; ახლა შენ დაგეხმარნენ, მაგრამ მოვა დრო და შენც ვიღაცას გადაარჩენ მეთქი. რთულია ჩემი ემოციების აღწერა. ჩვენი ერის კეთილშობილებით და სულგრძელობით აღფრთოვანებული ვარ! მადლიერების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის!

– ლია, ფონდის დახმარებაზე ისე ემოციურად საუბრობთ... რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?

ლია: მეუღლის გარდაცვალებამ მომცელა და შინაგანი ძალები გამომაცალა. შვილთან ერთად მარტო, დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე დავრჩი; ამას ეს პანდემიაც დაემატა... არანაირი იმედი, მხოლოდ სასოწარკვეთა და შიში... ხელზე მშიერი ბავშვით ბინის ქირა და კომუნალურები მაქვს გადასახდელი. რა ვქნა? რა გავაკეთო? ეს კითხვები და უსაშველობის შეგრძნება მტანჯავდა. თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა... ასეთი მხარდაჭერა რომ ვიგრძენი და ათობით ცხოველმყოფელი ამბავი რომ მოვისმინე, მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება... შვილის გამო უნდა ვიცხოვრო - მას დედა სჭირდება! ამიტომ თქვენს გამოჩენასთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამ შესაძლებლობისთვის თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ..

– ძალიან გვიხარია, რომ ახალი ცხოვრება დაიწყეთ! თუ შეიძლება, თეასაც გავესაუბრებით. თეა, როგორ ხარ? ახალი მეგობრების გამოგზავნილი საჩუქრები თუ მოგეწონა?

თეა (6 წლის): ძალიან მომეწონა! ახლა მყუდრო საწოლზე მძინავს, ლამაზი თეთრეული მაქვს და რაც ყველაზე მთავარია - ღამღამობით აღარ ვიყინები, რადგან თბილი საბანიც გვაჩუქეს! ასევე, ბევრი ნაირ-ნაირი ტანსაცმელი მაქვს და შემიძლია გამოვიცვალო ხოლმე. სკოლაში ყოველდღე ლამაზი დავდივარ! ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ დედა აღარ ტირის...

ჭკვიანი გოგო ხარ, თეალია, საუბარს დავუბრუნდეთ. კიდევ თუ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?

ლია:კიდევ რამის თხოვნა ძალიან მრცხვენია! მაგრამ როგორც კი მახსენდება, რომ ბინის ქირა და კომუნალურები მაქვს გადასახდელი, შიში მოსვენებას არ მაძლევს... მე და ჩემი გოგონა ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით: საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის... ძალიან გვიჭირს, ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი დიდი საჩუქარი იქნება! მადლობა ყველა თანამგრძნობ ადამიანს მათი დიდი და კეთილი გულებისთვის! უფალმა დაგლოცოთ!

***

ძვირფასო მეგობრებო, ლია და თეა ოსანაძეები ოჯახის უფროსის დაკარგვას ძალიან განიცდიან და ფაქტობრივად გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ მატერიალური დახმარება, საკვები და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! საერთო ძალებით შეგვიძლია მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და მთელი საქართველო მათ გვერდითაა!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ოსანაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/672-osanadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: