გაყინვა თუ არ გინდა - იხტუნავე... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაყინვა თუ არ გინდა - იხტუნავე...

page info icon
2021 იანვარი 13
page info icon
1324
„ვოცნებობ, რომ დედა ყოველთვის იღიმოდეს, ის კი სულ ტირის და ტირის“, - სევდიანად ამბობს 12 წლის ბიჭი, იურა. და მყისვე, საუბარში პატარა ანა ერთვება: „ჩვენი დედიკო ძალიან, ძალიან გვიყვარს! მოდი, გასწავლი, თითების გათბობას როგორ გვასწავლის. იცი?” „ამის ცოდნა რაში მჭირდება?“ - ვეკითხები გოგონას. „რა სასაცილო ხარ! უკვე დიდი ხარ და არ იცი! სიცივე თუ იქნება, ისინი შეიძლება დაგემტვრეს; თუ თითები არ გჭირდება?“ „უბედურება, პირდაპირ, თან მდევს, - მწარედ ტირის საბრალო დედა, არაქსი. - ქმარმა მომიტაცა, შემდეგ კი მიღალატა და მიმატოვა, მშობლებმაც ზურგი მაქციეს... ერთი წლის წინ კი მამა გარდამეცვალა, რომელიც ჩემი ერთადერთი საყრდენი და მფარველი იყო... ამ ქვეყნად სრულიად მარტო ვართ და საერთოდ არავის ვჭირდებით!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,519 ₾
( 124 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, არაქსი მარკარიანი უიმედო მდგომარეობაშია. მას სრულიად არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებას სთხოვდა. ჩვენ მისი უკანასკნელი იმედი ვართ! ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მას, იურას და ანას დავეხმაროთ და მათ ნათელი მომავლის და იმის რწმენა დავუბრუნოთ, რომ სამყაროს მათთვის ზურგი არ უქცევია!

არაქსი:მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, შვილებთან ერთად აქ, მშობლების სახლში აღმოვჩნდი, ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. იცით, ჩვენ დამხმარე არავინ გვყავს. ყოფილი ქმრის ოჯახმა დაგვივიწყა, დედაჩემს კი, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ნერვული აშლილობა აქვს; თანაც, თავადაც მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს. სოციალური დახმარებაც ძალიან პატარაა, საერთოდ არაფერზე გვყოფნის!

ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

არაქსი:ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია... დაწვრილებით არ მოვყვები, მეუღლესთან ერთად როგორ ვცხოვრობდი... ის სვამდა, თამაშობდა და რა თქმა უნდა, კონფლიქტებიც გვქონდა... მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან მე და ბავშვებს გვიღალატა. უკეთეს ცხოვრებაზე გაგვცვალა... ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემ ზურგსუკან, განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა და გერმანიაში გაემგზავრა. მე კი, ბავშვებთან ერთად, უბრალოდ ქუჩაში გამომაგდო. როგორც ვიცი, მას იქ უკვე სხვა საცოლე ელოდა. ჩემი ყოფილი დედამთილიც მას გაჰყვა. მათთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს...

სიყვარულით გათხოვდით? თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

არაქსი:რას ამბობთ? მე მხოლოდ 16 წლის ვიყავი! უცხო ენების ინსტიტუტში ახალი ჩაბარებული მქონდა. ძალიან მინდოდა სწავლა, სპეციალობის მიღება და მუშაობა! ის კი ჩვენს ბინაში რემონტს აკეთებდა. ერთხელ კოკა-კოლით გამიმასპინძლდა... მოვსვი, დავვარდი და უკვე თბილისში გავიღვიძე, მის ნათესავებთან. გათხოვება არ მინდოდა... მაგრამ ჩვენი ტრადიციების თანახმად, მე უკვე შერცხვენილად ვითვლებოდი და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. მით უმეტეს, ჩემს მშობლებსაც ეგონათ, რომ მასთან ერთად მე თვითონ გავიქეცი. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ... მამა 5 წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა! დიდი ხნის - 6 თვის ორსული ვიყავი, პირველი შვილი რომ დავკარგე. საშინლად განვიცდიდი... შემდეგ, იურა გაჩნდა. თავდაპირველად, ჩემს ქმარს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა! პირმშო, ვაჟი! შემდეგ, ყველაფერი ისევ აირია. მასში აზარტული თამაშებით გატაცების მავნე ჩვევა ვერაფრით ამოვძირკვეთ... ის ვალებში ჩავარდა... შვილების გამო, ყველაფერს ავიტანდი, სხვა ქვეყანაში რომ არ გაქცეულიყო და ქუჩაში რომ არ გამოვეყარეთ. რომ დავშორდით, ჩემი გოგონა, ანა, მხოლოდ რამდენიმე თვის იყო. ის მამამისს არ იცნობს.



შემდეგ რა მოხდა? მშობლებთან დაბრუნდით?

არაქსი:დიახ, მომიწია. მაშინ მამა ცოცხალი იყო. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მექცეოდა, ყოველთვის მხარში მედგა, დედა კი დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ოჯახი დამენგრა... მე მაღაზიაში მოლარედ ვმუშაობდი, მამაჩემი კი ჩემს შვილებს უვლიდა. ისინი საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან გამოჰყავდა, ანას მას მამას ეძახდა... საწყალი, ერთი წლის წინ, ციროზით გარდაიცვალა. ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ჩემი მხოლოდ მას ესმოდა და მხოლოდ ის მეხმარებოდა. დედასთან, როგორც უკვე გითხარით, არც ისე თბილი ურთიერთობა მაქვს. განქორწინებას დღემდე ვერ მპატიობს, მე მადანაშაულებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი,  საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ბავშვებთან ერთად სოციალურ თავშესაფარში წასვლა ვცადე, მაგრამ იქ მხოლოდ ორი თვე გავძელი. იქ ისეთი სიბინძურე და ისეთი საშინელი პირობებია! მე კარგი, მაგრამ ბავშვები? ისევ მშობლების სახლში დაბრუნება მოგვიწია. დედამ სამზარეულო დაგვითმო, თვითონ კი ერთ პატარა ოთახში იყუჟება, რომელშიც გათბობა საერთოდ არ არის. მისი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს, მაგრამ აქ ცივა, ნესტია, გამათბობელი გაფუჭებულია... ეს დივანი მეზობლებმა გვაჩუქეს, სამივეს მასზე გვძინავს, ძლივს ვეტევით და ისიც, სადაცაა, დაიშლება.

საერთოდ არავინ გყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდით?

არაქსი:ჩვენ არავინ გვყავს. ჩემი ქმრის ოჯახმა დიდი ხნის წინ დაგვივიწყა, მე კი მხოლოდ დედა მყავს. სურვილის მიუხედავად, ის ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს. პენსია - აი, მისი მთელი შემოსავალი და თანაც, ჯანმრთელობაც შეერყა. მე კი სამსახურს ვერ ვშოულობ. ნერვიულობის ფონზე, ყველა კბილი დავკარგე. ასეთს სამსახურში ვინ ამიყვანს? ამას ეს პანდემიაც დაემატა...

ჩვენ მეზობლები გვეხმარებიან, სადილს გვიზიარებენ, ტელევიზორიც კი გვაჩუქეს. ამ მხარდაჭერის გარეშე არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. ერთმა ქალმა ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ სააგენტოში იპოვა და ბავშვებისთვის სათამაშოები, საჭმელი მოიტანა... ამისთვის მისი ისეთი მადლიერები ვართ!..

– რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

არაქსი: მე მხოლოდ უფლის რწმენა მეხმარება და სასოწარკვეთის საშუალებას არ მაძლევს. ბავშვებთან ერთად ეკლესიაშიც დავდივართ და სახლშიც ვლოცულობთ. დიდი მადლობა ჩვენს მამაოს! მან იცის, როგორ გვიჭირს და ცდილობს, საკვებით დაგვეხმაროს.

არც კი ვიცი, კეთილი ხალხის დახმარების გარეშე რას ვიზამდი.

– დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

არაქსი:რამდენჯერ! გაზის გამათბობლის შეკეთებას დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ მოსულა. დახმარება კი ცოტა დაგვინიშნეს იმ მიზეზით, რომ საცხოვრებელი ფართი გვაქვს... და არავის აინტერესებს, რა პირობებია აქ და არც ის, რომ ის ჩვენი არ არის!  

რა არის თქვენი შემოსავალი?

არაქსი:სოციალური დახმარება – 130 ლარი და კვების ბარათი - 60 ლარი. მადლობა ღმერთს, საკვებს სოციალურ სასადილოში მაინც გვაძლევენ, თორემ დახმარებიდან დახმარებამდე ვერ გავატანდით. კომუნალური გადასახადებიც ხომ გადასახდელია, არა?!

მაგალითისთვის, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

არაქსი:ფაფები, მაკარონი, ახლა კი - ბულიონიც. სასადილოში, თვეში ერთხელ, ქათამს გვაძლევენ. ჩვენთვის ეს ფუფუნებაა! ფქვილსაც გვაძლევენ და პურს მე თვითონ ვაცხობ. ასე უფრო იაფი გამოდის. ჭირვეული შვილები არ მყავს, სრულიად ყველაფერს ჭამენ, რაც არ უნდა მოვამზადო. თუ არაფერია, არც მაგაზე წუწუნებენ, ჩაით და პურით კმაყოფილდებიან.

– ცოტა რამ მათ შესახებაც მოგვიყევით. თქვენი შვილები კარგად სწავლობენ? რით არიან გატაცებულები?

არაქსი: დიახ, შემიძლია ვიამაყო! ისინი ძალიან ბეჯითები არიან, მაგრამ ეს პანდემია... წარმოიდგინეთ, სკოლიდან დამემუქრნენ, რომ ჩემს შვილებს გარიცხავდნენ, თუკი ისინი გაკვეთილებს არ დაესწრებოდნენ. იურამ და ანამ გასული წლის მთელი მეორე სემესტრი გამოტოვეს, რადგან ინტერნეტის გამოყვანის არანაირი საშუალება არ გვქონდა. მეორადი ტელეფონის ყიდვა და ჩართვა მოგვიწია და ახლა, ჩვენს ხარჯებს ესეც დაემატა... ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, ხატვა უყვართ, ანას კი ცეკვაზე სიარული უნდა, მაგრამ წრეების ღირებულების გადახდის ფული მართლა არ მაქვს, ამიტომ მათთვის უარის თქმა ამაზეც მიწევს...

– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. იურა, რადგან უფროსი ხარ, შენით დავიწყოთ. მითხარი, სწავლა გიყვარს? შენი საყვარელი საგანი რომელია?

იურა (12 წლის): ყველაზე მეტად, ისტორია და ბუნებისმეტყველება მომწონს. ვფიქრობ, ეს ყველაზე საინტერესო საგნებია!

- და რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

იურა: ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, მეზღვაური გავხდები და უზარმაზარ, ლამაზ გემზე, შორეულ ნაოსნობაში წავალ. მინდა, ვიმოგზაურო და სხვადასხვა ქვეყანა ვნახო....

ზღვა გიყვარს? ცურვა თუ იცი?

იურა:დედასთან ერთად, ზაფხულში, ზღვაზე ხშირად დავდივართ. დედა ცურვას მასწავლის, მაგრამ ჯერჯერობით, ცუდად გამომდის... ერთად, სანაპიროზე, ისე ვხალისობთ, დასთან ერთად წყალში ვჭყუმპალაობთ, ვთამაშობთ... ზღვა კი ისეთი დიდი და ლამაზია!

ანა (7 წლის): ზღვა მეც ძალიან მიყვარს და ცურვის სწავლაც ძალიან მინდა! ცეკვაც მინდა! ვოცნებობ, რომ გავიზრდები, ბალერინა გავხდე! სილამაზის სალონშიც მინდა მუშაობა...

მართლა? და იქ რას გააკეთებ?

ანა:ლამაზ ვარცხნილობებს და ფრჩხილებს გავაკეთებ! მე თვითონაც ლამაზი ვიქნები და ყველას გავალამაზებ, ვინც ჩემთან მოვა!

– მართლაც გრანდიოზული გეგმები გქონია! ანა, მითხარი, საყვარელი სათამაშო გაქვს?

ანა: აი, ეს ჯუჯა. მას სმურფიკი ჰქვია. მას ჩემთან, დედასთან და იურასთან ერთად სძინავს, დივანზე. მართალია, ცოტა ვერ ვეტევით, მაგრამ დედა უფლებას მაძლევს, რადგან ის შეიძლება ღამე გაიყინოს! აქ ძალიან ცივა!

რაზე ოცნებობ, ანა?

ანა:ძალიან მინდა თოჯინა ეტლით, ბევრზე ბევრი ტკბილეული და ასევე, პლანშეტი, გაკვეთილებს რომ დავესწრო! მე და იურას, ორს ერთი - დედის ძველი ტელეფონი გვაქვს...

იურა: პლანშეტი მეც მინდა! მასზე შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო: ისწავლო, დახატო, ითამაშო!

– იურა, რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

იურა: ვოცნებობ, მე, დედას და ჩემს დას საკუთარი სახლი გვქონდეს და ბედნიერი ოჯახი ვიყოთ...

– შენი აზრით,  ბედნიერი ოჯახი როგორია?

იურა:ეს არის, როდესაც ყველას უხარია, იღიმის და არავინ არავის ეჩხუბება... და როდესაც დედა არ ტირის...

და თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის, არაქსი?

არაქსი:მეც იმაზე ვოცნებობ, რაზეც ჩემი პატარები. საკუთარ, თუნდაც პაწაწინა სახლზე! და რომ ჩემს შვილებს არაფერი სჭირდებოდეთ... 

თქვენი აზრით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

არაქსი:გაზის გამათბობელი! ჩვენ ვიყინებით; ეს ხომ „იტალიური“ ეზოა“ და აქ დიდი ნესტია... დივანი, რაზეც გვძინავს, იშლება და მასზე ძალიან სივიწროვეა. თან ბავშვებიც იზრდებიან... მათ ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი. ონლაინ სწავლა ჩვენთვის ნამდვილი პრობლემა გახდა! მაცივარიც ძალიან გვჭირდება. ორიოდე დღის სამყოფ საჭმელსაც კი ვერ ვაკეთებ, ყველაფერი მჟავდება!

ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. ჩემი შვილები მუდმივად ცუდად იკვებებიან და მათ სრულიად ყველაფერი სჭირდებათ. თხოვნა ძალიან მეუხერხულება, მაგრამ თქვენ მხოლოდ მათი გულისთვის მოგმართეთ!

ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

არაქსი:სოციალური ქსელიდან. თქვენს პოსტს წავაწყდი, შემდეგ „ფეისბუქ“ გვერდზე შემოვედი, ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით. გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა და თქვენც დარეკეთ! ვისთვის აღარ მიმიმართავს, მაგრამ თქვენ გარდა, ჩემი დახმარების ძახილს არავინ გამოხმაურებია... თქვენ მე იმედი მომეცით, რომ ჩემი შვილების ბედი ვიღაცისთვის მაინც არ არის სულერთი!

***

მეგობრებო, არაქსის და მის ორ, მცირეწლოვან შვილს - 12 წლის იურას და 7 წლის ანას - ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება! მათ იმდენი მწუხარება, იმდენი ტკივილი დაითმინეს და ისინი ისეთ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ, რომ ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ასეთ გასაჭირს გვერდი ვუქციოთ! მარტოხელა დედა, შვილებთან ერთად, იყინება და მას ლამის იატაკზე, ვიწრო, გაფუჭებულ დივანზე სძინავს. იურა და ანა სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, მათ არც ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აქვთ და არც ნორმალურად სწავლის შესაძლებლობა. არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბავშვები - ჩვენი ქვეყნის მომავალია! 

არაქსის, იურას და ანას ძალიან სჭირდებათ ნებისმიერი დახმარება. მათ სჭირდებათ:  საკვები პროდუქტები, ახალი დივანი, მაცივარი, კომპიუტერი, საბავშვო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

მარკარიანების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №83

ან დაურეკეთ არაქსის და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ იგი! ტელეფონის ნომერი: 555 46 25 76.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მარკარიანების ოჯახი).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენისაიტისმეშვეობითაც.

თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჟანას და გიგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: